საიდან დავიწყო?

სვფ – შესავალი

წლების მანძილზე ადამიანი ცდილობს პასუხი გასცეს ფუნდამენტურ კითხვებს: ვინ ვარ მე? რა მინდა? რატომ მაქვს ასეთი სურვილები? რა არის ჩემი ფუნქცია? რატომ ვერ ვაღწევ მიზანს? იქმნებოდა სხვადასხვა სისტემები, იქმნებოდა ფილოსოფიური თუ ფსიქოლოგიური მიმდინარეობები, ვითარდებოდა ფსიქოანალიზი. მეოცე საუკუნის დასაწყისში ფროიდი წერდა რომ გარეგნულად მიმდინარე ნებისმიერ პროცესს გააჩნია ანაბეჭდი ფსიქიკაში და პირიქით.

1908 წელს გერმანულ ჟურნალ ,,Psychiatrisch Neurologische Wocheschrift” ფროიდმა დაწერა სტატია ,,ხასიათი და ანალური ეროტიკა”, სტატიაში ნათქვამი იყო, რომ არსებობენ ადამიანები აქტიური ანალური ეროგენული ზონით. ასეთ ადამიანებს აქვთ სპეციფიკური მახასიათებლები. ისინი გამოირჩევიან პატიოსნებისკენ, სამართლიანობისკენ, აკურატულობისკენ სწრაფვით, ხშირად აღენიშნებათ სწრაფვა ლატენტური სადიზმისკენ და სხვა. სტატიის ბოლოს ფროიდი წერდა, რომ შესაძლოა ყოფილიყვნენ ადამიანები სხვა აქტიური ეროგენული ზონებით რომელთა აღწერა მოგვცემდა თავის ტიპიურ მახასიათებლებს და შესაბამისად უფრო სრულყოფილ სურათს.

ეს ნაშრომი წლების მანძილზე იყო დავიწყებული, სანამ მე-20-ე საუკუნის 70-იან წლებში პეტერბურგელმა ფსიქოლოგმა, აკადემიკოსმა ვიქტორ ტალკაჩოვმა, ფსიქოლოგ ვიქტორ განზენთან ერთად არ მიაქციეს ყურადღება. მათ დაიწყეს სხვა ეროგენული ზონების აღწერა. თავის წიგნში ,,სისტემური ვექტორული ფსიქოანალიზის საფუძვლები” ტალკაჩოვმა წარმოადგინა რვა ეროგენული ზონა, ესენია ანალური; კანის ანუ დერმოიდული; ურეთრალური ანუ სასქესო; კუნთის; სმენის ანუ აუდიალური; პირის ანუ ორალური; მხედველობის ანუ ვიზუალური და ყნოსვის ანუ ნაზალური.

განზენმა შექმნა ოთხგანზომილებიანი მატრიცა, რომლის მიხედვითაც სამყარო აღიქმებოდა ოთხ განზომილებაში: დრო; სივრცე; ენერგია და ინფორმაცია. ტალკაჩოვმა ფროიდის მიერ გაკვრით ნახსენები ანალური და ფალური სისტემები მოარგო განზენის მატრიცას და დაამატა და აღწერა კიდევ ექვსი ეროგენული ზონა. მანვე მოგვცა რვავე ეროგენული ზონის ზოგადი დახასიათება. შემდგომში იური ბურლანმა დახვეწა და განავითარა ეს ფსიქოანალიზი, რაც გამოიხატა ფსიქოტიპების შერევის აღწერაში და პოლიმორფული სისტემების დახასიათებაში. მოგვიანებით ვიაჩესლავ იუნევმა ამ ყველაფერს კიდევ უფრო გაუკეთა დეტალიზება, წარმოაჩინა თითოეული ფსიქოტიპის ფსიქიკის ხუთი დონე: ფუძე (არსი); აზროვნება; ურთიერთობა; მოძრაობა (ქმედება) და განვითარება (უმაღლესი რეალიზაცია). და სისტემურად აღწერა ისინი თვისობრივად. ჩვენ ამ ყველაფრის ბაზაზე ვცდილობთ ,,სისტემური ფსიქოანალიზის” ქართულენოვანი განყოფილების შექმნას, მის მორგებას ქართულ რეალობაზე და მის დახვეწა-განვითარებას.

