საკაცობრიო განვითარების ოთხი სტადია (4)

საჭიროა გაკვრით შევეხოთ, თუ როგორ იმართებოდა კაცობრიობა ამა თუ იმ ფაზაში.

კუნთური ფაზა.

კუნთური ფაზის მთავარი ფასეულობები ადვილად გასაგებია, ადამიანთა რიცხვი არც ისე დიდი იყო, არც განვითარების დონით გამოირჩეოდნენ, მათი მთავარი ამოცანა იყო გადარჩენა.
ადამიანებს ჭირდებოდათ არსებობა და ისინი ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ გადარჩენილიყვნენ და შეენარჩუნებინათ საკუთარი სახეობა. საჭირო იყო ფიზიკური ძალა, რათა მოეხერხებინათ მტაცებლებისაგან თავდაცვა და საკვებად გამოსადეგი ცხოველის მონადირება. მაშინდელი ჯგუფის მოქმედების მთავარი მოტივატორი შიმშილი იყო.
იმისთვის რომ მოეხერხებინათ შიმშილზე გამარჯვება და მაგალითად: მამონტის ხორცით დანაყრება, საჭირო იყო ამ მამონტის მონადირება. ამისთვის კი საჭირო იყო გაერთიანებულიყვნენ ჯოგად. ამიტომ კუნთურ ფაზაში მმართველობის გარეგანი ფაქტორი იყო შიმშილი, ხოლო ჯგუფის შიგნით მმართველობას ახორციელებდა ურეთრალის ვექტორიანი ბელადი და მისი ყნოსვის ვექტორიანი მრჩეველი (ძირითადად შამანი), რომელიც ბელადს ეხმარებოდა ჯოგის რანჟირებაში. სმენის ვექტორი მაშინ მხოლოდ პრიმიტიულ ფუნქციებს ითავსებდა, მაგალითად: იყო ჯოგის ღამის გუშაგი. სმენის ვექტორის სხვა ფუნქციების, მისი როგორც იდეოლოგის ფუნქციის გამოვლენა გაცილებით გვიან მოხდა. მოკლედ ჯოგი ცოცხლობდა და მრავლდებოდა. ბოლოს კი საკმაოდ გამრავლდნენ, სახეობა გადარჩა, ადამიანმა პირველი გამარჯვება მოიპოვა ლანდშაფტთან ბრძოლაში.
თანდათან ჯოგი გაფართოვდა, გაიშალა, აითვისა ახალი ტერიტორიები, მოხდა გადასვლა ანალურ ფაზაზე. ანალურ ფაზაში უკვე ყველაფერი შეიცვალა. კუნთურ ფაზაში ურეთრალის ვექტორიან ბელადს ყველა მხოლოდ იმიტომ მიყვებოდა, რომ მასში ხედავდნენ ბელადის თვისებებს, უფრო სწორად არაცნობიერად გრძნობდნენ მის სიმძლავრეს. ურეთრალის ვექტორიანი საკუთრ თავს თვითონაც ბელადად შეიგრძნობდა და სხვებიც შეიგრძნობდნენ მას ბელადად. თუმცა კუნთურ ფაზაში ჯოგის წევრები თავს ერთიან ორგანიზმად აღიქვამდნენ. ანალურ ფაზაში კი გაჩნდა ,,ეგო“, ყველა ადამიანი უკვე თავს ინდივიდად გრძნობდა. ადამიანებმა დაკარგეს პირველყოფილი ურთიერთკავშირი. რა თქმა უნდა ქვეცნობიერად გრძნობდნენ, რომ ურეტრალი მათგან განსხვავდებოდა, მაგრამ ეგოს გამო ანალებში გაჩნდა კითხვა: ,,რით ვარ მე მასზე ნაკლები?“. პრინციპში ეს ლოგიკური კითხვა იყო, თუმცა მაშინ არ არსებობდა ვინმე, ვინც აუხსნიდა ბუნებრივ იერარქიებს. კუნთურ ფაზაში ურეთრალი ბელადის სიკვდილის შემდეგ, ჯოგის ბელადი ხდებოდა სხვა ურეთრალი, ანუ ძალაუფლება გადადიოდა ურეთრალიდან, ურეთრალზე, რადგან ყველა არაცნობიერ დონეზე შეიგრძნობდა მასში მმართველს.
ანალურ ფაზაში კი დაიწყო ძალაუფლების მემკვიდრეობით გადაცემა. ყველას ჯეროდა, რომ იყო მეფე, რომელსაც ჰქონდა ღვთაებივი სისხლი. კუნთური ინსტიქტები უკვე დაკარგული იყო. ანალური მიდრეკილება რწმენისაკენ, ანალების ანალიტიკური აზროვნება კი მივიდა დასკვნამდე, რომ რადგან ბელადი, ან მეფე განსაკუთრებული იყო, ე.ი. მას ჰქონდა ღვთაებრივი სისხლი, ხოლო თუ მას ღვთაებრივი სისხლი ჰქონდა, ავტომატურად (ანალური გაგებით) მის შვილსაც ღვთაებრივი სისხლი ექნებოდა. ამიტომ ანალის ვექტორიანები ურეთრალი მონარქის ძალაუფლებას აუცილებლად მის შვილს გადასცემდნენ, მაშინაც კი თუ ამ ურეთრალის შვილს საერთოდ არ ჰქონდა ურეთრალური ვექტორი.
ურეთრალის ვექტორიანი კი ხშირად ასე არ ფიქრობს, ამიტომ ისტორიაში ხშირია შემთხვევები, როდესაც ურეთრალი მონარქი, თავის კანის ვექტორიან შვილს უბრალოდ კლავდა, როგორც უღირს მემკვიდრეს. ისე როგორც ეს რუსეთში გააკეთეს პეტრე პირველმა და ივანე მრისხანემ.

