საშუალო ასაკის კრიზისი მამაკაცებში.

ახალგაზრდობის გაფრენილი ოცნებების კვალ და კვალ.

 საშუალო ასაკის კრიზისი მამაკაცებში… ამ წინადადებამ საძიებო კითხვებს შორის უდავო პოპულარობა მოიპოვა გლობალურ ქსელში. დადგა დრო პლანეტის ამ უცნაურ ეპიდემიაზე რომელიც ორმოცს გადაცილებულ ხალხს ნორმალურად ცხოვრებისა და მიღწეულით ტკბობას არ აცდის. ,,ვის რაღაში ვჭირდები ორმოცს გადაცილებული?!“- ეს კითხვა ბევრ მამაკაცს აწუხებს.

ამ მოვნელაზე ახლა ყველა წერს – ფსიქოლოგები, ექიმები, ყველა ცდილობს რაღაც ახალი თქვას, მოიფიქროს ან დაწეროს. ,,სამკურნალო საშუალებების” ასორტიმენტი ბანალური ახალი ჰობის პოვნის, ანდა მოგზაურობის დაწყებიდან იწყება და ძალიან სერიოზული ნაბიჯების გადადგმითაც არ იზღუდება როგორიცაა “საყვარლის გაჩენა” ანდა “კარიერის, ოჯახის, შვილების მიტოვება და ცხოვრების ხელახლა დაწყება.

 

მითები და რეალობა. რომლის სასარგებლოდ?

 

ამ დროს საშუალო ასაკის მამაკაცები, როგორც იტანჯებოდნენ ისევ ისე იტანჯებიან გამოუვალი მდგომარეობის შეგრძნებით, დაუკმაყოფილებლობითა და უკვე მიღწეულით ტკბობის ყოველგვარი სურვილის დაკარგვით, მოახლოებული სიბერის შეგრძნებითა და “სიკვდილის ცივი სუნთქვითაც” კი.

წყალწაღებული კი როგორც ვიცით ხავსსაც ეჭიდება. ორმოცი წლის წამებულები, განსაკუთრებით ისინი, ვინც შექმნილი სიტუაციიდან გამოსავლის პოვნას ცდილობს, საშველს სხვა და სხვა ფსიქოთერაპევტთან ვიზიტში ანდა ნაირ ნაირ მწვრთნელებთან და პიროვნული ზრდის კურსებზე ეძებენ. აუტოტრენინგი და მედიტაცია… ხშირად საქმე უძლიერეს ანტიდეპრესანტებამდეც მიდის. მამაკაცების დეპრესია საქვეყნოდ ცნობილი ფარმაკლოგიური კომპანიების დამატებითი შემოსავლის წყაროა. გარკვეული დროით ყველაფერი ეს ასე თუ ისე უმსუბუქებთ მდგომარეობას. მერე კი ყველაფერი ახლიდან იწყება საშუალო ასაკის კრიზისის სიმპტომები ისევ იჩენს თავს. ჩაკეტილ წრეზე სირბილს გავს.

ამ პოპულარული და ასე ვთქვათ შემოსავლიანი დიაგნოზის გარშემო უამრავი საქონლისა და მომსახურების ქსელი განვითარდა, სადაც ფსიქოლოგებსა და ფსიქიატრებსაც მრავლად შეხვდებით, არც ფარმაკოლოგების, არატრადიციული მედიცინის სპეცალისტებისა, მწვრთნელებისა და ,,ქოუჩების“ ნაკლებობაა და რაც მთავარია… მარკეტოლოგები, მათ გარეშე ხომ არაფერი გამოვა. სხვა ვინ გაიტანს ბაზარზე ყველა ამ სასწაულმოქმედ საშუალებას.

თუ სიტუაციას საღი გონებით მივიდგებით და ყოველგვარ კომერციულ ინტერესს გვერდზე გავწევთ, მაშინ თვალში აუცილებლად მოგვხვდება ორი სხვა სხვა მიმართულებით განვითარებადი ტენდენცია. ერთი მხრივ ორმოც წელს მიღწეული ყველა მამაკაცი ნამდვილად არ განიცდის საშუალო ასაკის კრიზისს, მეორე – “ტანჯულების” რიგებში ხვდებიან როგორც მოსახლეობის ფართო მასების წარმომადგენლები, ისეთები რომლებიც არსებობისთვის იბრძვიან ცხოვრების ნაცვლად, ისე წარმტებული მენეჯერები, ტრანსნაციონალური მეგა კომპანიების ხელმძღვანელები.

