სიყვარულის ეკლიანი გზა

 

ურთიერთობის შენარჩუნება

 

როცა ურთიერთობები უკვე გაჩნდა დგება მათი შენარჩუნების საკითხი. ესაა ე.წ. “ახალფეხადგმული ურთიერთობა”, როცა ქალი და მამაკაცი უფრო ახლოს ეცნობიან ერთმანეთს. ესაა ურთიერთობების განვითარების მნიშვნელოვანი “ანალ-ვიზუალური” ფაზა. ამას კიდევ კანფეტებისა და ყვავილების პერიოდს ეძახიან, ინტენსიური საუბრების, გაპრანჭვის, როცა ორივე მხარე ცდილობს თავიანთი დადებითი მხარეების მაქსიმალურად დემონსტრირებას. თუ ერთ-ერთ პარტნიორს განვითარებული ვიზუალი აქვს მაშინ ის ცდილობს განიმსჭვალოს მეორე პარტნიორით და დროაგანმავლობაში ერთნაირი ვისებების შემჩნევასაც იწყებს. ამ ერთმანეთში შერწყმის პროცესში იბადება სიყვარული. ურთიერთობათა შექმნისა და შენარჩუნების ფაზებს არ აქვს მკვეთრი ზღვარი. ისინი თითქოს “ერთიმეორეშია ჩაწყობილი” და ერთი მეორედან გამომდინარეობს. შექმნის ფაზა თანდათან სუსტდება და შენარჩუნების ფაზას უთმობს ადგილს.

 

ურთერთობების მართვა.

 

იმ მომენტისთვის როცა შექმნის ფაზა უკვე მთლიანად გადასულია შენარჩუნებაში – დგება ურთიერთობათა მართვის ე.წ “კან-ყნოსვური” ფაზა.  ამ ეტაპზე ხდება ქალისა და მამაკაცის როლების გადანაწილება, მათი ვექტორული წყობისა და ბუნებრივი ფუნქციების მიხედვით. როგორც წესი მამაკაცი ასრულებს ჯგუფში რეალიზების როლს, მაშინ როცა ქალს წყვილში რეალიზაცია ხვდება. გარეგნულ მახეში ყალიბდება გარკვეული ერთობლივი კანონები და შეთანხმებები, რომლების მიხედვითაც იწყებს ცხოვრებას წყვილი. ყალიბდება შეთანხმებები ქორწინებაზე, ერთად ცხოვრებაზე, საერთო ბიუჯეტზე და ა.შ.

 

ბავშვებიც როგორც წესი ურთიერთობის სწორედ ამ ფაზაში ჩნდებიან. შენრჩუნებისა და მართვის ფაზები შესაძლოა პარალელურად მიმდინარეობდეს, მაგრამ თან და თან ანალური თაფლობის ფაზა პოზიციებს თმობს და ადგილს უკვე გამყარებულ როლებს და შეთანხმებებს უთმობს. პარტნიორული ურთიერთობების ყოველდღიურობა უკვე ნიშნავს, რომ წყვილი უკვე გადავიდა სხვა, უფრო პროგნოზირებად დონეზე და პატრნიორებმა საკმაოდ კარგად გაიცნეს ერთმანეთი. ურთიერთბათა მართვის ფაზის განვითარებასთან ერთად ქალი და მამაკაცი მონაცვლეობით ხვდებიან “დროისა და მდგომარეობების ღერძებზე”, ამ დროს მათ შეხედულებები ეცვლებათ და როგორც წესი საკმაოდ შორდებიან დასაწყისი ფაზებისას შექმნილ წარმოდგენებს. დავიწყებას მიეცემა თავდაპირველი შეხედულებები.

 

თან და ან უკვე გონიათ რომ ერთმანეთზე ყველაფერი იციან. ურთიერთობა განვითარებულია მაგრამ ამავე დროს პარტნიორები რომლებსაც უკვე შეეცვალათ წარმოდგენები ერთმანეთზე ახალ ეტაპზე გადასვლას იწყებენ. ურთიერთობა ამ დროს ან სხვა ხარისხში გადადის ან ირღვევა. განვითარებული ურთიერთობა ახასიათებს ადამიანებს , რომლებსაც თავანთ ვექტორულ წყობაში გააჩნიათ განვიტარებული ვექტორები ინფორმაციული მეოთხედიდან სმენის ან/და ვიზუალური. მათი ურთერთობა გადადის სხვა ხარისხში და იწყება ურთიერთობის განახლება, რაც მოიცავს ყველა წინა ფაზას.

 

ურთიერთობათა სტადიების გამოვლენის მაგალითი,

 

აი როგორ მჟღავნდება ურთიერთობატა სტადიები “სამსახურებრივი რომანის” გმირების მაგალითის მიხედვით – ა.ე ნავასელცევი – ანალ-ვიზუალი პერსონაჟი და ლ.პ კალუგინა – კანი პერსონაჟი. მათი ურთიერთობის შექმნას ვაკვირდებით იმ ეპიზოდიდან სადაც ნავასელცევი ცდილობს არაფორმალურ გარემოში მიიქციოს ქალის ყურადღება, სთავაზობს მას კოკტეილს და საუბრობს არასამსახურებრივ თემებზე, თავის თავზე, თავის გატაცებებზე, ჰობიზე, შესაძლებლობებზე.

ფილმიდან უკვე გვახსოვს, რომ ამ ურადღების საპასუხოდ გმირი იღებს ფრთხილ დამოკიდებულებას. მაგრამ ურთიერთობს საწყისი უკვე გავლილია. ჩვენმა გმირმა შეძლო ქალის დაინტერესება თავისი პიროვნებით. ფილმის მსვლელობისას ამ წყვილს აქვს ხშირი შეხვედრები და დიალოგები, როდესაც საწარმოზე საუბრების გარდა ისინი ერთმანეთის მიმართაც იჩენენ ინტერესს, იხსნება ახალი საზღვრები რომლებზეც აქამდე არც ერთმა არ იცოდა. ამას შეიძლება ურთიერთობის შენარჩუნების ფაზა ვუწოდოთ. და როგორც ამ ეტაპს ახასიათებს პარტნიორები ცდილობენ ერთმანეთის გადაკეთებას, ამის დემონსტრირებისთვის გამოდგება მომენტი როდესაც ნავასელცევი ამბობს “მე კერკეტი კაკალი ვარ”, ხოლო კალუგინა პასუხობს “ვშიშობ მე თქვენი ხელახლა აღზრდა მომიწევს”.

 

საწყისი ფაზის წყალობით გმირები ერთმანეთზე აქამდე უცნობ დეტალებს იგებენ რის შედეგადაც აზრს იცვლიან და ერთმანეთი უყვარდებათ. ნავასელცევი, რომელსაც ვიზუალური ვექტორიც აქვს ეუბნება კალუგინას “მე არ მქონდა უფლება მხოლოდ კარიერის გამო დაგახლოებოდით და ვერ წარმოვიდგენდი , რომ შემიყვარდებოდით. თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ რა შორს ვიყავი ამისგან.” შემდეგ ფილმიდან ვხედავთ, რომ მათი ურთიერთობა მართვის ფაზაზე გადადის და გმირები ქორწინდებიან და შვილები უჩნდებათ. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამის მერე მათ შეძლეს ურთიერთობა ახალ ხარისხში გადაეყვანათ.

 

წყარო https://archive.is/XGiIR

მთარგმნელი – ეკატერინე სამხარაძე.