სმენის ვექტორიანების იერსახე (2)

ზოგჯერ სმენის ვექტორიანებს ახასიათებთ ერთი უცნაურობა. როდესაც გამოელაპარაკებით ის თითქოს მექანიკურად გპასუხობთ, ცარიელი, არაფრისმთქმელი თვალებით გიყურებთ და ვერც კი ხვდებით გიცნოთ თუ ვერა. საუბრისას ზოგჯერ სადღაც იკარგებიან, ხვდებით რომ თქვენთან არ არის. თქვენ რაღაცას ეკითხებით, ის კი გათიშული სახით შემოგხედავთ და გეკითხებათ: ,,ჰა, რამე მკითხე?“. სმენის ვექტორიანებს როგორც წესი ძალიან არ უყვართ დილით ადრე გაღვიძება, რომც გააღვიძოთ კარგა ხანს ვერ ფხიზლდებიან, კითხვებზე მექანიკურად იძლევიან პასუხს, სრულიად გამოთიშულები არიან. დილა სმენის ვექტორიანების დრო ნამდვილად არ არის. საწოლიდან თავის აწევა უმძიმთ, ცოცხლად კვდებიან, პრინციპში მთელ დღეს ძილ-ღვიძილში ატარებენ. თუ ამას ემატება ისიც, რომ დილით სამსახურში უნდა წავიდეს, სახლიდან სრულიად მოუწესრიგებელი გადის. ტრანსპორტში ხალხს საგიჟეთიდან გამოქცეული ჰგონია. რამოდენიმე ჭიქა ყავის შემდეგ ოდნავ ფხიზლდება. მაგრამ როცა ღამდება, როდესაც ვიზუალები თავის ლამაზ, ფახულა თვალებს ისრესენ და ძილისთვის ემზადებიან, როცა ანალებს უკვე ღრმად სძინავთ, სმენის ვექტორიანები სწორედ მაშინ იწყებენ ცხოვრებას. ერთი მხრივ იმიტომ, რომ უკვე ყველას ძინავს და როგორც იქნა ზედმეტი ხმაურით აღარავინ აწუხებს, მეორე მხრივ კი იმიტომ, რომ როგორც იქნა გამოფხიზლდა და მისი გონება უკვე ნორმალურად მუშაობს.