სექსი ვალდებულებების გარეშე – სიყვარულის თავისუფლება თუ დამოკიდებულების შიში?

ლოველასები, გულთამპყრობელები, კაზანოვები, დონ ჟუანები… მამაკაცი ქალთა გულების მომნადირებლის როლში, მეტ-ნაკლებად მისაღებად ითვლებოდა. მამაკაცების წარმავალ, მხოლოდ ინტიმით შემოფარგლულ შეხვედრებს მართალია მეგობრები და ახლობლები არ მიესალმებიან, მაგრამ არც კიცხვენ, ყველაფერს უფრო ყმაწვილური ცელქობის სურვილში უთვლიან. ქალი მსგავს ამპლუაში კი ყოველთვის ღამის პეპელასთან, მსუბუქი ყოფაქცევის, ადვილად მისაწვდომ ქალბატონთან ანდა სულაც ბოროტ გარეწართან ასოცირდებოდა, რომელიც მამაკაცებს საკუთარი მიზნებისთვის იყენებს – ის მიუღებელი და განსჯის საგანი ხდება (ეს ძირითადად ანალური ფაზის ზეგავლენის შედეგია).

ბოლო წლებში ჩვენ სულ უფრო ვეჩვევით აზრს რომ სექსი ვალედულებების გარეშე, ურთიერთობა შორს მიმავალი გეგმების გარეშე, ერთმენეთისგან მხოლოდ ფიზიკური სიამოვნების მიღება – ჩვეულებრივი ადამიანების ჩვეულებრივი არჩევანია, ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილების თანამედროვე ვარიანტი. მაშინ როდესაც მთვარია – კარიერა, ბიზნესი, აქტიური ცხოვრება დიდი გეგმები და ცაიტნოტი. წარმავალი შეხვედრები, მსუბუქი ფლირტი, სწრაფი სექსი – ეს ყველაფერი გართობა უფროა, მოხმარების კიდევ ერთი სფერო, ატრაქციონი ყოველგვარი ვალდებულებები გარეშე, დროის საისამოვნოდ გატარება.

სექსუალური ურთიერთობები როგორღაც შეუჩნევლად დაუსხლტა მორალურ-კულტურული შეზღუდვების წნეხს. ახლა თავისუფალი ურთიერთობები, პარტნიორების ხშირი ცვლა, საყვარლის ყოლა, ერთი ღამის სექსი, ურთიერთობები თითქმის აღარავის უკვირს. თანამედროვე ადამიანის ფოკუსმა თანდათან სექსის, ოჯახის და პირადი ცხოვრებისგან, საკუთარი თავის ცხოვრებაში რეალიზაციისკენ გადაინაცვლა. შესაძლოა მილიონი პარტნიორი, ასეულობით გატეხილი გული და უამრავი საყვარელი გყავდეს, მაგრამ თუ წარმატებული ბიზნეს-ლედი, ან ბიზნესმენი ხარ, საერთაშორისო კორპორაციის გენერალური დირექოტრი, უნიკალრი სამეცნიერო კვლევის ავტორი, ანდა ყველაზე უფრო გაყიდვადი და მოთხოვნადი გენიოსი შემოქმედი, ეს არავის გაახსენდება. კანურ ფაზაში უფრო მნიშვნელოვანია რისი მიცემა შეგიძლია საზოგადოებისთვის, ვიდრე ის ვისთან გძინავს და ვის ვისთან ღალატობ.

 

დრონი, ზნეობანი!

განვითარების კანური ფაზა. სწორედ ესაა თანამედროვე თაობების სექსუალურ ურთიერთობებზე აზრიც ცვლილების მიზეზი. დღეს წარმატება ფულით, ქონებრივი და სოციალური უპირატესობით, ანუ კანის ვექტორის მთავარი კრიტერიუმებით იზომება. პირადი ეფექტურობა, როგორც მუშაკის ღირებულება, საკუთარი თავის უზრუნველყოფის, საკუთარი შესაძლელობების ძვირად გაყიდვის, კარიერის აწყობის უნარი, კარგი ქორწინების, ქორწინებამდე ქალწულობის და ოჯახის შენარჩუნებაზე უფრო მნიშვნელოვანი ხდება. აქ მხედველობაში საერთო ტენდენციაა და არა ცალკეული შემთხვევები.

