სვფ. სისტემური მიდგომა

 

სწავლის პროცესში ჩვენ ვეხებით ბევრ თემას. ვსაუბრობთ ადამიანებზე, ნაციებზე, ისტორიაზე, მენტალიტეტზე, ცხოვრებისეულ სცენარებზე, ურთიერთობებზე წყვილში და ჯგუფთან ურთიერთობაზე, ხშირად ვახსენებთ მცენარეებს და ცხოველებს, პრინციპში ჩვენ ვეხებით ყველაფერს. ჩვენი დაკვირვება მოიცავს მთელ ქმნილებას. რა აქვს საერთო ყველა ქმნილებას? ჩვენ გვჭირდება ვიპოვოთ რაღაც ნიშანი და ჩვენს დაკვირვებაში მოვაქციოთ ყოველი მოვლენა. როდესაც ვსაუბრობთ სამყაროს აღქმაზე, ადამიანებზე, ცხოველებზე, მცენარეებზე და არაცოცხალ დონეზე, მაშინ ის რაც მათ საერთო აქვთ, არის მათი არსი (პირველმიზეზი). მათი არსი არის სურვილი, სურვილი იმისა რომ აივსნენ, ჩვენ ამ მოვლენას სხვადასხვა სახელებს ვუწოდებთ: მიღების სურვილს, ავსების სურვილს, ეგოიზმს, მიმღებ აზრს, ქმნილებას, ეს ყველაფერი ერთი და იგივეა. ამ სიტყვებს შორის შეიძლება დავსვათ ტოლობის ნიშანი. კერძოდ, სისტემურ-ვექტორულ ფსიქოანალიზში ყველაფერ დანარჩენთან ანალოგიით (სისტემური და არა ანალური ანალოგიით, ანალური ანალოგია ესაა ,,შენ ისეთივე ხარ, როგორიც მე”. სისტემური ანალოგიაა, როცა ქვედა საფეხურის სისტემა, ზედა საფეხურის სისტემის ანალოგიურია, ფრაქტალური პრინციპით), ყველაფერი ერთი პრინციპითაა მოწყობილი და ერთნაირი მასალისგან შედგება. მოკლედ სისტემური ანალოგიით (სმენის ვექტორანის და არა ანალის ვექტორიანის) ჩვენ ვამბობთ, რომ ადამიანი ეს სურვილია (ამის გაგება ძალზე მნიშვნელოვანია). თუ ზემოთ (ფინჯანის მაგალითზე) შეიძლებოდა გვეთქვა, რომ ფინჯანის მატერია ფაიფურია, ადამიანის შემთხვევაში ადამიანის მატერია სხეული (კანი, კუნთები და ა.შ.). მაგრამ ადამიანი არ შეიძლება გავაიგივოთ მხოლოდ მის შემადგენელ მასალასთან, რადგან ადამიანი შედგება მატერიალური და არამატერიალური კომპონენტებისაგან. თუ სხეული მატერიალური კომპონენტია, მაშინ სურვილი. არამატერიალური კომპონენტი იქნება. სწორედ სურვილი აცოცხლებს სხეულს და როდესაც სურვილები მიდის, სხეული კვდება. სურვილი ის ნაპერწკალია, რომელიც სამოქმედოდ აღანთებს სხეულს. ამას ეწოდება სიცოცხლე. სიცოცხლე – ეს არის სურვილი. სხეულს სურს ჭამა, სმა, სუნთქვა, ძილი. მაგრამ ,,ცოცხალ სულს” (საფშვინველს) ეს არ სურს. მაგრამ სხეულს არ სურს ფუფუნება, სხეულს არ სურს სიყვარული, სხეულს არ სურს 8 ვექტორიანი ფსიქოანალიზის ტრენინგის გავლა და ა.შ. ეს ყოველივე სწორედ ჩვენი არამატერიალური ნაწილის სურვილია. მოკლედ ჩვენი დაკვირვების და განხილვის პირველადი ობიექტია – სურვილი. ეს სურვილი ვლინდება ფუძედ, არსად, ვლინდება ადამიანის ფსიქიკაში და ყველაფერ დანარჩენში. უბრალოდ სურვილის დანარჩენი საფეხურები, არაცოცხალი, მცენარეული და ცხოველური სურვილები ბევრად უფრო პრიმიტიულია, რაც უფრო ქვედა დონისაა სურვილი, მით უფრო მარტივია ის.

