სვფ წიგნებსა და მკითხველებზე

რაც თავი ახსოვს სულ კითხულობდა. როდესაც საბავშვო წიგნების ინტერესი ამოეწურა და ენციკლოპედიის მრავალტომეულს მიადგა, უფროსმა დამ ის ბიბლიოთეკაში წაიყვანა. წიგნებით გადავსებული უამრავი კარადა – აი ნამდვილი სიმდიდრე.

რომელი ვექტორული კომბინაცია განაპირობებს სხვა სდა სხვა ფორმატისა და ჟანრის წიგნების მიმართ ინტერესს?

სისტემური მიდგომა კითხვასთან.

მოდით კითხვასთან მიმართებაში სისტემური ტიპაჟების  დიფერენცირება დავიწყოთ მათგან, ვინც ფუნქციონალურად განპირობებული მიზეზების გამო არ განიცდის მსგავსი თვისების განვითარების აუცილებლობას.

ა) სივრცის მეოთხედი – კანის და კუნთის ვექტორები.

ბ) ენერგიის მეოთხედი – ყნოსვა და ორალი.

ასევე ნაკლებად ჭირდება კითხვა ურეთრალს, მას სხვა ფუნქცია აკისრია ჯგუფის წინაშე (სინამდვილეში ურეთრალთან და ყნოსვასთან საქმე მთლად ასე არ არის, აქ ბურლანი უშვებს გავრცელებულ შეცდომას. რეალურად განვითარებული ყნოსვა და ურეთრალი კითხულობენ, ოღონდ მხოლოდ სპეციფიურ და მათთვის საჭირო ლიტერატურას. ამ შეცდომის მიზეზებზე სვფ-ს ქართული ჯგუფი ახლო მომავალში შემოგთავაზებთ ცალკე ლექციას – ს.ღ.).

ვინ კითხულობს?

მკითხველი – ამ სიტყვის ჭეშმარიტი მნიშვნელობით – ეს არის ადამიანი ინფორმაციის მეოთხედიდან, სმენის და ვიზუალური ვექტორის და ასევე დროის მეოთხედის შიდა ნაწილის -ანალური ვექტორის თვისება.

ანალური ვექტორი და კითხვა

ნამდვილ პროფესიონალად რომ იქცეს, ანალური ვექტორის მატარებელს სჭირდება მისთვის მახასიათებელი – დეტალურად შესწავლა და გაანალიზება პროფესიული საქმიანობის. სწორედ ამიტომ, განვითარებული და რეალიზებული ანალები ბევრს კითხულობენ. ხშირ შემთხვევაში კითხულობენ მხოლოსდ სპეციალიზირებულ ლიტერატურას, რაც უშუალოდ საქმიანობაში ესაჭიროებათ. ეს ეხმარება მათ პროფესიული ცოდნის დახვეწაში და თავისი საქმის უბადლო შემსრულებლი – „ოქროს ხელიანი“-ს სტატუსის მოპოვებაში.

ინფორმაციის მეოთხედი და წიგნები

თვითონ სახელი ინფორმაციის მეოთხედი, გულისხმობს კაცობრიობის პირდაპირ კავშირს ლიტერატურულ საქმიანობასთან. ყველა, ვინც წერს, ან კითხულობს, ხასიათსდება სმენის ან ვიზუალის ვექტორის ფსიქოლოგიური ნიშან-თვისებებით. გარდა ზემოთ ხსენებული ერთვექტორიანი ანალური ფსიქოტიპის ადამიანისა, რომელიც მხოლოდ პროფესიულ ლიტერატურას მიმართავს.

გამოჩენილი ან თუნდაც საშუალო დონის ცნობილი მწერლების ძირითადი უმრავლესობა წერს ანალ-სმენური თვისებების დამსახურებით. ამ კომბინაციის გარეშე მწერალი ძნელად თუ შედგება. პრაქტიკულად ყველა წიგნი, დაწერილი ნებისმიერ დროს, ნებისმიერ გარემოებაში, დაწყებული ლურსმული დამწერლობიდან – გუტენბერგის მიერ დამწერლობაში მოწყობილი გადატრიალებით დამთავრებული, როდესაც წიგნი საბეჭდი მანქანის მეშვეობით ადვილად წარმოებადი და მასებისთვის ხელმისაწვდომი გახდა, შექმნილია ანალ-სმენების მიერ. დღესაც, როცა ბეჭდურმა სიტყვამ დაკარგა ჩვეული მატერიალური სახე და გახდა ვირტუალური, წიგნის მწერლებად ისევ ინფორმაციის მეოთხედის ვექტორული კომბინაციის მატარებლები გვევლინებიან.

