სექსუალური ძალადობა – მინდა ჩემი ბავშვობის კოშმარის დავიწყება.

 

ბავშვზე ძალადობა.

 

უკვე რამდენი წელი გავიდა, მე კი ისევ ცივ ოფლში, აკანკალებული ხელებით და ამოვარდნილი გულით ვიღვიძებ. მომხდარის დეტალები თითქმის წაიშალა მეხსიერებაში, მაგრამ შეგრძნება… ეს ძალიან ნათლად მახსოვს.

მეშინია, გაურკვევლობა და ტკივილი მტანჯავს, მაგრამ ყვირილი კი არა კრინტის დაძვრაც არ შემიძლია, თითქოს გავშეშდი. მსხვერპლის უცნაური მორჩილება. გაქცევა მინდა და ხელ-ფეხი არ მემორჩილება. რაღაცა უცნაური და საშინელი ხდება, ძალიან მრცხვენია, მინდა თვალები დავხუჭო და ყველაფერი გაქრეს. აი ის საშინელი ადამიანი და სისასტიკე რომელსაც მე მიკეთებს. რატომ აკეთებს ამას? რატომ მე? მე ეს არ მინდა, არ შემიძლია! ცრემლები ჩუმად მოედინება ჩემს სახეზე, ხმას ვერ ვიღებ. ნეტავ სიზმარი იყოს ეს ყველაფერი, ნეტავ დამთავრდეს.

რა იყო ეს? არც გახსენება მინდა ამის არც ამაზე ფიქრი. კიდევ რომ დაბრუნდეს? ყველაფერი რომ განმეორდეს? დედას უნდა ვუთხრა. არ შემიძლია. მოყოლა ამ ყველაფრის ხელახლა განცდას ნიშნავს. დედისთვისაც კი არ შემიძლია, მრცხვენია, მეშინია…

სექსუალური ძალადობა ბავშვობაში ეს მძიმე დარტყმაა ფსიქიკაზე. განმეორებადი ძალადობა განსაკუთრებით ინცესტი, მძიმე ტრამვაა ბავშვისვის. ფსიქოსექსუალური განვითრაება ჩერდება. დიდობაში ამ შორეულ წარსულში მომხდარ ამბებს ჯერ კიდევ ძლიერი გავლენა აქვს. მაგრამ ყველაფრის გამოსწორება შეიძლება, საჭიროა ცოდნა საკუთარ თავზე, იმაზე თუ რა ხდება ქვეცნობიერში.

 

როგორ ცხოვრობენ ბავშვები ამასთან ერთად.

 

ბავშვზე ძალადობის მომენტში მოძალადე სასტიკ დანაშაულს ჩადის, მაგრამ ამის გარდა ის კიდევ ზოგადსაკაცობრიო ბუნებრივ ტაბუს არღვევს. გაუცნობიერებელ, ბუნებრივ აკრძალვას ბავშვთან სექსუალურ ურთიერთობაზე (რატომ აკეთებს ამას – ეს ცალკე სტატიის თემაა. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ძალადობისკენ უბიძგებენ მძიმე შინაგანი სიცარიელე და ფრუსტრაცია ანალის ვექტორში).

ტაბუს მოზრდილი არღვევს ტრავმას კი ბავშვი იღებს. ძლიერ სირცხვილს ბავშვი სწორედ ამ ტაბუს დარღვევის გამო გრძნობს.

მამაკაცებსაც აქვთ სოციალური სირცხვილი – სირცხვილი, რომ ვერ შედგნენ საზოგადოებაში, ვერ იპოვონ “ადგილი მზის ქვეშ”, ვერ შეასრულონ თავიანთი სახეობრივი როლი, დაკარგოს საკვებზე და ქალზე უფლება.

 

სწორედ ამიტომ ბიჭზე სექსუალური ძალადობა ეს ყოველთვის ძლიან ძლიერი ფსიქოლოგიური ტრავმაა. ფიზიკური ძალადობა და ამავე დროს ფსიქიკური უფლების წართმევა ცხოვრებაში შედგომ რეალიზაციაში. ძალადობრივი გადაქცევა სოციალურ ნულად. გოგონას გაუპატიურება დიდ ზიანს აყენებს მის შემდგომ განვითარებასა და რეალიზაციაში.

