სიმაღლის შიში – გულის გაჩერება საშინელებისგან.

ვერტმფრენი საოცარი სიჩქარით ეშვებოდა პირდაპირ მდინარეში. თავისუფალი ფრენის შეგრძნებამ კუჭი ყელისკენ ამოწია, საშინელებამ ნებისყოფა დამითრგუნა, ათობით მგზავრის ყელიდან ამოვარდნილი ველური ყვირილი, პატარა სალონს საშინელებით ავსებს. უკვე ეჭვგარეშე იყო რომ ვეცემოდით. თავში საავარიო ნათურასავით ციმციმებდა ერთადერთი აზრი – საცაა ყველა დავიხოცებით! ამას კი თავისთავად მოყვა სასოწარკვეთილი ლოცვა “ღმერთო გევედრები მშვიდობიანად დავეშვათ“, ვერტმფრენი სავსებით მშვიდობიანად დაჯდა მინდორზე. თავისუფალი ვარდნის რამოდენიმე წამმა ჩემი ცხოვრება ორად გაყო. რატომ ჩავჯექი იმ სულელურ ვერტმრენში – ფრენისა ხომ ბავშვობიდან მეშინია? ჩემი მეგობრის თხოვნას დავყევი განსაკუთრებით “თუ არ იფრენ მერე ინანებ” – ფრაზამ წამომაგო.

 

ცათამბჯენები ცათამბჯენები – მე კი ერთი ციცქნა ვარ.

ადრეული ბავშვობიდან მეშინია სიმაღლის. არ მახსოვს პირველად როგორ შემაკრთო საშინელმა სიმაღლემ, მგონია ხოლმე რომ ამ შიშთან ერთად დავიბადე. მაგრამ მთელი სისავსით მაშინ გავაცნობიერე როცა კლასელებთან ერთად 10 წლისა აუზში სიმაღლიდან ვხტებოდი. პირველი ორი კვირა დაბალი ტრამპლინიდან ხტომაში ვვარჯიშობდით. მერე მწვრთნელმა ჩათვალა რომ უკვე საკმარისად მომზადებულები ვიყავით და ჩვენი ჯგუფი მასთან ერთად აძვრა ისეთ სიმაღლეზე საიდანაც გულის ფანცქალით ვიყურებოდით ქვემოთ. ორ მეტრიანი სიმაღლე დაუძლევლად გვეჩვენებოდა, გვაშინებდა და უკუგვაგდებდა, თითქოს ცათამბჯენის სახურავიდან უნდა გადმოვმხტარიყავი.

მწვრთნელი კი გამამხნეებლად გვაძლევდა მითითებებს.

-შენ ირველი ხტები, დაიმახსოვრე რომ ძლიერად უნდა ახტე, შენი ფეხები განსაზღვრავენ ტრაექტორიას, როცა ზედაპირს მოსწყდები ხელები ზემოთ ასწოე ეს წყალზე დაცემისას დარტყმას შეამცირებს. ვხტებით თავით ქვემოთ.ვიტია შენ შემდეგი ხარ.ბევრი წყალი არ ჩაყლაპო, როგორც კი წყალში მოხვდები მაშივნე შეიცვალე მიმართულება, ხელები ზემოთ ასიწიე და ამოყვინთე,კატია შენ როგორც გოგონას ჯერ ნებას გრთავ ‘ჯარისკაცივით” გადახტე … მთავარია არ შეშინდეთ რაც შეგიძლიათ ძლიერად მოწყდით ადგილს და ეცადეთ წყალზე არ დაეცეთ. აბა მიდით… ძლივს ვიგებდი რას ამბობდა მწვრთნელი. საიდანღაც ქვეცნობიერის სიღრმიდან სლიპინა სიმაღლის შიში ამოძვრა. უკვე ყველა გადახტა და მხიარულად გაცურეს მე კი ჯერ ისევ დაბნეული ვიდექი ტრამპლინზე. როგორც იყო თავს ვაიძულე სიცარიელისკენ გადამედგა ნაბიჯი ფეხები მომეკვეთა რა თმა უნდა ვერ ავხტი, გადაგდებული ტომარასავით წავედი წყლისკენ.