რიჩარდ ბახი – კან-სმენა მწერალი, ეს ის იშვიათი გამონაკლისია, რომელიც ვექტორული პროფორიენტაციის მწერლების ძირითად წესს უსვამს ხაზს – მისი წიგნების მცირე მოცულობა ესაა თვალსაჩინო მაგალითი იმის, რომ სქელტანიანი მრავალტომეულების წერა ანალის ვწექტორით „დაჯილდოვებულთა“ ხვედრია (ბურლანი აქაც ცდება, დასახელებული მწერალი რვავექტორიანია და სცენარით არა კან-სმენა, არამედ ურეთრალ სმენაა. ურეთრალ სმენის ფუნქცია სულიერი ბელადობაა, ხოლო თუ ის მწერლობაში, ან პოეზიაში რეალიზდება, ამ დროს აქცენტს არა ნაწარმოების მოცულობაზე, არამედ სულიერ იდეებზე აკეთებს – ს.ღ.). უნდა აღინიშნოს, რომ მისი მფრინავის კარიერამ საკმაოდ დახვეწა მწერლის კალამი, რაც მის სიუჟეტებს განსხვავებულ ხიბლს სძენს და იმ ვექტორის არსებობის შესდეგია, რომლის დამსახურებითაც ხდებიან წარმატებული მფრინავები. ვიზუალის ვექტორი კლასიკურ სამწერლო ვექტორულ კომბინაციასთან ერთად მის შემოქმედებას განსაკუთრებულ ვიზუალურ ჟღწერადობას ანიჭებს. გამოკვეთილ ვიზუალურ ვექტორს ფლობდა გუსტავ ფლობერი. ცნობილია შემთხვევა, როდესაც ის აღწერდა სიუჟეტს, სადაც მისი პერსონაჟი დარიშხანით მოიწამლა – ავტორს მოწამვლის ნიშნები გამოუვლინდა.

სმენის ვექტორი და წიგნები

რას კითხულობენ სმენები? რა თქმა უნდა, ისინი კითხულობენ ყველაფერს, რაც ჩვეული მიწიერი არსებობის ყოფით არსს არ ეხება: სამეცნიერო ფანტასტიკა, ფენტეზი, ეზოთერიკა, ფილოსოფია, სულიერად შემავსებელი ლიტერატურა. საქმიანობიდან და ინტერესებიდან გამომსდინარე ასევე კითხულობენ ნებისმიერ სამეცნიერო თეორიებს. სმენისთვის დამახასიათებელი აბსტრაქტული ინტელექტის განვითარების მოთხოვნილება უბიძგებს მათ კვანტური ფიზიკით დსაინტერესებისკენაც კი, რაც ხშირასდ გარშემომყოფების დიდ გაოცებას იწვევს.

თუ სმენა მუსიკით ინტერესდება და მისთვის მუსიკა ავსების საშუალებაა, განსაკუთრებული ნიჭის სმენას შეუძლია პირდსაპირ სანოტე ნიშნების, დიეზების და ბემოლების „თარგმნა“ ჟღერადობად, მისი ტვინის ნეირონული კავშირები უზრუნველყოფენ ამას.

როგორც ყველა ვექტორის ასევე სმენის გამოვლინება დამოკიდებულია მისი განვითარების დონეზე. არასაკმარისი განვითარების შემთხვევაში სმენა შეიძლება „ჩარჩეს“ უხარისხო მისტიკის ან საბავშვო ეზოთერიკის ფარგლებში.

ინტრავერტული აბსტრაქტული ინტელექტი ითხოვს ღრმა კონცენტრაციას განვითარებისთვის. შინაგანი გაუცნობიერებელი ფსიქიკური მისწრაფებების გააზრებით – სისტემურ-ვექტორული ფსიქოლოგიის ტრენინგის გავლის შემდგომ-სმენით ტიპაჟს უკვე შეუძლია ზუსტასდ განსაზღვროს რა სჭირსდება ბუნებრივი სიამოვნების მისაღებად, ასავსებად. ასევე იცის რა უნდა წაიკითხოს ბუნებისგან ბოძებული აბსტრაქტული ინტელექტის თვისებების მაქსიმალურასდ გახსნა/რეალიზებისა და ამით კმაყოფილების მიღებისთვის.