და ბოლოს, უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში სპეციალისტებს ძალიან აშფოთებთ საშუალო ასაკის კრიზისის გაახალგაზრდავება, ახლა ეს უბედურება არა მხოლოდ 30 წლისებს არამედ უმაღლესი სასწავლებლების ახალ კურსდამთავრებულებსაც აღარ ინდობს, (თუმცა სამართლიანობა მოითხოვს აღვნიშნოთ, რომ კრიზისული გამოვლინებები იმ ახალგაზრდების ქცევებში რომლებიც ახლა იწყებენ დამოიკიდებლ ცხოვრებას, მხოლოდ გარეგნულად თუ წააგავს ჩვენს მიერ განხილულ საშუალო ასაკის კრიზისს. სინამდვილეში მათ კრიზისულ მდგომარეობას სულ სხვა ფესვები აქვს და ამიტომ ამ სტატიაში არ განვიხილავთ). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ასაკი და მატერიალური მდგომარეობა ვერ ახდენს გავლენას ამ ე.წ “დაავადებისადმი” მიდრეკილებაზე. უფრო სწორედ მარკეტინგული კონცეპცია რომელიც ადამიანების სულების გამოჯანმრთელებას ემსახურება სინამდვილეში მხოლოდ მითია რომელიც მოხერხებულად თავსდება გლობალური ბაზრის მოთამაშეების მიერ დასახულ ამოცანებში.

სტატიის სათაურში ნახევრად ხუმრობით ნათქვამი ფრაზა, ავტორის ბოროტი ხუმრობა არ გეგონოთ, ეს რეალურად არსებული ტრენინგის რეალური სახელია, რომელიც, როგორ რეკლამა იუწყება, თქვენი პრობლემების ერთხელ და სამუდამოდ გადაჭრისკენაა მიმართული, თუ თქვენ ორმოცს ოდნავ გადაცილებული მამაკაცი ხართ და რაღა თქმა უნდა თუ ამ ქოუჩინგში მსხვილი თანხის ჩადებაც შეგიძლიათ.

მაინც რა ემართება სინამდვილეში ძლიერ სქესს 40 წლის რუბიკონის გადალახვის შემდეგ?  შეიძლება წინასწარ იმის თქმა რომელი მამაკაცია პოტენციურად მიდრეკილი ასეთი ძლიერი ნეგატიური განცდებისადმი?  დღეს სვფ-ს უკვე აქვს ამაზე პასუხები.

დასაწყისისთვის აღვნიშნავთ, რომ ინდივიდს მსგავსი განცდები უჩნდება მაშინ, როცა არაა ცხოვრებაში რეალიზებულობის შეგრძნება. სხვა სიტყვებით: როცა ვერ ასრულებს თავის ბუნებრივ ფუნქციას. პოტენციალის რეალიზაციის დონე და მოცულობა დამოკიდებულია ვექტორების განვითარების დონეზე. უკეთ რომ ვთქვათ, თუ ინდივიდის ვექტორები განვითარებულია, იდეალურ შემთხვევაში მას უნდა ჰქონდეს თავისი სახეობრივი როლის შესრულების საშუალება, რითაც უზრუნველყოფს თავის ტვინის ქსოვილებში მიმდინარე ბიოქიმიურ პროცესებს, რაც საბოლოო ჯამში დადებითი ემოციით გამოიხატება. აქედან კი გამოდის, რომ არ არსებობს არანაირი საშუალო ასაკის კრიზისი და ვერც იქნება თუ მამაკაცის ცხოვრება სრულფასოვანი, მრავალმხრივი და დატვირთულია.

მაგრამ რეალიზებულობისა და წარმატებულობის შეგრძნებაზე არა მხოლოდ ვექტორთა განვითარების დონე მოქმედებს, არამედ დამატებითი სურვილების ავსების ხარისხიც რაც უამრავ ინდივიდუალურ ფაქტორზეა დამოკიდებული – ტემპერამენტი, ადამიანის საცხოვრებელი გარემო, მისი განვითარება, აღზრდა და კიდევ უამრავი შტრიხი…

ამიტომაც გამოდის, რომ დაუნდობელ რეალობაში ყველაფერი კარდინალურად სხვანაირადაა. პირველ რიგში შემთხვევათა დიდ უმრავლესობაში, ერთი და იმავე ადამინის ვექტორულ წყობაში არსებული ვექტორები სხვადასხვანაირადაა განვითარებული შესაბამისად ადგილი აქვს რეალიზებულობის განსხვავებულ დონეებს, რომელიც არამხოლოდ ისეთ გარეგნულ ნიშნებზეა დამოკიდებული როგორიც წარმტებულობა და სოციალური პრესტიჟია, არამედ იმაზეც რამდენად შესაბამისობაში მოდის კონკრეტული ადამიანის მიღწევები მისივე შინაგან სურვილებთან, რომლებიც ვექტორების უკმარისობებითაა ნაკარნახევი. მეორეს მხრივ, ჩვენი ყოველდღიური სამყარო, მოცემულ მომენტში განიცდის განვითარების კანურ ფაზაში გადასვლის მომენტს. მას კი პირველ რიგში მატერიალური სიკეთეების სწრაფად მიღება და მათით ბოლომდე ტკბობა ახასიათებს.

