როცა შინაგანი ენერგო ბატარეა ნულზეა, ანუ როგორ ვიპოვნოთ ჩვენს თავში მუდმივი ძრავა

ძალები საერთოდ აღარ გაქვს… ხელებს და ფეხებს საერთოდ ვერ ამოძრავებ… უბრალოდ წევხარ უგრძნობლად და არაფრის თავი აღარ გაქვს… გეჩვენება, რომ სამყაროში არ არსებობს ძალა, რომელიც თუნდაც წამოდგომას შეგაძლებინებდა. უცებ… ტელეფონზე ზარი ისმის მომხიბლველი წინადადებით… მეგობარი დროის ხალისიანად გატარებას გპირდება…. ნახევარ საათში გამოგივლის… ორი წუთის წინ ენერგიისაგან დაცლილი უცებ საოცარი ძალებით ივსები… აი წამოხტი კიდეც… თავს იწესრიგებ, ერთი წუთიც.. და უკვე მზად ხარ… დღე ერთი ამოსუნთქვასავით ჩაივლის და შენი აპათია და უსასრულო დაღლილობა  არც გემახსოვრება…

ან ასეთი სიტუაცია: ყველაფერი გტკივა… დამტვრეულივით გაქვს სხეული, განწყობა მინუსებში… გრძნობ, რომ მხოლოდ მაღაზიებში გასეირნება გადაგარჩენს… შოპინგის ჯადოსნურ სამყაროში ჩაძირვა ყველა ტკივილისგან განთავისუფლებს და ამ საოცარ ადგილს ბედნიერი, სიახლეებით აღსავსე და ლამაზი ფუთებით ხელდამშვენებული ტოვებ…

რა ხშირად გვიმაღლებს ხოლმე განწყობას მოულოდნელად გაჩენილი ინტერესი… სიცოცხლის და სიხარულის ძალებს გვმატებს. ჩვენში ამოუწურავი ენერგიის ძიებით დაღლილებს გვავიწყდება პატარ-პატარა მიზეზები, რომლებსაც შეუძლიათ ძალებით აღგვავსონ და დაგვავიწყონ ტკივილი, სიზარმაცე, დაღლილობა.. ამ მუდმივი შინაგანი ძრავის საიდუმლოს გახსნა  შეუძლია სისტემურ-ვექტორულ ფსიქოლოგიას

ჩვენი ენერგიის წყარო

ადამიანები ყოველთვის ეძებდნენ სასიცოცხლო ენერგიის წყაროს… ეძებდნენ ფიზიკურ სამყაროში… და შესაბამისად გვმოძღვრავდნენ – რა უნდა გვეჭამა, როგორ გვესუნთქა, როგორ დაგვეძინა თუ გვემოძრავა, რათა სიკვდილამდე შეგვენარჩუნებინა მხნეობა და ძალებით აღსავსენი ვყოფილიყავით

თუმცა ეს რჩევები ყოველთვის არ მუშაობს. ის რაც ერთისთვის კარგია, მეორესთვის საზინოც კი შეიძლება აღმოჩნდეს, უნივერსალური რეცეპტი არ არსებობს, ამ შეუსაბამობის მიზეზი სულ სხვაგან შეიძლება ვიპოვოთ.

ვექტორული ფსიქოლოგია გვასწავლის, რომ ქვეცნობიერის მოცულობა, ადამიანის ფსიქიკის მოცულობა იმდენად გაიზარდა, რომ მხოლოდ ფიზიკური სამყარო ვეღარ მართავს ჩვენს განწყობებს და ზოგად მდგომარეობას. იმისათვის რათა კარგად ვგრძნობდეთ თავს, აუცილებელია ვიზრუნოთ არა მხოლოდ სხეულის ჯანმრთელობაზე არამედ ჩვენს სულიერ მდომარეობაზეც… აქ კი ჩვენი ფსიქიკის ცოდნის გარეშე იოლას ვერ გავალთ.

