სმენითი ბავშვები ანუ პატარა გენიოსები

ბავშვი, რომელსაც ხშირად ეზარება ქვიშაში თამაში ან ველოსიპედით ქროლვა, უცებ გეკითხებათ:«როგორაა მოწყობილი სამყარო?». შოკისმომგვრელია? სინამდვილეში, ეს ნორმალურია, რადგანაც ბავშვს დომინანტური ვექტორი სმენა აქვს, და მას სწყურია, რომ შეიცნოს არა მხოლოდ დედამიწის მოწყობა, არამედ მთელი სამყაროსი, და მათ შორის საკუთარი თავის. მთავარია — დროულად გაიგოთ, რომ თქვენს ბავშვს სმენის ვექტორი აქვს, და მოახდინოთ მისი აღზრდის მეთოდების კორექტირება იმისთვის, რომ გაზარდოთ ნიჭიერი მუსიკოსი ან დიდი მოაზროვნე.
სანამ ბავშვების მეგობრული ჯგუფი ქვიშაში თამაშობს, ბურთს დასდევს ან უბრალოდ ერთობა და ხმაურობს, თქვენი ბავშვი ცალკე ზის, უბრალოდ რაღაცაზეა დაფიქრებული, ან რაღაცას ხატავს… ცდილობს, მყვირალა თანატოლებისგნ შორს დაიჭიროს თავი (სხვათა შორის თვითონაც არ უყვარს ყვირილი), სამაგიროდ უყვარს სიღრმისეული კითხვების დასმა, და მზერა… ასეთ ბავშვზე ამბობენ, რომ «თავის ასაკზე გაცილებით უკეთაა განვითარებული». ერთნი იტყვიან, რომ ბავშვი — ინტროვერტია, სხვები იტყვიან, რომ ჩაკეტილია, ხოლო ბავშვები, რომლებიც სისტემურ-ვექტორულ ფსიქოლოგიას შეისწავლიან, განაცხადებენ: «სმენის ვექტორიანია». და სრულიად მართლები იქნებიან.
სმენითი ბავშვის განმასხვავებელი ნიშნები
სმენის ვექტორი — ესაა იდეის პირველობა ყველაფერზე. მისი მფლობელი ადამიანები არ უკავშირებენ საკუთარ თავს ფიზიკურ სამყაროს, ისინი ბოლომდე არიან ჩაძირულნი მენტალურ სამყაროში. ასეთი ადამიანების მთავარი მიზანია — გაიგონ კაცობრიობის მოწყობის არსი, გააცნობიერონ, რატომ ხდება ესა თუ ის მოვლენა და რა არის მისი მიზეზი.
სმენითი ბავშვები თავიანთ ფიქრებში თითქმის არაფრით განსხვავდებიან ზრდასრულებისგან: ყოველთვი ჩაფიქრებულნი არიან, ცნობისმოყვარენი, ლიტერატურით გართულნი, რომელსაც ვერცერთი მათი თანატოლი ვერც კი გაიგებს. გარდა ამისა, ისინი ხშირად სვავენ უფროსებს (მშობლებს, მასწავლებლებს, აღმზრდელებს) ჩიხში თავისი მოულოდნელი და სრულიად სერიოზული კითხვებით: «არსებობს თუ არა ღმერთი?», «რა იქნება სიკვდილის შემდეგ?», «როგორაა მოწყობილი კოსმოსი?» — ყველა ეს კითხვა სრულიად ნორმალურია 5-7 წლის ასაკის სმენითი ბავშვისთვის. მათ სურთ ამ სამყაროს შეცნობა და მისი მოწყობის გაგება, ამიტომ მოგვიანებით ასეთ ბავშვებს იტაცებთ ასტრონომია, ფიზიკა, რელიგიები. თუ გსურთ, რომ თქვენი სმენის ვექტორიანი შვილი ჰარმონიულად განვითარდეს — უნდა იცოდეთ აღზრდის მეთოდის ზოგიერთი ასპექტი, რომლებიც დაგეხმარებათ სმენის ვექტორისთვის სწორი მიმართულების მიცემაში და მისი მფლობელის გაბედნიერებაში.
წყარო: http://training8.ru/
სრული ტექსტი იხილეთ ფასიან ჯგუფში: https://www.facebook.com/groups/571353209673619/