რომელი ფსიქოტიპი (ვექტორი) როგორი მეგობარია

მეგობრობა კანის ვექტორში
ამ მხრივ კანის ვექტორთან ანალურისგან მნიშვნელოვნად განსხვავებული სიტუაციაა, კანს არ ჰყავს მეგობრები (ამ სიტყვის ანალური მნიშვნელობით), მას ყავს სასარგებლო ნაცნობები. მეგობრობა თავისი არსით დროში ხანგრძლივ ურთიერთობას და უანგარო ურთიერთდახმარებას გულისხმობს, ეს კი კანის თვისებები არ არის. კანს პატარა, მაგრამ მოქნილი ფსიქიკა აქვს. ამ ფსიქიკას შეუძლია ადაპტირდეს ნებისმიერ მდგომარეობასთან, მაგრამ როცა მდგომარეობა იცვლება, კანი ამ მდგომარეობასთან ერტად იწყებს ცვლას და შესაბამისად ახალ მდგომარეობას ერგება. მითუმეტეს კანური თვისება არაა უანგარობა. რას ნიშნავს იყოს უანგარო ვინმესთვის? ეს ნიშნავს რაღაც გააკეთოს და არ მიიღოს ამაზე უკუკავშირი, არ მიიღოს სარგებელი. ეს კი კანისთვის წარმოუდგენელია. რატომ უნდა აკეთოს რამე ტყუილად? კანის ფუნქცია ადაპტაციაა, აწმყოსთან მორგება. მეგობრობა კი წარსულის გამოცდილებიდან წამოსული ურთიერთკავშირია. კანისთვის წარსული უსარგებლო ნაგავია (თუ რა თქმა უნდა ამაში ფულს არ უხდიან).
კანის ვექტორი ურთიერთობს სასარგებლოობის პრინციპით. შოთას მანქანა ყავს, ვალერის გავლენიანი სანაცნობო, ანზორის არცერთი. ე.ი. შოთასთან და ვალერისთან ,,დამეგობრება“ ღირს, ანზორისთან არა. მაგრამ თუ ანზორი ერთადერთი დამაკავშირებელია შოთასა და ვალერისთან, მაშინ ანზორიც სასარგებლოა, მანამ მაინც სანამ მისთვის სასარგებლო ხალხთან დამაკავშირებელი რგოლია. თუ მოცემულობა იცვლება, მასთან ერთად იცვლება კანის ვექტორიანის დამოკიდებულებაც.
თუ ანალისთვის მეგობრობა მყარი და უცვლელი მოცემულობაა, კანისთვის ის ლავიებადი დროებითობაა. თუ ანალის ვექტორიანმა ვინმეს მეგობრობა შეფიცა, ის მისი მეგობარი იქნება ნებისმიერ მოცემულობაში. მაშინაც, როცა მეგობარს უჭირს და მაშინაც როცა ბედნიერია. კანის ვექტორიანისთვის ასეთი დამოკიდებულება უაზრობა და რესურსის ფლანგვაა. იმეგობროს მასზე წარუმატებელთან, ეს მისთვის ნიშნავს რესურსის უაზროდ გაფლანგვას. ამიტომ კანი ურთიერთობს მათთან, ვისთან ურთიერთობაც სასარგებლოდ მიაჩნია და მიდის, როცა ეს ურთიერთობა მისთვის უსარგებლო ხდება.
რა თქმა უნდა კანს შეუძლია ვინმეს მეგობარი დაარქვას, შესაძლოა მასთან რაღაც დროით ურთიერთობდეს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ეს ურთიერთობა მოცემულობაზე იქნება დამოკიდებული და მოცემულობის ცვლასთან ერთად შეიძლება შეიცვალოს.

 

სრული ტექსტი იხილეთ ფასიან ჯგუფში: https://www.facebook.com/groups/571353209673619/