როცა არ იცი რატომ ყვირის ბავშვი.

 

დედა ცდილობს თავისი ერთი წლის გოგონა დამშვიდოს. ის ტირის, დედა ყველაფერს ცდილობს – სარწეველა, ხელში აყვანა, წყალი, მატყუარა … ბავშვი კი ტირილს განაგრძობს. დედა სასოწარკვეთილი აგდებს მას სარწეველაში სიტყვებით „კიდევ რაღა გავაკეთო რომ დაწყნარდე?“ სკამზე ჯდება და სახელ ხელებში მალავს. ბავშვი კი ბჟირდება. დედა მას ხელში იყვანს და გულში იკრავს. გოგონა ღრიალება და დედას ხელებს ურტყამს. დედა ტაკოზე ურტყამს. ცრემლებს იწმანდს და შვილსაც სწმენდს, სლუკუნებს და ისევ ეხუტება. ორივე მშივიდდება.
ერთ წუთში ჩატეული ტკივილის ზღვა. ორივესთვის…

ყველაფერი დედიდან იწყება…

ბავშვის დაბადებამ ცხოვრება ამოატრიალა. მთელი დრო, აზრები და სამყარო მან დაიკავა. ყველაზე მნიშნელოვანი გახდა, ყველფერი რაც იქამდე არსებობდა უკანა პლანზე გადავიდა.
ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა და საქმე მარტო ყოფითი ფუსფუსი და დაღლილობა როდია. რუტინული დღე… საფენები, კვება, სეირნობა, ბანაობა, სათამაშოები, ფიები, კბილები, სათამაშოები…
დასვენება ძილია, სრულფასოვანი ძილი კი შაბათ-კვირის დასვენებას უდრის.
შხაპი ფუფუნებაა, აბაზანის მიღება სპა სალონში წასვლას, მასაჟისტს და ფსიქოთერაპევტს უტოლდება. ვახშამია როცა ჭამ. როანტიკული ვახშამია როცა ორივე ხელით ჭამ და თან ნამდვილ საჭმელს და არა ფიების ნარჩენებს.
უკბილო ღიმილი დილიდანვე საოცარ სითბოს გჩუქნის, ფუმფულა თმების სუნი თავბრუს გახვევს, შენს კისერზე შემოხვეულ პატარა ხელებს ყველა ჭრილობის განკურნება შეუძლიათ. მაგრამ ხანდახან მაინც გინდა გახვიდე სახლიდან და აღარ დაბრუნდე. მარტო. სამუდამოდ. არსად.
თავს ძლივს იკავებ ისე გინდა გრძნობებს გასაქანი მისცე, ირიტო და არაფერს ყური არ დაუგდო, აღარაფერი შეამჩნია, აღარც ძლიერი აღარ იყო, აღარც დედა…
საშინელი აზრები, შეგრძნებები, განცდები… რომლებსაც ვერსად გაურბიხარ. დრო და დრო მაინც ამოტივტივდებიან გონებაში. მოსვენებას არ გაძლევენ. გაგიჟებენ.
ეს იწვევს ტკივილს, სტრესს – მე ცუდი დედა ვარ, მე არ მინდა სულ ბავშვთან ყოფნა, ისე არ მიყვარს როგორც საჭიროა… ხან და ხან მისგვერდით ცუდად ვხდები და არ ვიცი რა ვქნა.
რა მჭირს?!

