სმენითი (აუდიალური) ფსიქოტიპის ხასიათი.

 

ეპიგრაფის ნაცვლად.

ცოცხალ ნივთიერებას ფორმათა მრავალფეროვნებაში გააჩნია მზის შუქზე, ან უმისობაზე რეაგირების უნიკალური უნარი.

ადამიანების უმრავლესობა რეაგირებს ორგანიზმის მზარდ ბიოქიმიურ აქტივობაზე და შემდგომ სოციალურ აქტივიზაციაზე. მზის შუქი, ასე ვთქვათ ფოტონების ნაკადი, თვალების რეცეპტორების გაღიზიანებით იწვევს ორგანიზმის ბიოქიმიურ რეაქციებს (ადრენალინის გამოყოფას). თვალებს ვახელთ და ვიღვიძებთ. წუხელ ყველაფერი პირიქით იყო მზე ჩავიდა თვალები დავხუჭეთ ორგანიზმის ბიოქიმიური რეაქციება აქტიურიდან პასიურ ფორმაში გადავიდნენ და დავიძინეთ.

თუმცა ჩვენს ჯოგში ერთი ანომალიური ტიპია (უფრო არანორმალური), მისი ორგანიზმის პროცესები ზუსტად პირიქით ფუნქციონირებენ. გვიან, უკუნ სიბნელეში ის იღვიძებს და თავისი ფუნქციური როლის შესასრულებლად აქტიურდება, ის ღამის გუშაგია – ჯოგის ღამის მცველი.

თვალები სიბნელეში ვერ დაეხმარებიან, დარჩა ყურები.

 

სმენური ფსიქოტიპი

ღამის გუშაგი, დუმილის მეფე.

უძველეს ჯოგში სმენის ფუქციები იყო ღამის ხმების მოსმენა. ის იყო და რჩება ჯოგის ღამის დარაჯად. მისი ფუნქცია მოითხოვს – არ დაიძინოს ღამით. ღამით ის ხმებს უსმნეს და მომენტალურად შიფრავს. სმენას შეუძლია ხოჭოს ფრთების შრიალი, ლეოპარდი ნაბიჯებისგან გაარჩიოს, ასე მოწყობილი მისი ტვინი და ყურები.

დღისით კი სძინავს, მთელი ღამე იმორიგევა ღამის სიჩუმითა და მყუდროებით დატკბა. მის ცნობიერებაში ისე ღრმადაა გამჯდარი ეს უძველესი ფუნქცია რომ თანამედროვე სმენაც კი არ იძინებს ღამით. ექიმებიც რაღა თქმა უნდა “წარმატებით” კურნავენ მის უძილობას. დადგა დრო რომ ექიმებიც დაფიქრდნენ, რატომაა რომ ერთნი მზის ამოსვლასთან ერთად იღვიძებენ, მეორენი კი ამ დრომ ღრმა ძილში არიან.

 

ღამის გუშაგის საიდუმლო.

სმენა ჯერ კიდევ დედის მუცელში აყურადებს სამყაროს ჰარმონიასა და დისჰარმონიას, ჯერ კიდევ იქ ეყრება საფუძველი მის ეგოცენტრულ ხასიათს. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ეგოცენტრიზმისკენ მიდრეკილება ამ ტიპის ერთერთი ფუნქციურ-როლური მახასიათებელია. ამაზე პასუხისმგებელია ტვინის ღრმა და უძველესი სტრუქტურები. შემჩნეულია რომ “რატომიას” ასაკის სმენები (3-დან 5 წლამდე), როგორც წესი არაფერსაც არ კითხულობენ, ანდა ეს თვისება ძალიან სუსტადაა გამოხატული. თუმცა განვითარების სხვა პარამეტრებით ისინი სხვებს არ ჩამორჩებიან. გარე სამყარო ისე არ აინტერესებთ როგორც საკუთარი შინაგანი. ეგოცენტრიზმი ანუ სამყაროს სხვების თვალით დანახვის უუნარობა – სმენის თანდაყოლილი თავისებურებაა. ეს არაა ბუნების გამოცანა, სავსებით საფუძვლიანი მოვლენაა. გავიხსენოთ რომ ეგოცენტრიზმთან ერთად სმენას თანდაყოლილი აქვს მისი ძირითადი ფუნქცია “ღამის დარაჯი”. მათ დღისით სძინავთ და ღამით ფხიზლობენ. მოდით პატარა სმენის ერთი ჩვეულებრივი დილა აღვწეროთ.