გაუპატიურების შედეგად ირევა შინაგანი ბალანსი და ბუნებრივი სირცხვილის გრძნობა დეფორმირდება. ჩნდება ყალბი წესები, ადამიანს რცხვენია საკუთარი თავის, თავისი სხეულის, სექსუალობის, ინტიმური სურვილების, სექსუალური ურთიერთობების. სწორედ ეს დეფორმირებული სირცხვილი უშლის ხელს ბავშვს ყველაფერი მშობელს მოუყვეს, დახმარება ითხოვოს, მოყვეს, რომ მასზე იძალადეს.

ბავშვი იშვიათად აცნობიერებს ზუსტად რა ემართება. ყველაფრი დამოკიდებულია ასაკზე. მაგრამ შინაგანად ის ძლიერ შიშსა და სირცხვილს გრძნობს. მუქარა და დაშინება უფრო აძლიერებს ამ გრძნობებს. ხოლო, როცა ბავშვი ამაზე დუმს, ძალადობა მეორდება და სულ უფრო მეტ ტრავმას აყენებს.

მოძალადის გავლენით ბავშვს იწყებს ფიქრს, რომ ყველაფერი მისი ბრალია, რომ მან ეს ყოველივე დაიმსახურა და ასე ემართება ყველა ბავშვს უბრალოდ ისინი ამაზე არ ლაპარაკობენ.

მოძალადე ეცდება ჩაუნერგოს მსხვერპლს ნებისმიერი რამ, მხოლოდ იმიტომ რომ საკუთარ თავთან გამართლდეს. მაგრამ ეს მის დანაშაულს ვერ ამცირებს. მით უფრო ვერ ეხმარება ბავშვს დაძილოს ეს კოშმარი არამედ უფრო უმძიმებს მდგომარეობას.

 

ცხოვრება სულში ჭრილობით.

 

მომხდარის მიმართ ძლიერ შიში და სირცხვილი ბავშვებს მოზრდილ ცხოვრებაში გადააქვთ. მოგვიანებით, უკვე გაზრდილი ძალადობის მსხვერპლები დუმილს განაგრძობენ. რცხვენიათ მოუყვნენ ქმარს, დედას, მეგობარს. ძალიან იშვიათად ფსიქოლოგს ენდობიან, მაგრამ შიში არსად არ მიდის. სირცხვილი სექსუალური ურთიერთობისას, შებოჭილობა, სიბინძურის განცდა, ინტიმურობის შიში, სიამოვნების უგულებელყოფა. შიშები, ფობიები, სიძნელეები გრძნობების გამოხატვაში, პარტნიორისადმი ნდობის უუნარობა.

ყველაფერი ეს დიდ გავლენას ახდენს მოზრდილის ცხოვრების ხარისხზე, მის უნარზე შექმნას ოჯახი, ჰქონდეს მყარი ურთიერთობები, თავი ბედნიერად იგრძნოს.

როგორც არ უნდა ირწმუნებდეს ადამიანი თავს, რომ ყველაფერი წარსულში დარჩა, რომ ის მომხდარს განუდგა, არაცნობიერში გადასროლილი ტრავმები ისევ განაგრძობს მის ცხოვრებაზე გავლენას. და ასე გაგრძელდება ვიდრე ყველაფერს გაურკვევლობის ეფექტი ექნება.

როგორც კი ყველა არაცნობიერი მექანიზმები “ზედაპირზე ამოტივტივდება” ისინი ხდება გასაგები, რეგულირებადი და კარგავენ კონტროლს ადამიანზე.

რას გვაძლევს გაცნობიერება.

 

მოდის გაცნობიერება თუ რა ტრავმა მიიღეთ და როგორი იყო მისი გავლენა პირადად თქვენზე. მომხდარი ტრაგედიის მიზეზ-შედეგობრივი კავშირების გაცნობიერება საშუალებას გაძლევთ გათავისუფლდეთ დანაშაულის გრძნობისგან, გაიგოთ, რომ ბავშვი ამ ყველაფერში დამნაშავე ვერ იქნებოდა, რაც არ უნდა უთხრან მას უფროსებმა. ყველაფერი ეს, გაძლევთ შანსს გაიაზროთ თქვენი წარსული და დაიწყოთ მუშაობა მომავალზე.

იმის გაგება რა ამოძრავებს მოძალადეს საშუალებას გვაძლევს გავთავისუფლდეთ ისეთი მძიმე შეგრძნებისგან როგორიცაა წყენა. ეს შესაძლოა იყოს წყენა კონკრეტულ მოძალადეზე ანდა მთლიანად ყველა მამაკაცზე, ანდა მშობლებზე რომლებიც უნდა დაგხმარებოდნენ და ვერაფერი ვერ გაიგეს, ან არ დაგეხმარნენ.

