სმენითი ფსიქოტიპი და მეგობრობა

 

სმენა თავისი არსით მიესწრაფვის სამყაროს არსის შეცნობას, ის არის ერთადერთი ვექტორი, რომლის ყველა თვისება მეტაფიზიკურია. სმენა, როგორც ასეთი, არ კონცენტრირდება მატერიალურ სამყაროზე. ერთადერთი, რაც ამ სამყაროში მას აინტერესებს, თავად სამყაროს არსის შეცნობაა. სწორედ ამიტომ სმენის ვექტორი რაღაც აზრით მთლიანად მეტაფიზიკური ვექტორია. ის აბსტრაქციაა, იდეაა. იდეები კი არ ურთიერთობენ, არ მეგობრობენ, არ მტრობენ. იდეები ერთმანეთს ავსებენ ან ვერ ავსებენ, ან თავსებადნი არიან, ან არა. მაგრამ როგორც აბსტრაქცია სმენის ვექტორში არსებობს იდეური თავსებადობა-შეუთავსებლობა და არა მეგობრობა.

სმენის ვექტორი არ კონცენტრირდება დეტალებზე, ის აერთიანებს მთლიანობას და ხედავს მთლიანობის არსს. მისი ყურადღება მიმართულია კაცობრიობაზე და არა პიროვნებებზე, ტყეზე და არა ცალკეულ ხეზე. ურთიერთობათა კუთხით ის როგორც ასეთი, არაა ერთი-ერთზე ურთიერთობების ვექტორი. ამიტომ სმენის ვექტორისთვის რეალურად არსებობს ერთი-ერთზე ურთიერთობის მხოლოდ სამი ფორმა:

1. მოსწავლე-მასწავლებლის, როცა ერთი ადამიანი მიჰყვება მეორეს (რაღაც პერიოდი, რაღაც დონემდე და რაღაც კუთხით) იდეის თვალსაზრისით, და ერთი (მოსწავლე) მიღებით იღებს ავსებას, მეორე კი (მასწავლებელი) გაცემით.

2. იდეური თანამებრძოლები – როცა ამ ადამიანებს დაახლოებით ერთნაირი განითარების სმენა აქვთ და თან ერთ იდეას, ან ერთი დონის იდეას იზიარებენ, მიჰყვებიან ან არეალიზებენ. ესეც შესაძლოა დროებითი მოვლენა იყოს და შეიცვალოს, თუ იდეურ დონეებში გაყოფა, ან განვითარებაში სხვაობის ზრდა მოხდება.

3. ადამიანურ დონეზე განვითარებულ ვიზუალთან ურთიერთობა. რომელიც სმენას აწვდის ჰუმანიზმისა და სიყვარულის ფასეულობებს, ხოლო სმენა თავის მხრივ მას იდეებს უზიარებს.

რეალურად სმენის ვექტორი მარტოა საკუთარ თავთან, საკუთარი გონების სიღრმეებში ჩაკარგული და მეგობრები ამ სიტყვის კლასიკური გაგებით, სინამდვილეში არ ჰყავს. ეს ყველაფერი ეხება სმენის სცენარში მყოფ ადამიანებს, ანუ მათ, ვისაც სმენა სმენის მდგომარეობაში აქვთ. სხვა შემთხვევაში სმენა სხვა ვექტორების მდგომარეობაში შედის და შესაბამისად მეგობრობის თემაც ამ ვექტორის შესაბამისი ხდება. ვიზუალის მდგომარეობაში მყოფ სმენას მეგობრობის სულ სხვა გაგება აქვს, კანის მდგომარეობაში სხვა და ა.შ.

რას ნიშნავს სმენა სხვა ვექტორის მდგომარეობაში? ეს ნიშნავს, რომ სმენის ვექტორი წამყვან იდეად იღებს სხვა ვექტორის ფასეულობებს, ან თვისებას და ხდება ამ იდეის მატარებელი, შედეგად მისი სმენურობა მთლიანად ერწყმის იმ ვექტორს, რომლის ფასეულობებიც აიღო იდეად. ამ დროს სმენს ვექტორი თითქმის არაფერში ჩანს, გარდა იმ ფასეულობისადმი ფანატიკური დამოკიდებულებისა, რომელიც წამყვან იდეად აიღო.

