სმენითი ფსიქოტიპის ბნელი მხარე.

სმენის ვექტორი ეს პირველ რიგში უზარმაზარი მოცულობის სურვილია. იმდენად დიდი რომ მისი ავსება ხშირად ძალიან ძნელია, ხოლო დაგროვილი უკმარისობა კი დეპრესიების და სხვა მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობების ფორმას იღებს. ბევრი სმენის ვექტორიანისთვის ნაცნობია საკუთარ თავში ჩაღრმავებისა და ხმაურიანი სამყაროსგან გაქცევის სურვილი. მაგრამ ყველამ არ იცის როგორ უკიდურესობამდე შეიძლება ასე მისვლა სხვა არახელსაყრელი პირობების “ხელშეწყობით”. საქმე იმაშია რომ ადამიანებისაგან მოწყვეტითა და ფსიქოლოგიურ მარტვილობაში წასვლით სმენის ვექტორი უფრო და უფრო კარგავს კავშირს გარემოსა და მის გარშემომყოფ ხალხთან.

ის კონცენტრაციისა და ახალი იდეების ჩამოყალიბების საჭიროებას განიცდის. მაგრამ ამის გაკეთება არ შეუძლია. ეს კი იმიტომ ხდება რომ სხვა ადამიანებთან ურთიერთობის გარეშე მისი ფიქრისა და შემეცნების უნარი კი არ  გაიზრდება ძველი ღვინოსავით ბოთლში მომწყვდეული დარჩება. იდეები დუღს და მუქ ფერში იფერება, სხვა ადამიანების შემეცნების გარეშე ხომ სმენის ეგოცენტრიზმი მალე შემაშფოთებელ სახეს იღებს – “მეზიზღებიან ადამიანები და მათზე ბატონობაზე ვოცნებობ”.

ასეთ მდგომარეობაში სმენის ვექტორიანს შეუძლია მთელი თავისი ბავშვობის ტრავმები, წყენა და არარეალიზებულობის ტკივილი მთელ სამყაროზე გადაიტანოს, სხვები დაადანაშაულოს თავის პრობლემებში. მის გარშემო მიმდინარე მოვნელები ამგავრი ადამიანისთვის თანდათან კინოფირად იქცევა სადაც ის ყველაფერს აკვირდება მაგრამ სულ უფრო ნაკლებად იღებს ამაში მონაწილეობას. ხალხი, მათი ფუსფუსი, საუბრები, თვით მათი არსებობაც კი მასში სიძულვილს აღძრავს, ხან და ხან კი კაცთმოძულე იდეებიც კი იპყრობს.

ეს მძიმე მდგომარეობა შეიძლება ადამიანში შემზღუდავი კულტურული ფენის გაქრობადმე განვითარდეს, სხვა ადამიანებთან მიმართებაში რომლებსაც ის ცოცხლებათაც ვეღარ აღიქვამს. მისთვის ისინი – სურათების მონიტორის ეკრანზე, ილუზია, პაიკები რომლებსაც ის მართავს. ამ დროს თავისი იდეების გავლენითა და ბრძანებით შეუძლია მათ მოსაკლავადაც წავიდეს, და შეეცდება რაც შეიძლება რაც შეიძლება მეტი ადამიანის სიცოცხლე გაიყოლოს.

დღეს მათი უმრავლესობა ვინც სმენის მძიმე მდგომარეობაშია ჩავარდნილი საკუთარ თავს ინტერნეტში ე.წ. “სიკვდილის ჯგუფებში” პოულობენ. სოცქსელებში მძიმე ცხოვრებისეულ სიტუაციაში ჩავარდნილ ადამიანებს უკანასკნელი ნაბიჯისკენ უბიძგებენ. ინტერნეტი მათ უსაფრთხოების შეგრძნებასა და მკითხველთა დიდ აუდიტორიას აძლევს. ამგვარად ახდენენ თავიანთი სამყაროს საძულველი ადამიანებისგან გაწმნედის იდეის რეალიზაციას და საკუთარი მმართველობის ილუზორულ შეგრძნებასაც იკმაყოფილებენ.

სამწუხაროდ, ბავშვობის ტრავმებითა და სმენური ნაკლებობებით ნატანჯი, ასეთი ადამიანები მაინც ინარჩუნებენ უარმავ სმენურ თვისებას. მაგალითად აბსტრაქტული ინტელექტის უზარმაზარ შესაძლებლობებს. ინტერნეტში პოსტის კითხვისას ძნელად თუ მიხვდებით ადექვატურია მისი ავტორი თუ არა. გამართული ენა, შთამბეჭდავი შინაარსი, დისკუსიის წარმართვის უნარი – წუნს ვერ უპოვით. მხოლოდ აზრების მიმართულება თუ გასცემს. ადამიანი სიკვდილს უმღერის. ლოგიკურად თუ მივიდგებით: თუკი მართლაც ასე შთაგონებულია ამ თემით, მაშ რაღას უზის ინტერნეტს ცოცხალი და კმაყოფილი? მაგრამ ლოგიკურად მსჯელობა რთულია როცა საქმე ემოციებს ეხება.

კიდევ ერთი თანდაყოლილი სმენური თვისებაა სხვისი ნაკლებობების გამოცნობა და მის გრძნობებზე თამაშია. სწორედ ამიტომაა რომ სიკვდილის ჯგუფების მოზარდ ხელისმომწერებს გონიათ რომ მხოლოდ აქ ესმით მათი ტკივილი. გაგებით კი ესმით მაგრამ საკუთარი ბინძური მიზნებისთვის იყენებენ. საუკეთესოები საუკეთესოებს შორის ჩვენი ახალგაზრდობიდან, სმენისა და ვიზუალური ვექტორის მატარებლები, განზრახ ნადგურდებიან.