ვიზუალური ვექტორი და კითხვა

ინფორმაციის მეოთხედის გარე ნაწილი ასევე მკითხველთა პუბლიკაა. ადრე იწყებენ ასოების ფორმის გარჩევასა და მათ სიტყვებად შეკვრას, იღებენ სიამოვნებას წაკითხულით, შესწევთ რა უნარი წარმოსახვაში ვიდეოგამოსახულებად აქციონ წაკითხული და განიმსჭვალონ ლიტერატურული პერსონაჟების ცხოვრებისეული განცდებით. მათგან ხშირად გაიგებთ თუ როგორი იმედგაცრუებულია წაკითხული რომანის ეკრანიზაციის ნახვით, რადგან სულ სხვანაირი წარმოედგინა მთავარი გმირი. ერთხელ კითხვას მიჩვეული ვიზუალი ადამიანი მთელი ცხოვრება დარჩება ლიტერატურის დიდ თაყვანისმცემლად.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვი თავიდანვე მიეჩვიოს ხარისხიანი ლიტერატურის კითხვას, რაც დაეხმარება ვიზუალის მთავარი ღირსების – ემპათიის, თანაგრძნობის  განვითარებაში. ეს ვიზუალის განვითარების საკვანძო მომენტად უნდა ჩაითვალოს. არასწორი, არასისტემური საკითხავი არამარტო არ შეუწყობს ხელს ვიზუალის განვითარებას, არამედ ზიანსაც კი მიაყენებს-შესაძლოა შიშები და ფობიების ჩანასახებიც გააჩინოს. „ცენზურა“ ამ შემთხვევაში ნამდვილად დადებითად მუშაობს  ვიზუალის ფართო ემოციური ამპლიტუდის განვითარებაზე. ზღაპრები, სადაც პატარა აღმოჩნდება უღრან ტყეში, მარტო, უამრავი საშიში ცხოველის გარემოცვაში, ვიზუალი ბავშვისთვის, მისი მულტიპლიკატორული წარმოსახვის გათვალისინებით, შეიძლება სერიოზული ტრავმის მიზეზი გახდეს. ბავშვის ცნობიერებაზე აღბეჭდილი კოშმარი კი მთელი ცხოვრების მანძილზე შიძლება დამმუხრუჭებელ ფაქტორად იქცეს ემპათიისა და თანაგრძნობის მეშვეობით, სიყვარულის მდგომარეობამდე განვითარებისკენ სავალ გზაზე. რაც ვიზუალის განვითარების გვირგვინს წარმოასდგენს. ამის პოტენციალი ყველა ვიზუალის მატარებელში დაბადებიდანაა ჩადებული. ამ პოტენციალის გახსნა ან დაბლოკვა კი ადრეული ასაკისდან იწყება და უამრავი ფაქტორი განაპირობებს, მათ შორის სწორად შერჩეული ლიტერატურა დიდწილად.

მაშ ასე, ჩვენ დავინახეთ, რომ ისეთი ფუნქციები როგორიცაა კითხვა ან მწერლობა განისაზღვრება და დიფერენცირდება ვექტორული მახასიათებლებით. აღზრდა, განათლება, სამწერლო და საგამომწემლო მოღვაწეობა ის სფეროებია, რომლებიც ფართო პრაქტიკულ შესაძლებლობებს გვთავაზობს ხარისხის გაუმჯობესების საქმეში თუ მათ სისტემურ-ვექტორული ფსიქოლოგიის პრიზმაში გავატარებთ.

ჩაუღრმავდით თქვენ შინაგან მოთხოვნილებებს და სურვილებს, აღმოაჩინეთ საკუთარი მისწრაფებები და მიიღეთ სისტემური ცოდნა საკუთარი შესაძლებლობების და მათი განვითარების გზების შესახებ, და თქვენ მიიღებთ აღუწერელ სიამოვნებას მათი დაკმაყოფილების ისეთი ელემენტარული საშუალებებითაც კი, როგორიც წიგნის კითხვაა.

წყარო: https://www.yburlan.ru/biblioteka/sistemnyi-vzglyad-na-knigi-i-chtenie

მთარგმნელი: Ekoterine Sagittarius