მოკლედ ანალურ ფაზაში მმართველობა ხდებოდა სისხლით და რწმენით. თუმცა როგორც ზემოთ გითხარით, ყოველი ფაზა, თავს მხრივ იყოფა ქვეფაზებად. ამიტომ რწმენაც თავის მხრივ იცვლებოდა. ადამიანებს გამოუვლინდათ ღმერთის რწმენა, წარმოიშვა რელიგიები, რელიგიები თავის მხრივ დაიყო მიმდინარეობებად. დროთა განმავლობაში ჩამოყალიბდა ორი სახის ხელისუფლება, საერო და სასულიერო. ანუ ოფიციალური, სახელმწიფო ძალაუფლება და სასულიერო, რელიგიური ძალაუფლება, რომელიც ხელში ჩაიგდეს ჩვენმა ,,მეგობარმა“ ყნოსვის ვექტორიანებმა. ყნოსვის ვექტორიანებმა ჩაიცვეს სასულიერო პირთა სამოსელი, ხელში ჩაიგდეს რელიგიური ძალაუფლება და მიაღწიეს იმდენს, რომ მონარქებსაც კი ეცილებოდნენ ძალაუფლებას. როგორც მაგალითად კარდინალი რიშელიე საფრანგეთში. ის საკმაოდ მკაფიო მაგალითია ყნოსვის ვექტორიანის მიერ ძალაუფლების ხელში ჩაგდებისა და მისი მმართველობის მეთოდებისა.
კუნთური ფაზის მთავარმა ფასეულობამ, რომელიც იყო ჯოგის გახარჩნა ნებისმიერ ფასად. ანალურ ფაზაში უკანა პლანზე გადაინაცვლა, შიმშილი, როგორც წარმმართველი ფაქტორი, ანალურ ფაზაშიც დარჩა, მაგრამ ამას დაემატა კიდევ ერთი რამ, საკუთარი მდედრის მოპოვების სურვილი. ამიტომ ანალურ ფაზაში ქალი იქცა მმართველობის შემადგენელ პასიურ ელემენტად. ანალურ ფაზაში წინ წამოვიდა ანალური ფასეულობები, ტრადიციები, ავტორიტეტი, უფროსების პატივისცემა, რწმენა და ა.შ. ზოგგან მმართველობა გადაეცა უხუცესთ საბჭოს, ანალებისთვის მოხუცები გამოცდილი ხალხია, ამიტომ თვლიან რომ ისინი არიან ახალგაზრდებზე ბრძენნი და მათ ყველამ უნდა დაუჯეროს. სხვათა შორის უხუცესთა საბჭო, გარკვეულწილად დღევანდელი საპარლამენტო მმართველობის წინაპარია.
რაც ასევე ძალზე მნიშვნელოვანია, ანალურ ფაზაში გამოვლინდა დასჯა. კუნთურ ფაზაში ყველა ერთიანი ორგანიზმის ნაწილი იყო, ამიტომ სასჯელი, როგორც ცნება არ არსებობდა. ანალურ ფაზაში კი მოიგონეს დასჯის დაუჯერებლად სასტიკი და მტკივნეული მეთოდები. ანუ ანალურ ფაზაში გამოვლინდა ის, რაც ახასიათებთ დასტრესილ ანალის ვექტორიანებს: ძალადობა, დამცირება წამება.