რჩევები სმენის ვექტორიანი ბავშვების მშობლებს

ბავშვი სმენითი ვექტორით, თავს სხვადასხვაგვარად ავლენს. ის შეიძლება იყოს ნაკლებად მოლაპარაკე, სიჩუმის მოყვარული, თავის აზრებში ჩაფლული დიდხანს არ გაგცემთ პასუხს. შეიძლება პირიქითაც მოხდეს. თანატოლებს შორის პირველმა წამოიწყოს საუბარი და ურთიერთობა წარმართოს როგორს დიდმა ადამიანმა, სწრაფად დაიმახსოვროს ბევრი ახალი სიტყვა. ბავშვის ვექტორების ზუსტი ნაკრები უფრო ადვილი დასადგენია როცა ის შედარებით მოიზრდება. ბავშვი სმენის ვექტორით ხშირად ჩაფიქრებულია და მთლიანობაში თვითკმარია. არ საჭიროებს ბევრ ყურადღებას. მას მოსწონს  მარტო თამაში საათობით. ის მალე იღლება ხმაურიანი თამაშებისგან. ასეთ პატარას შეუძლია დაიმალოს კარადაში ან ბნელ საკუჭნაოში და იჯდეს იქ ჩუმად ან დაიძინოს კიდეც მაშინ, როდესაც მას ეძებენ. მაგრამ ის იმიტომ კი არ დამალულა რომ ეძებონ, არამე იმიტომ რომ იყოს სიწყნარეში და იფიქროს. ფიქრი ხომ  მისი საყვარელი საქმეა დაბადებიდანვე.

ის გვაკვირვებს სერიოზული, არაბავშვური შეხედულებებით. თქვენ მას ენის მოჩლექით მიმართავთ, პატარა კი ისე შემოგხედავთ, რომ თავს სრულ იდიოტად იგრძნობთ. ბავშვი სმენის ვექტორით ადრეული ასაკიდანვე იწყებს კითხვების დასმას ცხოვრების არსზე:

„რატომ ვცხოვრობთ საერთოდ? რატომაა წყალი სველი? რა იყო მაშინ როცა არ ვიყავით ჩვენ?“

„თუკი ყველა მოკვდება, ვინღა იყიდის ყველა ამ პროდუქტს?“- ღელავს პროდუქტის მაღაზიაში პატარა მოტიტინე ტკიპა.

ღამე ვერ დააძინებთ, დილით ვერ გააღვიძებთ. საზოგადოება  ასეთებს „ბუ“-ს ეძახის. მას ყოველთვის უჭირს ბაღში ან სკოლაში წასვლა, პირველ გაკვეთილზე თითქმის ძინავს და სომნამბულივით იქცევა.

„ბატონო? მეე? მე მომმართეთ?“- ესაა ტიპიური რეაქციები მასწავლებლის შეკითხვებზე. მაგრამ ის სულაც არაა დამუხრუჭებული აზროვნების, როგორიც შეიძლება გარშემომყოფებს ჰგონიათ. უბრალოდ მას სჭირდება დრო საკუთარი ნაჭუჭიდან გამოსაძრომად, გარემოში დასაბრუნებლად, რათა გასცეს პასუხი თქვენს „სულელურ“ შეკითხვებს.

შესვენებაზე ყველა ბავშვი იქცევა ბავშვურად: დარბიან, თამაშობენ. მაგრამ არამც და არამც ჩვენი,  ფიქრებში ჩაძირული, ტიკტიკა. ის წაიუცნაურებს, ნაკლებად კონტაქტურია, აქტიური და ხმაურიანი თანატოლების ფონზე ნაკლებად მოძრავია. იქამდეც კი  რომ მას „არაამქვეყნიურს“ ეძახიან, თუმცა თუ ბავშვშში ფიგურირებს  სხვა ზედა ვექტორებიც სმენის ვექტორის გარდა, ეს გარიყულობა შეიძლება ნაკლებად შესამჩნევი იყოს.

ასეთი  ბავშვები ბევრს კითხულობენ. ბიჭები ფანტასტიკას ეტანებიან, გოგონები პოეზიას, თუმცა ეს შეიძლება პირიქითაც  იყოს. შემდეგ გადადიან ფილოსოფიაზე, ასტრონომიაზე. უყვართ სხვადასხვა ჟანრის მუსიკა, აქვთ ფაქიზი მუსიკალური სმენა.

