საკაცობრიო განვითარების ოთხი სტადია 3

გადავხედოთ ფაზების კუთხით ისეთ საინტერესო თემას, როგორიცაა რელიგია. პირველყოფილი ადამიანების გარშემო მუდმივად ხდებოდა აუხსნელი მოვლენები. მოდიოდა წვიმა, მაგრამ არავინ იცოდა რატომ. კვდებოდნენ, მაგრამ არ იცოდნენ რატომ. ადამიანებს უჩნდებოდათ კითხვები, რატომ ვკვდებით? იქნებ ჩვენი სიცოცხლე ვიღაცას მიაქვს? კუნთურ ფაზაში ადამიანების ქმედებებს წარმართავდა ინსტიქტები, გონების არაცნობიერი ნაწილი. მაშინ არ არსებობდა ცნობიერების არანაირი ნაკუწი. ცნობიერება გამოვლინდა მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც გაჩნდა პიროვნული ,,მე“, როდესაც ადამიანმა შეძლო მეორე ადამიანის აღქმა და მასთნ ურთიერთობების დაწყება. ანალურ ფაზაში გადასვლის შემდეგ ადამიანებს გაუჩნდათ არჩევანი. ადამიანებმა თავიანთი ურთიერთობები გარკვეულწილად დააფუძნეს არჩევანის თავისუფლებაზე. ხოლო მმართველობის კუთხით, ადამიანები ინსტიქტებით მართვიდან, გადავიდნენ ანალურ რწმენაზე. ეს რწმენა გამოვლინდა განსხვავებული ფორმებით. ყველა ძველი რელიგია, იყო მრავალღმერთიანი. გასაგებია რომ ადრინდელი ღმერთები პრიმიტიულნი იყვნენ. ყოველ მოვლენას, ყოველ ცნებას, ყავდა საკუთრი ღმერთი. რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ღმერთების გვერდით არსებობდა უამრავი ქალღმერთი, თავდაპირველი რელიგიების უმრავლესობაში სწორედ ქალღმერთი იყო ღმერთების მთავარი, თუ გადახედავთ პირველყოფილ რელიგიებს აღმოაჩენთ, რომ მათ უმეტესობაში სამყაროს დასაბამად ითვლება ესა თუ ის ქალღმერთი. რატომ? იმიტომ, რომ კუნთური ფაზის ბოლოს და ანალური ფაზის დასაწყისში ადამიანები მსჯელობდნენ ,,ჯანსაღად“ და საკმაოდ მარტივად. რა სქესის უნდა ყოფილიყო ღმერთი? ღმერთი რომელმაც შეძლო გაეჩინა ადამიანები? რა თქმა უნდა ქალი, მთავარი ,,ღმერთი“, მათი აზრით სწორედ ქალი უნდა ყოფილიყო, რადგან ხედავდნენ, რომ ადამიანი (ბავშვი) სწორედ ქალის საშოდან ჩნდებოდა. ამიტომ ღვთაებრივი არსი მდედრობითად მიაჩნდათ, ყოვლად ნაყოფიერი ქალური საწყისი, რომლსგანაც სამყარო დაიბადა. ეს იყო ის პერიოდი როდესაც ანალური ფაზა მხოლოდ საწყის ეტაპზე იყო, მაშინ ჯერ კიდევ ჭარბობდა კუნთური ფასეულობები, კუნთურ ფასეულობათა შორის უმთავრესი კი სწორედ შთამომავლობის გაგრძელების სურვილია.
დროთა განმავლობაში ფესვებს იდგამდა ანალური ცხოვრებისეული ხედვა, შემოდიოდა ანალური ფასეულობები. ამიტომ ყველაფერმა, რაც კი რწმენასთან და რელიგიასთან იყო კავშირში, შეიძინა ანალური ფორმები. როგორც იცით ანალების გაგებით ყველაფერი საუკეთესო არის პირველი და ერთადერთი, ამიტომ მათი ღმერთიც ასეთი უნდა ყოფილიყო. ღმერთი უნდა ყოფილიყო ყოველგვარი გაგებით ერთადერთი.