სიამოვნებისკენ ლტოლვა

ადამიანს სიამოვნების მიღების სურვილი ამოძრავებს, სწორედ სიამოვნებისკენ სწრაფვა გვაძლევს სასიცოცხლო მამოძრავებელ ენერგიას. სიამოვნების არ ქონას ვექტორული ფსიქოლოგია სიცარიელეს ან დაუკმაყოფილებლობს ეძახის. როცა ადამიანში სიცარიელე ჩნდება, ადამიანი მოუსვენრად ეძებს იმას, რითაც შეივსება… სწორედ სიცარიელის და მისი შევსების დელტაში წარმოიქმნება ენერგია.

ამის დანახვა კარგად შეიძლება საკვების მიღებისას – როცა გვშია, აქტიურები ვართ, უძველესი პერიოდიდან შიმშილი აიძულებდა ადამიანს ემოძრავა, განვითარებულიყო, რათა ნადირი მოეკლა და მუცელი ამოევსო.  აქვე აღსანიშნავია ერთი მნიშვნელოვანი  ფაქტორი – როცა ბევრს მივირთმევთ, ენერგიის წარმოქმნის წყაროს ვიკეტავთ.

კიდევ ერთი მაგალითი სპორტული ცხოვრებიდან. სპორტსმენებისთვის ფიზიკური აქტივობა სიამოვნება და ავსებაა. თუმცა თუ ყოველდღე მისიკვდილებამდე ივარჯიშეს, მაშინ მთელი ფიზიკური ენერგია ნულამდე დადის. მნიშვნელოვანი შეჯიბრის წინ სპორტსმენებს საერთოდ ასვენებენ კიდეც,  რათა დააგროვონ ის სიცარიელე, რომელიც მისცემთ ძლიერი ბიძგის ენერგიას.

ჩვენი ცხოვრებაში ტყუილად კი არ ენაცვლება ერთმანეთს მუშაობა და დასვენება, ამ დროს ვაგროვებთ საზოგადოებაში ჩვენი თვისებების რეალიზაციის სურვილს, ასეა ადამიანის ცხოვრება აწყობილი.

მაშ ასე. როგორც ჩანს ადამიანის ფსიქიკაში ჩადებულია მუდმივი ძრავის მექანიზმი. იმისათვის, რომ ეს მექანიზმი ჩართოს, ადამიანმა პირველ რიგში უნდა გაააცნობიეროს თავისი სურვილები, შემდეგ კი უნდა ”აინთოს” სიამოვნების განცდა, რომელიც გაჩნდება ამ სურვილის ასრულებისას. ყურადღება მიაქციეთ  სიამოვნების განცდას, ის სურვილის ასრულებისას აუცილებლად უნდა ფიგურირებდეს. იმისათვის რომ ”ძრავამ” კარგად იმუშაოს, აუცილებელია მისი სწორად ჩართვა, ჯერ კარგად უნდა გავაცნობიეროთ რა სურვილებია დამალული ამ ”ძრავაში” .

ყველას თავისი ”ძრავის ჩამრთველი” აქვს

ვექტორული ფსიქოლოგია განასხვავებს  8 სახის სურვილს და თვისებებს, რომელის ადამიანის მსოფლმხედველობას, სოციალურ როლს და სიამოვნების წყაროს  განსაზღვრავს. ვექტორების ავსება სიცოცხლის ხალისს გვმატებს, ხოლო ადამიანის ვექტორებში დაბადებიდან ჩადებული სურვილების შესწავლა, ცოდნა, სასიცოცხლო ენერგიისკენ გვიკვალავს გზას.

ხომ გახსოვთ სტატიის დასაწყისში აღწერილი სიტუაცია, როცა ურთიერთობების აწყობის ალბათობამაც კი ადამიანი სრულიად გამოიყვანა აპათიური და უენერგიო მდგომარეობიდან, ასე მჟღავნდება ადამიანში ვიზუალური ვექტორი, ვიზუალური ვექტორის სიამოვნების წყაროა – შთაბეჭდილება, ურთიერთობა, ემოციები

სმენა ძალას თავისი თავის და სამყაროს შეცნობიდან იღებს, მას სექსუალური ინტერესიც კი (ლიბიდო – სიცოცხლისკენ სწრაფვა) ხშირად ცხოვრების აზრის შესახებ ფილოსოფიური საუბრების გავლენის ქვეშ უჩნდება. სწორედ სმენაზე შეიძლება ვთქვათ ”ტვინი- ყველაზე სექსუალური ორგანოა”.

