საკაცობრიო ფაზები ვექტორების მიხედვით.

რა პრინციპით ხდება ფაზების დაყოფა?
ამის გასაგებად საჭიროა ცოტა უკან უნდა დავიხიოთ და შევხედოთ ვექტორების იერარქიას. არსებობს ქვედა და ზედა ვექტორები. ქვედა ვექტორებია კუნთი, ანალი, კანი, ურეთრა. ზედები ორალი, ვიზუალი, ყნოსვა, სმენა. ქვედა ვექტორები არის ცხოველური ბუნება ადამიანში, ხოლო ზედა ვექტორები ადამიანის ადამიანური ბუნება. ისინი თავის შიგნით ლაგდებიან პრინციპით: სურვილის არაცოცხალი დონე, მცენარეული დონე, ცხოველური დონე, ადამიანური დონე. ანუ კუნთის ვექტორია არის ადამიანის ცხოველურ ბუნებაში არსებული სურვილის არაცოცხალი დონე, ანალური მცენარეული, კანი ცხოველური და ურეთრა ადამიანური. ზედა ვექტორებიც იმავე პრინციპით: ორალი არის ადამიანის ადამიანური ბუნებაში არსებული სურვილის არაცოცხალი დონე, ვიზუალი მცენარეული, ყნოსვა ცხოველური სმენა ადამიანური. სამყაროს და კაცობრიობის განვითარების ფაზებიც ლაგდებიან იმავე პრინციპით. ანუ სამყარომაც გაიარა არაცოცხალი, მცენარეული, ცხოველური და ადამიანური ფაზები. ადამიანურ ფაზაში მოხდა კაცობრიობის გამოვლენა. მის შიგნით დაიწყო კაცობრიობის განვითარების ქვეფაზები. ანუ კაცობრიობის განვითარების, არაცოცხალი მცენარეული ცხოველური და ადამიანური ფაზები. როგორც ხედავთ თითოეულ ფაზას შეესაბამება ერთი ზედა და ერთი ქვედა ვექტორი. არაცოცხალს კუნთი და ორალი, მცენარეულს ანალი და ვიზუალი, ცხოველურს კანი და ყნოსვა ადამიანურს კი ურეთრა და სმენა. მაგრამ საქმე იმაშია რომ პირველად დგება ქვედა ვექტორის ფასეულობათა ფაზა, ზედა ვექტორის ფასეულობები კი მასში ვლინდება ცოტა მოგვიანებით. ანუ ჯერ დაიწყო კუნთური ფაზა და მისი მიმდინარეობის რაღაც ეტაპზე გამოვლინდა ორალურ ფასეულობათ ფაზაც, მაგრამ ვინაიდან ორალური ფაზა გვიან დაიწყო, შესაბამისად კუნთური ფაზა მასზე მალეც დასრულდა და როდესაც ანალური ფაზა დაიწყო, ორალური ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული. ანუ კუნთ-ორალური ფაზა შეცვალა ჯერ ანალ-ორალურმა, ხოლო შემდეგ როცა ვიზუალური ფასეულობები გამოვლინდა, დაიწყო უკვე ანალ-ვიზუალური ფაზა. შემდეგ ფაზების მონაცვლეობა გაგრძელდა იმავე პრინციპით: ჯერ კან-ვიზუალური, ამჟამად კი კან-ყნოსვის. შემდეგი იქნება ურეთრალ-ყნოსვის, ბოლოს კი ურეთრალ-სმენის ფაზა.