სექსუალურობის ფსიქოლოგია

ვაღიარებთ ამას ჩვენ თუ არა, სექსუალურობას ყოველთვის ცენტრალური ადგილი უჭირავს, როგორც ცალკეული ინდივიდის, ასევე კაცობრიობის განვითარების ისტორიაში. ათობით ათასი წლის მანძილზე, სწორედ სექსუალური მისწრაფებები ხდებოდა ადამიანებისთვის მასტიმულირებელი ფაქტორი უდიდესი მასშტაბების აღმშენებლობითი, თუ დამანგრეველი შედეგების მომტანი იდეების ან ახირებების აღსრულების საქმეში. არც თანამედროვე ადამიანისთვისაა ნაკლებად მნიშვნელოვანი საკუთარი სექსუალური მისწრაფებები – სექსუალურობის ფსიქოლოგია უცვლელია, იცვლება მხოლოდ გამოვლინების ფორმები: დღეს, მშვენიერი სქესის წარმომადგენლის გულის მოსაგებად, მამრები დუელში არ იწვევენ ერთმანეთს, მაგრამ კარგად აქვთ გააზრებული მათი მნიშვნელობა საკუთარი სექსუალურობის, სტატუსის და საზოგადოებრივი მდგომარეობის წარმოჩენის საქმეში. ეს ასპექტი მეტად მნიშვნელოვანია ხმაურიანი სეხსუალური რევოლუციის შემდგომ პერიოდში, როდესაც უკვე თავისუფლად შეგვიძლია ვისაუბროთ სექსზე და ეს არ ითვლება ცუდ ტონად – პირიქით, ხაზს უსვამს მის მნიშვნელობას ცხოვრებაში.

სექსუალური რევოლუცია შედგა, მაგრამ მისი მნიშვნელობა ღირებულებას მხოლოდ სექსუალურობის ფსიქოლოგიის ცოდნასა და გააზრებასთან ერთად იძენს. აკრძალვები მოხსნილია, მაგრამ როგორ ვისარგებლოთ ამ თავისუფლებით? მიუხედავად უხვად მოპოვებადი თეორიული მასალისა, საიდუმლოდ რჩება საკითხი – საწინააღმდეგო სქესის სექსუალური ქცევის ფსიქოლოგიის შესახებ, როგორც ქალების, ასევე მამაკაცებისთვის. სექსუალური ურთიერთობებით სიამოვნების მიღების უნარი ბუნებისგან გვაქვს ნაბოძები, მაგრამ ამ მოცემულობის მიღება არც ისე ადვილად ხერხდება. პრობლემად ქცეულ სირთულეებს ვხვდებით როგორც ფიზიკურ, ასევე ფსიქოლოგიურ და მენტალურ საკითხებში, რაც ხელს გვიშლის ჩვენში არსებული პოტენციალის რეალიზებაში. განსაკუთრებით მძაფრად ეს საკითხი ქალის სექსუალურობის განსაზღვრისას იჩენს. როდესაც რაიმე მიზეზებით ვერ ვიხსნებით სრულად, ვცდილობთ უარი ვთქვათ საკუთარ სურვილებზე, უარვყოფთ ჩვენ სექსუალურობას – ეს გვაყენებს ტანჯვას. რომ გავაგრძელოთ საკუთარ სურვილებთან თანხმობაში ცხოვრება ჩვენი თანდაყოლილი სექსუალური მოცემულობის შესაბამისად და ვისიამოვნოთ მისი გამოვლინებით, საჭიროა გავთავისუფლდეთ იმ კითხვებისგან, რომლებიც გვიქმნის სირთულეებს, გაუგებრობებს და ჩვენდაუნებურად ვიფორმირებთ ნეგატიურ სექსუალურ სცენარს.

