საუბრები ვექტორული ფსიქოლოგიის შეახებ (2)

საკმაოდ ბევრი სვფ-ს ადანაშაულებს იმაში, რომ ის ადამიანებს აწებებს შაბლონებსა და იარლიყებს, არის თუ არა ეს ასე? ყველა ადამიანი ხომ ინდივიდია და რამდენად სწორია მათი კლასიფიკაციაში ჩასმა?

პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ პიროვნულობა ადამიანის გამონაგონია. სერგო, სლავა, მამუკა, ნინო, ანა, ჯიმშერი, ეს მხოლოდ ვიღაცის მიერ შერჩეული პირობითი სახელებია, მაგრამ თუ არსს შევხედავთ, ,,მე“ ესაა განსაზღვრული მოცემულობა დანახული პირადი დაშენების კალკში გატარებული. რეალურად თუ შევხედავთ ჩვენ გვაქვს ვიღაცის გენები, შემდეგ ეს ივსება შეძენილი ინფორმაციული, თუ მენტალური დაშენებებით, პირადი გამოცდილებებით, სწორედ ამ ყველაფრის ერთობა ქმნის პიროვნულობის განცდას. ეს გამოცდილება ყველასთვის ინდივიდუალური და უნიკალურია. თუ ამ ყველაფერს შევხედავთ ინფორმაციის მეოთხედიდან, ეს უნიკალურობა ნაწილობრივ მართლაც უნიკალურია (როგორც პირადი გამოცდილება), მაგრამ რაღაც დონეზე უნიკალური არ არის, რადგან ის ექვემდებარება საერთო კანონებს (როგორც საერთო ინფორმაციის ნაწილი). ყოველი პიროვნება ცხოვრობს სამყაროში, რომელსაც გააჩნია საკუთარი კანონზომიერებები და აღიწერება ოთხი განზომილებით და რვა ზომით. სვფ არის სწორედ ამ ზედა დონიდან დანახული სამყარო. რა არის უნიკალური პიროვნებაში? ესაა მისი პირადი გამოცდილება. ჩვენ ვცხოვრობთ სხვადასხვა პირობებში, სხვადასხვა მოცემულობებში, ამას ემატება ამ ყველაფრის სუბიექტური აღქმა, რაც დამოკიდებულია ჩვენს ვექტორულ წყობასა და განვითარების დონეზე, რაც ამ პირად გამოცდილებას უმატებს თავის პირად სუბიექტურ შეფასებას და ამით ჩნდება განცდა, რომ თითოეული გამორჩეული ვართ და არავის ვგავართ. (თუ ამას ქვედა დონიდან შევხედავთ ეს მართლაც ასეა. მაგრამ არსობრივად ეს მხოლოდ სუბიექტური წარმოდგენებისა და თვითილუზიის შედეგია. თუ ქვედა დონიდან უყურებთ და არ გაქვთ რვაგანზომილებიანი ხედვა, მაშინ შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ სვფ ადამიანებს იარლიყებს აწებებს. მაგრამ მათთვის, ვინც რვაგანზომილებიანი ხედვა უკვე შეისწავლა, ნათელია, რომ ეს ადამიანებისთვის იარლიყების მიწებება კი არაა, არამედ მათი არსის და რეალური მდგომარეობები ჭვრეტის უნარი. – მთარგმნელის შენიშვნა). კიდევ ერთი, ჩვენ უნდა განვასხვავოთ დიაგნოსტიკა იარლიყების მიწებებისაგან. თუ მაგალითად ჩვენ განვსაზღვრავთ ადამიანის ვექტორულ წყობას, სცენარს და მდგომარეობებს და ამაზე დაყრდნობით მას მივანიშნებთ მის ბუნებრივად ძლიერ და სუსტ მხარეებზე. ეს დიაგნოსტიკაა. მაგრამ თუ ჩვენ ვექტყვით, რომ ის ბინძური ანალია და ამიტომ ვერასოდეს ვერაფრის ბოლომდე მიყვანას ვერ შეძლებს და ამას უპირობო და შეუცვლელ ფაქტად მივაწვდით – ეს უკვე იარლიყია.

 

როგორ უნდა გამოიმუშავოს კანის ვექტორიანმა თვითკონტროლი?

იმისთვის რომ კანის ვექტორიანმა თვითკონტროლი გამოიმუშავოს, პირველ რიგში მას ჭირდება მოტივაცია. იმისთვის, რომ კანმა რაღაცისკენ მიმართოს ენერგია, მან უნდა დაინახოს რა სარგებელს ნახავს აქედან და დაისახოს მიზანი. როდესაც არსებობს მისაღწევი მიზანი, წარმოიშობა მისკენ მოძრაობის სურვილი, ხოლო შემდეგ ჩნდება გააზრება, რომ მიზნის მისაღწევად ჭირდება რაღაც თვისების გამომუშავება. მხოლოდ იმის სურვილი, რომ თვითკონტროლი გამოიმუშავოთ, საკმარისი არ არის. ამისთვის საჭიროა მიზანი, რომლისკენ სწრაფვაც კანის ვექტორიანს აიძულებს თვითკონტროლის გამომუშავებას. თვითკონტროლი კანის ვექტორიანისთვის ხელსაწყოა, ამიტომ საჭიროა მიზანი, რომლისთვისაც საჭირო გახდება ამ ხელსაწყოს გამოყენება.