… და ბავშვში გრძელდება.
ჯერ მხოლოდ ერთი წლისაა. დედა მისი მთელი სამყაროა. ესაა სითბოს, საკვების, ძილის და გართობის წყარო, რაც მთავარია ესაა დაცულობის და უსაფრთხოების შეგრძნების წყარო.
მშიდად მხოლოდ დედასთან არის. კარგადაა, უბრალოდ კარგადაა. ყველაფერი ისეა როგორც უნდა იყოს.
მაგრამ ხანდახან დედას რაღაცა სჭირს. ნერვიულობს, ტირის, ყვირის და არაფერი აღარაა ისე როგორც უნდა იყოს, ყველაფერი ცუდადაა, მოუსვენრად.
მეც ვტირი, მეც ცუდად ვარ, და არ ვიცი რატომ ვარ ასე. ვტირი და ძალიან მინდა ყველაფერი ისევ ძველებურად იყოს. დაე ისევ ისე იყოს, დაე დედა ისევ იყოს.
დამშვიდაა დედა – დავმშვიდდი მეც.
სვფ ამ მექანიზმს გარკვევით ხსნის.
დაცულობისა და უსაფრთხოების შეგრძნებები – ქვეცნობიერი გრძნობებია. ბავშვი მათ მხოლოდ დედისგან იღებს. როცა თავს უსაფრთხოდ გრძნობს – გაწონასწორებულ მდგომარეობაშია. ის იზრდება და აქტიურად ვითარდება, სამყაროს ეცნობა, არ ეშინია საკუთარი თავის გამოვლენის და სიახლის. ფიზიკური და ფსიქოლოგიური განვითარება მიმდინარეობს აქტიურად და შეუფერხებლად.
მაგრამ როგორც კი დაცულობისა და უსაფრთხოების შეგრძნებები იკლებს, მისი მდგომარეობა რთულდება. მას ეშინია, ეს არაა უბრალო დისკომფორტი და უსიამოვნო შეგრძნება. მაგრამ ვერ ხვდება რატომ, ვერც აგიხსნით და ვერც გაჩვენებთ. ის ამას მხოლოდ არაცნობიერ დონეზე გრძნობს.
და რა ხდება? ბავშვი ჭირვეულობს, ტირის, ყვირის, ჩხუბობს, სათამაშოებს ამტვრებს და ყველაფერს ყრის. არაფერი უნდა, არაფერი აინტერესებს, არაფერი სჭირდება. თავგანწირვით ცდილობს დაიბრუნოს შინაგანი მდგომარეობა, როცა კარგად იყო. ამის მიცემა კი მხოლოდ დედას შეუძლია. თანაც იმის დედა კი არა რომელიც უბრალოდ არწევს და მატყუარას სჩრის, არამედ იმას, რომელიც თავადაც მშვიდ და გაწონასწორებულ მდგომარეობაშია.
ყველაზე მეტად, სათამაშოებზე, გართობაზე, გემრიელ კერძებზე, ლამაზ ტანსაცმელზე, დიდ სახლზე, მაგარ მანქანაზე, კეთილ ძიძაზე და ჭკვიან აღმზრდელზე უფრო ბავშვს სჭირდება დედა. მშვიდი და ბედნიერი.
ასე გაწერილი ფსიქიკაში, ასეა ჩაშენებული ქვეცნობიერში, ესაა ბუნების კანონი რომელიც ადამიანის როგორც სახეობის გადარჩენს განსაზღვრავს. გადარჩენს და განვითარებას.