უამრავ საშუალებებს მივართავთ, რომ გამოვთვალოთ ბოლოს და ბოლოს ვინ შეიძლება იყოს ჩვენთვის შესაფერისი სექსუალური პარტნიორი. სხვა და სხვა ზოდიაქოებისა და ფსიქოლოგიური ტესტების მცდელობები-გამოავლიონ ხასიათის ტიპები და მიუსადაგონ ისინი ერთმანეთს პარტნიორული ურთიერთობებისთვის, ვერასოდეს დაგვიდგენს ფორმულას პირად ურთიერთობებში ხელმძღვანელობისთვის და ვერ გაგვიხსნის ახალ პერსპექტივებს. მინიჭებული შტამპი „ქოლერიკი“ ან „ფლეგმატიკი“ არ იძლევა არანაირ გარანტიას ურთიერთობებში. ადამიანის სექსუალურობა საიდუმლოდ რჩება, რადგან ნაწილობრივ გამოვლენა ნათელს ვერ ფენს მთლიანს.  მნიშვნელოვანია არა ინდივიდზე დაკვირვებით „შევადგინოთ“ ხასიათის ტიპი – არამედ განვსაზღვროთ მასში ჩადებული თვისებები და აქედან გამომდინარე ვიმსჯელოთ მისი ხასიათის თავისებურებებზე.

სექსუალურობა ცხოვრების და ფსიქოლოგიის საფუძველს წარმოადგენს და ამის შესახებ ბრწყინვალედ უწყოდა ზიგმუნდ ფროიდმა. დღეს თავისუფლად მიგვიწვდება ხელი იმ მასალაზე, რომელშიც თვითოეულს შეუძლია წაიკითხოს ფროიდის აღმოჩენების შესახებ სიყვარულზე, ქალის და მამაკაცის სექსუალურობის შესახებ, მაგრამ ცოტამ თუ იცის რაში მდგომარეობს პიროვნების სექსუალურობის ფსიქოლოგიის ნამდვილი არსი.

ფროიდი იყო პირველი ვინც აღმოაჩინა კავშირი ხასიათსა, ეროგენულ ზონებთან.  ამაზე დაიწერა სტატია „ხასიათი და ანალური ეროტიკა“.  ამ აღმოჩენიდან რამოდენიმე ათეული წლის შემდეგ ხასიათის ტიპოლოგიის დასრულებული სისტემა – სისტემურ ვექტორული ფსიქოლოგია.

გამოყოფილია რვა ეროგენული ზონა, რომელიც გამოხატულია სხეულზე კონკრეტული ლორწოვანი გარსით, მათი განსაკუთრებული მგრძნობელობა გვაძლევს სწორედ ამა თუ იმ ტიპის სექსუალურობას. განსაზღვრულ ტიპს მიკუთვნება გვაძლევს ხასიათის თავისებურებების სრულ მოცულობას. ეს ნაკრები აპრიორი თვისებებით ზედმიწევნით ზუსტად და სისტემურადაა განსაზღვრული ყველა ტიპისთვის. აქ არ ხდება თვისებების გადაკვეთა ან გამეორება. შედეგად, თუ პოტენციურ პარტნიორში აღმოაჩენთ თუნდაც ერთი კონკრეტული თვისების გამოვლინებას, თქვენ არამარტო ამის მიზეზებს და ქვეცნობიერ პროცესებს დაინახავთ, არამედ შეძლებთ ამოიცნოთ თვისებების მთელი ნაკრები რომლებსაც ეს ადამიანი ატარებს. თქვენთვის, როგორც ხელის გულზე გადაიშლება ადამიანი თავისი სექსუალურობით.  ამ ეროგენული ზონებიდან ოთხი პასუხისმგებელია სექსუალურობის ტიპზე, ესენია: ანალური, ურეთრალური, კანის, კუნთის.  და ოთხი ზედა, რომელიც სექსუალურობას გარკვეულ ელფერს აძლევს: ვიზუალური, სმენის, ორალური, ყნოსვის.  სვფ ამომწურავად განმარტავს ადამიანის სექსუალურობის ფსიქოლოგიას, ავლენს სხვა და სხვა ტიპის სექსუალურობის მიზიდულობას.  ხასიათის ტიპის ცოდნა საშუალებას გვაძლევს გამოვავლინოთსეხსუალური ქცევა, მისწრაფებები და შესაძლო გადახრები.