ზუსტად მზის ამოსვლისას დაახლოებით ექვს საათზე ჩვენმა პატარა სმენამ როგორც იქნა დაიძინა. ზუსტად ერთ საათში ტელევიზორი მთელს სახლში გაჰკივის “ვივარჯიშოთ, ვივარჯიშოთ, ვივარჯიშოთ.” და მშობელიც დარწმუნებულია რომ მისი შვილი მაშინვე წამოხრება და ცხოვრების რიტმში ჩაებმევა. არა და არა! მას უბრალოდ არ ესმის არც ტელევიზორის და არც იმ ორი მაღვიძარას ხმა რომლებიც უკვე ბალიშის ქვეშ დაუდეს. ინფორმაციის მიღების სმენურ არხს, ისევე როგორც ნებისმიერ სხვას, აქვს თავისი მგრძნობელობის დიაპაზონი. არა მხოლოდ სიხშირის, არამედ შემომავალი სიგნალის ამპლიტუდის მიხედვით. უკიდურესად ხმამაღალი ხმა მას აღარ ესმის.

სამაგიეროდ ძლივს გასაგონი ხმა ესმის. ის ჩურჩულით უნდა გააღვიძოთ. ნაზად ჩასჩურჩულეთ: ”საყვარელო გაიღვიძე”. აი როგორც იქნა წამოდგა და მაგიდასთანაც დასვით. საინტერესოა თქვენ თავად რას იზამდით, ვინმეს ღამის 2 საათზე რომ წამოეგდეთ საწოლიდან და სასარგებლო დიეტური საჭმლით გაწყობილ სუფრასთან დაესვით? ამის შემდეგ ისევ გაოცებთ მისი კატეგორიული უარი საუზმეზე? ასეთ ცხოვრებზე უარი? მერე კი თითქმის 20 კილოგრამიანი ზურგჩანთა აჰკიდეთ და ამა თუ იმ ტრანსპორტით თქვენი საგანძური სკოლაში გაუშვით. მერე? ის მიუჯდა მერხს და… ძილი გააგრძელა (თუმცა ძილში ყველაფერი ესმის). აი აქაც არ გაუმართლა – შესვენება. ორალი, რომელიც მთელი 45 წუთი იძულებული იყო გაჩუმებულიყო, დერეფანში გამაყრუებელი ღრიალით გავარდა, პატარა სმენა კი მოიკუნტება, კუთხეში დგება და გაყინულ ქანდაკებას ემსგავსება.

ეს მოსიარულე “უცნაურობა” სახლში დაბრუნდა. ყურსასმენები დაიკეთა, თვალება დახუჭა და ჩაიძირა ნეტარებაში. ამ დროს სამზარეულოში ბებია კოტლეტებს ბრაწავს, ასე 50-60 ცალს მთელს ოჯახს რომ ეყოს. ტაფა სასიამოვნოდ შიშხინებს. მას კი მხოლოდ ამ შიშხინის გამო უკვე სასტიკად სძულს კოტლეტები. სმენას ზოგჯერ ჭამა საერთოდ ავიწყდება. ნეტა იცოდეთ ღამით როგორ საზიზღრად ბუყბუყებს საჭმელი მუცელში. ამ დროს მზრუნველი ბებია მიდის შვილიშვილთან და ეხვეწება “შვილო შეჭამე”. სმენა – მისი უკიდურესად მგრძნობიარე სმენით რომელიც მაშინვე აფიქსირებს სიყალბეს, ის თავს სწევს დიდხანს უყურებს და მერე წყნარად ამბობს, “არა ბებო არ მინდა”, ბებია მიდის თავის ქალიშვილთან, სმენის დედასთან და შესჩივის “ ბავშვი არაფერს ჭამს, მოკვდება მშიერი, უშველე რამე” და ისიც მიდის საშველად. ახლა უკვე შეშინებული დედა დაადგება თავზე კოტლეტებიანი თეფშით და ეხვეწება “ჭამე შვილო ჭამე.” “ოო, დედა შემეშვი არ მინდა, არ შევჭამ! თავი დამანებე!”

დედა მამასთან მიდის

“ ძვირფასო რამე უნდა ვიღონოთ ბავშვი შიმშილით კვდება, დაელაპარაკე კაცურად.”

