სმენითი ბავშვების სწორად აღზრდა.

სმენის ვექტორის წარმომადგენლების თვითშეფასება შეიძლება მერყეობდეს ,,მე ვარ ღმერთი“-დან ,,მე ვარ არარაობა“-მდე. ამ ყველაფრის ფესვებიც ასევე ბავშვობაშია საძებნელი.

სმენის ვექტორიანი ბავშვები განვითარებით ბევრად უსწრებენ წინ თანატოლებს, ამის გამო მათთან საერთო ენას ვერ პოულობენ, წყდებიან მათ და საკუთარ თავს მარტოსულებად აღიქვამენ. საკუთარი თავის განსაკუთრებულობის განცდა და ამის გამო სხვებისგან გაუცხოვება, მის თანატოლებში იწვევს მის მიმართ უკიდურესად ნეგატიურ დამოკიდებულებას – რაც  ჩვენს პატარა ინტელექტუალს აიძულებს კიდევ უფრო მეტად გაუცხოვდეს და საკუთარ თავში ჩაიკეტოს. გართულებული ურთიერთობები კიდევ უფრო აძნელებენ მისთვის საკუთარი თავის, საკუთარი იდეის და ცხოვრების არსის პოვნას – ამიტომ მისთვის რთულდება თვითრეალიზებაც. ასე ფორმირდება ღრმა და ყოვლისმომცველი დეპრესია, რამაც სმენის ვექტორიანი ადამიანი შეიძლება თვითმკვლელობამდე მიიყვანოს.

ბავშვები სმენის ვექტორით ხშირად სვამენ კითხვას ცხოვრების აზრზე და სამყაროზე. აუცილებელია, რომ მათთან ეს თემები მთელი სერიოზულობით განვიხილოთ, გავუღვიძოთ დამოუკიდებლად ფიქრისა და დასკვნების გამოტანის უნარი. სმენის ვექტორის წარმომადგენლმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა „გამოგლიჯოთ“, ან იჩქაროს პასუხის მიგნება. მათ კონცენტრირებისათვის დრო სჭირდებათ. მასთან კამათის დროს სჯობს, ხმას არ ავუწიოთ, არამედ ჩვენი პრეტენზიები მშვიდი ტონით გამოვხატოთ. ხმამაღალი ბგერები უარყოფითად მოქმედებს სმენის ვექტორის მქონე ადამიანის ფსიქიკაზე და მის ტრამვირებას განაპირობებს. აუცილებელია სმენის ვექტორის მქონე ადამიანს საკუთარ თავთან დარჩენის შესაძლებლობა მიეცეს. კლასიკური მუსიკა მას ამშვიდებს და აწონასწორებს. არახმამაღალი მუსიკა ან სიჩუმე – ეს არის იდეალური პირობები სმენის ვექტორის მქონე ადამიანისათვის.