სალმან რუშდის ვექტორული ანალიზი

 

აქვს შვიდი ვექტორი: კუნთის, კანის, ანალური, სმენის, ვიზუალური, ყნოსვისა და ორალის ვექტორები.

სცენარი: ანალ-სმენა

როგორც ჟურნალისტები ამბობენ, გულღია და უდარდელი ინდივიდის შთაბეჭდილებას ტოვებს. საკმაოდ მჭევრმეტყველია, სასიამოვნო მოსაუბრე, კარგი ორატორი. მის მიერ წარმოთქმული სიტყვებიდან ძლიერი ენერგია მოდის, დამახასიათებელია ხელებით ლაპარაკიც, სიამოვნებს საუბარი, არ იღლება, რაც მის ორალურ ვექტორზე მიანიშნებს.

საინტერესო დეტალი ისაა, რომ ლაპარაკისას, თითქოს პირის აპარატი საუბრობს და თქვენთან არის, გონება კი სრულიად სხვაგან ქრის, სადღაც სიშორეში იმზირება, თვალებში ყურებას გაურბის. ასეთი მზერა ხშირად აქვთ სმენის ვექტორანებს რომლებიც საკუთარი ფსიქიკის სიღრმეების, თვითჩაღრმავებისკენ არიან მიმართულნი.

თუ გადავხედავთ მის შემოქმედებას, ინტერვიუებს და აზრებს, მივხვდებით, რომ სმენის ვექტორი უდავოდ აქვს. ეს მისი წამყვანი ვექტორია, რადგან დაინტერესებულია რელიგიებით, ფილოსოფიით, ეგზისტენციალური საკითხებით, მისტიკით და ეს მის თითოეულ წიგნში მკვეთრად ვლინდება. გარეგნულად მოთენთილია, ლეთარგიული და თითქოს სხვა სამყაროში დაცურავს.

რაც შეეხება ანალურ ვექტორს, გარეგნულად საკმაოდ კარგად ეტყობა, ჭარბწონიანია, წვერით, თმა გაცვენილი აქვს, სახის მოყვანილობაც ანალური, წერის სტილი მძიმეა, ბევრს წერს, საკმარისზე მეტსაც კი,უ მნიშვნელო დეტალების განხილვას ბევრ დროს უთმობს, აშკარად სიამოვნებს წერის პროცესი, ისტორია ძალიან აინტერესებს, პატრიოტიცაა, ვერაფრით ელევა მშობლიურ ინდოეთს, მის მისტერიას და ცდილობს წერით დაუბრუნდეს მას, მის თითოეულ ნაწარმოებში ინდოეთი ცოცხლდება და თვალწინ მთელი სიცხადით გვეშლება. საკუთარ წარსულზე წერაც ძალიან უყვარს, ავტობიოგრაფიულ ჩანაწერებს მის შემოქმედებაში ბევრგან ვაწყდებით. ასევე ძალიან უყვარს კითხვა, ამბობს, რომ ბავშვობაში მისი საყვარელი მწერლები იყვნენ პ. გ. ვუდჰაუსი და აგათა კრისტი და რომ მათ წიგნებს სულმოუთქმელად კითხულობდა:

“ბაბუას ველოსიპედით მივყავდი ხოლმე უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში და იქ მტოვებდა. მახსოვს წიგნების უზარმაზარი თაროები და კიბე, რომლის მეშვეობით ზედა თაროებიდან წიგნების გადმოღება შეიძლებოდა. ბიბლიოთეკიდან გამოტანილ ვუდჰაუზისა და აგათა კრისტის ტომებს ერთი კვირის განმავლობაში ვკითხულობდი, შემდეგ კი სხვა წიგნები მომქონდა..”

თითოეულ ინტერვიუში ჩანს, რამდენად მოსწონს მოგონებების გახსენება და მის აზროვნებასაც ძალიან ეტყობა ანალური ვექტორის გავლენა:

“ხშირად მიფიქრია: როგორ უნდა შევაგნებინოთ ადამიანებს, რომ ესა თუ ის ამბავი, ესა თუ ის აღწერილი ისტორია ყოველი ჩვენგანის ისტორიის ნაწილია? როგორ უნდა ვაიძულოთ მკითხველი, იგრძნოს, რომ ნაწარმოებში გადმოცემული მოვლენები მისი ცხოვრებისეული გამოცდილებაა?”