თუ გსურთ გაიგოთ რა სხვაობაა სიმაღლიდან გადმოხტომასა და გადმოვარდნას შორის პატარა ექსპერიმენტი ჩაატარეთ. დადექით აუზის კიდეზე და ჯერ ნახტომით გადაეშვით წყალში და მერე იმავე კიდეზე დაბრუნდით და უბრალოდ გადავარდით. მეორე შემთხვევაში სხეულში აშკარად გაჩნდება სიცარიელეში ვარდნის შეგრძნება მაშინაც თუ წყალს სულ რაღაც ნახევარი მეტრი გაშორებთ. ეს შეგრძნება კი უკიდურესად უსიამოვნო ემოციებს იწვევს – დისკომფორტიდან დაუძლეველ საშინელებამდე,და თუ სიმაღლის სულ მცირე შიში მაინც გაქვთ – ერთი წამიც კი საუკუნედ მოგეჩვენებათ.

მთელი ის დრო რაც ვეცემოდი უძირო უფსკრულში ფრენის სულისშემძვრელმა შეგრძნებამ ტვინი გააჩერა, გულმუცელში კი გულის რევის შეტევამ დამიარა. ვარდნისას ვეცადე თავით ქვემოთ შევბრუნებულიყავი მაგრამ ვერ მოვასწარი და წყალს გვერდით დავასკდი და ძლიერად დავარტყი სახე.დანარჩენი უკვე ბუნდოვნად მახსოვს.მახსენდება მხოლოდ ის რომ უცებ მკვეთრად შეჩერდა სუნთქვა და შევეცადე აუზის ქლორიანი წყალი შემესუნთა… სიმაღლიდან ხტომა მეტად აღარავის უთხოვია. უკვე მოზრდილი მე ხშირად ვიჭერდი თავს იგივე შეგრძნებებზე, როცა ცათამბჯენის მაღალ სართულებზე ვიყავი ანდა უბრალოდ მრავალსართულიანი სახლის აივნიდან ვიყურებოდი.უკანასკნელად გულისრევისა და გულის წასვლის შეტევამ მაშინ შემახსენა თავი როცა მინსკის სახელმწიფო ბიბლიოთეკის აივანზე ვიდექი – ეს უზარმაზარი კუბია რომლის წვეროდან მინსკის მშვენიერი ხედი იშლებოდა.თუმცა თუ მზერა შენობის ძირში ჩასხლტებოდა ხედი ისეთი მშვენიერი აღარ იყო… გონება მხოლოდ ერთს აფიქსირებს სიმაღლე და საშიშროება! სიმაღლე და საშიშროება! სიმაღლე და საშიშროება! ერთ წამში რესექტაბელური ბიზნეს-ლედიდან ისტერიულ ქაჯად გადაიქცევი რომელიც საცაა პანიკაში ჩავარდება…

ამასთან სახეზეა პარადოქსი – სიმაღლე ძრწოლასა და შიშს იწვევს და იმავე დროს მიზიდავს და მნუსხავს. ეს რომ არა რა ეშმაკად ავძვრებოდი ტელე ანძაზე ტოკიოში, მოსკოვში და ბერლინში, ისაკიევის ტაძრის აივანზე პიტერში ანდა წმინდა სტეფანის ტაძრის სამრეკლოზე ვენაში, სასტუმრო კოსმოსის ბოლო სართულზე ანდა სულაც იმ ყბადაღებული მინსკის ბიბლიოთეკის სახურავზე ?! მანიაკალური გაუმაძღრობით “ვაგროვებდი” სიმაღლეებს და მერე შიშისა და აღფრთოვანების უცნაური ნარევით ვტკბებოდი. მახსოვს როგორ აღვნიშნე 30 წელი ერთი პროვინციული ქალაქის ყველაზე მაღალი სახლის სახურავზე. შამპანურის გახსნისას მეგობრები ხუმრობდნენ რომ  ოლიმპოზე აბმროზიას დაწაფებული ღმერთების როლს ვირგებდით, ყოველი ბოკალის მერე კი სახურავის კიდეზე დგებოდნენ და ძირს იყურებოდნენ.

ეს გადახედვები შიშის თავბრუდამხვევ შეტევას და… სისხლში ადრენალინის მოზღვავებას იწვევდა. სანამ სული კოშმარის ყინულოვან თითებში იყო მომწყვდეული, თავში მოჭრიალე ფირფიტა ტრიალებდა “და რომ გადავხტე? რომ გადავხტე?’ რაღაც მომენტში მომეჩვენა კიდეც რომ გაშლილი სივრცის მიმზიდველობა გაძლიერდა და სიცარიელეში ნაბიჯის გაგადგმის შიშს აჯობა… მადლობა ღმერთს რომ ერთ-ერტმა მეგობარმა გამომარკვია, მადლობა ღმერთს სიმაღლე ყველაზე რომ არ ბატონობს!

 

პირველ რიგში თვითმრინავები!