ჩვენი ცხოვრების სულ უფრო მეტი სფერო იძენს უფლებრივი თანასწორობის საფუძველს. ქალსა და მამაკაცს შორის თანასწორობამ აპოგეას მიაღწია – განვითარებულ ქვეყნებში პერსონალის შერჩევისას, სქესობრივი კუთვნილება უკვე თითქმის აღარავითარ როლს აღარ ასრულებს, ქალს უკვე ნებისმიერი თანამდებობის დაკავება შეუძლია.

სწორედ განვითარების კანურ ფაზაში უჩნდება ქალს სოციუმში რეალიზების შანსი და აღარ უწევს დასჯერდეს ანალურ ეპოქაში მიკუთვნებულ, მხოლოდ დიასახლისის, დედის და ცოლის როლს. თანამედროვე ეპოქაში სურვილის ძალა და ტემპერამნეტი ყოველ ფსიქოტიპში ისე იზრდება, რომ ვექტორული თვისებების მხოლოდ ოჯახში რეალიზება უკვე ცოტაა. ინდივიდი კარიერული რეალიზების მკვეთრ მოთხოვნილებას გრძნობს, უნდა საზოგადო საქმიანობით, ხელოვნებით, პოლიტიკით დაკავდეს და ეს საქმიანობები უკვე თანდათან არანაკლებ მნიშვნელოვნებასა და აუცილებლობას იძენს ვიდრე საშინაო რეალიზაცია.

სულ უფრო მეტი ქალი იღებს უმაღლეს განათლებას, მიდიან მეცნიერებაში, ითვისებენ ადრე მხოლოდ მამაკაცებისთვის დამახასიათებელ პროფესიებს, იკავებენ ხელმძღვანელ პოსტებს. ოჯახმა, წყვილის ურთიერთობებმა და მაშასადამე სექსმაც დაკარგა თავისი ჩვეული პირველხარისხოვანი ფასი და მეორე პლანზე გადაინაცვლა.

კარიერაზე კონცენტრირებული ქალი პარტნიორების ცვლას უკვე დიდ მნიშვნელობას აღარ ანიჭებს, მის უახლოეს გეგმებში სულაც არ შედის ქორწინება და მით უფრო შვილები, თუმცა კი ასეთ პერსპექტივას არ გამორიცხავს. სექსი მისთვის სტრესის მოხსნის, ყურადღების გადატანის, დროის კარგად გატარების,სიამოვნებით დასვენების, გარემოს შეცვლისა და განტვირთვის მშვენიერი საშუალებაა. ამ მიზნებისთვის კარგია ბოიფრენდი, საყვარელი – ერთი სიტყვით დროებითი პარტნიორი, რომელსაც ურიერთობის განვითარების პრეტენზია არ ექნება.

 

წესიდან გამონაკლისი

აქ საჭიროა ვახსენოთ მშვენიერი სქესის სრულიად განსხვავებული წარმომადგენელი –კანვიზუალი ქალი. ის ყოველთვის იყო ,,ქალი-პირიქით“, თუ სხვა ქალების მიზანი – შვილების გაჩენა და შთამომავლობის აღზრდაა, ეს ის ქალია რომელიც შვილებს არ აჩენს, ის რანგის მქონე მდედრია (აქ საუბარია კან-ვიზუალზე სხვა ვექტორების გარეშე და არა უბრალოდ სცენარით კან-ვიზუალზე – მთარგმნელის შენიშვნა).

სწორედ კან-ვიზუალ მდედრს უნდა ვუმადლოდეთ ისეთი ცნების გაჩენას როგორიცაა სექსი. მის გარეშე ეს მხოლოდ გამრავლების მიზნით აქტი იყო, მან ეს ყველაფერი რაღაც უფრო მეტად აქცია, ჩართო ამაში გრძნობები, შექმნა პარტნიორთან ემოციური კავშირი და სუფთა მექანიკური ცხოველური პროცესი ინტიმური სიახლოვით ტკბობის უნიკალური საშუალებად აქცია. გაიზიაროთ ერთმანეთის ემოციები მათივე პიკზე, სულითა და სხეულით გადაეშვათ გრძნობებში.