როგორ დავიბრუნოთ ბალანსი?
საჭიროა საკუთარ თავში გარკვევა, დეფიციტის განსაზღვრა და მისი კომპენსირება. ამისთვის კი ცოდნა, მუშა ინფორმაცია გჭირდებათ, სწავლება რომელსაც უკვე შედეგები აქვს. ისეთი, როგორის ფორმირებაც სვფ-ს ტრენინგზე ხდება.
მაშ ასე, რა ემართება ქალს ბავშვის დაბადების მერე და რატომ უჭირს მას ასე ძალიან. იცვლება ცხოვრების წესი, ქრება რეალიზაციის შესაძლებლობები, არასაკმარისი ძილი, ხმაურის გაზრდილი დოზა, განმარტოების შეუძლებლობა, გამუდმებული დაძაბულობა – ეს სტრესია. განსაკუთრებით პირველი ბავშვის დაბადებისას, რადგან სწორედ მაშინ გგონია, რომ ეს ყველაფერი სამუდამოა.
ყველაზე მეტად სმენის ვექტორიან დედებს უჭირთ. ეს დომინანატი ვექტორია, რომელიც ფსიქკის უზარმაზარ ფენას მოიცავს და გამუდმებით საჭიროებს რეალიზაციას. სმენური სურვილები ესაა ყურადღების მოკრება, ჩაღრმავება, აბსტრაქტული ინტელექტის დაძაბვა ახალი აზრფორმის შესაქმნელად. მოთხოვნადი ინტელექტუალური შრომის პროდუქტი.
ადამიანურ ენაზე თუ ვიტყვით სმენა დედას ერთი საათით მაინც სჭირდება განმარტოება. რადგან რამის მოფიქრება მას მხოლოდ კონცენტრირებულს შეუძლია. სტატიის დაწერა, ბლოგზე პოსტის, ლექსის, სიმღერის შეთხზვა – ერთი სიტყვით ნებისმიერი რამ სადაც სმენის ბუნებაში ჩადებული თვისებების რეალიზება შეიძლება.
ამის გარეშე ის ცუდად იქნება. არარეალიზებული სურვილები სიცარიელეებს ქმნიან. ისინი იზრდებიან და ქვეცნობიერს აწამებენ. ირღვევა შიანაგანი წონასწორობა, მცირდება სტრესმედეგობა, ჩნდება ფსიქოლოგიური დისკომფორტის შეგრძნება, დაძაბულობა იმატებს.
ასეთ მდგომარეობაში დედა ვეღარ აძლევს შვილს დაცულობისა და უსაფრთხოების განცდას. წრეც იკვრება. დედა ცუდადაა – შვილი უკმარისობაშია – მისი მდგომარეობა უარესდება და დედისთვის მეტ დისკომფორტს ქმნის.
ამ მექანიზმის გაცნობიერებით და მასზე დაკვირვების შედეგად უფრო ადვილია გამოსავლის პოვნა.
ტრენინგებზე სმენის ვექტორიანი ქალები ყოველ სიტყვას ყურადღებით უსმენენ. ბოლომდე აცნობიერებენ საკუთარ სურვილებს და საჭიროებებს. უკვე პროცესშივე მიმდინარეობს სმენის ავსება – საკუთარი თავის შეცნობისკენ მისწრაფება.
ნებისმეირი დედა რომელიც თავისი თავისა და შვილის სისტემურად გააზრებას იწყებს გრძნობს ძალების აღდგენასა და გაწონასწორებულობას. ეს ათავისუფლებს ძველი ფსიქოტრავმებისაგან, ხოლო სხვებსი უკეთ შეცნობა ახალი ურთიერთობების შექმნის საშუალებას იძლევა.
ეს კი ცხოვრებას პოზიტივით და ურთიერთგაგებით ავსებს.
და რა ხდება როცა დედის მდგომარეობა უმჯობესდება? ბავშვი იცვლება – გადაჭარბების გარეშე. ის დაცულობისა და უსაფრთხოების სრულფასოვან შეგრძნებას იღებს. კარგად ჭამს, კარგად სზინავს, ნაკლებად ავადმყოფობს, სწარაფად ვითარდება, ახალ თამაშებს სწავლობს, გარე სამყაროს მიმართ ინტერესს იჩენს, სხვა ბავშვებს უმეგობრდება დ ა.შ. ბავშვი, რომელიც შინაგან დისკომფორტს არ გამიცდის გამუდმებით დედას არ ითხოვს. დედისთვისაც უფრო ადვილია ასეთ შვილთან.
ეს არც ეზოთერიკაა და არც ფანტასტიკა, ესაა ადამიანის ფსიქოლოგიის გაგების ეფექტი. კარგი შედეგები კი უამრავია.
დედობა ესაა სიხარული და სიამოვნება. დედაბა ნამდვილი ქალური ბედნიერებაა. ბუნება ტანჯვისთვის არაფერს ქმნის. მხოლოდ საკუთარ თავში და ქვეცნობიერ მექანიზმებში გარკვევაა საჭირო.
დღეს კი ეს უკვე ცნობილია და ხელმისაწვდომია ყველასთვის ვინც სვფ ტრენინგის გავლას ისურვებს.

 

წყარო: https://www.yburlan.ru/biblioteka/kogda-ty-ne-znaesh-pochemu-rebenok-krichit?fbclid=IwAR2wVaqroVpwtPqmn8Bxpjq4rLQ5jfF26AeYHWQA715URFK7EUZ-zCW0JSI

მთარგმნელი: ეკატერინე სამხარაძე.