კანს სიამოვნებას კარიერული წინსვლა, სპორტი, ჯანსაღი ცხოვრების წესი, სწორი კვება  ანიჭებს, ეს ჩანს კიდეც თანამედროვე ეპოქაში (კაცობრიობა ახლა კანურ ფაზას გადის) რამდენად წინ წამოწეულია ჯანსაღი ცხოვრების წესი. თუმცა სხვადასხვა ვექტორებში ის სხვადასხვანაირად ვლინდება.

ანალი სიამოვნებას ზუსტ, სკურპლიოზულ, ხარისხიან, აუჩქარებელ მუშაობაში პოულობს, რომლის დროსაც ის მიილტვის საქმის ბოლომდე დასრულებისკენ. აი ანალი სამუშაოდან თითქოს დაქანცული დაბრუნდა, არადა მანქანის შეკეთებას შეუდგა და ვერც კი შენიშნა დრო როგორ გაექცა, თანაც სულაც არ დაღლილა.

კუნთს არ შეუძლია მძიმე ფიზიკური შრომის გარეშე, მისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია ისეთი სამუშაო, სადაც კუნთები მუდმივად დიდი დატვირთვის ქვეშაა, ეს ის ადამიანია, ვინც შახტაში, მშენებლობაზე ან ქარხანაში მუშაობს ქანცგაწყვეტამდე სამუშაო დღეებში, შაბათ-კვირას კი ბოსტანში ღვრის ოფლს ან სხვა სოჯახო-სამეურნეო საქმეს ეწევა. ამაზე უკეთესი ”დასვენება” მისთვის არარსებობს

ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გავაცნობიეროთ რა ვექტორული სურვილები დაგვყვა დაბადებიდან და განვასხვავოთ ისინი თავსმოხვეული, ყალბი სურვილებისგან, იმიტომ რომ ”მუდმივი ძრავა” არ იმუშავებს ყალბ სურვილებზე.

ბუნებისაგან ჩადებული თვისებების რეალიზაციისას ადამიანი უდიდეს სიამოვნებას განიცდის, ამით ის ამართლებს ბუნების  ჩანაფიქრს და უდიდეს სასიცოცხლო ენერგიას იღებს მისი რეალიზაციისთვის: ენერგიის მოსასვლელად აუცილებელია სურვილის გაცნობიერება და სიამოვნებისთვის გემოს გასინჯვა, სხვაგვარად მუდმივი ძრავა არ ჩაირთვება.

ორი ურთიერთსაწინააღმდეგო მისწრაფება

სასიცოცხლო ენერგიის გახსნისთვის ასევე აუცილებელია ორი სახის მისწრაფების – ლიბიდოს და მორტიდოს გაცნობიერება

ლიბიდო – სასიცოცხლო ენერგიაა, სიცოცხლისკენ სწრაფვა, მოძრაობაა.

მორტიდო – მისწრაფებაა სიკვდილისკენ, სტატიკურობისკენ, უძრაობისკენ.

რატომ ჩერდება ”მუდმივი ძრავა” ან საერთოდ არც კი ამუშავდება ხოლმე? ამ მექანზმის ამუშავების მხოლოდ ორი საშუალება გვაქვს – სურვილი და სიამოვნება- ძაღლის თავიც მათში უნდა ვეძებოთ.

ხდება ისიც, რომ ადამიანი ვერაფრით ვერ აცნობიერებს მის ვექტორულ სურვილებს (ან ცხოვრებისეული სიტუაციები უშლიან ხელს, ან სურვილებია იმდენად აბსტრაქტული, რომ მისი მატარებელიც კი ვერ ახერხებს ამ სურვილების ფორმულირებას). ამ შემთხვევაში ბუნება მაინც მოწყალების თვალით გადმოგვხედავს ხოლმე – იმისათვის, რომ ადამიანი არ დაიტანჯოს თავისი ვექტორული სურვილების არარეალიზებულობისაგან, ეს სურვილები თანდათანობით იკვეცება, გარეგნულად ეს გამოიხატება მოდუნებულობით, აპათიით, ცხოვრების ხალისის დაკარგვით.