თქვენ ალბათ გახსოვთ როგორი დამოკიდებულება აქვთ ანალებს ქალების მიმართ. ანალის ვექტორიანებისთვის ქალი მამაკაცზე დაბლა მდგომი არსებაა. ამიტომ გასაგებია, რომ ანალური წარმოდგენით ღმერთი უნდა ყოფილიყო კაცი. ისეთივე ვაჟკაცური, როგორიც თვით ანალი მამრები არიან. ანალურ ღმერთს უნდა ჰქონოდა ანალური თვისებები, ამიტომ ანალური ღმერთი შურისმაძიებელი იყო: ,,თვალი თვალის წილ, კბილი კბილის წილ“. ანალური ღმერთი გაბრაზებული და ბოღმიანია, ცოტათი ანალურად გაშეშებულიც. სწორედ ამიტომ ანალები ღმერთს გამოსახავდნენ წარბშეკრულ, დაბღვერილ, დაკუნთულ, წვერმოშვებულ, ოდნავ ჭაღარაშერეულ ვაჟკაცად, ანუ ისეთად როგორიც უნდა ყოფილიყო ღმერთი ანალური წარმოდგენით.
მოკლედ ღმერთს მიაწერეს ყოველგვარი ანალური თვისებები. რომელი ანალური თვისებაც არ უნდა აიღოთ, ნებისმიერ მათგანს უპოვით ბიბლიურ ,,მამა ღმერთს“. რაც შეეხება ,,ძე ღმერთს“, იესოს, ის ცოტა მოგვიანებით გამოვლინდა. ეს მოხდა მაშინ როდესაც საკაცობრიო დონეზე გამოვლენა ჰპოვა ვიზუალურმა ფასეულობებმა. იესოს შემდგომ უკვე ყველაფერი არსობრივად შეიცვალა. ჩვენთვის ამჟერად თვით ცვლილებათა მომენტია მნიშვნელოვანი.
კუნთურ ფაზაში ადამიანები ემორჩილებოდნენ ინსტიქტებს. ისინი ბუნებას იღებდნენ, როგორც თავისზე აღმატებულ მოცემულობას. მაგრამ ეს დრო წავიდა, და პრიმიტიული შეხედულებები და კუნთური ბუნების ძალთა გაღმერთება, გარდაიქმნა ანალურ სარწმუნოებად. დიდი ხნის მანძილზე ღმერთი ატარებდა მხოლოდ ანალურ თვისებებს, იყო ჭაღარა, წვეროსანი, მკაცრი, ბრაზიანი, ცოტა მოსადისტოც. ,,მამა ღმერთი“ ადამიანებს ,,კარნახობდა“ როგორ უნდა ეცხოვრათ და ადამიანებსაც ამის უსიტყვოდ წამდათ. მაგრამ უსიტყვო რწმენის ეპოქა წავიდა. ნელ-ნელა გამოვლინდა გონება, ძალა მოიკრიბა სმენის ვექტორმა, დაიწყო ფასეულობათა გადახედვა. სმენის ვექტორმა მოიტანა საკუთარი ფასეულობები, რომელშიც არ იყო ადგილი ძველი რწმენისთვის. რწმენის ეპოქა – შეცვალა ცოდნის ეპოქამ. კანის ეპოქაში კი ანალური ფასეულობების უმეტესობა საერთოდ ფასდაკარგულია. თანდათან დაიწყო ბრმა რწმენის ფაქტებით და მეცნიერული ფორმულებით ჩანაცვლება. კანურ ეპოქაში მხოლოდ პიროვნული წარმატების სწამთ. მაგრამ არსებობს პრობლემაც. არც ისე შორეულ წარსულში, როდესაც მეცნიერული ცოდნა კი არსებობდა, მაგრამ არა ისეთი პიროვნული გააზრება, რომელიც კაცობრიობას გამოადგებოდა შემდეგ ფაზაში გადასვლისათვის. ადამიანებს მხოლოდ პირადი თვოითშეგნება გვაძლევს იმის საშუალებას, რომ გადავიდეთ ერთი ფაზიდან მეორეში.
