სმენითი ფსიქოტიპის გამოვლინებები (4)

ურეთრალ-სმენა ვიზუალით

  როდესაც ურეთრალ-სმენას ერთვის ვიზუალი, კარგ შემთხვევაში ვიღებთ ურეთრალ-სმენას, რომლის რევოლუციონერობა, მასშტაბურობა, ჯგუფზე პასუხისმგებლობა და აბსტრაქტული ხედვა გამდიდრებულია ვიზუალური ვექტორის კულტურით, ინტელექტითა და მზრუნველობით. ურეთრალ-სმენა ვიზუალით, ზრუნავს და პასუხისმგებლობას იღებს არა მხოლოდ ჯგუფზე, როგორც მთლიან ორგანიზმზე, არამედ მის თითოეულ ინდივიდზეც. ვიზუალი მატებს ურეთრალ-სმენას წარმოსახვის უნარს, უმდიდრებს ფანტაზიებს, ამასთან მის ,,აწყვეტილობას“ და მატერიისგან გაქცევის სურვილს რამდენადმე არბილებს.

თუმცა ამ კომბინაციაში არის ერთი გავრცელებული პრობლემა: ხშირად ურეთრალ-სმენაზე ვიზუალის დართვისას ვიღებთ იმის საწინააღმდეგო ეფექტს, რაც ორალის დართვისას იყო. კერძოდ: სმენაც და ვიზუალიც ინფორმაციული მეოთხედის ვექტორებია, ორივე მიდრეკილია ინფორმაციის მიღების, გადამუსავების და ინტელექტუალურ სიბრტყეში აყვანისაკენ. ვიზუალი ქმნის ხელოვნებას, კულტურას, მორალს და ამზადებს საფუძველს სმენის იდეებისათვის. როდესაც ეს ორი ვექტორი თავს იყრის ერთ ინდივიდში, ისინი ქმნიან ერთიან ბაზას და ხშირად ერთმანეთში სრულად იხსნებიან. როდესაც ურეთრალ-სმენას ერთვის ვიზუალი, ხშირად სმენა და ვიზუალი ერთიანდებიან და ურეთრალური ვექტორის ოდნავი დაზიანების შემთხვევაშიც კი ერთიანი ძალით ახდენენ ურეთრალურ ვექტორზე დომინაციას. ასეთ დროს ყველაზე ხშირად ვიღებთ ზემოთ აღწერილ პროტესტის სცენარს, იმ განსხვავებით, რომ ორმაგი წნეხის ქვეშ მოქცეული ურეთრალური ვექტორი ბევრად მეტადაა ზეწოლისგან გასრესილი (თუ ამ მდგომარეობაში მყოფ ინდივიდს ერთვი ანალური ვექტორიც, მაშინ ურეთრალური ვექტორი შეიძლება სცენარიდან საერთოდ ამოვარდეს და ინდივიდი ანალ-სმენის სცენარზე გადაერთოს).

თუ ურეთრალ-სმენა ვიზუალით იმყოფება პროტესტის სცენარში, ხოლო ვიზუალში აქვს შიშის მდგომარეობა (ან მისი წინაპირობა) შეიძლება მდგომარეობა იმდენად გართულდეს, რომ მივიღოთ ბიპოლარული აშლილობა, რაც სხვანაირად ცნობილია როგორც მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზი (აშლილობა იწვევს განწყობის ექსტრემალურ ცვალებადობას, რომელიც გამოხატულია ემოციური მანიაკალური ან ჰიპომანიაკალური ეპიზოდებითა და დეპრესიით. დეპრესიის დროს, ადამიანი უიმედობის განცდითაა შეპყრობილი და ვერ იღებს სიამოვნებას ცხოვრებისეული აქტივობებისაგან. როცა განწყობა პირიქით, ამაღლებულია, ადამიანი ეიფორიასა და ენერგიის მოზღვავებას განიცდის. განწყობის ცვლილებები ბიპოლაური აშლილობის დროს შესაძლოა წელიწადში რამდენჯერმე ან ძალიან ხშირად, კვირაში რამდენჯერმეც კი მოხდეს).

დაზიანებულ ურეთრალ-სმენებში, რომლებსაც ერთვით ვიზუალური ვექტორი, ხშირია სუიციდური კომპლექსი. არარანჟირებული ურეთრალ-სმენა მუდმივად გახლეჩილია ამ ორი ვექტორის სურვილებს შორის, ამას ერთვის არარეალიზებულობისაგან გამოწვეული საშინელი შინაგანი ტკივილისა და სიცარიელის განცდა. ამიტომ ის საკმაოდ ხშირად ფიქრობს, თვითმკვლელობაზე, როგორც მატერიისაგან და ამ ტკივილისაგან თავის დაღწევის საშუალებაზე. როდესაც სცენარში ერთვება ვიზუალიც, ურეთრალ-სმენას კიდევ უფრო უჭირს დამიწება და რაიმე ფიზიკურ რეალიზაციაზე კონცენტრირება. ვიზუალის ფანტაზიები კი ასეთ დროს მეცნიერული, ან სამხატვრო თვითგამოხატვის მაგიერ, თვითმკვლელობის საშუალებათა ძიებას ხმარდება. თვითგანადგურების სურვილები, ნარკომანია, ფსიქოზი ეს მხოლოდ შესავალია მისი თვითგანადგურების გზაზე. თუ ურეთრალ-სმენა თვითგანადგურების გზას ადგას, მისი შეჩერება და ცხოვრებისკენ შემობრუნება წარმოუდგენლად რთულია.

 

ავტორი: სერგო ღამბაშიძე