საუბრები ვექტორული ფსიქოლოგიის შეახებ

თუ ორალის ვექტორიან ადამიანს ერთვის ვიზუალი და სმენა და ის არის ძალიან ჩუმი, ეს დაუბალანსებელ მდგომარეობას ნიშნავს?
თუ ორალის ვექტორიან ადამიანს აქვს სმენის ვექტორი, ის შეიძლება დიდხანს დუმდეს. ეს არც ცუდია და არც კარგი, უბრალოდ არის განსაზღვრული დროებითი მდგომარეობა. ან განსაზღვრული სცენარი, რომელიც დაეწყო ვექტორული კომბინაციის და განვითარების დონის გამო. ეს ის მდგომარეობაა, როდესაც იმის გამო რომ მისი სმენა მუდმივად არსთა სამყაროში და აზრებში ჩაფლული იმყოფება, ამის გამო ორალური ვექტორი აპერირებს სრულიად სხვა კატეგორიებით. კერძოდ – შეგრძნებებით. თქვენ იცით რომ ორალური ვექტორი გრძნობს სხვების ცხოველურ სურვილებს, მას საკუთარი აზრები არ გაჩნია. მისი ერთადერთი სურვილი მეტყველებაა, ამიტომ თუ ორალის ვექტორიანს რაიმე საკითხზე აზრს კითხავთ, ის გეტყვით არა საკუთარ მოსაზრებას, ის მოგიყვებათ იმას, თუ რას შეიგრძნობენ ამ საკითხის შესახებ სხვები. ის იტყვის იმას, რასაც სხვები ფიქრობენ, მაგრამ ხმამაღლა თქმისგან თავს იკავებენ. სმენის ვექტორიანი პირიქით, სანამ რამეს გიპასუხებთ ჯერ დაფიქრდება, თუნდაც კითხვა ყველაზე უბრალო რაიმეს ეხებოდეს. მას დრო ჭირდება, რომ კითხვა გაიაზროს და მის არსს ჩაწვდეს. სამაგიეროდ სმენას შეუძლია ამომწურავი პასუხი გასცეს. როდესაც ადამიანს აქვს სმენაც და ორალიც, ის შეიძლება იმყოფებოდეს უშუალოდ სმენურ მდგომარეობაში, როდესაც სმენა მუდმივად რაღაცაზე ფიქრობს. თუ სმენა ორალს მიყავს, მაშინ ის იმართება შეგრძნებებით, ამიტომ ორალურად ლაყბობს. ხოლო როდესაც სმენის მდგომარეობაშია მისი თვისებები შიგნითაა მიმართული და ის ინტრავერტია. (განსაზღვრულ მდგომარეობებში სმენის ვექტორს შეუძლია ბოლომდე დაიმორჩილოს ორალი და აქციოს საკუთარი იდეების გამჟღერებლად. ასეთ დროს თუ სმენა დიდხანს ფიქრობს რაიმე იდეაზე, მას ჭირდება სრული სიჩუმე. შესაბამისად მის მიერ დამორჩილებული ორალური ვექტორი, სმენის გავლენით დუმს – მთარგმნელის შენიშვნა). ზოგი ფიქრობს, რომ ორალის ვექტორიანს გააჩნია ისეთი უნარი, როგორიცაა ინდუქცია, ანუ ფიქრობენ, რომ ორალს შეუძლია სხვებს თავისი აზრები ჩაუდოს გონებაში. სინამდვილეში ეს ასე არ არის. ორალი შეიგრძნობს მხოლოდ იმ აზრებს რომლებიც უკვე არსებობს ადამიანთა გონებაში. სწორედ ამიტომაა რომ ყველას ესმის თუ რაზე საუბრობს ის. ორალი არ იგონებს რაღაც ახალ აზრს, ის არსებულს აჟღერებს. მაგალითად არის ვიღაც კოლექტივისთვის პატივსაცემი ადამიანი, რომელიც მელოტია. მას ყველა პატივისცემით ესაუბრება. მაგრამ მოდის ორალის ვექტორიანი და ყველას გასგონად, ხმამაღლა კითხულობს: ,,უფროსი ის ტლოპანაა?“ და ყველა, ვისაც ესმის ხარხარებს. რატომ? იმიტომ რომ ეს აზრი თითოეული მათგანის გონებაში არსებობდა, მაგრამ რაღაც მორალური, ან სხვა მოსაზრებების გამო ვერბალიზებისგან თავს იკავებდნენ. ორალისთვის კი ასეთი მუხრუჭები არ არსებობს, ის ღიად საუბრობს იმაზე, რასაც ყველა შეიგრძნობს. ორალის ეს თვისება რადიკალურად ეწინააღმდეგება სმენის ჩაფიქრების სურვილს, ამიტომ დუმს თუ არა ორალ-სმენა ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი მათგანი დომინირებს, თუმცა ზოგ შემთხვევაში შეიძლება ხან ერთი იყოს წამყვანი და ხან მეორე. როდესაც ორალი დამორჩილებულია სმენის ვექტორის მიერ, მას აქვს სურვილი ისაუბროს, მაგრამ ვერ გამოთქვამს, რადგან სმენის ვექტორს ემორჩილება.