მამა უკვე ურტყამს … და ხმამაღლა ეუბნება: “დიდი ხანია შენთან კაცურად დალაპარაკება მინდოდა.”

სმენა ყურსასმენებს იგლეჯს, ფეხს აბაკუნებს და ღრიალებს: “მომწყდით თავიდან”

დასკვნა ერთია – ბავშვი ავადაა, არანორმალურია, სამკურნალოა. ამიტომ ან ფსიქიატრიულში უშვებენ, ან ჯარში, ღირსია!

მისდა საბდნიეროდ ჯარში არ წაიყვანენ, ხერხემალი გამრუდებული აქვს.

გარშემომყოფთა გავლენის წყალობით სმენებს ხშირად დაბალი თვითშეფასება აქვთ და უყალიბდებათ არასრულფასოვნების კომპლექსი. თუმცა მარტო დარჩენილები საკუთარ თავს გენიოსებად აღიქვამენ და არც ცდებიან.

სმენებს საოცარი თავისებურება აქვთ – მათ შეუძლიათ ხმით ძალიან ბევრი რამე თქვან ადამიანზე. ეს იმიტომ, რომ უმცირესი ტონის დაფიქსირებაც კი შეუძლიათ. ხმა ძალიან მნიშვნელოვანი მახასიათებელია, ის ადამიანის ანატომიასა და ფიზიოლოგიასთან პირდაპირაა დაკავშირებული.

 

სმენის ეგოცენტიზმი

ეგოცენტრიზმია როცა არც გინდა და არც შეგიძლია სხვათა პოზიციისა და სააზროვნო მოდელის მიღება. სმენას არ შეუძლია საკუთარი აზრის შეცვლა, ვერ ითავისებს სხვის შეხედულებას რადგან გადაჭარბებულ მნიშვნელობას ანიჭებენ საკუთარ წარმოდგენებს სამყაროზე.

თუმცა ეს გადაჭარბებული შეფასება, ეგოიზმში ნუ აგვერევა. ეგოიზმი ესაა საკუთარი სარგებლის მიღება სხვების გათვალისწინების გარეშე. სმენის ეგოცენტრიზმი ესაა საკუთარი მეს აღქმა, როგორც უმაღლესი გაცნობიერობულობის. საკუთარი, ყველაზე დიდი ,,მეს“ შეგრძნება, ესაა სმენის ვექტორის ყველაზე დიდი ტვირთი. ეგოცენტრიზმი სმენის ყველაზე მკვეთრი გამოხატულებაა. ჩვენ – სისულელეა, მე – სიბრძნე, ესაა იმ გიგანტური პირამიდის საყრდენი, რომლის წვეროსაც დამსახურებულად იკავებენ სმენები. ერთხელაც თავის ტვინის ბიოქომიის სიბრძნით დაბალანსებისას სმენა ყველაზე დიდ სიამოვნებას მიიღებს. აქედან იღებს სათავეს სმენის ყველაზე დიდი ეროგენული სურვილი მიიღოს სიამოვნება “სიბრძნეებზე ფიქრით” გამუდმებით და ხელის შეშლის გარეშე. შრომატევადი პროცესი, სადაც დახარჯული გონებრივი რესურსების შესაბამისი შედეგი იშვიათად მიიღწევა.

 

მადლიერების სიტყვები.

ამ წიგნის ავტორს გაუმართლა და გაიცნო ფსიქიატრი, საქვეყნოდ ცნობილი პროფესორი ნატალია ტრაუგოტი. მასთან ვისაუბრე ფსიქოგენურ სიყრუეზე და სმენა ბავშვების სხვა პრობლემებზე. მან დამიდასტურა რომ ხან და ხან ბავშვებს არაცნობიერის ფსიქიური განუვითარებლობით შეცდომით აგზავნიან სმენადაქვეითებულთა დაწესებულებებში. დაამატა, რომ ბავშვის სმენის შესახებ საბოლოო დასკვნა უნდა გააკეთონ ექიმმა და ფსიქოლოგმა ერთობლივად. მან ყურადღებით მოისმინა ჩემი კონცეპცია სისტემურ-ვექტორული ფსიქოანალიზის შესახებ და მისი უფრო დახვეწა მირჩია. მისი სიტყვები დღემდე მახსოვს “ახალგაზრდავ, მოემზადეთ იმისთვის, რომ მთელი ოფიციალური მეცნიერება და განათლებული საზოგადოება თქვენს წინაშე კედლად აღიმართება.”