მათ ატყვევებთ მთვარე და ვარსკვლავები. შეიძლება აინტერესებდეთ სოციალური გარდაქმნები და უტოპიები. ასევე ასტროლოგია, ქირომანტია და ეზოთერიკა. მთელი ღამეები სხედან ინტერნეტში. ასეთი ბავშვები ხომ ადეული ასაკიდანვე ინტერნეტს საკუთარ სახლად მიიჩნევენ. პატარა ტიტინა ხშირად ეხმარება დედას სხვადასხვა კომპიუტერული პროგრამის დაყენებაში. ზოგი მათგანი მომავალში პროგრამისტი ხდება.

ასაკთან ერთად სმენის ვექტორიან  ბავშვს შეიძლება მოემატოს ქედმაღლობა იმის გამო, რომ გარშემო ვერ პოულობს თავისი გონებრივი განვითარების  თანასწორს. მას მიაჩნია რომ სხვებზე უფრო ჭკვიანია.

გაგონებთ თქვენს შვილს? ასეთ შემთხვევაში თქვენ გეკისრებათ მისი აღზრდისა და განვითარების უდიდესი პასუხისმგებლობა. თქვენს ბავშვშში ხომ ბუნებისგან დიდი პოტენციალია ჩადებული.

ყველა დროისა და ერების გენიოსების,  (დაწყებული უძველესი ცივილიზაციების რელიგიური ფუძემდებლებიდან დღევანდელი კაცობრიობის უდიდეს მოაზროვნეებამდე) ფილოსოფოსების, სწავლულების, მუსიკოსების, პოეტების, მწერლების, მათემატიკოსების, ფიზიკოსების, განსაკუთრებული ხელოვნების ნიმუშების შემქმნელების, უდიდესი სამეცნიერო აღმოჩენების  ავტორების უმრავლესობა კარგად განვითარებული, რეალიზებული სმენის ვექტორის მატარებელნი არიან.

როგორ აღვზარდოთ მომავალი გენიოსი?

სმენის ვექტორის მქონე ბავშვების მშობლებს ეძლევათ შემდეგი რეკომენდაციები:

პირველ რიგში ეცადეთ არ ავნოთ მას. პატივი ეცით მის სურვილს დარჩეს დროდადრო მარტო ჭვრეტის მდგომარეობაში, საკუთარ თავში ჩაღრმავებული. ასეთი მდგომარეობა მისთვის საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია. დაიმახსოვრეთ, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მისი ამ მდგომარეობიდან  „გამოგლეჯვა“ მძაფრი ხმაურით. არ მოაცდინოთ იგი ყოველ ხუთ წუთში თქვენი შეკითხვებით, დავალებებით, მითითებებით.

ამავდროულად, მნიშვნელოვანია არ დავუშვათ ასეთი ბავშვის ჩაკეტვა საკუთარ თავში. მას რბილად და ძალდაუტანებლად უნდა   ვასწავლოთ გარესამყაროსთან კონტაქტი, რადგან სწორედ სმენისვექტორიან ბავშვებს აქვთ ყველაზე სერიოზულად ურთიერთობების  პრობლემები, აუტიზმამდე დასულიც კი. ამიტომ აქ ვერ დაგეხმარებათ ჩვეულებრივი ცოდნა  ურთიერთობების ფსიქოლოგიის შესახებ.

ყვირილი ამ დროს უკუჩვენებაა. არავითარ შემთხვევაში არ უყვიროთ ბავშვს, არ იჩხუბოთ მისი თანდასწრებით, არ გააღიზიანოთ ის ხმაურით. საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება მისთვის ხმაგაუმტარი ოთახის მოწყობა. აგრეთვე მოარიდეთ მას ჭრიალა სკამები და წკრიალა ჭურჭლი.

სმენის ვექტორიანი ბავშვებისთვის ყვირილი ყველაზე დიდი საშინელებაა  საშინელებათა შორის. სტრესის დროს მას პირველ რიგში უზიანდება ნეირონების კავშირი, რომელიც პასუხს აგებს სწავლაზე. ესაა ერთგვარი თავდაცვა მუდმივი ყვირილით ზეწოლაზე. ბავშვი უბრალოდ ვეღარ არჩევს ამ ბგერებს და შედეგად აღარ არის შეთვისებისუნარიანი ყურის გავლით. აქედან  მოყოლებული ის უკვე მთლიანად იძირება საკუთარ თავში, რაც შეიძლება აღმოჩნდეს ფსიქოლოგიური დარღვევის საწყისი ეტაპი.

