სმენითი ზომა და მისი როლი ისტორიის მანძილზე

თუ თქვენ გახსოვთ ვიზუალური ვექტორი (გამომხატველი თვალებით), მან თავისი ისტორის დაიწყო უბრალო რამით. ის თავისი განსაკუთრებული თვალებით აცქერედებოდა გარემოს, ამჩნევდა საფრთხეს, იყო დღის გუშაგი და ასე ეხმარებოდა ჯგუფს. ყველაფერი დანარჩენი, თანაგრძნობა სიყვარული და ა.შ. ვიზუალში მხოლოდ ჩანასახოვნად არსებობდა და მათი გამოვლენა მხოლოდ მოგვიანებით მოხდა, დასაწყისშიკი ფუნქცია ძალზე უბრალო იყო.

ამ კუთხით სმენის ვექტორი იქცეოდა ისევე როგორც ვიზუალური ვექტორი. ღრმა აზრები, ფილოსოფოსობა, კითხვებზე პასუხების გიჟური ძიება, ცხოვრების აზრის ძებნა ეს სმენის ვექტორში არსებობდა, მაგრამ მხოლოდ ჩანასახის სახით, გამოვლენით კი ასევე მოგვიანებით გამოვლინდა. კუნთურ ფაზაში კი სმენის ვექტორიანი იყენებდა მხოლოდ იმ უნარს, რაც მას ფიზიკურად გააჩნდა – თავის განსაკუთრებულ ყურებს. ის იჯდა და ყურადღებით უსმენდა, თვალები საერთოდ დახუჭული ჰქონდა. (თუ თქვენ ამოიცანით საკუთარ თავში სმენის ვექტორი, შეიძლება ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ როდესაც გინდებათ გაწყვიტოთ გარე სამყაროსთან კონტაქტი, თქვენ ხუჭავთ თვალებს, იკეთებთ ყურსასმენებს, იკეთებით ჩაბნელებულ ოთახში, რადგან კონცენტრირება ასეთი ვაკუუმის მდგომარეობაში, სმენის ვექტორიანი ადამიანისთვის ბევრად უფრო ადვილია). დღისით დაცვა არავის ჭირდებოდა (რადგან არსებობდა დღის გუშაგი -ვიზუალი), აი ღამით კი დებოდა მათი დრო. სრული სიჩუმე, სმენის ვექტორიანი ზის, უყურებს ვარსკვლავებით მოჭედილ ცას და ყურადღებით უსმენს, იჭერს უმცირეს ფაჩუნსაც კი, ყველაფერი ესმის მის სათუთ ყურებს, ესმის ორალის ვექტორიანი კუთხეში როგორ ხვრინავს, როგორ მძიმედ ბრუნდება ანალის ვექტორიანი ძილში, ესმის როგორ ვარდება ფოთოლი, როგორ კივის ჭოტი. მთელ ჯოგს ძინავს, ეს კი გუშაგობს.

პრინციპში კუნთურ ფაზაში სმენის ვექტორი მეტს არც არაფერს აკეთებდა. მაგრამ ეს უბრალო, პრიმიტიული მოსმენის პროცესი, წარმოშობდა კოლოსალური კონცენტრაციის უნარს, რომელსაც სმენის ვექტორი თანდათან მიჰყავდა იმ ფუნქციამდე, რომელსაც დღეს ატარებს. რა მოხდა შემდეგ? სმენის ვექტორის ყურადღება გამოვიდა გარეთ. თუ თქვენ სრულად აფოკუსირებთ თქვენს ყურადღებას რაღაცაზე გარეთ, მაგალითად ეცდებით თქვენი ყურადღება სრულად მიმართოთ თქვენს თითზე, ამ მომენტში თქვენ შეიგრძნობთ ფიქრების არქონას, ერთგვარად განაგდებთ ფიქრებს. ეს ის მდგომარეობაა, რომელშიც ძალზე დიდხანს იმყოფებოდა სმენის ვექტორი. მაგრამ თანდათან მისი ყურადღების წერტილმა გადაინაცვლა მის შიგნით. ეს ყურადღების წერტილი თანდათან უახლოვდებოდა და რაღაც მომენტში ყურადღების კონცენტრაცია გადავიდა არა იმაზე, რაც მის გარეთ ხდებოდა, არამედ იმაზე, რაც ხდებოდა მის შიგნით.

ეს იყო გარდამტეხი მომენტი კაცობრიობის ისტორიაში. ამ წამიდან სმენის ვექტორიანების გონებაში გამოვლინდა ხარისხობრივად ახალი მოვლენა, რომელსაც ჩვენ ვუწოდებთ ფიქრს. დღეს გვეჩვენება, რომ ფიქრი და აზროვნება მუდმივად არსებობდა, მაგრამ ასე არ არის, ეს უძველესმა სმენებმა გულისგამაწვრილებლად დიდი ხნის მანძილზე, გულისყურის მოკრებით დაიჭირეს რაღაც, რაც მუდმივად უსხლტებოდათ ხელიდან. ათასწლეულების მანძილზე დასდევდნენ აზრს და ერთხელაც დაიჭირეს და მოაქციეს თავისი ყურადღების არეალში. ეს იყო პირველი აზრი, ეს იმდენად რევოლუციური მოვლენა იყო, რომ ამის წყალობით გადაიდგა ახალი ნაბიჯი კაცობრიობის ევოლუციის გზაზე. ამან ჩვენ გვაქცია ნამდვილ ადამიანებად.