როგორ ურთიერთობს წყენის მდგომარეობაში მყოფი ანალის ვექტორიანი მამრი.

წყენის მდგომარეობა ანალურ ვექტორში კავშირში არაა აზროვნების განვითარებასთან. ნაწყენი შეიძლება იყოს როგორც განუვითარებელი, ისე – განვითარებული ანალის ვექტორიანი. წყენის მიზეზი შეიძლება იყოს როგორც ბავშვობაში ალერსის ნაკლებობა, ან ზედმეტად დასჯა, ისე ზრდასრულ ასაკში მიყენებული შეურაცხყოფა, დაუფასებლობა, ან ღალატი. წყენის მდგომარეობაში მყოფი ანალური ფსიქოტიპი, ურთიერთობებში ძალზე რთული პიროვნებაა.
ნაწყენი ანალი მამრი ცხოვრობს იმის განცდით, რომ რაღაც დააკლეს – ყურადღება, პატივისცემა, სოციალური სტატუსი და ა.შ. ამის გამო ის თითოეული ადამიანისგან ელის ზედმეტ ყურადღებას, როგორც იმის კომპენსაციას, რაც მან ვერ მიიღო. მას ეჩვენება, რომ ყველას მისი მოტყუება, ან მისთვის რამის დაშავება უნდა და ამისთვის წინასწარ ემზადება. ნაწყენ ანალს ყველგან ღალატი ელანდება და მოელის, რომ ისევ აწყენინებენ. ურთიერთობის საწყის ეტაპზე მას ყველაფერი ადვილად წყინს, მტკივნეულად რეაგირებს ხუმრობებზე. ხაზს უსვამს საკუთარ ვაჟკაცობას, სასურველ მდედრს ჩუქნის ყვავილებს, საჩუქრებს, პატიჟებს რესტორნებში და ა.შ. იცავს ურთიერთობებში მიღებულ და გავრცელებულ ტრადიციებს. მთელი არსებით ცდილობს წარმოაჩინოს, რომ ნამდვილი მამაკაცია და თავისი მდედრისთვის ყველაფერს გააკეთებს. გოგონას მხრიდან მისი მისამართით გამოთქმულ ნებისმიერ მოულოდნელ ფრაზაზე, ან ხუმრობაზე მტკივნეულად რეაგირებს და ნაწყენდება.
ნაწყენ ანალს ძალიან უყვარს წუწუნი – დედაზე, უფროსზე, ბედზე. ეს მდგომარეობა ნამდვილი ხაფანგია განვითარებული ვიზუალი მდედრისთვის. ის შედის ნაწყენი ანალი მამრის მდგომარეობაში, უთანაგრძნოს, მისი ტკივილი გულთან ახლოს მიაქვს, ცდილობს მის დახმარებას. სამწუხაროდ ვიზუალი მდედრი ვერ აცნობიერებს, რომ ანალური წყენა უძირო ჭაა, რომლის ამოვსებაც ყველაზე ძლიერ სიყვარულსა და თანაგრძნობასაც კი არ შეუძლია. ამიტომ მისი ძალიასხმევა – დაეხმაროს ნაწყენ ანალს, შესაძლოა უსასრულოდ გაგრძელდეს.