სისტემური ფსიქოანალიზი წარმოადგენს ალტერნატიულ ფსიქოანალიზს. შეიძლება ითქვას რომ სვფ არის რვა განზომილებიანი სისტემა, რომლის არეალიც მოიცავს ადამიანის ფსიქიკის მთლიანობას და წარმოადგენს ადამიანის რეალურ სურვილებს მისი ფსიქიკისა და ეროგენული ზონების შესაბამისად.

სისტემური აზროვნება გულისხმობს დაყოფას თანდაყოლილ ფსიქოტიპებად, თითოეულ მათგანს აქვს თავისი სახეობრივი როლი, პროგრამა და მახასიათებლები. წარმოებს დაკვირვება მათ თანდაყოლილ სახეობრივ როლზე, რომელიც ადაპტირებულია თანამედროვეობასთან.

სამყაროს რეალობა მოიცავს: დროის, სივრცის, ენერგიის და ინფორმაციის მახასიათებლებს. კაცობრიობა როგორც მთლიანი რეალობა ასევე მოიცავს ამ მახასიათებლებს. ის გამოხატულია თვისებათა 8 მიმართულებაში, რომლებსაც ჩვენ ვექტორებს ვუწოდებთ და ვყოფთ მათ 4 მეოთხედად (კვარტელად): დროის; სივრცის; ენერგიის და ინფორმაციის. ყოველ მეოთხედში არის ორი ნაწილი: შიდა და გარე. შიდა ნაწილი – ინტრავერტული, გარე ნაწილი – ექსტრავერტული ვექტორები.

ვექტორები, ანუ სურვილის მიმართულებები ვლინდება დომინანტ ეროგენულ ზონებში. არის 8 ვექტორი, ესენია: 1.აუდიალური (სმენის) 2.ყნოსვის 3. ვიზუალური 4. ორალური (პირის) 5. კანი 6. კუნთი 7.ანალური 8.ურეთრალური (სასქესო).

დროის მეოთხედი

შიგა ნაწილი – ანალური ვექტორი, წარსული დროის, ინტრავერტი, კომფირტული ფიგურა კვადრატი, კომფორტული ფერი ყავისფერი.

ფუნქცია – გამოცდილების დაგროვება და გადაცემა მომდევნო თაობებისთვის. აზროვნება – სისტემური (ცოდნის სისტემატიზაცია).

ინახავს, აკონსერვებს გამოცდილებას და ასწავლის შემდეგ თაობას, მიდრეკილია კოლექციონერობისაკენ, ინფორმაციის დაგროვებისაკენ. კონსერვატორი და ყველა საქმის პროფესიონალი, პერფექციონისტი, სამართლიანი, პატიოსანი, ზედმიწევნით სუფთა, აკურატული – ეს მისი თვისების სხვადასხვა გამოვლინებებია. ამ ვექტორის მქონე ხშირად მიმართავს წარსულს, ტრადიციებს, ძველ სწავლებებს. მონოგამია. ახასიათებს ზედმიწევნითობა ყველაფერში. ,,ოქროს ხელები” აქვს. ქორწინება, ოჯახი, მეგობრობა, ერთგულება, ზრუნვა, დამზოგველობა. ანალური მთლიანობა ექაჩება უკან, წარსულისკენ.

გარე ნაწილი – სასქესო ვექტორი, მომავალი დროის, ექსტრავერტი, კომფორტული ფიგურა სამკუთხედი, კომფორტული ფერი წითელი.

ფუნქცია – პასუხისმგებელი ცოცხალი ნივთიერების გაგრძელებაზე დროში. აზროვნება – ინოვაციური, თავის თავში არ გრძნობს შეზღუდვებს, ,,ჩვენ წავალთ სხვა გზით”.

სასქესო ვექტორს მოყავს მომავალი ახალი იდეებით, ომით – ანუ იმ აზრით, რომ გაფართოვდეს სასიცოცხლო სივრცე, რომგამოიკვებოს და გადარჩეს, მიყავს ჯგუფი, აგრძელებს ცოცხალ ნივთიერებას პირდაპირი პროდუქტით. აქვს ყველაზე მაღალი ლიბიდო რომელიც არ სუბლიმირდება, მაგრამ ყოველთვის მიისწრაფვის ამისთვის, ამიტომაც ხშირად აღწევს გენიალობას ზემო ვექტორებში. აბსოლუტური პოლიგამია არის მხოლოდ სასქესო ვექტორში, ცხოველური ალტრუიზმი – ტკბობის მიღება გაცემით. აძლევს ჯგუფს სიცოცხლეს, სპერმას, იდეებს, გადარჩენისათვის.