ასეთი ქალი გარკვეულ მდგომარეობაში ძალიან სასურველია მამაკაცებისათვის, თუმცაღა იშვიათად ეკუთვნის ერთ-ერთ მათგანს – უფრო ხშირად კულტურისა და ხელოვნების, მედიცინის ან ქველმოქმედების, ტელევიზიის და კინემატოგრაფიის მუშაკი. კან-ვიზუალი ქალი ესაა ყველა დროის სექს-სიმბოლო რომელიც ხშირად ხდება ლიტერატურისა და მუსიკალური ნაწარმოებების გმირი, ისაა ქალური სილამაზისა და მიმზიდველობის ეტალონი.

სარგებლობს რა დიდი პოპულარობით საწინააღმდეგო სქესში, უამრავ რომანს აბამს და ბევრ პარტნიორსაც იცვლის, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ყველა ურთიერთობაში ინარჩუნებს ემოციურ კავშირს პარტნიორთან – ესა მისი ყველაზე დიდი სიამოვნება. სექსი ვალდებულებების გარეშე ყოველთვის ახლოსაა მის სურვილებთან, ის არაა შექმნილი წყნარი ოჯახური ცხოვრებისთვის, პირიქით ეს მას თრგუნავს. მას არ შეუძლია ერთ მამაკაცს ეკუთვნოდეს მთელი ცხოვრება, თუ რა თქმა უნდა ბუნებრივად არ დაუწყვილდება ურეთრალ ბელადს და მისი შთამაგონებელი მუზა, დედოფალი და საბრძოლო მეგობარი ხდება.

განვითარების კანურ ეპოქაში კან-ვიზუალმა ქალებმა როგორც იქნა მიაღწიეს სასურველ თავისუფლებას და საკუთარი ცხოვრების მოწყობის უფლებას. ისინი ყოველთვის ოჯახს გარეთ განვითარებისთვის მიილტვოდნენ, ვერ ჯდებოდნენ საზოგადოდ მიღებული ქალის ჩარჩოში და კანურ ეპოქაში თავი ისე იგრძნეს როგორც თევზებმა წყალში.

გატაცებას მივყვებით და გვავიწყდება.

წარმატების, სატატუსისა და პრესტიჟის დევნში სულ უფრო ხშირად ვგრძნობთ ნეგატიურ მდგომარეობებს. პირადი, აბსოლუტური ბედნიერების შენებით გატაცებულები სულ უფრო ნაკლებ სიხარულს ვიღებთ. რაც უფრო მაღალია ღობე მით დიდი დისტანცია ჩვენსა და სხვებს შორის და მით უფრო ნაკლები ე.წ. ბედნიერების შეგრძნება.

პროფესიული მიღწევები უკვე არც ისე მნიშვნლოვანი გვეჩვენება, ახალი იდეები აღარც ისე ხშირად ჩნდება, გრანდიოზული პროექტებიც აღარც ისე შთამაგონებელია… იქმნება შთაბეჭდილება რომ კარიერის გარკვეული მწვერვალის მიღწევის შემდეგ ჩვეული ენთუზიაზმი ილევა და სამუშაოც ისე აღარ გვიზიდავს. სულ უფრო ხშირია განცდა რომ ცხოვრებაში რაღაცა გამოვტოვეთ, თითქოს მთლიანი პაზლის ასაწყობად რომელიღაც მნიშვნელოვანი ნაწილი გვაკლია და ამის გამო მთლიანად გახსნა არ შეგვიძლია.

ბუნებრივი წყვილის გარეშე მაქსიმალურ სისავსეს ვერ ვგრძნობთ, საუკეთესო რეალიზაციის შემთხვევაშიც კი, რაღაც გვაკლია. ამბობენ ,,მარტო კაცი ჭამაშიც ბრალიაო” – საჭიროა ვინმე, ვისაც რაიმე გაუყოფ და არა უბრალოდ მასთან ღამეს გაატარებ. სწორედ წყვილში იძენენ ჩვენი თანდაყოლილი ფსიფოლოგიური თვისებები მაქსიმალურ სისავსეს. ნებისმიერი კერძო რეალიზაცის ყველაზე მაღალ დონეზეც კი არ გვაძლევს ცხოვრებით ბოლომდე ტკბობის საშუალებას. ბუნებრივი წყვილების ურთიერთობები ქმნიან პიროვნების სრულფასოვანი სოციალური და სექსუალური რეალიზაციის ბაზასა და პირობებს.

