სვფ-ს შესახებ

ადამიანები, განსაკუთრებით ანალური მენტალიტეტის ქვეყნებში (მათ შორის საქართველოში), ძალიან ძნელად იღებენ ახალ ცოდნას, ახალ მსოფლმხედველობას. გავა მრავალი წელი, და ის, რა ცოდნასაც ეს სისტემა გთავაზობთ ყველა ცივილიზებულ და განვითარებულ ადამიანს ეცოდინება, ახლა კი…

ახლა კი რეალობა ასეთია: ჩვენ ვეჭიდებით იმას, რაც ძველია, და ვიშველიებთ მყარ არგუმენტს: “ყველაფერი ახალი, კარგად დავიწყებული ძველია”… ეს ერთი მხრივ ასეა, და ამ სისტემაში არსობრივად არც არაფერია ახალი, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით… ესაა უნიკალური სისტემა, რომელიც გაძლევთ სამყაროს ხედვის ახლებურ და ძალიან საინტერესო კუთხეს. ისევე როგორც ყველა სხვა ხედვის კუთხე, არც ეს სისტემაა ერთადერთი ჭეშმარიტება და მხოლოდ ერთ-ერთი წახნაგია სამყაროს ბრილიანტში, მაგრამ ესაა ხედვა, რომელიც კონკრეტულად ამ დროისთვის, კონკრეტულად ამ ეპოქისთვის ძალზე მნიშვნელოვანი და ევოლუციურად პროგრესულია…

სამწუხაროა, რომ ძალიან დიდ უმრავლესობას არ უნდა დროის დახარჯვა ამ სისტემის გასაცნობად. ამ სისტემის ნაკლი ხომ ისაა, რომ მას მოკლედ ვერ გადმოსცემ, და ვერც ყველა გაიგებს. თანაც ადამიანების უმეტესობა მხოლოდ იმ ცოდნას ვაფასებთ, რაშიც დიპლომს გვაძლევენ, რაშიც ბევრ ფულს ვიხდით, რაც ჩვენს სტატუსს გაზრდის, რაც ფულის შოვნაში დაგვეხმარება… და ვერც ვხვდებით, რომ ადამიანთა გარკვეული კატეგორიისთვის ყველაზე დიდი ბედნიერება – შემეცნებაა… საკუთარი თავის და სამყაროს შემეცნება…

გამოიყენეთ შანსი, იყავით პირველი თაობა მათ შორის, ვინც სამყაროს ხედვის ამ ახალ კუთხეს ეზიარება… ვინც პასუხებს გასცემს იმ კითხვებს, რასაც ვერცერთი სხვა სისტემა ვერ სცემდა ამომწურავ პასუხებს… სრულყოფილი არც ეს სისტემაა, სრულყოფილი და მთელი სამყაროს მომცველი, ვერცერთი თანამედროვე ან ძველი სისტემა ვერ იქნება, მაგრამ ესაა ახალი ნაბიჯი… ახალი ტალღა… ახალი გარღვევა… ახალი ყლუპი ცოდნას მოწყურებული ჭეშმარიტების მაძიებლებისთვის!

ნუთუ მხოლოდ კარგი შეფუთვის და კარგი რეკლამის შემდეგ უნდა დაინტერესდეთ ამ საგანძურით? ეს ბუნებრივია, და სისტემურადაც ახსნადია (კანურ ფაზაში ცოდნაც კანურად ვრცელდება, ხოლო ანალური მენტალიტეტის ქვეყნებში ღირებული მხოლოდ “ძველი ცოდნაა”), მაგრამ იმედი მაქვს გამოჩნდებიან თქვენს შორის ისინი, ვისაც არსი უფრო აინტერესებს, ვიდრე მისი შეფუთვა…

წარმატებები შემეცნების გზაზე!

ავტორი: მამუკა გურული