სივრცის მეოთხედი

შიგა ნაწილი – კუნთის ვექტორი, შიდა სივრცის, ინტრავერტი. კომფორტული ფიგურა მართკუთხედი, კომფორტული ფერი შავი.

ფუნქცია – ცოცხალი ნივთიერებისფუნდამენტური მასა.
აზროვნება – გრაფიკული, აფექტური, მოქმედებითი.

კუნთურობა – მისწრაფება კუნთური მასის ეფექტურობისკენ, კუნთების მოყვანისკენ. თავის თავში ფიზიკური შრომით,სპორტით, ხოლო გარეთ – ნადირობა იმისთვის, რომ ჭამოს, კარგად გამოიკვებოს. კვება, რომ ჯანმრთელი, ცოცხალი ნივთიერება იყოს ბევრი. კუნთოვანი ძლიერი ოჯახისთვის, ბევრი ბავშვისთვის, ამაშია აზრი მისთვის. ყველა თვისება და სურვილი მიმართულია უზრუნველყოფისკენ, სხეულის მოთხოვნილების უზრუნველყოფა: ჭამა, სმა, სუნთქვა, ძილი და სხეულის ტემპერატურის შენარჩუნება. ეს ვექტორი კომპლიმენტარულია ყველა სხვა ვექტორთან. წონასწორობაში ჭამა, სმა და ა.შ. რომელიც აქვს ყველა ვექტორს.

გარე ნაწილი – კანის ვექტორი, გარე სივრცის, ექსტრავერტი. კომფორტული ფიგურა ჯვარი, კომფორტული ფერი ხაკისფერი.

ფუნქცია – პირველადი პოზიციის შეზღუდვა, სექსის და მკვლელობის აკრძალვა, ეკონომია.
აზროვნება – ლოგიკური, მათემატიკური.

კანის შეზღუდვა სუბლიმაციის არსია. სექსთან პირველადი პოზიციის შეზღუდვით ჩვენ ვწყდებით ცხოველურობას ადამიანურისკენ, ვვითარდებით და განვიცდით ევოლუციას. კანური მთლიანობა ქმნის კანონს, ჩვენი პირველადი პოზიციით მკვლელობასთან. ეკონომია – შეზღუდვა სარეზერვო საკვების (პირველყოფილ ჯოგში, ჯერ კიდევ მამონტებზე ნადირობის დროს), ან ფულის შეზღუდვა – ეკონომია ჩვენს დროში. ინჟინერია, ეკონომია, დროის დაზოგვა. თავის თავში შეზღუდვა – ანუ თვითდისციპლინა, პასუხისმგებლობა. შეზღუდვა გარეთ – ლიდერი, მეთაური.

ინფორმაციის მეოთხედი

შიგა ნაწილი – სმენის ვექტორი, ინტრავერტი, კომფორტული ფერი ლურჯი, კომფორტული ფიგურა:
ფუნქცია – ფუძესთან, საფუძველთან დაბრუნების სურვილი, პირველმიზეზის შეცნობა, თვითშეცნობა, იდეოლოგობა.
აზროვნება – აბსტრაქტული.

სმენის ვექტორი ეს სულიერი სურვილია მისწრაფებული სიცოცხლის არსის შეცნობისკენ. აკუსტიკური (სმენის) ვექტორის როლის მთლიანობაში გაგება შეიძლება მხოლოდ სულიერი სწავლებების მეშვეობით. სმენის ვექტორს მოაქვს იდეები. იდეა – როგორც სიცოცხლის არსის შემცვლელი. გულგრილნი კაცობრიობის მიმართ, -,,ვართ მხოლოდ მე და ღმერთი”. ეგოცენტრულები, იყურებიან ზემოდან ქვემოთ. გამოხედვა თითქოს მათშია და თავისთავს უყურებენ. ჩუმი ხმა აქვთ, მათი ყველა თვისება მიმართულია არამატერიალური სურვილების დაკმაყოფილებისკენ.

გარე ნაწილი – მხედველობის (ვიზუალური) ვექტორი, ექსტრავერტი, კომფორტული ფიგურა წრე, კომფორტული ფერი მწვანე.
ფუნქცია – კულტურა, ადამიანის სასიცოცხლო ფასეულობების, ასევე ვიზუალური რიგების შექმნა.
აზროვნება – სახვითი, წარმოდგენითი, წარმოსახვითი.