 

რა ფასად გოგონები, რა ფასად ბიჭები?

განვითარების როგორც ყველა სხვა, ისე კანურ ფაზაშიც, ჩვენ პირველ რიგში ლანდშაფტში ადაპტირებას ვცდილობთ და ამას ისე ვაკეთებთ როგორც გამოგვდის და შეგვიძლია. მოხმარების ერაში შეცდომით თვით სექსიალური ურთიერთობებიც კი მომხმარებლურ რელსებზე გადაგვყავს.

დღეს, როგორც არასრდოს, ისე მისაწვდომი ინტიმური მომსახურება, ყველაფერი იყიდება მათ შორის სექსიც. სექსთან მომხმარებლური დამოკიდებულება ყოველგვარ ინტიმს კლავს, შესაბამისად აღარც სექსისგან ის სიამოვნებაა, აღარაა იდუმალი, ღრმა, სულიერი და ემოციური შერწყმა, აღარაა ფსიქიკური შეთავსება, რჩება მხოლოდ ცხოველური, ფიზიური და თანამედროვე ადამიანს ეს სისავსეს ვერ აძლევს.

წუთიერი სურვილით მართულები ნაკლები წინააღმდეგოგების მქონე გზას ვირჩევთ – ცდუნებებს ვყვებით, როცა უბრალოდ გვინდა. გვინდა და ვიღებთ სექსს მაგრამ მოსალოდნელი ,,კაიფის“ გარეშე რადგან სინამდვილეში უბრალოდ კავშირს ვიღებთ და არა სექსს. ჩვენ უკვე დიდი ხანია კავშირების ასაკიდან გამოვედით, უკვე დიდი ხანია არა ცხოველები, არამედ ურთულესი ფსიქიკურად განვითარებული არსებები ვართ და უბრალოდ ფიზიკური სიამოვნება უკვე აღარ გვაკმაყოფილებს, სიცარიელეს აჩენს. თითქოსდა გვქონდა სექსი მაგრამ უკმარისობა მაინც დარჩა.

რაღაც მეტი გვინდა მაგრამ ინტიმის ელემენტის გარეშე. ეს ჩვენი უფრო მეტი – მხოლოდ ფიზიკურ მიზიდულობაზე უფრო მაღალი დონის კავშირის დამყარებაა, ემოციური, სულიერი, ფსიქოლოგიური, ინტელექტუალური კავშირის შექმნაა რაც მხოლოდ წყვილშია შესაძლებელი.

დღეს ასე მოდური ვალდებულებების გარეშე სექსი – მომხმარებლური ეპოქის ნიშანი, არსებობის ახალ საშუალეებთან ადაპტაციის კიდევ ერთი მცდარი ვარიანტია. ერთის მხრივ ეს მოწოდებულია წარსულს, განვითარების ანალური ფაზის გამოძახილს მოგვგლიჯოს. მეორეს მხრივ კი გვაჩვენებს შეუსაბამობას ჩვენს სურვილებსა და მათი დაკმაყოფილებისთვის არჩეულ ჩვენს პრიმიტიულ ელემენტებსა და მეთოდებს შორის.

ეს შეუსაბამობები ის მზარდი უკმარისობებია რომელიც მსგავსი “შენაძენების” მერე ჩნდება და რომლებმაც შემდგომი განვითარებისკენ, ურთიერთობების სხვა სახეობების ძებნისკენ უნდა გვიბიძგონ; იმის გააზრებისკენ რომ უბრალოდ მოხმარება არ გვყოფნის, რომ სექსი ვალდებულებების გარეშე ეს თავგადასავალია, მაგრამ არა სიამოვნება.

 

მთარგმნელი: ეკატერინე სამხარაძე

წყარო: http://www.yburlan.ru/biblioteka/seks-bez-obyazatelstv