უფრო მეტიც: ბავშვისკენ  მიმართული ნეგატიური ემოციები ზემოქმედებას ახდნენ  მის ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობაზე არანაკლებ დამანგრევლად, ვიდრე ყვირილი და აურზაური. ზოგიერთმა ჩურჩულით წარმოთქმულმა სიტყვამაც კი შეიძლება სამუდამოდ  დატოვოს სმენის ბავშვი ნევროზის მდგომარეობაში. „იდიოტო! მუხრუჭო! რატომ გაგაჩინე საერთოდ!“-შვილის განდეგილობით გაღიზიანებული დედა, რომელიც ყურში უსისინებს მას  ამ სიტყვებს,  ვერ აცნობიერებს იმას, რომ  სამუდამოდ ამახინჯებს ბავშვის ცხოვრებას.

აუტისტები და შიზოფრენიკები არ იბადებიან. ასეთებად ყალიბდებიან ტიტინები მშობლებისა და საზოგადოების (აღმზრელებისა და მასწავლებლების სახით)  „მცდელობითა“ და საკითხის არ ცოდნით.

ხშირად მშობლები და აღმზრდელები ღელავენ ასეთი   ბავშვის ნორმალურად განვითარების გამო. ისინი ამ დროს ვერ აცნობიერებენ მის თანდაყოლილ უნარებს და გამორჩეულობას, რადგან არ იციან რომ საქმე აქვთ სმენის ბავშვთან და ადარებენ მას სხვებს.

თუ დაწყებითი კლასების მასწავლებელი ხედავს, რომ  დასვენებაზე ბავშვი ზის კუთხეში თავისთვის ჩუმად  მაშინ როცა დანარჩენები დარბიან და ხმაურობენ, მას ეს უცნაურად ეჩვენება და აკეთებს დასკვნას მისი გონებრივი განვითარების ჩამორჩენის შესახებ. ის სვამს კითხვას და არც კი წარმოუდგენია რომ ტიტინას ყველაზე ადრე აქვს მასზე პასუხი. უბრალოდ პასუხის დაყოვნება გამომდინარეობს იმ ფაქტიდან, რომ სმენის ბავშვს უჭირს საკუთარი „ნაჭუჭიდან“ გამოსვლა.

ეს ბავშვები ასაკის მატებასთან ერთად, რაც მეტად კარგავენ ბავშვურ უშუალობას, მით მეტად ხდებიან მარტოობისკენ მიდრეკილები. გარდატეხის ასაკში შეიძლება დაეწყოთ უსაფუძვლო დეპრესიები, რაც ცუდის  მომასწავლებელია.(ამის შეახებ წაიკითხეთ თემები: „დეპრესია“, „თვითმკვლელობა.“)

სმენის ვექტორიანი ბავშვი ძალიან ფაქიზად აღიქვამს სიტვას, ბგერას, არსს. როცა თქვენ ეხებით ისეთ სათუთ და ფაქიზ ინსტრუმენტს როგორიცაა პატარა ტიტინას ფსიქიკა, შეცდომის შედეგი  მრავალჯერ იზრდება. ფიზიკოს-თეორეტიკოსის, ასტრონომის, ლინგვისტის, მუსიკოსის, პოეტის ან ფილოლოგის ნაცვლად შესაძლოა გაზარდოთ აუტისტი, ნარკომანი, ფანატიკოსი- სექტანტი, თვითმკვლელი ან შიზოფრენიკი. ეს ძალიან ადვილი გასაკეთებელია, რადგან სულ რამოდენიმე არასწორი ნაბიჯი აშორებს ერთმანეთს მწვერვალსა და უფსკრულს. აქ არაა წვრილმანების ადგილი. საჭიროა საკითხის  ცოდნა და მიზეზ-შედეგობრივი კავშირების გააზრება.

 

მთარგმნელი: თამარ უკლება

წყარო:   http://www.yburlan.ru/biblioteka/vospitanie-rebenka-so-zvukovim-vektorom