მუდმივი ძრავა სხვაგვარადაც ”ფუჭდება”- სურვილი არსებობს, მაგრამ აი სიამოვნება არსად ჩანს, რა აზრი აქვს სურვილს, როცა ის საერთოდ არ გვახარებს, და ამ შემთხვევაშიც სურვილები იკვეცება და ჩვენს წინაშე ისევ აპათიური ადამიანი დგას.

არსებობს მხოლოდ ორი ძალა – ლიბიდო და მორტიდო. თუ სიცოცხლე ვერ იზეიმებს, მაშინ სიკვდილი მოვა – მესამე არჩევანი არარსებობს. როგორ უნდა გავამარჯვებინოთ სიცოცხლეს? როგორ უნდა ვამუშავოთ ”მუდმი ძრავა” ისე, რომ არ  გაჩერდეს?

თუ ჩვენში არ არის ენერგიის წყარო, მაშინ იქნება სხვაში…

როგორც უკვე აღვნიშნეთ, სიამოვნების გადაჭარბებულმა მიღებამ შეიძლება გადაკეტოს ენერგია, რათა დიდი ხნის მანძილზე ვიყოთ ენერგიულად, ხალისიანად, ინტერესებით აღსავსენი, უნდა ავირჩიოთ ყველაზე ძლიერი სურვილი და მივილტვოდეთ ყველაზე დიდი სიამოვნებისკენ, ვექტორული ფსიქოლოგია დაგვეხმარება ამ სურვილების და სიამოვნებების მოძებნაში, ასეთი სურვილები ხანდახან სხვა ადამიანებშიც იმალება. დედის ინსტინქტი გვკარნახობს რომ ბავშვის სიცოცხლე და ბედნიერება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საკუთარი, ეს ინსტინქტი ამოძრავებს დედას ათენოს ღამეები და დაიცვას თავისი შვილი, ამას დედა თავის თავისთვის კი არა შვილისთვის აკეთებს.

თანამოაზრეების კოლექტივი აიძულებს ადამიანს დაძლიოს ძილის სურვილი, (მიიღოს სიამოვნება საკუთარი თავისთვის) ადგეს დილაადრიანად და წავიდეს სამსახურში. საერთო იდეები, მიზნები ინტერესები, ენთუზიაზმი საერთო საქმეში ყოველ ჯერზე ახალ და ახალ  ბიძგს გვაძლევს განვითარებისთვის და სიცოცხლისთვის.

გააცნობიერეთ არამხოლოდ თქვენი, არამედ სხვა ადამიანების სურვილებიც, შეითავსეთ მათი სურვილები, იგრძენით უფრო მეტი სიცარიელე, ვიდრე ერთი ადამიანის ფსიქიკისთვის დამახასიათებელი სიცარიელეა და სიამოვნების შესაბამისი ულუფაც გარანტირებული გექნებათ. თქვენს თავში კოლექტიური სურვილების შეთავსება და კოლექტიური სიამოვნებისკენ სწრაფვა მუდმივი ძრავის მუშაობის პრინციპია, ასე რომ თუ თქვენში ენერგიის წყარო დაკარგეთ, ეძებეთ ენერგიის წყარო სხვა ადამაინებში, გარემოცვაში, გაგიკვირდებათ კიდეც რამდენად ძლიერი და მასშტაბური იქნება ასეთი ენერგია, პოტენციაში სწორედ ესაა მუდმივი ძრავა, რომელიც აღარასოდეს აღარ  გაჩერდება.

 

მთარგმნელი: ლიზი ხუციშვილი

წყარო: https://www.yburlan.ru/biblioteka/kogda-batarejki-na-nule-ili-kak-najti-v-sebe-vechnyj-dvigatel