ასეც იყო, არა მხოლოდ კედლად აღმართა, კუდზედაბიჯებული ძაღლივით აყმუვლდა. მაგრამ ჩემს ტვინამდე ამან ვერ მოაღწია. კურთხევა პირველი პირისგან ხომ უკვე მქონდა.

 

მარტოობა – ფუფუნება გენიოსისთვის.

საკუთარ წარმოდგენებში ყველა სმენა გენიოსია. მათი მსჯელობა ობიექტურობით გამოირჩევა დასკვნები უჩვეულოა.  ინფორმაციას შთანთქავენ მაგრამ უკან აღარ აბრუნებენ.

ხშირად რამდენიც არ უნდა ელაპარაკოთ მაინც თავის აზრზე რჩებიან. სმენები ვერ იტანენ მაღალ ხმებს, გამაღიზიანებელ ბგერებს როგორიცაა კაწვრა დანით ტაფაზე ან ფრჩხილებით კლავიატურაზე.

სმენებს სხვების ხმა ესმით და ხმით შეუძლიათ ადამიანის ფსიქოლოგიური თვისებები განსაზღვრონ. მაგრამ ძალიან ცდებიან როცა ფიქრობენ, რომ სხვებიც მათსავით აზროვნებენ და ისევე ჭკვიანები არიან როგორც ისინი. ამას მოჰყვება გაუგებრობები, სხვების ვერმიღება, რასაც საბოლოოდ სრული განდგომა მოსდევს. სმენა ცოტას ლაპარაკობს, ბევრად უფრო ცოტას ვიდრე სხვები.

თუ არ ეხებიან და შეეშვნენ ის თვლის რომ ე.ი. უყვართ. ოჯახი, შვილები, პოლიტიკა, დიდება და სმენა შეუთავსებელი ცნებებია.

 

არაამქვეყნიური… ანუ როგორ ვიცნოთ ისინი?

თუ ჩამომხმარი უსიამოვნო შესახედაობის ადამიანს შეხვდით, გრძელი დაუვარცხნელი თმით, გაყინული მზერით, ჩაცვენილი თვალებით, მდუმარე საკუთარ თავში ჩაღრმავებულს და ამ სამყაროს ვერ მორგებულს, მაშინ შეგიძლიათ სრულიად დარწმნებულები ბრძანდებოდეთ რომ ეს ადამიანი სმენის ვექტორიანია. სწორედ ამავე მიზეზით ცხოვრებაში საკუთარ ადგილს მოკლებულები “ჰიპობენ”. საკუთარ სახლში ჩაკეტილები ზენაარი ხმის კარნახით “უჭკნობ” ნაშრომებს წერენ.

სმენების გარეგნული ნიშნებია – გრძელი თმა, მოუვლელობა, სადღაც მიღმა ყურება, საკუთარ თავში ჩაღრმავება, საკუთარი თავის სიძულვილი, გარე სამყაროსთან ვერ ადაპტირება, მდუმარება, ,,ჭლექინის” გარეგნობა. საყვარელი ფერი – ლურჯი, ცისფერი. საყვარელი ფიგურა ქვიშის საათი.

სმენა აბსოლუტური ინტროვერტია განსაკუთრებული თავისებურებით – ის მთლიანად ორიენტირებულია საკუთარ განცდებზე, მდუმარე და არაკონტაქტურია.

თუ ვიზუალი აბსოლუტური ემოციური ექსტრავერტია, არანაკლებად ემოციური სმენას მხოლოდ ერთი პრობლემა აქვს – ის მთელს თავის ემოციას შიგნით იგროვებს მაშინ როცა ვიზუალს ყველაფერი გარეთ გამოაქვს. ყოველ წამს სმენის სხეულში “ვეგეტატიური ქარიშხალი” მძვინვარებს. ემოციები ინტროვერსიის ზანდუკში აწყვია. ზანდუკს თავზე სიმძიე ადევს ხოლო მთელ ამ კონსტრუქციას ქრონიკული დეპრესია ეწოდება. დეპრესია ესაა – სევდის, დათრგუნულობის, ნაღველის, გასრესილობის განცდის, უძლურების და ცუდი ფიზიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა, რასაც აზროვნების გაუარესება და აქტიურობისა და ინიციატივის შესუსტება ერთვის. ცდილობენ ეს მდგომარეობა ქვეყნის, ოჯახის სამსახურის მდგომარეობებს მიუსადაგონ.

