სმენითი ფსიქოტიპის გამოვლინებები (3)

კან-სმენა

დღევანდელ ლექციაში განვიხილავთ კანური და სმენური ფსიქოტიპების კომბინაციას, მის განსაკუთრებულობებს, ქცევით მახასიათებლებსა თუ დამახასიათებელ სტრესებს. ნორმალურ პირობებში სმენის ვექტორი, იღებს კანურ პრაგმატიზმს, თვითკონტროლს, დისციპლინირებულობას, ამდიდრებს მას აბსტრაქტული ინტელექტით და აძლევს მიმართულებას.

რას გვაძლევს ამ ორი ვექტორის, სურვილთა ამ ორი ნაკრების კომბინირება? კან-სმენა ეს არის კანი და სმენა ერთად, მოძრაობა + იდეა. ესაა იდეა, გადმოტანილი ქმედებაში, იდეა მისი პრაგმატული გამოყენებით, ან არსებული იდეის დახვეწით. სწორედ კან-სმენები დგანან ყოველი ტექნიკური ნოვაციის (თუმცა არა რევოლუციურ აღმოჩენათა) უკან, სწორედ კან-სმენები აუმჯობესებენ უკვე არსებულ გამოგონებებს. სწორედ ისინი ქმნიან მიკროჩიპებს, უახლეს ელექტროტექნიკას, ისინი არიან რობოინჟინრები და ტექნიკური პროგრესის წინამძღოლები. სწორედ კან-სმენების შექმნილია პერსონალური კომპიუტერი, ვინდოუსი, ინტერნეტ ქსელი, ასევე ყველა წამყვანი სოციალური თუ საძიებო ქსელი (facebook-ი, google, skype და ა.შ.). თანამედროვე ეპოქაში კან-სმენები (ყნოსვებთან ერათად) ქმნიან პოლიტიკურ, სოციალურ, თუ ეკონომიკურ ამინდს. ხშირად სწორედ კან-სმენები არიან ახალი რელიგიური მოძღვრებებისა და ფანატიზმამდე აყვანილი იდეების შემოქმედები და გამტარები… საკმარისია მაგალითისთვის ავიღოთ პერსონალური კომპიუტერი. პირველი თაობის კომპიუტერები (რომელიც ასევე სმენის ვექტორიანებმა გამოიგონეს და ააწყეს) უზარმაზარი ზომის იყო, შიგნით მოთავსებული გიგანტური ლამპებით, ეს მოხდა 1940 წელს. იდეა კი 1945 წელს განხორციელდა ამერიკელი ფიზიკოსების ჯონ ეკერტმისა (Jon Eckert) და ჯონ მოუჩის (Jone Mauchiy) მიერ. პირველ კომპიუტერს კი სახელად ENIAC უწოდეს. ეს უზარმაზარი “ყუთი” ერთ დიდ ოთახს იკავებდა და მას მხოლოდ არითმეტიკული გამოთვლები შეეძლო. მართალია იმ დროისთვის პირველი კომპიუტერი იყო, მაგრამ, სრულიად უსარგებლო, რადგან მხოლოდ გამოთვლებისთვის დაახლოებით მოიხმარდა იმდენ ელექტრო-ენერგიას რამდენსაც 1 დიდი ფაბრიკა. ის უმარტივესი ოპერაციების შესრულებასაც დიდ დროს ახმარდა, მეხსიერება კი რამოდენიმე მბ-ს არ აღემატებოდა. კან-სმენური ზომის წყალობით, მოხდა ამ კომპიუტერის პერსონალურ კომპიუტერად ქცევა. დღეს ერთ პატარა პლანშეტში თავსდება თავსდება საკმაოდ დიდი მოცულობის ინფორმაცია. შედარებისთვის ის იტევს მეტი წიგნს, ვიდრე ეს საშუალო ზომის ბიბლიოთეკას შეუძლია.

კან-სმენაში ვხვდებით ისეთ მოვლენას, როგორიცაა ფანატიზმი. ესაა მდგომარეობა, როდესაც სმენური იდეა, მოქცეულია კანურ ჩარჩოებში. ასეთ დროს იდეოლოგი კან-სმენა საკუთარი იდეის მიღმა ვეღარაფერს ხედავს, მისთვის მხოლოდ თავისი იდეა არსებობს. ყველა, ვინც მის იდეას არ იღებს, ან ეწინააღმდეგება, მისთვის ,,საზღვრების გარეთაა“. ასეთებს კი სინდისის ქენჯნის გარეშე მოიშორებს, რადგან მათ ადამიანებად კი არ აღიქვამს, არამედ იდეის მტრებად. ყველაფერი, რაც მის იდეას ეწინააღმდეგება, ფანატიზმამდე მისული კან-სმენისთვის არარაობაა და მისი განადგურება არაფრად უღირს. სწორედ კან-სმენა ფანატიკოსები იყვნენ ინკვიზიტორთა აბსოლუტური უმრავლესობა, რომლებიც რელიგიური იდეის წინააღმდეგობისთვის სპობდნენ და კოცონზე გზავნიდნენ ასობით, ათასობით ადამიანს.

 

(სრული ტექსტი იხილეთ სვფ-ს ფასიან ჯგუფში: https://www.facebook.com/groups/571353209673619/?ref=bookmarks)

 

ავტორი: სერგო ღამბაშიძე