საკაცობრიო განვითარების ოთხი სტადია (გ)

დღეს კაცობრიობა კანურ ფაზაში იმყოფება, კანურ ფაზაში კი ანალური სასჯელი აღარ არსებობს, კანურ ფაზაში დასჯა კანური პრინციპებით ხდება, კერძოდ: სივრცის შეზღუდვით. დამნაშავეს უკეთებენ საზოგადოებისაგან იზოლირებას, ჩასვამენ ციხეში. კანის ვექტორი მოძრაობაა, ამიტომ კანური ფასეულობის მიხედვით დამნაშავეს სამოძრაო სივრცეს უზღუდავენ. გასაგებია, რომ კანურ ეპოქაში მხოლოდ დასჯის ფორმები არ შეცვლილა, შეიცვალა მთლიანად ფასეულობები. კანურ ფაზაში შემოდის კანის ვექტორის ფასეულობები, სისწრაფე, ეფექტურობა, სასარგებლოობა. კანურ ფაზაში ხდება ადამიანის ერთგვარი სტანდარტიზება, ასევე უფლებრივად გათანასწორება, იმდენად, რომ ნებისმიერს ეძლევა უფლება საპრეზიდენტო არჩევნებში თავისი კანდიდატურა დააყენოს. კანური ეპოქა ყველას აძლევს თავისუფლი თვითგამოხატვის უფლებას. ჩვენ ყველანი თანასწორები ვართ, მოხდა ქალის და კაცის უფლებრივი გათანასწორება. კანურ ფაზაში ურეთრალის ვექტორიანები ზოგჯერ რევოლუციონერებად გვევლინებიან, მაგალითად: ფიდელ კასტრო, ჩე გევარა. ურეთრალები ასევე საკმაოდ ხშირად არიან მეცნიერული პროგრესის ფუძემდებლები (თუ სმენა ერთვით). ყნოსვის ვექტორიანები ცდილობენ მოუთოკავი ურეთრალების რაღაცნაირად დამუხრუჭებას. კანურ ფაზაში ყნოსვის ვექტორიანებმა ჩაიცვეს სმოკინგები, ძვირფასი კოსტუმები და გახდნენ ბანკების დამფუძნებლები.

ბანკებში ტრიალებს უზარმაზარი ფინანსები, რომლითაც სახელმწიფოების მართვაც კი შეიძლება. ბანკებიდან ინვესტიციები მიედინება ერთი ქვეყნიდან მეორისაკენ. ყნოსვის ვექტორიანები ახორციელებენ მმართველობას ფინანსებით, სწორედ ისინი არიან ფინანსური ბაზრის უმსხვილესი მოთამაშეები, სწორედ ისინი წყვეტენ ვინ დარჩება ბაზარზე და ვინ გაკოტრდება. მთელი მეგაკორპორაციები, ნავთობმაგნატები, წამყვანი ორგანიზაციები, მთლიანად ყნოსვის ვექტორიანთა მიერაა დაარსებული. მთავარი კი აქ ის არის, რომ დღეს ყნოსვის ვექტორიანები ფინანსების დახმარებით მართავენ მსოფლიოს. კანურ ფაზაში მმართველობა ხდება ფულით, ფულის დიდი ნაწილი კი თავმოყრილია საინვესტიციო ბანკებში. ისეთ ბანკებში კი არა მხოლოდ კრედიტებით და საპროცენტო სესხებით რომ არსებობენ, არამედ ისეთ ბანკებში რომლებიც ახდენენ კორპორაციების დაფინანსებას, შემდეგ ამ კორპორაციებს ყლაპავენ, ახდენენ სახელმწიფოებისთვის გრძელვადიანი გრანტების გამოყოფას და შემდეგ ამ გრანტებით ხელისუფლებათ გაკონტროლებას. დღეს ყნოსვის ვექტორიანებს ასევე ვხედავთ საინფორმაციო ტექნოლოგიების, ტელევიზიების, ჟურნალ-გაზეთების დამაარსებლებად. ინფორმაცია მმართველობის უძლიერესი საშუალებაა, რა სახის ინფორმაციას აწვდი მომხმარებელს და რა სახით აწვდი ამა თუ იმ ინფორმაციას, ეს შემდეგ ბევრ რამეზე აისახება (სხვათა შორის, საქართველოში მომხდარი, ე.წ. ვარდების რევოლუციას თუ შეისწავლით, ამოაჩენთ, რომ ის დიდწილად სწორედ ტელევიზიათა ჩართულობამ განაპირობა). სწორედ ამიტომ ყნოსვის ვექტორიანები ხშირად არიან როგორც ტელევიზიისა და ჟურნალ-გაზეთბის მფლობებლები, ისე წამყვანი ჟურნალისტებიც. ასევე საკმაოდ ხშირად გვხვდებიან ყნოსვის ვექტორიანი პრეზიდენტები.
კანურ ფაზაში შიმშილით და მდედრის მოპოპოვებისთვის ბრძოლით მმართველობა უკვე აღარ ხდება, პარტნიორის მოსაპოვებლად უკვე აღრაა საჭირო მშობლებისგან კურთხევის მიღება, წყვილში ურთიერთობა გარკვეულწილად გამარტივდა. ასევე აღრ არის მნიშვნელოვანი ბრძოლა სახეობის შენარჩუნებისთვის, რადგან დედამიწის მოსახლეობა ისე გამრავლდა, რომ 2-3 მილიარდი ადამიანიც რომ დაიღუპოს, ადამიანის სახეობას ამით გადაშენება არ დაემუქრება.
დღეს კანურ ფაზაში, საკაცობრიო ჯგუფის მინიმალური განვითარების დონე უკვე ცხოველურ დონეზეა მისული. განვითარების ცხოველური დონე კი მოძრაობის დონეა. ამიტომ საშუალოდ ყოველი ცალკეული ადამიანისაგან დღეს ელიან, არა მხოლოდ პიროვნულ, ან წყვილში რეალიზაციას, არამედ ჯგუფურ რეალიზაციას. ანუ ადამიანისგან ელიან, რომ მან სოციუმს რაიმე მისცეს, რაიმე გააკეთოს საზოგადოებრივი კეთილდღეობისთვის. ყოველი შემთხვევისთვის დავამატებ, რომ კაცობრიობამ პირველად მიაღწია ამ მდგომარეობას. ჯერ კიდევ ასი წლის წინ კაცობრიობის მართვა ხდებოდა შიმშილით, დღეს ასე ხდება მხოლოდ ისეთ ქვეყნებში, რომლებიც ჯერ კიდევ არ გადასულან კანურ ფაზაზე.

 

წყარო: http://academy8.ru/lect…/25-chetyre-stadii-razvitiya-chast-3

სრული ტექსტი იხილეთ ფასიან ჯგუფში:https://www.facebook.com/groups/571353209673619/