სინამდვილეში სმენა მცენარეა, რომელიც ყოველ შემოდგომას ჭკნება და ყოველ გაზაფხულზე ხელახლა იზრდება. მათი სტილია მშვიდი, მონოტონური საუბარი დაბალ ხმაზე, ამავე დროს ფიქრობს და განიცდის საოცრად სწრაფად, ყვირილი მათგან და მათ მიმართაც გამორიცხულია. ხოლო გაკულტურებული სმენები გარეგნულად სუსტი, მორცხვი და წყნარი ადამიანების შთაბეჭდილებას ტოვებენ.

გარშემომყოფებისთვის უბრალოდ მიუწვდომელია მათი შინაგანი განცდების დრამატიზმი, მათი ემოციების სიღრმე და ფართო დიაპაზონი.

სმენებს ძალიან სძულთ როცა აჩქარებენ. ისინი ამას მათი რეალობის აღქმაზე თავდასხმად იღებენ. ის ძალიან მგრძნობიარეა ხმამაღალი ბგერის მიმართ. როცა ტელევიზორს უყურებს, ან რადიოს უსმენს, სულ არ სჭირდება, რომ ხმა მთელი სიმძლავრით იყოს ჩართული. თუ თქვენი პარტნიორი ხშირად ითხოვს ტელევიზორის ანდა სხვა რაიმეს ხმის დწევას მაშინ ის სმენაა (აუდიალი). აი მუსიკა სულ სხვაა, ის მუსიკაში ეფლობა და სულ სხვა სამყაროში გადადის.

შეუძლიათ შეეგუონ არაკომფორტულობასა და ცუდ პირობებს, უსახლკარობასაც კი. მიდრეკილნი არიან პესიმიზმისა და დეპრესიისკენ, არ სჯერათ ხვალინდელი დღის, ეს ყველაფერი ძალიან დამახასიათებელია სმენისთვის. საკუთარი დანაშაულის გაცნობიერება, დანაშაულის გრძნობა და სირცხვილი, სულ მცირე მიზეზის გამოც კი ჩნდება. ის მორცხვია დამთმობი, თავმდაბალი და ყურადღებიანი. თითქმის არ გააჩნია კარიერული და ქონებრივი ამბიციები.

 

ხასიათის თავისებურებები.

დაბალი თვითშეფასება მიდრეკილება არასრულფასოვნების კომპლექსისკენ.

უნარი შეეგუოს არაკომფორტულობას და ცხოვრების არა უსაფრთხო პირობებს.

ჩამოუყალიბებლობა, დიდი ხნის ფიქრი გადაწყვეტილებების მიღებამდე.

დამოკიდებულია სხვების აზრზე, ეშინია ვინმეს აწყენინს, რეფლექსურია.

საკუთარი დანაშაული მაღალი გაცნობიერება, სირცხვილი.

უნარი დაკმაყოფილდეს მოცემული მდგომარეობით, კონფორმიზმი.

კარიერული და ქონებრივი ამბიციების არ არსებობა.

დაბალი საორგანიზაციო უნარები.

ალტრუიზმი, მსხვერპლად შეწირვა, თვითკრიტიკულობა.

ბავშვობაში მიდრეკულება – დაემორჩილოს ავტორიტეტებს, დაუჯეროს მათ, რელიგიურობა, ჩაკეტილობა, ინტროვერსია.

მორცხვობა, დათმობა, თავმდაბლობა, კანომორჩილება.

ადვილად სწყინს და სკურუპულოზურია.

 

სმენა ჯერ კიდე დედის მუცელში ყურაღებით აყურადებს სამყაროს ჰარმონიას და დისჰარმონიას, ჯერ კიდევ იქ ყალიბდება მისი ეგოცენტრული ხასიათი. იქვე ჩნდება გარემოსადმი მტრული დამოკიდებულება. ეს ბავშვები გადამწიფებულები იბადებიან რადგან დედის მუცელში თავს კარგად გრძნობენ.