ჩვენ უკვე განვიხილეთ თითოეული ვექტორის დამოკიდებულება მეგობრობისადმი, შესაბამისად დეტალურად აღარ მოვყვებით იმის განხილვას, თუ რომელი ვექტორის მდგომარეობაში როგორი დამოკიდებულება აქვს სმენას მეგობრობასთან, რადგან ამისთვის საკმარისია ნახოთ თითოეული ვექტორის მეგობრობასთან დამოკიდებულებები. თუმცა აქ აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, ერთი კონკრეტული გამონაკლისი, კერძოდ: თუ სმენას იდეაში აყვანილი ჰყავს ანალური ვექტორის ფასეულბები, აქ ყველაფერი გასაგებია, მას მეგობრობასთან ექნება ისეთივე დამოკიდებულება, როგორც ნებისმიერ სხვა ანალის ვექტორიანს. თუმცა როგორც აღვნიშნეთ, არის შემთხვევები, როდესაც სმენა იდეად იღებს არა ვექტორის მთელ ფასეულობებს, არამედ ერთ კონკრეტულ სურვილს, ან თვისებას. მათ შორის მეგობრობასაც.

რა ხდება მაშინ, როდესაც სმენის ვექტორიანს იდეაში მეგობრობა ჰყავს აყვანილი? ასეთ დროს ის ხდება მეგობრობის მქადაგებელი, ფანატი და თავგადაკლული მეგობარი, რომელიც არა მხოლოდ მზადაა მეგობრისთვის თავი გაწიროს, არამედ ოცნებობს კიდეც, რომ მეგობრისთვის სიცოცხლის შეწირვამ მოუწიოს, რათა მთელ მსოფლიოს აჩვენოს, რომ მზადაა მეგობრისთვის მოკვდეს. ასეთი სმენები მეგობრობაზე წერენ წიგნებს, მუსიკას. მეგობრებს აღმერთებენ, მეგობრებისთვის ცოცხლობენ. თუ კონკრეტული მეგობარი არ ჰყავთ, შეუძლიათ არარსებული, აბსტრაქტული სამეგობრო არსება, ან პიროვნება მოიგონონ.

შეიძლება სასაცილოდ ჟღერდეს, მაგრამ ასეთი სმენა იმდენად ერთგული მეგობარია, რომ ზოგჯერ თავის მეგობრებს ამ მეგობრობით ,,ახრჩობს“, ის მათ მაშინაც კი არ შორდება, როცა ეს ამ უკანასკნელებს ჭირდებათ. თუმცა არის მეორე მხარეც: ზოგჯერ ის იმდნადაა გართული თავისი მეგობრობის მტკიცებით და მეგობრობის იდეით, რომ ავიწყდება კონკრეტული ადამიანები, ისინი, ვისთანაც მეგობრობს. მისთვის მეგობრობა ხდება იდეა, აბსტრაგირდება და ადრესატებს კარგავს.

რა თქმა უნდა დართული ვექტორები სმენის დამოკიდებულებას მეგობრობასთან მნიშვნელოვნად ცვლიან, რადგან დართული ქვედა ვექტორი მნიშვნელოვნად განაპირობებს იმ ბაზას, რომელსაც სმენა იღებს საკუთარი რეალიზაციის მიმართულებად.