“თვითმრინავო, თვითმფრინავო შენთან ერთად გამარინე!” – მხიარული ყიჟინით მიყვება ბავშვების გუნდი ცაში გამოჩენილ თვითმფრინავს. ყველა მისდევს – ჩემს გარდა. მე მხოლოდ ერთი რამ მინდოდა რაც შეიძლება სწრაფად გადაეფრინა თვითმირანვს. ფრენის შიში ჯერ კიდევ თვითმფრინავებთან შეხვედრამდე გამიჩნდა. შიში ფრენის მიმართ ჯერ კიდევ იქამდე დადგა ვიდრე კარგად გავიგებდი ფრენა რა იყო. ფიქრები სიმაღლეზე ძრწოლასა და პანიკას იწვევდა, მიუხედავად იმისა რომ ნამდვილად არავის შევუშინებვარ ამბებით ავიაკატასტროფაზე.

პირველი ფრენა ნამდვილი გამოცდა იყო გართულებული იმით რომ 12 საათი გაგრძელდა. საკუთარი ფობიის ყველა წრის გავლა მომიწია – გამყინავი საშინელების და გულისრევიდან დაწყებული სრულ სტუპორსა და თითქმის გულისწავლამდე.ხან ოფლი მასხამდა, ხან ვიყინებოდი, ვწითლდებოდი და ვფითრდებოდი,ვკუმშავდი და ვშლიდი ოფლიან ხელებს, ტუჩებს ვიჭამდი და ბოლოს ვიღაც კეთილ ადამიანს შევეცოდე და კონიაკი დამისხა და ამან ცოტათი შეამცირა ჩემი წამება. ილუმინატორში ათ კილომეტრიანი სიმაღლიდან ვიყურებოდი და ვცდილობდი მოვრეოდი შიშს, ჩემს შიგნით ჩასახლებულ ფობიას ისე ველოლიავები როგორც ჭიას ბავშვობაში რომელიც დაკარგული ნივთების პოვნაში “გვეხმარებოდა”. მაგრამ თვითმფინავის ერთი არასწორი მოძრაობა და გონება ითიშება. აფრენის და დაჯდომისას რა ხდბოდა იმაზე ჯობს არც არაფერი ვთქვა.

ჩემი პრობლემის გაცნობიერების კვალდაკვალ წამოვიდა კითხა – როგორ ვებრძოლო ამას? უკან დახევა არ მჩვევია,და ამიტომ როგორც კი მიწაზე ფეხი დავდგი მაშინვე მოქმედება დავიწყე. ჩემს არსენალში ერთად რამოდენიმე ეფექტური საშუალება გაჩნდა ჰიპნოზი, მსგავსი მსგავსით, ცნობილი ამერიკელი ფსიქოთერაპევტის ნაშრომი და თვითშთაგონება. მოკლედ გეტყვით – არაფერმა არ გაჭრა.

როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა ჰიპნოზს ვერ დავემორჩილე. როგორ არ ვეცადე და “ამერიკულ მთებთანაც“ კი ვერაფრით ვერ გავბედე მისვლა. თვითშთაგონება კი რატომღაც მხოლოდ მიწაზე მუშაობდა, ბოლოს კი მოლოდ ერთი საშულება დარჩა რომელიც მუშაობდა – მაგარი სასმელი. ვერ გეტყვით როდემდე მოუწევდა ჩემს საწყალ ღვიძლს ამ დანაგრეველ მგზავრთან ერთად ყოფნა…მის დავიწყებაში მხოლოდ ერთი ბედნიერი შემთხვევა დამეხმარა. მეგობარმა სვფ ლექციის მოსაწვევი გამომიგზავნა, წარწერით “აქ შიშიის დაძლევაში დაგეხმარებიან”. ამ შანსის ხელიდან გაშვება არ შემეძლო.

 

შიშს დიდი თვალები აქვს.

შიშის ჩვეული საშუალებებით დამარცხება შეუძლებელია, თუმცა შეიძლება მისი ნეიტრალიზება. ასე ვიგებთ სადაა პრობლემის თავი, თუ რა თქმა უნდა აქვს თავი შიშს. რა არის პირველმიზეზი? საიდან მოდის ეს ირაციონალური ძრწოლა? რატომაა მასთან გონების დასკვნებიცა და ლოგიკური კავშირებიც? რა იწვევს საშინელებას? საიდან მოდის ის?

