როცა ქალი სამყაროს ზომისაა

არიან ქალები, რომლებიც თითქოს ცხოვრებიდან არიან მოწყვეტილნი, მათი აზრები კონცენტრირებული არაა ჩვეულებრივ  საკითხებზე ან რაიმე მიღწევებზე, მათ სხვა ინტერესები აქვთ… ასეთ ქალებს  სურთ გაიგონ როგორ არის სამყარო მოწყობილი და რატომ, რა არის „მე“ , რისთვის დავიბადეთ და საერთოდ რა აზრი აქვს იმას,  რაც გარშემო  ხდება  და არცერთი სიტყვა ბავშვებზე, არცერთი აზრი ფულზე და არანაირი მინიშნებაც კი სხვა ყოფით საკითხებზე. ვინ არის ის, ასეთი უცნაური ქალი და რაში სჭირდება მას სამყარო?

სმენის ვექტორი მამაკაცებშიც და ქალებშიც თავის თავს ბევრ რამეში ავლენს, მათი თვისებები მეტაფიზიკურ სიბრტყეშია, აბსტრაქტული ინტელექტი აპერირებს ტერმინებით: უსასრულობა, სიცოცხლის და სიკვდილის აზრი, შემეცნება, სამყარო და ღმერთი. ნებისმიერი სქესის სმენას აინტერესებს როგორ არის ეს სამყარო მოწყობილი და პირადად ის რას აკეთებს ამ პლანეტაზე, განსხვავება მხოლოდ სურვილის ძალაშია… ასე იყო ადრე, მაგრამ ეხლა ყველაფერი შეიცვალა. აქ საუბარი გვაქვს არა კონკრეტულ პიროვნებაზე, არამედ ტენდენციაზე, კოლექტიურ ქალის და მამაკაცის ზოგად შტრიხებზე. ყოველ ახალ თაობაში ადამიანის სურვილის ძალა და ტემპერამენტი იზრდება, რაც გვაიძულებს ვეძიოთ სულ ახალი და ახალი გზები, თანდაყოლილი ფსიქოლოგიური თვისების უფროდაუფრო რთული გზებით რეალიზებისთვის და პირველ რიგში ეს ეხება დომინანტურ სმენურ ვექტორს.

თუ ძველ ეპოქაში სმენის ვექტორიანი ქალების უმრავლესობა კმაყოფილდებოდა მუსიკის, პოეზიის, ფილოსოფიის, ფიზიკა–მათემატიკის, რელიგიის, ლინგვისტიკის და ა. შ. სუბლიმატებით და ამავე დროს რჩებოდა მეუღლედ და დედად, დღეს უკვე ეს სამკარისი აღარაა.

სმენითი ფსიქოტიპის მატარებელ ქალებს ისეთივე მწვავე მოთხოვნილება აქვთ თავისი სმენური სურვილების რეალიზების, როგორც იმავე ვექტორის მქონე მამაკაცებს. კანურ ეპოქაში ქალებს მიეცათ შესაძლებლობა მამაკაცების მსგავსად მიიღონ განათლება, მიეცათ თანაბარი უფლება და შესაძლებლობა განახორციელონ პრაქტიკულად ყველანაირი საქმიანობა. გლობალიზაცია გრძელდება და ის მთლიანად შლის საზრღვრებს და უკანასკნელ დაბრკოლებებსაც კი სმენის ვექტორის რეალიზაციისთვის.

სმენის ვექტორიან ქალს სურს იცოდეს ვინაა, რატომ არის აქ, რა არის მისი მისია, მისი ცხოვრების აზრი. მას სურს და ცდილობს კიდეც გაიგოს სამყარო, შეიგრძნოს მისი არსი, ჩაწვდეს ყოფიერების საზრისს. თვითშეცნობის მოთხოვნილება პირველ პლანზე გადადის.

სმენის ვექტორის დომინანტური თვისებები ხშირად ქალ სმენებს ბოროტი ხუმრობასავით უტრიალდებათ. რვა ვექტორიდან სწორედ სმენაა ის, რომელიც ყველაზე მეტადაა მოწყვეტილი მატერიას. მისი სურვილები მეტაფიზიკის აბსტრაქტულ სიბრტყეშია. ფიზიკური სხეულის მოთხოვნილებები კი მას ნაკლებად ადარდებს. ამასთან ერთად ყველაფერი, რაც ფიზიკურ სამყაროს ეხება: ჭამა-სმა, ურთიერთობა, სექსი, ოჯახი, ყოფა, ბავშვები – სმენის მიერ (გარდა ურეთრალ-სმენისა) შეიძლება აღქმული იქნას როგორც რაღაც მდაბალი, ცხოველური, არაარსობრივი და მის ცხოვრებაში სრულიად უადგილო (განსაკუთარებით მაშინ, თუ ის რელიგიურ ფასეულობათა გავლენის ქვეშ იმყოფება).

სმენური თვისებების რეალიზაციის მზარდი მოთხოვნილების გამო, ის იძირება ძიებაში (სწავლა, სამუშაო, ხელოვნება, მეცნიერებაში და ა. შ.) წყვილში ურთიერთობებს კი საკმაოდ დიდი დროით გადადებს ხოლმე. და რაც უფრო დიდი ხნით გადადებს ამ საკითხს, მით უფრო მეტად დაუკმაყოფილებლად გრძნობს თავს ამ სფეროში. იმის გამო, რომ სმენები ბოლომდე ვერ უგებენ თავის თავს, საკუთარ სურვილებს, სწრაფვებს და უკმაყოფილობებს,  ძალიან უჭირთ განსაზღვრონ თავისი მოთხოვნილებები პარტნიორის მიმართ. ამის გამო იდეალური მეორე ნახევრის პოვნა მათთვის ძალიან ხშირად ცუდად მთავრდება (რეალურად არ არის ადვილი სმენის ვექტორიანი ადამიანის გაგება, რადგან ის მეტაფიზიკურია, რაც მას ხდის მიუწვდომელს, ხოლო მასთან ურთიერთობაში პარტნიორს ხშირად უჩნდება სიპატარავის და იმის განცდა, რომ რაღაც დიდთან აქვს შეხება, რაც მასში წარმოშობს შიშს. ეს კი მას ხშირად აიძულებს გაიქცეს) … ეს კი  კიდევ ერთხელ უმტკიცებთ აზრს. რომ სმენებისთვის ურთიერთობა არაა შექმნილი. ინტრავერტული  ვექტორის თვისებები დიდად არ განაწყობს ადამიანს საურთიერთოდ. ცუდ მდგომარეობაში კი საერთოდ მტრულად აღიქვავს გარემოს. შესაბამისად უფრო მეტად ხდება სოციუმთან დაშორება. უფრო მეტი კონცენტრაცია ხდება საკუთარ თავზე.  აკულტივირებს რა თავის ეგოიზმს,  უფრო ნაკლები შანსი რჩება  გაეცეს მის შინაგან კითხვებს პასუხები.