სმენის ვექტორიანების იერსახე

სმენის ვექტორიანების გონება ფიზიკურ სამყაროში არ ცხოვრობს, მათი გონება სადღაც არსთა სამყაროში დაჰქრის. ეს კი ძალზე მკფიო ასახვას პოვებს მათ გარეგნობაზე. არის ე.წ. ასთენიური სხეული, გალეული (აქ იუნევი ცდება. საქმე იმაშია, რომ სმენის ვექტორიანის სხეულის აგებულებას მნიშვნელოვნად განაპირობებს სხვა დართული ვექტორები და სცენარი. კან-სმენა მეტწილად ასთენიურია, ანალ-სმენა უფრო ჩასმული, მაგრამ მოშვებული, ურეთრალ-სმენა საშუალოდ, თუ ანალთან ერთად სმენას ერთვის ორალიც და ამას ემატება მისი უმოძრაო ცხოვრების წესი, ის შეიძლება კატასტროფულად მსუქანიც იყოს, ამ დროს სმენურ გარეგნობას უფრო მეტად შენიშნავთ მის ჩაღამებულ თვალებში – მთარგმნელის შენიშვნა), ხშირად მაღალი, გაწელილი, კარგად შესამჩნევია მისი ნაკლებად სიცოცხლისუნარიანობა. მაღალი ხმაური მასში უსიამოვნო შეგრძნებებს აღძრავს. აღსანიშნავია სმენის ვექტორიანების უყურადღებობა სხეულის მიმართ, თავის მოვლას ნაკლებ ყურადღებას უთმობენ, თითქოს თავისი სხეული არ უყვართო. არ მიელტვიან საკუთარი სხეულის მდიდრული და მოდური სამოსით შემოსვას (თუ სმენა ვიზუალის, ან კანის მდგომარეობაში არ აქვთ). იცვამენ რაც ხელში მოხვდებათ, მთავარია მასში თავს კომფორტულად გრძნობდნენ. დიდ ყურადღებას არ აქცევენ ეს ტანსაცმელი სუფთაა თუ არა, არის თუ არა დაუთოვებული, დავარცხნილი აქვთ თუ არა თმა, მოკლედ თუ ვიტყვით საერთოდ არ აინტერესებთ როგორ გამოიყურებიან. სხეული მათთვის მხოლოდ ფიზიკურ სამყაროში გამოსაჩენი დროებითი პიჯაკია, რომლისგანაც ისინი თავს მოშორებულად გრძნობენ და ნაკლებად აინტერესებთ მისი მდგომარეობა. შესაბამისად სმენის ვექტორიანებს ტანსაცმელთან განსაკუთრებული დამოკიდებულება არ აქვთ. ერთადერთი, რაც ტანსაცმელთან მიმართებაში მათთვის მნიშვნელოვანია, არის ის, რომ ტანისამოსი არ ზღუდავდეთ (სხვათა შორის თავისუფალი სამოსისადმი სიყვარული ასევე ახასიათებთ ურეთრალებსაც, რომლებისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ ჩაცმულობა მათ მოქმედებას არ ზღუდავდეს). სმენის ვექტორიანები მოძრაობენ მოშვებულები, ხშირად არიან მხრებში მოხრილები (თითქოს უზარმაზარი ტვირთი ადევთ ზურგზეო), ცოტა დაფანტულები. არის კიდევ ერთი შტრიხი სამოსთან დაკავშირებით: სმენის ვექტორიანები აბსოლუტურად ვერ იტანენ ჰალსტუხს (გარდა იმ შემთხვევისა თუ სმენა კანის მდგომარეობაში არ აქვთ).
არის ერთი რუსული ლექსი: ს.მარშაკის Вот какой рассеянный (თუ დაინტერესდებით ეს ლექსი შეგიძლიათ ინტერნეტში მოიძიოთ) დაბნეულ ადამიანზე, რომელიც ჩუსტებისამარა, თაზე ტაფადედებული, ჩაჯდა გაჩერებულ მატარებელში და ლენინგრადში მიდიოდა. ეს ლექსი საკმაოდ კარგად აღწერს სმენის ვექტორიანის დაბნეულობას. ხშირად ყველაფერი მიფანტულ-მოფანტული აქვთ, არც ახსოვთ რა სად მიაგდეს, სახლში სრული უწესრიგობა სუფევს. თუ მარტო ცხოვრობს შეიძლება სახლი კვირეების მანძილზე არ მიალაგოს. იკვებება იმით რაც აქვს, შეიძლება ტორტს ლუდი დააყოლოს. ხშირად არიან განმარტოებულები, ეწევიან სრულიად კარჩაკეტილ ცხოვრებას, თითქოს მთელ ქვეყანას გაერიყნენო. მეზობლები კვირაობით ვერ ხედავენ, არც იციან ცოცხალია თუ უკვე მოკვდა და აყროლდა. ხშირად კომპიუტერში მთლიანად არიან ჩამძვრალები, ღამეები არ ძინავთ, თვალებით ამოღამებული აქვთ. შეიძლება სამსახურში საღამური ხალათით, ან ცალ-ცალი ფეხსაცმელით ისე წავიდნენ, რომ ამას ყურადღებაც არ მიაქციონ. რა თქმა უნდა ყველა სმენის ვექტორიანი ასეთი არ არის, მაგრამ თუ ასეთს შეხვდებით, მაშინ იცოდეთ, რომ დიდი ალბათობით მას სმენის ვექტორი აქვს.