მაგრამ მოდი ყველაფერ სთანმიმდევრულად მივყვეთ… ჯერ გავერკვეთ სვფ-ს თვალსაზრისით კონკრეტულად რა ტიპის მამაკაცები არიან მიდრეკილი საშუალო ასაკის კრიზისისასდმი.

 

ქარიშხალს დივნიდან მივადევნოთ თვალი?

ასეთ მდგომარებას პირველ რიგში “ანალური ვექტორის” მატარებლები განიცდიან. ამ ვექტორის მიერ ბოძებული თვისებების ჯეოვანი განვითარების შედეგადაც კი, ანალების საძმო მაინც აწყდება სირთულეებს თანამედროვე საზოგადოებრივ-ეკონომიკურ სივრცეებში ადექვატური თვითრეალიზაციისას. ზემოთ აღნიშნულ კანურ ფაზას ახასიათებს “ტოტალური სისწრაფე” ყველა სფეროში, პირველ რიგში პირადი გამორჩენისკენ მისწრაფება.

გამუდმებული ცვალებადობა, არასტაბილურობა, დინამიკა, ხვალინდელ დღეში დაურწმუნებლობა, ანალური ფსიქოტიპისთვის მტკივნეული აღსაქმელია. ის ხომ სიდინჯით, რიგიდული ფსიქიკითა და სუსტი შეგუების უნარით დამოირჩევა. საფუძვლიანობა, სკურუპულოზობა, დაწვრილმანება ამ სიტყვის კარგი გაგებით რითაც ანალური ვექტორი გამოირჩევა, უკვე აღარაა ფასეული. სიჩქარე, მოქნილობა, მანიპულირება საკუთარი ტყავის გადასარჩებად ანალის ძალებს აღემატება.

დღეს საგანგაშო ტენდენციაა – ადრე საკუთარ პროფესიაში რეალიზებული, საზოგადოებაში დაფასებული და ოჯახშიც პატივცემული ანალი მამაკაცები, მათგან დამოუკიდებელი გარემოებების გამო, ზედმეტები აღმოჩნდნენ და ამიტომ ცხოვრებისგან დიდ უკმაყოფილებას გრძნობენ. საშუალო ასაკის კრიზისის სტრუქტურაში ეს რისკ-ჯგუფია. საკუთარ ფრუსტრაციას კი ყოველი მათგანი სხვა და სხვნაირად აფრქვევს – ზოდი ინტერნეტ ქსელში ტროლავს, ზოგიც ოჯახური დესპოტი ხდება, რომელიც იმავე ცოლის კისერზე ზის რომელსაც ატერორებს. ხანდახან ფრუსტრაციის ხარისხმა შეიძლება სექსუალირი ხასიათის (პედოფილური) დანაშაულისკენაც კი უბიძგოს, რასაც შესაძლოა მსხვერპლის სიკვდილიც მოჰყვეს.

როცა ინფორმციული მეოთხედის ზედა ვექტორებიც ერთვის და ახლანელ სიტუაციაში მოწყვლადები ხდებიან, საშუალო ასაკის კრიზისმა შესაძლოა სულ სხვა ფორმები მიიღოს. ამგვარად ანალი “ტანჯული” ვიზუალური ვექტორით ისტერიკად გადაიქცევა და ოჯახის წევრებს ემოციურ შანტაჟს მოუწყობს. ანალ-სმენა ,,შავ დეპრესიაში” ვარდება. ამ მდგომარეობიდან გამოსავალს კი ანტიდეპრესანტებში, ალკოჰოლში და რაც უფრო უარესია ნარკოტიკებში მოძებნის. არც სუიციდის მცდელობაა გამორიცხული, განსაკუთრებით თავის ჩამოხრჩობა. თუ კუნთის ვექტორიც ერთვის, მაშინ არაა გამორიცხული უსაფუძვლო ტერაქტები თითქოსდა საერთო კაცთმოძულებობის საფუძველზე.

ვერც იმას ვიტყვით, რომ საყვარელ პროფესიაში რეალიზება დაიცავს ანალის ვექტორიანს მსგავსი განცდებისგან. დღეს ანალ პროფესიონალს ძალიან უჭირს თავის რთული და მძიმე სამუშაოსთვის სათანადო ანაზღაურების მიღება. მისი უუნარო გამოვლენილ ძალისხმევაში სათანად ფასი დააწესოს, მორცხვობა დაამყაროს კავშირი პოტენციურ კლიენტთან, ვაჭრობის უცოდინრობა, სწრაფად დათმობისკენ მიდრეკილება ანალ “ოქროს ხელებას” რეალიზებაში ხელს უშლის.

