სექსი – განვითარების ფაზების მიხედვით

წყვილში გაცნობიერებული ურთიერთობები კუნთურ ფაზაში საერთოდ არ არსებობდა, რა თქმა უნდა ქალის და კაცის პრიმიტიული შეწყვილება ხდებოდა, მაგრამ კუნთურ ფაზაში (როგორც საბჭოთა კავშირში) არ იყო სექსი, ყველაფერი ხდებოდა მხოლოდ ბავშვების გასაჩენად. შეწყვილება ხდებოდა არაცნობიერად და მხოლოდ შთამომავლობის გასაგრძელებლად. ჯოგის ყოველი მდედრი, იმყოფებოდა ბელადის მფარველობის ქვეშ. ყოველი ბავშვი საერთო იყო, ისინი მთელ ჯოგს ეკუთვნოდნენ, იმიტომ რომ არ არსებობდა ოჯახის გაგება, არ არსებობდა ,,ჩემიას“ ცნება. ყველაფერი იყო საერთო, საერთო იყო საკვების რეზერვები და საერთო იყო ბავშვებიც. არცერთი მდედრი არ რჩებოდა მამრის გარეშე, რადგან იმ მდედრების დაკმაყოფილებაზე, რომლებიც ვერ იღბდნენ კაცს, პირადად ბელადი ზრუნავდა.

რა მოხდა ანალურ ფაზაში? ანალები წყვილდებოდნენ მდედრებთნ და ნელ-ნელა უჩნდებოდათ აზრი, რომ ეს მდედრები მათია. რაც ანალურ ფაზაში მდედრსა და მამრს შორის სხვა სახის ურთიერთობებში გადაიზარდა. კუნთურ ფაზაში მდედრს მთელი ჯოგი იცავდა, მხოლოდ იმიტომ რომ ის მდედრი იყო და შთამომავლობის გაგრძელება შეეძლო, ეს კი ნამდვილ სასწაულად მიიჩნეოდა, იმიტომ რომ მას შეეძლო ახალი სიცოცხლის წარმოქმნა. ანალურ ფაზაში ყველაფერი შეიცვალა, მოხდა ქალის როლის დაკნინება, ქალი მამაკაცზე დაბლა მდგომ არსებად მიიჩნიეს, ამიტომ ხშირად ცვლიდნენ ქალს თოფზე, ან ძაღლზე. ,,ვინ არის საერთოდ ქალი? ის ჩემი საკუთრებაა და თუ მინდა კიდეც მოვკლავ“ – ასე ფიქრობდნენ ანალები. მაგრამ მოხდა სხვა ცვლილებაც, გამოვლინდა სექსი, თუმცა ამას სექსი ჯერ კიდევ არ ერქვა, რადგან სექსი ესაა სიამოვნება ორისთვის. ანალურ ფაზაში კი არსობრივად ეს იყო სიამოვნება მხოლოდ ერთისთვის. ანალურ ფაზაში ადამიანებმა დაიწყეს სისმოვნების მიღება სექსისგან, თუმცა ანალის ვექტორიანი მამრები თვლიდნენ, რომ ქალი მხოლოდ მათი სიამოვნებისთვის არსებობდა და თვით ქალს სიამოვნების მიღება სექსისგან არ შეეძლო, ან თუ მაინც შეეძლო ამის უფლება არ ჰქონდა.

  კანურ ფაზაში კი ყველაფერი გათანაბრდა. ამ საკითხზე ანალი მამრები დღემდე თვლიან, დედაკაცები ისე გათამამდნენ, რომ სიამოვნების მიღებაც მოუნდათ. რეალურად კანი სტანდარტიზაციაა, ამიტომ ყველას ერთნაირი უფლებები აქვს. ამიტომ კანურ ეპოქაში ქალმა მიიღო იგივე უფლებები, რაც კაცებს ჰქონდათ. დღეს ქალს შეუძლია იყოს კაცების ხელმძღვანელი, წარმოიდგინეთ როგორი დამამცირებელია ეს ანალის ვექტორიანი მამრებისთვს, რომლებიც ქალს დღემდე კაცზე დაბლა მდგომ არსებად მიიჩნევენ, თან ახლა ქალებმა სიამოვნების მიღებაც მოინდომეს. თანამედროვე ეპოქაში უკვე სექსმა შეიძინა სხვა ფუნქციაც, ანუ ეს არის არა მხოლოდ ბავშვების გასაჩენად აუცილებელი აქტი, არამედ ორმხრივი სიამოვნების მიღების საშუალებაც. კანურ ფაზაში შეიცვალა ოჯახის ანალური გაგებაც, ანალური ოჯახი როგორც ასეთი, კანურ ფაზაში უკვე პრაქტიკულად აღარ არსებობს. შემოვიდა პარტნიორის, ბოიფრენდის, გელფრენდის ცნება, შემოვიდა სამოქალაქო ქორწინება და რაც ანალებისთვის ყველაზე საშინელია, შემოვიდა განქორწინების უფლება.