რუხი კარდინალის დემონური სექსუალობა

ვისაუბროთ სექსზე.

ყნოსვის ვექტორიანი მამრის შემთხვევაში მისდამი ლტოლვის აღძვრა – ესაა დემონური ქარიზმა რასაც არაფერი აქვს საერთო სექსუალურობასთან. სცენარით ყნოსვისთვის სექსი კვირაში, შესაძლოა თვეში ერთხელ, საკმარისია, მაგრამ აუცილებლად უნდა განიავდეს ოთახი (თუმცა ყნოსვის ვექტორიანს თუ ის არ არის სცენარით ყნოსვა, შესაძლოა ახასიათებდეს მძლავრი სექსუალური ლტოლვები, ანალთან ერთად კი ისეთი მანიაკალური მესაკუთრეობა, რომ მის მეწყვილეს შეიძლება სუნთქვის საშუალებას არ აძლევდეს და პარტნიორს ეჩვენებოდეს, რომ ყნოსვა მას ყველგან უთვალთვალებს, მასზე ყველაფერი იცის – მთარგმნელის შენიშვნა).

ყნოსვის ვნების სწრაფვა არ ატარებს თავის თავში სექსუალურ ვალდებულებას. ის ყველა სუნს აღიქვამს როგორც – სიმყრალეს ამა ქვეყნისა. თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ თუ როგორ ყარს ვიზუალის შიში, ან რა მხუთავი სუნი ასდის ახალგაზრდას სექსუალური მომწიფების პერიოდში. საზიზღარ სუნს აფრქვევს ასევე ბელადის სამეფო ტახტი და თავად ურეთრალიც. თუმცა ამასთან შეგუება უწევს თავისი ეგოს მოთხოვნიდან გამომდინარე. მას ხომ სხვების მართვა ურეთრალის სავარძელთან ახლოს ყოფნით შეუძლია მხოლოდ, და ამას თავად ურეთრალის მართვით ახერხებს. ამით ის მომავალ მოვლენებს სასურველ მიმართულებას აძლევს. ჯოგი გადარჩენისათვის ბრძოლისთვის იქნებოდა განწირული რომ არა ყნოსვის უნარი – მანიპულირებდეს ჯოგის, შესაძლოა კაცობრიობის  ცხოველური მდგომარეობებით.

პარფიუმერი.

აქ საქმე ფერომონებს ეხება. ის მცირე დოზით გამოიყოფა ყველა ცოცხალ ორგანიზმში და  განსაზღვრავს ქცევას შეწყვილების პერიოში. ცნობილი პარფიუმერი, ზიუსკინდის პერსონაჟი –  გრენუი, ყნოსვის ვექტორიანთა ტიპიური წარმომადგენელია. კაცობრიობაზე საკუთარი გავლენის ძალა, სწორედ შიშის მდგომარეობაში მყოფი კან-ვიზუალი მდედრების წყალობით შეიგრძნო, რომლებიც მის ექსპერიმენტებს ეწირებოდნენ.

ყნოსვის ვექტორიანის წყვილში ურთიერთობები

როგორები არიან ყნოსვის ვექტორიანები ურთიერთობებში? ისინი აქაც ეწევიან სხვა ადამიანებით მანიპულირებას. რატომ? იმისთვის რომ მიაღწიონ საკუთარ მიზანს, ადამიანებზე ძალაუფლების მოპოვებას (ყნოსვის ვექტორიანებს ძალაუფლება ჭირდებათ იმისთვის, რომ შეძლონ ჯგუფის რანჟირება და მისი გაწმენდა ჯგუფისთვის საზიანო ელემენტებისაგან – მთარგმნელის შენიშვნა). პარტნიორულ ურთიერთობებში ყნოსვას ხშირად ნახავთ წყვილში ასევე ყნოსვასთან, ეს არ არის გიჟურ ვნებაზე, ან ყოვლისმომცველ სიყვარულზე აწყობილი ურთიერთობა, შეიძლება სექსი თვეში ერთხელ ჰქონდეთ. ამ დროს ისინი ერთმანეთს ეხმარებიან მიზნების მიღწევაში, ძალაუფლების მოპოვებაში და ა.შ. ხოლო თუ ყნოსვა სხვა ვექტორის მატარებელთან დაწყვილდა, მაშინ ან მისით მანიპულირებს, ან მას ეხმარება წარმატების მიღწევაში და ძალაუფლებას მასზე გავლით იღებს.

თუ ყნოსვა მამრს ერთვის ანალური ვექტორი, მას არცთუ იშვიათად უჩნდება ლტოლვა ურეთრალი მდედრისადმი. ერთი მხრივ ეს მას საშუალებას აძლევს რანჟირდეს ბელადთან (ყნოსვურად) და მასზე გავლით მიიღოს ჯოგზე ძალაუფლება. ხოლო მეორე მხრივ საქმე გვაქვს ბუნებრივ ლტოლვასთან.
თუ გახსოვთ ანალურ ვექტორში ვთქვით, რომ ანალი მამრი ირჩევს ურეთრალ მდედრს, ხოლო ურეთრალი მდედრი თავის მხრივ ხსირად თანხმდება ანალს დროებითი წყვილის შექმნაზე, თუმცა როგორც წესი ეს ურთიერთობა დიდხანს არ გრძელდება. მაგრამ როდესაც საქმე ეხება ანალ-ყნოსვა მამრს და ურეთრალ მდედრს, ამ შემთხვევაში შესაძლოა შედარებით ხანგრძლივი ურთიერთობაც მივიღოთ. რადგან არსებობს უკუკავშირი ურეთრალი მდედრის მხრიდანაც. ანალს საკმაოდ დიდი ლიბიდო აქვს და შეუძლია გაუძლოს ურეთრალი მდედრის მხურვალებას, ხოლო ყნოსვის დემონური ქარიზმა ასევე იზიდავს ურეთრალ მდედრს.
თუმცა პირიქით (ანალ-ყნოსვა მდედრი და ურეთრა მამრი) ეს ურთიერთობა არ მუშაობს, რადგან ყნოსვა მდედრი ურეთრალ მამრს ვნებას არ აღუძრავს, შესაძლოა მათ ჰქონდეთ ერთდღიანი ურთიერთობა, მაგრამ არა ხანგრძლივი რომანი.