საუბრები სვფ-ს შესახებ (2)

კითხვა: როგორ კომბინაციას ქმნიან კანი და ყნოსვა?

პასუხი: საკმაოდ საინტერესოს. კანის და ყნოსვის ვექტორები რაღაცით ერთმანეთს ჰგავნან, ორივე პრაგმატულია, ორივე, სარგებელს და ძალაუფლებას ეძებს (თუმცა აშკარად ამას არასოდეს ამჟღავნებენ, ურჩევნიათ კულისებიდან მართონ, მოვლენათა ყველა ძაფი ხელში უჭირავთ, მაგრამ მაქსიმალურად ერიდებიან საპასუხისმგებლო თანამდებობებს), ამიტომაც ეს ორი ვექტორი იდეალურად ერწყმის ერთმანეთს. კან-ყნოსვები არიან შესანიშნავი პოლიტიკოსები, ბიზნესმენები, მანიპულატორები. ხშირად იკავებენ წამყვან თანამდებობას სხვადასხვა რელიგიურ ჯგუფებში, კარდინალები, ეპისკოპოსები. ცოტა შამანის ტიპაჟები არიან, მუდმივად საიდუმლოებითმოცულები, ცოტა უცნაურები და შიშისმომგვრელებიც, ბრწყინვალედ შეუძლიათ დამალონ ემოციები, შეინიღბონ, ამის გამო ხშირად მუშაობენ დაზვერვაში (მაგ: ზორგე). აქვთ სასწაულებრივი ინტუიცია, კარგად შეუძლიათ მოვლენებში გარკვევა და ხშირად წინასწარ ,,გრძნობენ” უფრო სწორად ,,შეუძლიათ იყნოსონ” მოსალოდნელი ცვლილებები, ამიტომ ასეთები ნებისმიერი მდგომარეობიდან ,,მშრალად გამოძვრებიან”.

კითხვა: რატომ არის, რომ ურეთრალებს ასე იშვიათად ვხვდებით?

პასუხი: ურეთრალის ვექტორიანი მეთაურია, ბელადია, წარმოიდგინეთ რა მოხდებოდა ერთ სამეფოს 5 მეფე რომ ყავდეს, რამდენიმე ბელადი ერთ ჯგუფში უეჭველად განხეთქილებას გამოიწვევდა, ამიტომაცაა რომ ურეთრალები ცოტანი არიან. რაც შეეხება რთულად დიგნოსტიკას, ურეთრა არც ისე რთულად გამოცნობადია, უბრალოდ მცირე რაოდენობის და განსაკუთრებული ფუნქციის გამო მათ ყოველ ნაბიჯზე ვერ ნახავთ. მითუმეტეს იშვიათია ერთვექტორიანი ურეთრალები. არის მეორე საკითხიც: როგორც წესი ძირითადად ჩვენს გარშემო ვადიაგნოსტირებთ ხოლმე. შესაძლოა ჩვენს სამეგობროში, ან თანამშრომლებში ურეთრალი ვერ ვნახოთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ურეთრალები საერთოდ არ არიან, უბრალოდ ისინი ცოტანი არიან და თან ურეთრალებს, მითუმეტეს თუ მათ ზედა ვექტორი ერთვის, პატარა სივრცე იშვიათად ყოფნით სარეალიზაციოდ. ამას ემატება ისიც თუ სად ეძებთ. მაგალითად: თუ თქვენ წახვალთ რომელიმე ფინანსურ კომპანიაში იქ ძირითადად კანის ვექტორიანები დაგხვდებიან, მაგრამ თუ საავიაციო სკოლას ეწვევით, მაშინ იქ მყოფთა უმეტესობა ურეთრალის, ან სმენის ვექტორიანი იქნება.

კითხვა: მაინტერესებს, როცა ურეთრალი აერთიანებს გაუცნობიერებლად, ანუ ინსტიქტის დონეზე მაკეთებს, სანამ ცნობიერის დონეზე ავა სურვილი და იდეა? რა პროცესს გადის ურეთრა და მისი ჯოგი? უბრალოდ იწყებენ გაერთიანებას შემდეგ იყენებენ იდეას მიზნად?

პასუხი: პირველ რიგში საჭიროა გავიგოთ, რომ ურეთრალის ვექტორიანი ასაკთან ერთდ კი არ გადაიქცევა ბელადად, არამედ პირდაპირ ასეთი იბადება, ამიტომ მას თანდაყოლილი აქვს სხვებზე დომინირება. ამიტომ ის მუდამ ბელადად აღიქვამს თავს, და მის დომინაციას სხვებიც გრძნობენ. ჯერ კიდევ პატარაობაში მის გვერდით მუდმივადაა რაღაც ტიპის ჯგუფი, თანატოლები. შემდეგ კი უკვე იწყება ჯგუფის ფორმირება, ესეც ავტომატური პროცესია, ურეთრალს შეუძლია შეიგრძნოს მომავალი და თავისი შინაგანი ვნების წყალობით სხვებიც აღნთოს მომავლისკენ სწრაფვის სურვილით.

კითხვა: ურეთრალ-სმენის კომბინაცია, ადამიანების დაახლოებით რა პროცენტს ექნება?

პასუხი: როგორც აღვნიშნეთ ურეთრა სხვებთან შედარებით იშვიათი ვექტორია, ზედა ვექტორებიც ყველას არ აქვს (აქვს დაახლოებით 20%) აქედან სმენით სულ 7-8%, შესაბამისად ურეთრალ-სმენები საკმაოდ ცოტაა.  ალბათ არაუმეტეს ადამიანთა 1%. შეიძლება უფრო ნაკლებსაც.

კითხვა: რამდენად არიან ურეთრალი მამაკაცები ისეთ სისტემებშ, როგორიცაა პოლიცია, ჯარი, უშიშროება და ა.შ. ოღონდ არ ვგულისხმობ გენერლებს და ძალიან მაღალი თანამდებობის პირებს. უბრალოდ მაინტერესებს, რამდენად შეუძლიათ კანურ სისტემებში შედარებით დაბალ თანამდებობებზე ყოფნა?

პასუხი: ურეთრალის ვექტორიანი ჯარში, ან რაიმე მსგავს სისტემაში, ვიღცის კონტროლქვეშ, თავს ისე გრძნობს, როგორც მხეცი გალიაში. ურეთრალი არ ჯდება ჩარჩპოებში, არ კონტროლდება, ის ბუნებით მმართველია და თუ ამას ვერ ახერხებს მაშინ ის ვერ ასრულებს ფუნქციას, თუ ფუნქციას ვერ ასრულებს ე.ი. ვერც შედგა სრულფასოვან პიროვნებად.