მიუხედავად იმისა, რომ მის სტილს ხშირად მაგიურ რეალიზმს მიაწერენ, თუმცა ამასთან მისი ნამუშევრების მთავარი თემა ხანგრძლივი, მდიდარი და ხშირად წინააღმდეგობრივი ისტორიაა აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის კავშირების, მათი რღვევისა და მიგრაციების შესახებ. 2007 წლიდან ემორის უნივერსიტეტშიც მოღვაწეობს, მოწვეული პროფესორის თანამდებობაზე, რაც უდავოდ ანალურია. ძალიან კარგი განათლება აქვს მიღებული, დაამთავრა სამეფო კოლეჯი და კემბრიჯის უნივერსიტეტი. ემბრიჯში წარმოუდგენელია მოხვდე ანალური მოწადინებულობისა და სმენური გონიერების გარეშე.

კანის ვექტორი – არის ამერიკული პენ-ცენტრის პრეზიდენტი. ვფიქრობ ასეთი თანამდებობისთვის თავის გართმევა კანის ვექტორის გარეშე ძალიან გაუჭირდებოდა. მისდევდა სპორტს, დამთავრებული აქვს რაგბის სკოლა, დაქორწინებულია ოთხჯერ და ოთხჯერვე განქორწინებულია.

კუნთის ვექტორი ფიზიკურადაც შესამჩნევა, მოშვებული არ არის, ძლიერიც ჩანს, უბრალოდ ყნოსვის ვექტორის გამო მოღვენთილია. ასევე, საკმაოდ უბრალოა, თავმდაბალიც ჩანს.

ვიზუალური ვექტორი აშკარად აქვს, შთამბეჭდავი ფანტაზიის და მისტიკისადმი ასეთი ლტოლვის გამო, მაგრამ საინტერესო დეტალია ისიც, რომ სათვალეს ატარებს, თვალების პრობლემა აქვს, რაც ვიზუალურ სტრესებზე შეიძლება მიანიშნებდეს.

ყნოსვის ვექტორი. საუბრობს დანაწევრებულად,  ყნოსვისთვის დამახასიათებელი ღიმილი და გამოხედვა აქვს. დაინტერესებულია პოლიტიკით, ძალაუფლებით, ოღონდ აშკარა ძალაუფლება არ იზიდავს. საინტერესო დეტალია ისიც, რომ ნაწარმოებში, “შუაღამის შვილები” სუნებზე ხშირად ამახვილებს ყურადღებას. მიუხედავად იმისა, რომ “ეშმაკეული აიების” დაწერის გამო სიკვდილი მიუსაჯეს,რაღაც სასწაულით მაინც დაიძვრინა თავი, გარკვეული პერიოდი იყო ძებნაში და ვერ დაიჭირეს. ამტკიცებს, რომ საფრთხე აღარ ემუქრება და ჩვენც ვხედავთ, რომ ისევ ცოცხალია და კარგად არის, წერასაც უპრობლემოდ განაგრძობს. მისი ნაწარმოებები მკითხველზე დიდ გავლენას ახდენს და მასში ორაზროვან რეაქციებს იწვევს, თავადაც საკმაოდ ორაზროვანი პასუხები აქვს, როცა ჟურნალისტებს ესაუბრება. საკმაოდ აქტიურადაა ჩართული პოლიტიკურ საკითხებში, თუმცა რაღაცნაირად მაინც დაფარულ პიროვნებად რჩება და იშვიათად ჩნდება ეკრანებზე. უპრობლემოდ მიაღწია პრესტიჟულ თანამდებობას, ამერიკული პენ-ცენტრის პრეზიდენტობას, საკუთარი შემოქმედებისთვის იღებს უამრავ ჯილდოს და ნაწარმოებებში პერსონაჟების საინტერესო, ყნოსვურ ფსიქოლოგიას გვანახებს.

ქვედა ვექტორები: განვიტარების ცხოველურ დონეზე.

სმენის ვექტორი: ცხოველურის დონის მცენარეულ ქვედონეზე.

ვიზუალი: ცხოველური დონის მცენარეულ ქვედონეზე.

ორალი: ცხოველური დონის არაცოცხალ ქვედონეზე.

 

სტატიის ავტორი: თამთა ბურდული