საუბრები სვფ-ს შესახებ

კითხვა: რატომ სჭირდება ვიზუალს იმის მუდმივად გამეორება რომ ის ლამაზია და გიყვარს!

პასუხი: ვიზუალური ვექტორის არსი ხილული და შეგრძნებითი სამყაროს აღქმაა. ის მთლიანად ფიზიკურ სამყაროში ცხოვრობს. ამიტომ მას ჭირდება რომ კაშკაშებდეს, რომ მუდმივად ჩანდეს, აქედან მოდის ვიზუალური ვექტორის დემონსტრირებულობა. ვიზუალს უნდა რომ მას ამჩნევდნენ, მისით აღტაცებულნი იყვნენ. ამიტომაც უნდა, რომ მუდამ ესმოდეს: ,,შენ ლამაზი ხარ! მე შენ გაღმერთებ! მიყვარხარ!” მისთვის საკმარისი არ არის ამის საუკუნეში ერთხელ მოსმენა, ამას სულ უნდა გრძნობდეს და სულ ხედავდეს.

კითხვა: რით გამოიხატება ვიზუალის განვითარება?

პასუხი: ვიზუალურ ვექტორს აქვს ერთი უცნაური უნიკალურობა. რაც მეტად ვითარდება, მით ნაკლებად სურს თვითდემონსტრირება. ვიზუალური ვექტორი არსით ხილული შეგრძნებადი სამყაროა, ის მთლიანად აქაა და ცდილობს გამოიხატოს ანაბეჭდი დატოვოს აქ. მაგრამ განვითარების დონის შესაბამისად სხვადასხვა ფასეულობებს ადემონსტრირებს. არაცოცხალ დონეზე განვითარებული – სხეულს. მცენარეული ჩაცმულობას და გარეგნულ ზიზილ-პიპილოებს. ცხოველურ დონეზე უკვე ხდება შემოქმედებითი, შეიძლება გახდეს პოეტი და ლექსები წეროს სიყვარულზე, პეპლებზე, ყვავილებზე. ასევე შეიძლება გახდეს ცხოველების, ან ადამიანების უფლებათა დამცველი. ასევე ექიმი, ადვოკატი, შეიძლება დაკავდეს სხვადასხვა ჰუმანური პროექტებით (დავეხმაროთ ამას და ამას) და ა.შ. (რა თქმა უნდა რეალიზაციის სფერო მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული სხვა ვექტორებზეც). ადამიანურ დონეზე განვიტარებულ ვიზუალში ხდება თვისებათა ერთგვარი ამობრუნება, ის თვისებები რაც გარეთ იყო მიმართული, უკვე თავის შიგნით შეაქვს, ავითარებს სიყვარულის უნარს და გადადის სიყვარულის მდგომარეობაში, ამ დროს მას აღარ ჭირდება გარეთ გამოიხატოს, დემონსტრირდეს. ერთი მხრივ მას უკვე სიყვარულის მდგომარეობა აქვს, მაგრამ უყვარს არა მთელი სამყარო ერთიანობაში, არამედ თითოეული ცალკეული, უყვარს თითოეული ფოთოლი, თითოეული ყვავილი, თითოეული ადამიანი. ამ დროს ვიზუალი მართლა ძალიან ემსგავსება სმენის ვექტორს მისი თვისებები უკვე ალტრუისტული ხდება და იძენს გაცემის თვისებას და თვითშეწირვის უნარს. ამ დროს ერთერთი რეალიზაციაა მორალურ ეთიკური დონის დანერგვით ბაზის მომზადება სმენური იდეებისთვის. სხვათა შორის ადამიანური დონის ვიზუალი მდედრია სულიერი მდგომარეობის სმენის მუზა, მისი იდეების წყარო და მისი ვნების ობიექტი.

კითხვა: როგორ ხდება წყვილთა ურთიერთობები ვექტორული კუთხით, არსებობს რამე შეზღუდვა?

პასუხი: წყვილი შეიძლება იყოს ნებისმიერი ვექტორებით. მართალია არსებობს გარკვეული ვექტორები, რომლებსაც აქვთ ბუნებრივი ლტოლვა და ითვლებიან სისტემურ წყვილებად (მაგ: ურეთრალი მამრი და კან-ვიზუალი მდედრი), ასევე არსებობს სისტემურად შეუთავსებელი კობინაციებიც (მაგ: კუნთ-ანალი მამრი და კან-ვიზუალი მდედრი). თუმცა არის გარკვეული მდგომარეობები, როდესაც შეიძლება მოხდეს ყველაზე შეუთავსებელი წყვილების შეერთებაც კი. მაგალითად კან-ვიზუალი როგორც წესი არ წყვილდება ზედა ვექტორების გარეშე მყოფ ანალის ვექტორიანთან. მაგრამ თუ კან-ვიზუალს აქვს კანში მაზოხისტის სცენარი, ის როგორი გასაკვირიც უნდა იყოს ამ დროს სწორედ ანალის ვექტორიანს ირჩევს (თან სადისტს).

კითხვა: სწორი იქნება თუ არა ვთქვათ, რომ მაზოხისტი კანი, თავად იწვევს სადისტს?

პასუხი: დაახლოებით. კან-ვიზუალის კომბინაციაში არსებობს ,,ვექტიმური კომპლექსი”, რაც ნიშნავს იმას რომ მაზოხიზმის მდგომარეობაში მყოფ კანს ერთვის შიშის მდგომარეობაში მყოფი ვიზუალი. ამ დროს კან-ვიზუალს ხშირად აქვს დართული ,,მსხვერპლის კომპლექსი და ხშირად ხდება სადისტების, მანიაკების და ა.შ. სამიზნე. რეალურად კი თვითონაც ვერ ხვდება, რომ პოტენციურ მანიაკს თვითონვე იწვევს, მოდი და მომკალიო.