ეს ნაბიჯებიც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ წარსულში დავტოვოთ ბევრი რამ რაც ხელს გვიშლის ცხოვრებაში უკვე ახლა.

სვფ ტრენინგზე სირცხვილის გრძნობა ძალიან დაწვრილებით განიხილება. გასაგები ხდება რატომ რცხვენია ბავშვს მაშინ, როცა უნდა რცხვენოდეს მას, ვინც მასზე იძალადა.

როცა ვიგებთ როგორია შიშის ბუნება, ის თავის ბუნებრივ ადგილს უბრუნდება და ვეღარ რჩება იქ სადაც არ უნდა იყოს. მაშინ გვეძლევა შესაძლებლობა დავტკბეთ წყვილში ურთიერთობით. არ უკუვაგდოთ ჩვენი სექსუალური სურვილები. მივიღოთ ჩვენი სხეული და არ მივიჩნიოთ ის ბინძურად. სხვა ადამიანებთან ურთიერთობის ყალბი სირცხვილი უკან იხევს.

შიშებიც აქტიურად მუშავდება ტრენინგზე. როგორც ადამიანის ყველაზე ძველი ემოცია, შიში მთელი ცხოვრება არ გვტოვებს როცა ჩვენი გრძნობების სფერო საჭირო დონეზე არ ვითარდება ბავშვობაში. გადატანილი სექსულური ძალადობის შედეგად ფსიქოლოგიური განვითარება ფერხდება და ეს ძლიერ გავლენას ახდენს ემოციათა სფეროს ზრდაზე.

ადამიანების გრძნობების გაზიარების, სიყვარულით აღტაცების, მეგობრებთან, ახლობლებთან, კოლეგებთან ურთიერთობით სიამოვნების მიღების უნარი ესაა ის რთული თუმცა ძლიერი გრძნობები რომლებშიც შეგვიძლია შიშის ტრანფორმაცია. რა არის ამისთვის საჭირო? უნარები. უნარი დავამყაროთ ემოციური კავშირი სხვა ადამიანთან. ნებისმიერი უნარის გამომუშავება შეიძლება. მომხდარის სიღრმისეული გაცნობიერებით.

თანდათან, ნაბიჯ-ნაბიჯ ჩვენ ვიწყებთ ყველაზე ახლობელ ადამიანთან ემოციური კავშირის ფორმირებას. განვიხილავთ ჩვენს გრძნობებს, ერთად განვიცდით ემოციებს, ვსწავლობთ შთაბეჭდილებების, შეგრძნებების, მოგონებების გაზიარებას. ერთმანეთისადმი ნდობის ხარისხს ვზრდით. უფრო გულახდილები ვხებით,გვაინტერესებს სხვების გრძნობები და ვურთხილდებით მათ საიდუმლოებს.

სწორედ ასეთი ურთიერთობები ფსიქიკის სისტემურ გააზრებასთან ერთად შეძლებენ ამოგათრიონ წარსულის კოშმარული მოგონებების მორევიდან.

საკუთარი სურვილების ბუნების გაგება და ამავე დროს წარსულის ტვირთისგან გათავისუფლება დაგეხმარებიან აწმყოში რეალიზებაში. შემოუშვით თქვენს ცხოვრებაში ადამიანები – შიშისა და სირცხვილის, წყენისა და ზიზღის გარეშე, – მოაგვარეთ ურთიერთობები მშობლებთან, კოლეგებთან, ნათესავებთან. პირველა რიგში კი ყველაზე ახლობელ ადამიანთან – პარტნიორთან.

თქვენ ვერ შეცვლით წარსულს, მაგრამ შეგიძლიათ ახლანდელი ცხოვრების ხარისხი გააუმჯობესოთ და დატკბეთ ცხოვრებით მომაალში.

 

 

წყარო:  https://www.yburlan.ru/biblioteka/seksualnoe-nasilie-hochu-zabyt-koshmar-moego-detstva?fbclid=IwAR3kwhnjZIAQKREsSH9_QEI0bMEXyh5CLHuFC4o72X16xYAnaIrDjFBN1LY

 

მთარგმნელი: ეკატერინე სამხარაძე.