ბუნებრივია, რომ ანალებს, რომლებიც წარსულის გამცდილებით ცხოვრობენ უჭირთ თავიანთ ფასეულობათა სისტემაზე უარის თქმა და წარსულის ილუზიიდან გამოსვლა. მეორეს მხრივ კი მათი კანი თანატოლები, რომლებიც ტყავიდან ძვრებიან მცირედი ხეირისთვის, ასეთ ქცევას ორივეს თავთავიანთი ვექტორი კარნახობს.

 

დრო შემოვაბრუნოთ?

სამწუხაროდ საშუალო ასაკის კრიზისი მამაკაცებში მხოლოდ ანალის ვექტორიანების ხვედრი არ არის. კანებიც, ვის ქუჩაზეც მომხმარებელთა სზოგადოებამ თითქოსდა გაზაფხული მოიყვანა, ვერ გაექცნენ ამ პრობლემას. მართალია აქ სულ სხვა საფუძველია და სულ სხვაგვარად განიცდიან.

ცნობილია რომ რეალიზებულ კანის ვექტორიანს ყველაფერი თავის დროზე აქვს. ის თავისი ცხოვრების საოცრად აჩქარებული რიტმით ტკბება. იმაზე აღარაფერს ვამბობთ, რომ ყოველგვარი სიკეთე მის ცხოვრებაში მისივე გათვლების წყალობით ჩნდება. მას ნამდვილად არ ამუქრება არნაირი არარელიზებულობითა და ცხოვრების უმიზნობით გამოწვეული კრიზისი. მაგრამ ბუნებრივი მოცემულობების განუვითარებლობის გამო კანი გამუდმებით განიცდის ვერ მოსწრების შიშს და ხშირად ამ შიშს სხვა წარმატებულებისადმი შურიც აძლიერებს. ასეთი კანი პანიკაში ვარდება და ცდილობს ყველაფერი მოასწროს – ექსტრემალური სპორტის სახეობებს მიმართავენ, ცეკვის წრეში ეწერებიან, ავტომობილის მართვას სწავლობენ. გარდა ამისა დროის უკან დაბრუნების ქვეცნობიერი სურვილით შეპყრობილი საშუალო ასაკის კრიზისის მქონე ქალები და მამაკაცები ცდილობენ სტილი მკვეთრად შეიცვალონ და მათ გარდერობში ახალგაზრდული ბრენდები ჩნდება, რადიკალურად იცვლიან ვარცხნილობას, ახალგაზრდების თავშეყრის ადგილებში ჩნდებიან, ახალგაზრდა საყვარლებს იჩენენ…

სწორედ ამ მოვლენას ეძახიან დასავლურ ფსიქოლოგიაში “მენოპორშეს” (მენოპაუზისა და პორშეს შეერთება), რაც ზოგიერთი მამაკაცის სიბერის შიში პორშეს ყიდვასა და ახალგაზრდა საყვარლების გაჩენით იჩენს თავს.

ორმოცი წლის ასაკში ცხოვრება მხოლოდ იწყება!

რა ზომებს მივმართოთ რომ ორმოცს შეიარაღებული შევხვდეთ? როგორ არ გავხდეთ ემოციური ეპიდემიის მსხვერპლი?

პირველ რიგში საკუთარ თავს საღი გონებით უნდა შევხედოთ. ეს მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი როცა ადამიანი გაიაგზრებს რა მოცემულობაა მასში ჩადებული დაბადებიდან და როგორაა ჰარმონიული რელიზება შესაძლებელი. მხოლოდ თავისი ვექტორული ნაკრებისა და თითოეული ვექტორის განვითარების დონის განსაზღვრის მერე ხდება ცნობილი, როგორ უკმარისობებს განიცდის თითეული ჩვენგანი და მხოლოდ ამის მერე შეიძლება გონიერი გადაწყვეტილება მივიღოთ რომელიც ჩვენი პიროვნების კომფორტული რელიზაციისკენაა მიმართული – საკუთარი თავის, ოჯახის და მთელი საზოგადოების სასარგებლოდ!

როგორ გავაკეთოთ ეს? დღეს უკვე არის სისტემური ცოდნა და საკუთარ კომპიუტერს არ გაცილებული შეძლებთ დარეგისტრირებას სვფ-ს სემინარებზე.

 

მთარგმნელი ეკატერინე სამხარაძე

წყარო:   https://www.yburlan.ru/biblioteka/krizis-srednego-vozrasta