ანალ-სმენა

ამ კომბინაციაში სმენა საწყის ბაზად ანალურ უზარმაზარ ინფორმირებულობას იღებს და აქცევს მას საკუთარი იდეების საყრდენად. ანალ-სმენები ხშირად არიან მეცნიერები, ფილოსოფოსები, მწერლები. ამასთან ერთად ანალი სმენის ვექტორს აძლევს არნახულ ნებისყოფას და მიზანმიმართულობას.
მეგობრობის მხრივ ანალ-სმენები საკმად კარგი მეგობრები არიან, მათ შეუძლიათ ანალური მეგობრობა (თუ ეს მეგობრობა წინააღმდეგობაში არ მოდის მის სმენურ იდეებთან), თუმცა მეგობრებს ანალურად კი არა სმენურად ირჩევენ. ანალურ ბავშვობისდროინდელ მეგობრებთან ურთიერთობას, ისეთი სამეგობრო ურჩევნიათ, რომლებიც მის იდეებს, მის აბსტრაქტულ აზროვნებას გაიგებენ.

პრინციპში ანალური ვექტორი ერთადერთია, რომელთან კომბინაციის დროსაც სმენის ვექტორიანს მეგობრობა (ამ სიტყვის კლასიკური გაგებით) შეუძლია.

კან-სმენა

კან-სმენური კომბინაცია გვაძლევს კლასიკურ იდეოლოგს, ან იდეის ფანატიკოსებს. რელიგიათა ყველაზე ფანატი მიმდევრები სწორედ კან-სმენები იყვნენ. კან-სმენები იყვნენ ისინიც, ვინც უკვე არსებული რელიგიის რადიკალიზაციას, ან მოდერნიზაციას აკეთებდა. ლუთერი, კალვინი და მსგავსი რელიგიური რეფორმატორებიც კან-სმენები იყვნენ.

ალბათ სრულიად გასაგებია, რომ ამ კომბინაციაში მეგობრობა, როგორც ასეთი არ არსებობს. მეტ-ნაკლებად განვითარებული კან-სმენა ან თავადაა ვინმეს მიმდევარი, ან მას ჰყავს მიმდევრები. რა თქმა უნდა კან-სმენა საკმაოდ ხშირად კანურად საჭირო სანაცნობოსთან, ან სმენურად იდეურ თანამოაზრეებთან ურთიერთობს, მაგრამ რეალური მეგობრები როგორც ასეთი მას არ ჰყავს და დიდად არც საჭიროებს.

ურეთრალ-სმენა

ეს სრულიად განსაკუთრებული კომბინაციაა, რადგან ის ბელადია როგორც ფიზიკურ, ისე მეტაფიზიკურ დონეზე. მისი უმაღლესი რეალიზაცია სულიერი ბელადობაა. ის ქმნის სულიერების ახალ დონეს, იწყებს იდეურ რევოლუციებს, მისი იდეები და ამ იდეების გაძღოლის უნარი იმდენად მძლავრია, რომ მას შეუძლია მთელი კაცობრიობის მდგომარეობაზე იქონიოს გავლენა (როგორც ქრისტეს, ან მუჰამედს).
ურეთრალ-სმენის ურთიერთობათა მაგალითად გამოდგება სიუჟეტი სახარებიდან, როცა ქრისტეს ეუბნებიან, რომ მასთან მივიდნენ მისი დედა და ძმები, ხოლო იესო პასუხობს: ,,ხოლო იესომ პასუხად თქვა: ვინ არის დედაჩემი? ან ვინ არიან ჩემი ძმები? გაიშვირა ხელი თავისი მოწაფეებისაკენ და თქვა: აჰა, დედაჩემი და ჩემი ძმები. რადგან ვინც აღასრულებს ჩემი ზეციერი მამის ნებას, იგია ძმაც, დაც და დედაც ჩემი.“ (მათეს სახარება თავი მეთორმეტე, მუხლი 48-50).
ურეთრალ-სმენა ბელადია, როგორც ფიზიკური, ისე სულიერი გაგებით, ამიტომ მას როგორც სულიერ ბელადს, პრინციპში არ ჰყავს მეგობრები, ჰყავს მხოლოდ ჯგუფი, რომელიც მას მიჰყავს თავისი იდეებით.

ავტორი: სერგო ღამბაშიძე

სრული ტექსტის სანახავად შემოგვიერთდით ფასიან ჯგუფში:
https://www.facebook.com/groups/571353209673619/files/