თანდაყოლილი ცხოვრებსეული და სექსუალური სცენარის გავლენით ჩვენ ერთმანეთს ვირჩევთ გარკვეული ბუნებრივი კანონების თანახმად-ქვედა ვექტორების მიზიდულობის ხარჯზე და ეს არის გატაცება.  სწორედ ამ თანდაყოლილ „არჩევანს“, რომელიც განვითარებასა და მომწიფებასთან ერთად მეტ ფიქსაციას იძენს, ჩვენ ვეძახით – მიზიდულობას, სიყვარულს, ვნებას.

პარტნიორს პრაქტიკულად ვირჩევთ ბრმად, თავიდან იმ იმედით, რომ ის ჩვენ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს, შემდეგ ვიმედოვნებთ, რომ შეიცვლება ჩვენთვის სასურველი მიმართულებით, მიიღებს და აღიარებს ჩვენ ფასეულობებს და პრიორიტეტებს.  შედეგად ვიღებთ-გულგრილობას, იმედგაცრუებას და დასუსტებულ იმედს, რომ შემდეგ ჯერზე გაგვიმართლებს. ცხოვრებისეული გამოცდილება ვერ გვეხმარება ამ ჩაკეტილი წრიდან გამოსვლაში.  ვემორჩილებით რა გაუცნობიერებელ მიზიდულობას-შეცდომა გარდაუვალია, რადგან ჩვენი ქცევა წყვილში უკვე დაპროგრამებულია არაცნობიერის მიერ.

როგორ გავერკვეთ რა სირთულეებს შეიძლება წავაწყდეთ წყვილში ურთიერთობისას? როგორ წარვმართოთ სწორად ურთიერთობები ბუნებრივ თვისებებთან შეთანხმებით და როგორ დავაღწიოთ თავი წარუმეტებელი მცდელობებისგან შეკრულ ჩაკეთილ წრეს?  რას გვაძლევს ხასიათის ტიპის ცოდნა, პოტენციური პარტნიორის სექსუალურობის ფსიქოლოგიის წვდომა?

ჩვენ შეგვიძლია უმოკლეს დროში, რამოდენიმე ფრაზის გაცვლის შემდეგ, გარეგნობის, პლასტიკის, ჯესტების მეშვეობით, შეუცდომლად ამოვიცნოთ ადამიანში ის თვისებები, რომლებიც ჩვეულებრივ მხოლოდ ხანგრძლივი ურთიერთობების შედეგად ვლინდება. შეგვიძლია გავიგოთ იქნება თუ არა პარტნიორი: ეჭვიანი, მზრუნველი, მფლანგველი, გარყვნილი, ჩაკეტილი, ვნებიანი და ბოლოს და ბოლოს-იქნება თუ არა ერთგული…   ეს კი ნიშნავს, რომ აღარ მოგვიწევს მხოლოდ გამართლების იმედად ყოფნა, ან ურთიერთობებისაგან თავის შეკავება იმის შიშით, რომ მიუხედავად ვნებიანი დასაწყისისა-ურთიერთობები მალე გაცივდება და გაუგებრობა დაისადგურებს.

ჩვენ შეგვიძლია პოტენციურ პარტნიორში თავიდანვე აღმოვაჩინოთ ტემპერამენტი, ქცევის მოტივები, ხასიათის თავისებურებები,  ერთი სიტყვით, განვსაზღვროთ ფსეკერზე დალექილი სილის ნამცეცები რამდენად აამღვრევს ურთიერთობებს თუკი სიყვარულის მდინარეში თავით გადავეშვებით „მასთან“ ერთად. გისურვებთ ბედნიერებას და წარმატებულ პირად ურთიერთობებს.

 

წყარო: http://www.yburlan.ru/biblioteka/psihologiya-seksualnosti

მთარგმნელი: Ekoterine Sagittarius