აი მე ხომ თვითმრინავების, სიმაღლისა და ღია სივრცის შიში ბევრად იმაზე ადრე განვიცადე ვიდრე ჩემს პირველ რეისზე მოვხვდებოდი. საიდან მოვიდა ეს ყველაფერი? არავის შევუშინებივარ, არავის მოუყოლია საშინელი ისტორიები ვარდნაზე, ჩემს ბავშვობაში მედიაც არ გადმოსცემმდა ავიაკატასტროფის ამდენ წვრილმანს როგორც ახლა… მაშ რატომღა მეშინია ასე ძლიერ?

აღმოჩნდა რომ ნებისმიერ შიშს მათ შორის სივრცისასაც აქვს სიღრმეში მიმავალი ფესვები. პირველყოფილი თემური წყობილებიდან მოყოლებული ყოველ ადამიანს ჯოგში თავისი სახეობრივი როლი ჰქონდა. ვიღაცა საცხოვრებელს იცავდა ვიღაცა ახალ მიწებს იპყრობდა, ვიღაც ნადირობდა, ვიღაც შვილებს აჩენდა… ყოველ ჯოგს ყავდა “დღის მოდარაჯე” ადამიანები როლებიც გააციცებით ადევნებდნენ ყველაფერს თვალს და გარშემო საშიშროების ნიშნებს ეძებდნენ.

აქ გადამწყვეტ როლს ვიზუალი თამაშობდა – ის “დღის გუშაგი” და ასევე მთავარი ფუნქცია, იარაღი და საშუალება იყო ინფორმაციის მოსაპოვებლად. მათი განსაკუთრებით მგრძნობიარე ვიზუალური სენსორი განაპირობებდა არა მხოლოდ ერთი ფერის უამრავი ელფერის გარჩევას რათა ჰოპიზონტზე უმცირესი ცვლილებაც კი შეემჩნია, არამედ უფრო მაღარ ემოციურობასაც, უნარს განეცადა გრძნობათა გამოვლინების უდიდესი დიაპაზონი გარემოსთან კონტაქტისას.

უზარმაზარი ემოციური ამპლიტუდა და ამ ხალხისთვის დამახასიათებელი თანდაყოლილი გამოკვეთილი სიკვდილის შიში აიძულებდა ვიზუალ მოდარაჯეებს მცირე საფრთხის გამოჩენისას ძლიერი შიში განეცადა – სწორედ ამ შიშის წყალობით, რომლის სუნიც ელვის სისწრაფით ვრცელდებოდა მთელს ჯოგში,ჯოგი იღებდა სიგნალს “საფრთხე” და ახერხებდა თავისთვის გაქცევით ეშველა.

თანამედროვე სამყაროში ვიზუალის როლი გართულდა… საზოგადოებას აღარ სჭირდება ვიზუალური შიშები… ძლიერი ემოციის განცდის შესაძლებლობა კი არსად არ გამქრალა. თუ ბუნებით ნაზი და მგრძნობიარე ვიზუალები არ ისწავლიან ამ მოციების პოზიტიურად განცდას მაშინ მხოლოდ – ისტერიკა და პანიკა რჩებათ, გაფითრება , ცივი ოფლი, მოთქმა და ბოლოს გონების დაკარგვაც…

ამგვარად ვიზუალური ფსიქოტიპის მთავარი ამოცანა სხვა ადამიანების გრძნობების შემჩნევაა,მათ მიმართ ემპათიით განწყობა, თანაგრძნობის გამომუშავება. როცა ვინმეს ვუთანაგრძნობთ შიშის ადგილი აღარ რჩება – ის უკან იხევს და მთელი ემოციური ამპლიტუდა სიყვარულში რეალიზდება სადაც უმაღლესი დონე – სამყაროს და ადამიანების სიყვარულია. ვიზუალებს გამუდმებით ჭირდებათ ემოციური მუხტი. ყოველთვის აკლიათ ეს. ხან იცნიან და ხან ტირიან, ეს “ემოციების საქანელაა” რომელიც სულ ახალ-ახალ განცდებს მოითხოვს. როცა ასეთი გაქანება შიშის მდგომარეობაში ხდება, ჩნდება ირაციონალური ლტოლვა შიშისადმი.

შიში. აი ასეთი თანდაყოლილი გვერდითა ეფექტით იბადებიან ვიზუალები, სიმაღლის შიში კიდევ ერთი ნაირსახეობაა მეტი არაფერი. გაუცნობიერებელი შიშები და ფობიები ეს ისაა რასაც უმკლავდება ნებისმიერი ტრენინგი სვფ-ში.

 

მთარგმნელი: ეკატერინე სამხარაძე

წყარო: https://www.yburlan.ru/biblioteka/strah-visoti