გარემოს მტრული ხმების ზემოქმედებით ისინი როგორც წესი ძალიან სუსტები არიან და დაბადებასაც არ ჩქარობენ. ფეხმძიმე დედის წუხილი არ ანაღვლებთ, არ ჩქარობენ ამ მგრგვინავ სამყაროში დაბადებას. ეგოცენტრული სმენა ყველას და ყველაფერს აყურადებს და ყველაფერი რაც ესმის შიშს უნერგავს და “გაყინულ” ორსულობას ქმნის. ისეთი რამე ესმის სხვები ახლოსაც რომ ვერ მივლენ, როგორ უნდა იცხოვროს აი ამ კან დედასთან აი ასეთ ფოლადის მკერდით, აი ამ რკინის ტუჩებით რომელიც მოდის და ყოველ დილას მტკიცე ხმით აცხადებს “უკვე შვიდი საათია დროზე ადექი, პირი დაიბანე და ნაბიჯით იარ.”

და ნუ გაგიკვირდებათ რომ ასეთ კანური წვრთნის მერე თქვენს პატარა სმენას გამოფიტვის სინდრომი გაუჩნდება.

დაღლილობა, გამოფიტვა, გარე სამყაროს ცვლილებების მიმართ მგრძნობელობა, ასთენია (უენერგიობა, სისუსტე), ხშირი თავის ტკივილები, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოშლილობა, წონის კლება, ქოშინი, უძილობა.

ზრდასრული სმენა გამოფიტვის სინდრომის პირობებში შემდეგ ქცევით და ფსიქოლოგიურ თვისებებს ამჟღავნებს.

სამუშაო სულ უფრო და უფრო მძიმე ხდება, ხოლო მის შესასრულებლად ძალა იკლებს.

გვიან მიდის სამსახურში და დიდხანსაც არ რჩება.

სამუშაო სახლში მიაქვს.

გაუცნობიერებლი მოუსვენრობის შეგრძნება უჩნდება.

ენთუზიაზმის დონე ნულს ქვემოთ ჩამოდის.

წყენის, სევდის მდგომარეობა, იმედგაცრუება.

მერყეობა, დანაშაულის გრძნობა, გამოუსადეგარობის შეგრძნება.

ადვილად ბრაზდება, მატულობს გაღიზიანებადობა.

ძნელად ეგუება სიახლეს.

ვერ იღებს გადაწყვეტილებას.

დისტანცირება და სულ უფრო დაშორება კოლეგებისგან.

სასიცოცხლო პერსპექტივებზე სულ უფრო მზარდი ნეგატიური განწყობა.

ალკოჰოლისა და ნარკოტიკების ბოროტად გამოყენება.

სმენური მოდალობის პრედიკატები:

როგორც წესი სმენები ამბობენ

ასე ჟღერს

მჟღერი

მზერის დაფარული სინაზე

ჩურჩულით

მესმის

როგორ ჰარმონიულია, დისჰარმონიულია

ურთიერთობაში დისონანსია

გამკივანია,

მუსიკალური სიარულია

მომღერალი ხაზი

მომღერალი ფორმა

ყურების მიღმა გატარება

გახმაურო სიახლე ან ანეგდოტი

გაუგონარია, მოგონილია

 

ტენდენციები:

სმენა არა მიმზიდველობა   – ვიზუალი დემონსტრაციულობა

სმენა გაუცხოება    –     ყნოსვა ჩაურევლობა

სმენა დახვეწილობა – კუნთი უბრალოება

სმენა პასიურობა – ურეთრა აქტიურობა

სმენა თავის თავში ჩაღრმავება – ორალი გადართულობა

სმენა ინტუიცია – ანალი ანალიზი

სმენა ალოგიკურობა – კანი ლოგიკურობა

სიბრძნე

 

ნიშნები

ფატალიზმი, ხატოვანი აზროვნება, დეპრესიულობა, ეგოცენტრიზმი, ინფანტილიზმი, შიში, შინაგანი ხმა, დახვეწილობა, ინტერესების ამორჩევა, მუსიკალურობა, ხმის მიბაძვა, ჩაკეტილობა, შეუგუებლობა, შემოქმედება ტანჯვაში, იმედგაცრუელბა, გამოუვალ მდგომრეობაში ყოფნა, გაქცევა, დელიკატურობა, პატიოსნება, მეოცნებეობა.

 

მთარგმნელი: ეკატერინე სამხარაძე

წყარო: http://www.viktor-sistema.com/shop/index.php?ukey=auxpage_zvukovoj-vektor