სმენის ვექტორიანთა რაოდენობა

სისტემური აზროვნების ავტორის, ვ.ტალკაჩოვის მიხედვით სმენის ვექტორიანების რაოდენობაა დაახლოებით ადამიანთა 5%. აქ ვხვდებით ისეთ ნიუანსს, რასაც პირველად შევხვდით ურეთრალურ ვექტორთან. როგორც იცით ურეთრალებიც ასევე 5% იბადებიან, მაგრამ ისინი გადიან ბუნებრივი გადარჩევის რთულ და მტკივნეულ პროცესს. უკვე იცით, რომ ყველა ურეთრალი ბელადად ვერ რეალიზდება, ზოგი მათგანი მეტისმეტი რისკიანობის გამო ,,კისერს იტეხს”, ზოგი ხდება მშიშარა, ზოგს აქვს ,,მარტოხელა მგლის”, ან ,,პროტესტის” სცენარი, მოკლედ ურეთრალების უმეტესობა ბელადად ვერ რეალიზდება და მხოლოდ 1/5 აღწევს სრულფასოვან რეალიზაციას. რა ხდება სმენის ვექტორიანთან? სინამდვილეში აქაც იგივე სიტუაციაა. სმენის ვექტორიანი არის ბელადი მეტაფიზიკურ სამყაროში, ანუ ის ვინც კაცობრიობას მიუძღვის არსობრივად. ეს კი კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობაა. ადამიანებს შეუძლიათ მიყვნენ ერთადერთ იდეას ათასწლეულების მანძილზე (მაგ: ქრისტიანობას, ან ისლამს). იდეა ერთია, ადამიანები კი თაობიდან თაობამდე აგრძელებენ ამ იდეის მიყოლას. ესაა სმენის ერთი გადაწყვეტილების საფასური. სწორედ ამიტომ ვამბობთ, რომ სმენის ვექტორის უმთავრესი შესაძლებლობაა აბსტრაქტულად აზროვნება. სმენის ვექტორიანს შეუძლია იაზროვნოს სისტემურად, იფიქროს ისეთი კატეგორიებით, როგორიცაა უსასრულობა, მარადისობა, სრულყოფილება, მატერია, შემეცნება. ეს ყველაფერი დანარჩენებისთვის რაღაც უაზრობა და ცარიელი სიტყვებია. სმენის ვექტორიანის შესაძლებლობაა – იაზროვნოს აბსტრაქტულად, სინამდვილეში სმენის ვექტორიანების ძალიან მცირე პროცენტშია განვითარებული. შეიძლება ითქვას, რომ სრულფასოვნად მხოლოდ მათი დაახლოებით 0.001% რეალიზდება, ანუ ყოველ ათას სმენის ვექტორიანში ერთი. ეს რა თქმა უნდა ზუსტი რიცხვი არ არის, მაგრამ ნამდვილად განვითარებულ სმენის ვექტორიანთა რიცხვი, რომელებიც სრულფასოვნად ასრულებენ საკუთარ ფუნქციას: იყვნენ სულიერი ბელადები – შეიძლება კიდევ უფრო ნაკლები იყოს, ასეთი კაცობრიობის ისტორიაში სულ რამოდეიმეა.

არსებობს გავრცელებული შეცდომა, რომელიც ეფუძნება გარეგან სტატისტიკას, ეს მდგომარეობს შემდეგში: ფიქრობენ, რომ ყნოსვის ვექტორით (ტალკაჩოვის გამოთვლების მიხედვით) მხოლოდ ერთი პროცენტი იბადება. რაღაც აზრით ასეცაა, ყნოსვები სხვებზე ცოტანი არიან, მაგრამ ყნოსვის ვექტორთან არსებობს ერთი ნიუანსი: რაც მდგომარეობს იმაში, რომ ყნოსვის ვექტორში თითქმის არ ვხვდებით გადახრებს და მათი აბსოლუტური უმრავლესობა სრულფასოვნად ასრულებს საკუთარ დავალებას. ყნოსვის ვექტორში იშვიათად ვხვდებით ცუდ მდგომარეობებს, უფრო სწორად ყნოსვის ვექტორის ცუდი მდგომარეობები არც ისე იშვიათია, მაგრამ ისინი ერთ მხარესაა მიმართული და გარეგნულად ჩანს, რომ ისინი სწორად არიან რეალიზებულები. ყნოსვის ვექტორის ფუძეა ძალაუფლება და ამ მხრივ პრობლემები თითქმის არ არის. სმენის ვექტორიანები ნამდვილად ყნოსვებზე მეტი იბადებიან, შეიძლება ითქვას ხუთჯერ მეტი, მაგრამ ძირითად სმენურ ფუნქციას ასრულებს მათი მეხუთედი (ანუ ერთ ყნოსვაზე, ერთი მეტ-ნაკლებად რეალიზებული სმენა მოდის). იმ სმენის ვექტორიანების რიცხვი კი რომლებიც სულიერი ბელადის დონემდე ვითარდებიან მეტისმეტად მცირეა, ასეთები მხოლოდ ერთეულებია. ამიტომ ბუნებაში ყველაზე იშვიათი მასალა შემდგარი სმენის ვექტორიანია.