საუბრები სვფ-ს შესახებ (3)

  კითხვა: ერთერთ ლექციაში წერდით კანის ვექტორი სულ ითვლისო. ეს მის ანგარიშიანობას ეხება თუ პირდაპირი მნიშვნელობით დათვლა უყვარს?

პასუხი: კანის ვექტორანები ნამდვილად არიან ანგარიშიანი ტიპაჟები და უყვარს ყველაფრის გათვლა-გაანგარიშება, თუმცა ზოგიერთ მდგომარეობაში ეს გადადის ყველაფრის დათვლის სურვილში, ეს შეიძლება მივიდეს იქამდე, რომ კანის ვექტორიანი ითვლიდეს ყველაფერს, კიბის საფეხურებს, თითებს, ფულს, ქუჩაში გავლილ მანქავებს, ნაბიჯებს და ა.შ. ასე რომ კანის ვექტორისთვის პირდაპირი მნიშვნელობით დათვლაც დამახასიათებელია და გათვლაც. სწორედ კანის ვექტორიანები არიან ისინი ვისაც უყვარს სტატისტიკის მოშველიება, ასევე კანის ვექტორიანები ადგენენ ყველანაირ შესაძლო სტატისტიკას, მათ შორის ზოგჯერ საკმაოდ უაზროს და სულელურსაც, მაგალითად: რამდენჯერ ამთქნარებს სიცოცხლის მანძილზე ადამიანი, ან რამდენ კილომეტრს გადის საშუალო პიროვნება ფეხით 60 წლის მანძილზე.

 

კითხვა: რატომ ხდება ისე რომ მრავალვექტორიან ადამიანს ცხოვრების ამა თუ იმ ეტაპზე ეცვლება დომინანტი, ან საყრდენი ვექტორი. მაგალითად ხან კანურად აზროვნებს და მოქმედებს, ხან ანალურად, ხან ვიზუალივით და ა.შ. და შესაძლებელია ეს პერიოდები გაგრძელდეს თვეები და კვირები. რა იწვევს ამ ცვლილებებს?

პასუხი: როდესაც ადამიანი მრავალვექტორიანია, ეს ნიშნავს რომ მას აქვს სხვადასხვა ვექტორის თვისებები, თითოეული ვექტორი ფუნქციურად თანაბარმნიშვნელოვანია, რაც იმას ნიშნავს რომ თვისებები წარმოჩინდება საჭიროებისამებრ და თანდათანობით, ანუ თითოეული ვექტორის სურვილები ითხოვს დაკმაყოფილებას თანმიმდევრულად. ვექტორების თვისებები შეიძლება წარმოჩინდეს ასევე საჭიროებისამებრ. მაგალითად: ადამიანი არის კან-ანალი, თუ მას ჭირდება ინფორმაციის ათვისება, მაშინ წინ გამოდის მისი ანალური თვისებები, ხოლო როდესაც საჭიროა სიტუაციასთან ადაპტაცია ის იქცევა კანურად. თითოეულ პოლიმორფში არსებობს ბუნებრივი ,,გადამრთველი”, რომელიც მას საჭიროებისამებრ აძლევს მოქმედების საშუალებას, სწორად რეალიზებული მრავალვექტორიან ადამიანს ბუნებრივად ურეგულირდება ვექტორების წარმოჩენის საკითხი. სცენარის შეცვლა შეიძლება გამოიწვიოს კონკრეტული ვექტორის სტრესმა, ან პირიქით განვითარებამაც.

 

კითხვა: რომელ ფსიქოტიპს მიეკუთხვებიან აუტისტები, ან დაინის სინდრომიანეი ადამიანები?

პასუხი: როგორც წესი აუტისტები სმენის ვექტორიანები არიან. ხოლო დაუნის სინდრომით დაავადებულები ძირითადად კუნთ–სმენები, თუმცა იშვიათად შეიძლება ანალური, ან ვიზუალური ვექტორიც ერთვოდეთ.

 

კითხვა: აისახება თუ არა ტემპერამენტი სტრესის ხარისხზე?

პასუხი: გარკვეულწილად აისახება. ანუ, ტემპერამენტი, ეს ჩვენი სურვილის ძალაა, შესაბამისად თუ მაღალტემპერამენტიანი ინდივიდი სტრესშია, ის თვის სტრესებს ფართო მასებზე გაავრცელებს. მაგალითდ: განვიხილოთ ჰიტლერი, მას ჰქონდა მაღლი ტემპერამენტი, მაგრამ დასტრესილი, შესაბამისად მან ანალური შოვინიზმი, ერთი ნაციის სხვებზე დომინირება, გადაიტანა სმენის ვექტორის იდეად, მისი მაღლი ტემპერამენტის გამო კი ეს გავრცელდა მთელ ნაციაზე.

 

კითხვა: ერთ ლექციაში ამბობთ, რომ ვექტორებს შორის არსებობს წინააღმდეგობრიობა, რას ნიშნავს ეს?

პასუხი:  ყოველ ვექტორს აქვს უნიკალური 36 მეტაფიზიკური თვისება (მახასიათებელი), რომლებიც აბსოლუტურად განსხვავებულია ერთმანეთისაგან. წინააღმდეგობრიობაში იგულისხმება ის, რომ როცა მრავალვექტორიან ადამიანს აქვს კონტრარული (წინააღმდეგობრივი) ვექტორები, ის გარკვეულწილად გაორებულია. მაგალითდ: ავიღოთ ანალ-ურეთრალი ადამიანი ორი განსხვავებული ვექტორი ერთ ინდივიდში, ანალური ვექტორი წარსულია, ურეთრალური-მომავალი, ანალური ვექტორი პასიური და ნაკლებმოძრავია, ურეთრალური ვექტორი კი თავად მოქმედებაა, ამიტომ ეს გარკვეულ წინააღმდეგობრიობას ქმნის. თუმცა ნორმალური რეალიზაციის პირობებში ვექტორული თვისებები ერთმანეთს ავსებს.