სამყაროს მბრძანებელი და კაპრიზული ქალბატონი.

გყვარებიათ ოდესმე ის, ვისაც თქვენზე უკეთ ესმის თქვენი შინაგანი, ენით აღუწერელი ტკივილის მდგომარეობა? როდესაც მისი კითხვები ჰარმონიულად ერწყმის შენ გონებას და გადაყავხარ ტკბილი ბურანის მდგომარეობაში. ო, ეს უტკბესი აღსასრულია.. ძილი გაჯერებულია მომავლის წინასწარმეტყველებით. გონება კი ილუზიის საფარს მიღმიდან, აღწევს ქვეცნობიერს და გამოღვიძებას ემუდარება…საფრთხე გიზიდავს, ქვეცნობიერი ჯადოსნურ ქსელში იხლართება და ობობის მაგიური მზერისკენ მიილტვის….
არა? მაშინ თქვენ ვერ ჩაწვდებით ყნოსვის მომხიბვლელობას. თუ თქვენ ვიზუალი ხართ, გაგახარებთ მისი ჯანსაღი განვითარება – ის არასოდეს, არასოდეს აღმოჩნდება ქვედა ვექტორების ცხოველური შიშის ტყვეობაში.
მისი სახელია სატანა…
თავადი ამა ქვეყნისა, ეშმა და ლუციფერი, ბელზებელი და მეფისტოფელი. ეს ყველა ყნოსვის ვექტორიანის მეტსახელებია. სატანა (ივრითიდან-„სატან“- მოწინააღმდეგე, ცილისმწამებელი) – ზეციური ძალების მთავარი მოწინააღმდეგე, ის წარმოადგენს ბოროტების უმაღლეს გამოვლინებას, რომელიც ადამიანს სულის დაღუპვისკენ უბიძგებს.
ყნოსვას, როგორც „დაცემულ ანგელოზს“, შესწევს უნარი ადამიანს ტანჯვა მიაყენოს. უზენაესი გმობს ადამიანურ სისასტიკეს, მაგრამ არა სატანას. იესოს ის არ მოსწონს, მაგრამ არ უწოდებს მას მტერს (ასეთი წარმოდგენები იქმნებოდა ყნოსვის ვექტორიანზე სუკუნეთა განმავლობაში, მისი დაფარულობა, საკუთარი ბუნების გასაიდუმლოება, მისწრაფება ძალაუფლებისკენ, ადამიანებით მანიპულირების უნარი, სასწაულებრივი ინტუიცია, ადამიანებს ერთი მხრივ შოკში აგდებდა, ამასთან აშინებდა და იწვევდა ძრწოლას. ყნოსვის ვექტორიანები მუდმივად ამოუცნობები იყვნენ, თვითონ კი ყველაზე ყველაფერი იცოდნენ, ადამიანები მათ წინაშე თავს შიშვლად, დაუცველებად გრძნობდნენ, ხვდებოდნენ, რომ ყნოსვის ვექტორიანმა იცოდა მათი ყველაზე დაფარული საიდუმლოებები, მათ მიერ სულის ყველაზე ღრმა კუნჭულებში ჩამარხული სურვილები. ის თავისი მსუსხავი მზერითა და შემპარავი, დანაწევრებული საუბრით ადამიანებს ძრწოლას გვრიდა, თან აღაფრთოვანებდა კიდეც. დროთა განმავლობაში ყნოსვის ვექტორის ტიპაჟი იქცა სხვადასხვა ზღაპრების საშიშ და ბოროტ პერსონაჟად: ბოროტი ჯადოქარი, სატანა, ეშმაკი, შამანი, ,,ბაბა იაგა“, ვოლდემორტი, ყოვლისმხედველი ბოროტი თვალი და ა.შ. ყველა ეს პერსონაჟი ყნოსვის ვექტორიანზე შექმნილი წარმოდგენების შედეგია. – ს.ღამბაშიძე).
არქეტიპული არსი.
თუ გადავხედავთ, პირველყოფილი ჯოგის ცხოვრებაში, ყნოსვის ვექტორიანი გვხვდება „რუხი კარდინალის“ როლში. გაიხსენეთ, შამანი პასუხისმგებელი იყო ჯოგის კეთილდღეობაზე. ისინი ინსტინქტის დონეზე გრძნობდნენ ვისში სახლობს „მხეცი“. ჯოგის გამრავლებაზე პასუხისმგებელი ბელადის გარშემო მრავლად არიან განვითარების სხვა და სხვა საფეხურზე მყოფი კან-ვიზუალი მდედრები. შიშის მდგომარეობაში მყოფი ვიზუალი მდედრი კი საფრთხეს წარმოადგენს ჯოგის გამრავლებისთვის. ბელადი არ უნდა აყენებდეს ჯოგის ბედს საფრთხის ქვეშ, არაჯანსაღი თესლი ვერ მოგცემს ჯანსაღ შთამომავლობას. ხელმწიფე არ უნდა მოექცეს თავაშვებული მდედრის გავლენის ქვეშ. რაც არუნდა ამაზრზენად გვეჩვენოს ყნოსვის ქმედებები – ისინი რაციონალურ აზრს ატარებენ. მისი წყალობით სისტემა დაძაბულია, რაც უზრუნველყოფს როგორც ჯოგის ასევე ინდივიდის განვითარებას. შეპყრობილი მდედრი ან უნდა განიკურნოს შიშებისგან, ან ყნოსვის ვექტორიანის ინტრიგების მსხვერპლი გახდება.
მაგრამ თუ ვიზუალი განვითარებულია, ყნოსვა მასზე ზეგავლენას ვერ ახდენს, რადგან ის მხოლოდ ცხოველურ მდგომარეობებს გრძნობს. სადაც შიშის სუნი არ დგას იქ ყნოსვა უძლურია!