კუნთურ ფაზაში ადამიანები თვლიდნენ, რომ იყვნენ ბუნების ნაწილი. ანალურ ფაზაში ადამიანები ფიქრობდნენ, რომ ერთმანეთისაგან განსხვავდებიან ფუნქციურად და ხარისხობრივად. კანურმა ფაზამ მოიტანა სტანდარტიზაცია და უფლებრივი თანასწორობა. მაგრამ ადამიანები ჯერ კიდევ საკუთრი არსის ძიებაში არიან. სწორედ არსის ძიების გამო შეიქმნა უამრავი სულიერი სწავლება, შეიქმნა მეცნიერებები. სწორედ არსის ძიებამ მიიყვანა ტალკაჩოვი ჩვენი რვა განზომილებიანი სისტემის გახსნამდე. ამ რვა განზომილებიანმა სისტემამ კაცობრიობას მისცა გააზრების სრულიად ახალი მექანიზმი, გადაიდგა კიდევ ერთი ნაბიჯი წინ. ამ სწავლების მეშვეობით შესაძლებელი ხდება კაცობრიობა გამოვიდეს კანური სტანდარტიზაციის ფაზიდან და გადავიდეს თვით არსის გააზრების დასაწყისზე. არა გაუცნობიერებლად, როგორც ეს კუნთურ ფაზაში იყო, არამედ შესაძლებელი ხდება არსის გაცნობიერებულად გააზრება. თუ პირველყოფილ, კუნთურ ფაზაში ხდებოდა ფუნქციების გაუცნობიერებელი შეგრძნება. ახლა ჩვენი სისტემის დახმარებით, თითოეულ ადამიანს შეეძლება ამ ფუნქციათა გაცნობიერებულად ცოდნა. კაცობრიობის ისტორიაში პირველად შეიქმნა სისტემა რომელიც აკეთებს ადამიანთა დიაგნოსტიკას არა გაუცნობიერებლად, არა ყნოსვის ვექტორის შეგრძნებით, არამედ გაცნობიერებულად, სმენის ვექტორის ცნობიერებით.
სწორედ ამიტომ სისტემური ფსიქოანალიზი ძალიან სერიოზული მოვლენაა. კიდევ ერთხელ, იმისთვის რომ ეს აზრი სწორად გაიგოთ, ვეცდებით აგიხსნათ ადამიანთა შორის ურთიერთობები. ადამიანების ურთიერთობა კუნთურ ფაზაში ხდებოდა გაუცნობიერებლად, მაშინ არ არსებობდა პიროვნულობის ცნება, იმიტომ რომ ,,მე“ როგორც ასეთი, საერთოდ არ არსებობდა, იყო მხოლოდ ,,ჩვენ“. ყველა იყო ერთი მთლიანის ნაწილი, ამიტომ თითოეული ერთმანეთს საკეთარ ნაწილად აღიქვამდა და არა ცალკეულ პიროვნებად, მაგრამ ეს აღქმებიც იყო ცხოველური, პრიმიტიული. ანალურ ფაზაში ჩვენ ყველა განსხვავებულები გავხდით, ადამიანებმა დაიწყეს ავტორიტეტებით ურთიერთობა, გამოვლინდა მონათმფლობელობა, ბატონ-ყმობა. ეს იყო ერთი ხარისხის ზეწოლა მეორეზე. კანური ფაზის ურთიერთობები, სტანდარტული ურთიერთობებია, ურთიერთობები ყოველმხრივი თანასწორობის პრინციპით. თუ ანალურ ფაზაში ვიღაცის შეფასება ხდებოდა მისი წარმოშობის მიხედვით, დღეს უკვე კანონის, სამოქალაქო კოდექსის და კიდევ ბევრი რამის დახმარებით ადამიანები გათანასწორდნენ. დღეს მმართველობა ხდება არა რწმენის, არამედ კანონის ძალით, რომლის წინაშეც ყველა თანასწორი ვართ (ოფიციალურად მაინც). რაც უფრო მეტად იკრებს ძალას კანური ფაზა, მით მეტ სფეროში ვლინდება უფლებრივი თანასწორობა. ეს კი თვის მხრივ იძლევა სხვა სახის ურთიერთობებს, ესაა ურთიერთობა დაქვემდებარებით, ოღონდ კანონის დახმარებით. მაშინაც კი თუ ერთი ადამიანი იქვემდებარებს მეორეს, ეს ხდება კანონის, კონტრაქტის, ან რაღაც შინაგანაწესის დახმარებით. ეს წესები და კანონები კი ეყრდნობა თანასწორობის პრინციპს. ეს უფლებრივი თანასწორობა ის მოვლენაა, რომელიც გაგრძელდება ურეთრალურ ფაზაშიც, გააზრებული ურთიერთობა თითოეულის შესაძლებლობებიდან გამომდინარე და საზოგადოებრივი მოთხოვნილებების შესაბამისად.
სრული ტექსტი იხილეთ ფასიან ჯგუფში:https://www.facebook.com/groups/571353209673619/