მთლიანობა კორიდორის მეორე, უკუ მხარეს, სმენის საპირისპირო მხარეს მიდის ,,სექსი-მკვლელობა”. არ კლავენ და არ აჩენენ (ბუნებრივად). ვიზუალის თავდაპირველი მდგომარეობაა შიში. ყველაზე დიდი შიშია სიკვდილის, ამიტომ არ შეუძლიათ მოკლან. მათ მაღლა აყავთ, ავითარებენ ადამიანურ, სასიცოცხლო ფასეულობებს. ატარებენ ეთიკას, ესთეტიკას, ხელოვნებას, კულტურას. ასეთი სახით ქმნიან ფუნდამენტს სულიერებისათვის (რომელსაც ატარებს სმენის ვექტორი). აქვთ ყველაზე მაღალი ემოციონალური ამპლიტუდა. ახასიათებთ: დემონსტრაციულობა, აპათია, თანაგრძნობა (ცრემლები გარეთ) თუ განვითარებულია და ისტერიულობა (ცრემლები შიგნით) თუ განუვითარებელია.

ენერგიის მეოთხედი

შიგა ნაწილი – ყნოსვის ვექტორი, ინტრავერტი, კომფორტული ფიგურა ზიგზაგი, კომფორტული ფერი მელნისფერი.
ფუნქცია – ამჟამინდელი გადარჩენის უზრუნველყოფა, ,,გადარჩე რადაც არ უნდა დაგიჯდეს”.
აზროვნება – ინტუიციური, არავერბალური.

ყნოსვის ვექტორი მეორეა ვინც პასუხისმგებელია ჯოგის გადარჩენაზე, მასზე გადის უშუალო მმართველობა. მისი ერთი მოქმედება ჯგუფში და მთელი ჯგუფი მოქმედებს და ყველა თავის საქმითაა დაკავებული. ყნოსვით (სუნით) განსაზღვრავს არარეალიზებულებს და ნერვოზიანებს და აშორებს მათ ჯოგისგან სხვადასხვა ხერხებით. ყველა უნდა მუშაობდეს ,,ჯოგისთვის”. ამპარტავანია, საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენით. მიზანთროპია, ლაპარაკობს ორაზროვნად, ხშირად მისი სიტყვების ნიშანდობლიობა გაურკვეველია. აზროვნებს ალიბებით, შეუმჩნეველია. აქვს ბასრი, მზაკვრული გამოხედვა. ენერგიის მეოთხედი (ყნოსვა და ორალი) თავის თავში სიმართლეს და ტყუილს ვერ უკეთებენ დიფერენცირებას. ყნოსვის ვექტორი გარეთაა კულტურისგან, მორალური შეხედულებებისგან და აკრძალვებისგან, ამიტომ ხშირად ვთვლით მას ნაძირალად, მატყუარად, გაიძვერად და გამცემად, თუმცა სინამდვილეში ის ცოცხალი ნივთიერების შენარჩუნების გარანტიაა ბიოლოგიურ დონეზე.

გარე ნაწილი – ორალური ვექტორი, ექსტრავერტი, კომფორტული ფიგურა ოვალი, კომფორტული ფერი ყვითელი.
ფუნქცია – საერთო ნეირონული კავშირების შექმნა.
აზროვნება – ვერბალური.

ორალური ვექტორი საუბრისას ინდუცირებს ჩვენზე, მისი აზრი ჩვენი ხდება და გვეჩვენება, რომ ჩვენც ასე ვფიქრობდით. საუბრობს ულამაზოდ, დაუკავშირებლად, მაგრამ დამაჯერებლად. ორალისთვის აზრი წამიერად ვერბალიზებულ ენერგიის გროვას წარმოადგენს. მოსაუბრის აზრი წამიერად შეითვისება, სიტყვა ესაა წამიერად შეკრული ინფორმაციული ენერგია. ორალი მკაფიოდ გადასცემს თავის მდგომარეობას. ხალხს ეჩვენება, რომ სიტყვებს უსმენენ, სინამდვილეში კი ამ ენერგეტიკულ ნაკადს იჭერენ და ამ დროს ყველა იღებს ახალ იდეას (ორალის გავლით). სწორედ ასე გადაანაცვლებს ორალური ვექტორი მასებს, მთელ კაცობრიობას უბიძგებს მოქმედებისკენ.