წავიდეთ წინ. განვიხილოთ მეორე საკითხი: საიდან ჩნდება ეს ქმნილება, მიღების სურვილები და ა.შ. საიდან ვლინდება ისინი, რა არის მათი ზესისტემა? თუ ჩვენ ვსაუბრობთ ქმნილებაზე, მაშინ საჭიროა ვუპასუხოთ, რა არის მისი ზესისტემა. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ნებისმიერ ქმნილებას აქვს რაღაც გარემოცვა, რომლის ფონზეც ის აღიწერება. მაგალითად: მე მაქვს მობილური, მე ვიცი, რომ ის აწყობილია ქარხანაში, ამ ქარხანაში მუშაობენ ადამიანები, ეს ადამიანები გააჩინეს მშობლებმა, ისინი მათმა მშობლებმა და ა.შ. მაგრამ ბოლოს მივდივართ საკითხამდე: საიდან გაჩნდა ადამიანი? აი აქ ვაწყდებით გარკვეულ საზღვარს, რადგან აქ უკვე ვეჯახებით ზესისტემას. პირველ რიგში როგორ როგორ მოხდა ქმნილების გამოვლენა. ჩვენ დღეს ვიცით კვანტური ფიზიკის ძირითადი თეორია სამყაროს შექმნის შესახებ, რომელიც გვეუბნება, რომ დაახლოებით 14 მილიარდი წლის წინ სადღაც რაღაც აფეთქდა. მაგრამ ზუსტად რა მოხდა, ეს უცნობია. თუმცა ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია ვიცოდეთ რა მოხდა. მოხდა ის, რომ ზესისტემამ (რომელსაც ჩვენ პირობითად ვუწოდებთ შემოქმედს) შექმნა ქმნილება. ანუ ზესისტემამ მისცა სიცოცხლე ქმნილებას, ქმნილებამ კი მიიღო. ესაა პირველი ქმედება, ურთიერთქმედება ორ სისტემას შორის. აქ ერთი ხდება გამცემი, მეორე კი მიმღები. თქვენს ყურადღებას გავამახვილებ იმაზე, ქმნილებას მოცემულ შემთხვევაში არ ჰქონდა არჩევანი. ის უბრალოდ გამოვლინდა, ისევე – როგორც ბავშვი გამოდის დედისგან. დედისთვის შვილის გაჩენა არჩევანია, მაგრამ შვილს არჩევანი არ აქვს. სწორედ ასევეა პირველადი ქმნილების შემთხვევაშიც. მოკლედ გამოვლინდა ის, რასაც ჩვენ ვუწოდებთ ქმნილებას, და დაადგა განვითარების გზას. ეს განვითარების პროცესი ჯერ ძალზე ნელა მიდიოდა, შემდეგ კი დროის სვლასთან ერთად თანდათან დაჩქარდა. თუ თითქმის 13 მილიარდი წელი პროცესი თითქმის შეუმჩნევლად მიდიოდა, ბოლო რამდენიმე მილიონი წლის მანძილზე ქმნილებამ გააკეთა წარმოუდგენელი ნახტომი. ამჟამად გამოვლენილი ქმნილების ბოლო დონე ადამიანია, რომელმაც ბოლო 40000 წლის მანძილზე დედამიწა შეცვალა. მოკლედ ქმნილება დადგა განვითარების გზას, ამ გზის არსი არის ქმნილების მიღების სურვილის ზრდა.

მაგრამ რას იღებს ქმნილება? რით ივსება მისი მიღების სურვილი? თითოეული ივსება იმით, რაც მას ბედნიერებას ანიჭებს. ქმნილების ნებისმიერი ნაწილი, ნებისმიერი ცალკეული ელემენტი, ნებისმიერი ცალკე აღებული ეგოიზმი, ესაა პატარა ჭურჭელი, სურვილის პატარა სათავსი, რომელსაც სურს იყოს სავსე. ესაა სურვილი, იპოვოს ბედნიერება, დატკბეს. სწორედ ესაა ის სასიამოვნო განცდა, რომელიც ჩვენში ჩადო ზესისტემამ. რა კუთხით? თუ ჩვენ ვივლით სწორი გზით, ანუ ჩვენ ვახორციელებთ ისეთ ქმედებას, რომ ჩვენი სურვილების ჭურჭელი აივსოს და ეს სიამოვნებას გვანიჭებს. ანუ ისევე ხდება, როგორც თავდაპირველად: ზესისტემა გვანიჭებს – ჩვენ კი ვიღებთ. მიღება, ეს ჩვენი არსია. ხოლო გაცემა მიღების საპირისპირო თვისებაა და ეს შემოქმედი არსის მახასიათებელია. ამას ჩვენ აღვიქვამთ ბედნიერებად, ეს გვაძლევს ზესისტემასთან შეხების განცდას, ანუ ჩვენ ზესისტემას შევიგრძნობთ საკუთარ თავში და ის ჩვენ აგვავსებს. ამას ჩვენ ვამბობთ არსზე, ანუ იმაზე თუ რა ხდება არამატერიალურ სამყაროში (მიზეზთა სამყაროში). ერთი მხრივ ეს ყველაფერი ხდება ჩვენი სხეულის გარეთ, მაგრამ სხეულში ის ტოვებს ბედნიერების განცდას და ვლინდება განსაზღვრული ქიმიური რეაქციებით ჩვენს გონებაში. ბედნიერი, რეალიზებული ადამიანის გონებაში მიმდინარე ბიოქიმიური პროცესები ერთია, ხოლო სულ სხვაა უბედური, არარეალიზებული ადამიანის ტვინში მიმდინარე პროცესი.

ჩვენს გვერდზე არიან ასეთი არარეალიზებული ინდივიდები, რომლებსაც ცხოვრებაში საკუთარი ადგილი ვერ უპოვიათ და მხოლოდ სხვათა კრიტიკით შემოიფარგლებიან, მათ ვერ გაუაზრებიათ რა საით მიდის და რა როგორ მუშაობს.

არიან ადამიანები, რომლებიც დღეს ,,განმარტავენ”, რომ ყველაფერი ეროგენული ზონებიდან მოდის, რომ ვექტორის ხასიათი ბევრადაა განპირობებული იმით, თუ რას ,,უკეთებდნენ” მის ეროგენულ ზონას, მაგრამ ეს მთლად ასე არ არის. იმიტომ რომ ეროგენული ზონა ვლინდება იმ დავალების ფიზიკურ გამოხატულებად, რომლისთვისაც ჩვენ გავჩნდით. დავალება (ფუნქცია) კი ვექტორის ფსიქიკაშია ჩადებული. ფუნქცია მატერიალური არ არის, მაგრამ ის სხეულში ვლინდება განსაკუთრებული ეროგენული ზონით, რომელსაც აქვს განსაკუთრებული მგრძნობელობა. არა მამრის და მდედრის სქესობრივი ორგანოების აზრით, არამედ განსაკუთრებული, მხოლოდ კონკრეტული ვექტორისთვის დამახასიათებელი ეროგენული ზონით. კი, თავისი მგრძნობიარობის ძალით ასეთი ეროგენული ზონა იძლევა განსაკუთრებულ შესაძლებლობას მიიღოს ტკბობა ამ ეროგენული ზონით და ის ნამდვილად ვლინდება ,,სუსტ რგოლად”, ის ვლინდება ფსიქიკის ბუფერად (გარე ზონად) სხეულზე. მაგრამ არ უნდა აგერიოთ მიზეზი და შედეგი. მიზეზი გონებაშია, შედეგი კი სხეულში. გარე ლანდშაფტის ნებისმიერი ფაქტორი, რომელიც ვლინდება ეროგენულ ზონაზე, თავის მხრივ თვითონაც არის მიზეზი რაღაც სხვა შედეგისა, რომელიც ასევე არამატერიალურ სამყაროში ვლინდება. ანუ ერთი არამატერიალური ფაქტორი, ურთიერთქმედებს მეორე არამატერიალურ ფაქტორთან, ურთიერთქმედებს ორი არსი, რომ შემდეგ მოხდეს გარკვეული ურთიერთქმედება სხეულში. სხეულში რომელიც ფლობს განსაკუთრებულ მგრძნობელობას იმასთან კავშირში – რომ ამ სხეულებს აქვთ ვექტორები. თუ უფრო ღრმად დავფიქრდებით, ადამიანი რომელიც ყველაფერს მხოლოდ ეროგენული ზონებით განმარტავს, ის სრულყოფილად თავადაც ვერ გარკვეულა იმაში რა როგორ მუშაობს. ის ერთი მხრივ ვექტორებზე საუბრობს და ამბობს რომ არსი აცოცხლებს ადამიანში, მეორე მხრივ კი ამბობს, რომ ხასიათს სხეული აფორმირებს. თუ ამაზე პრიმიტიულად მაინც დავფიქრდებით, მივხვდებით რომ ეს ერთმანეთს ეწინააღმდეგება. რეალობის დასანახად საჭიროა მოვლენებს სისტემურად შევხედოთ. მაშინაც კი თუ რაღაც არც ისე მნიშვნელოვანი გგონიათ, თუ ფიქრობთ, რომ დიდი სხვაობა არ არის იმაში თუ მაგალითად ერთი იტყვის რომ ბინძური ანალები ხდებიან მხოლოდ მაშინ როცა ანალის ვექტორიანს ღამის ქოთანზე ჯდომას არ აცლიან, ხოლო მეორე ამბობს რომ ,,სიბინძურე” ანალში ესაა ურთიერთობის დონეზე არსებული წყვეტაა. განსხვავება უზარმაზარია, იმიტომ რომ სიბინძურის ყოველი მიზეზის ერთზე დაყვანით ღამის ქოთნამდე, იკარგება ,,სიბინძურის” უამრავი მიზეზი, რომლებიც კავშირში არ არის ღამის ქოთანთან. ეს კი ცვლის საბოლოო ეფექტს. ესაა გავს იმას, რომ ტელევიზიით გადიოდეს ფილმი ფრინველთა ბუნების შესახებ და გადაცემაში მხოლოდ წეროები აჩვენონ. თუ ადამიანმა არ იცის ყველაფერი ფრინველთა შესახებ და პირველად ინფორმაციას ამ გადაცემიდან მიიღებს, მას დარჩება შთაბეჭდილება, რომ ფრინველები მხოლოდ წეროები არიან. ასევეა სისტემურ აზროვნებაშიც, თუ სრულად არ იაზრებთ ყოველ გამოვლინებას, მაშინ თქვენი ხედვა შესაძლოა მნიშვნელოვნად შეზღუდული დარჩეს.