სმენის ვექტორიანის განვითარების დონე და კლასიკური მუსიკა

კითხვა: ვინ წერს და უსმენს კლასიკურ მუსიკას და რა მდგომარეობებში, ან განვითარების რა დონეზე?

პასუხი: ძირითადად ესენი არიან ანალ-სმენები. რა თქმა უნდა სხვადასხვა მდგომარეობებში. აქ მდგომერეობა გადამწყვეტი არ არის. რაც შეეხება განვითარების დონეს. საერთოდ სმენის ვექტორი ქმნილების განვითარების ყველაზე რთული დონეა. თუ სმენის ვექტორის განვითარებას შევხედავთ, ის შეიძლება რამდენიმე ჯგუფად დაიყოს.

არის სმენის ვექტორიანის განვითარების დონის პირველი ჯგუფი, ეს არის მაშინ როცა ის იღებს სხვა ვექტორების მდგომარეობებს. ანუ შეიძლება აიღოს შეშინებული ვიზუალის მდგომარეობა და შექმნას იდეა შიშების შესახებ. აქ სმენა ჩადის შეშინებული ვიზუალის დონეზე. ასეთი სმენის ვექტორიანი ვერ იფიქრებს სიცოცხლის არსზე, ფილოსოფიასა და მეცნიერებაზე, ის უბრალოდ ივლის საშინელებათა ფილმების სანახავად. შეიძლება იდეად აიღოს კანის ვექტორიანის სიჩქარის თვისება და გახდეს პირობითად ფორმულა ერთის მრბოლელი. ეს ხდება მაშინ როდესაც სმენა იდეად იღებს სხეულებრივ თვისებებს. ფორმულა ერთის მრბოლელები ხშირად არიან კან-სმენები, რომლებსაც სმენის ვექტორი არ განუვითარდათ იქამდე, რომ ცხოვრების აზრი ეძიონ. იმის მაგალითებად, როდესაც სმენის ვექტორიანს სმენა სხეულებრივ დონეზე აქვს განვითარებული და იდეად რომელიმე ქვედა ვექტორის სხეულებრივი თვისება აქვს აყვანილი შეიძლება ასევე მოვიყვანოთ არნოლდ შვარცენეგერი და ბრიუს ლი. ასევე ხდება როდესაც სმენის ვექტორიანს იდეამდე აყავს ნაწყენი ანალის წყენა. ესეც განვითარების დაბალი დონეა.

არის სმენის ვექტორიანის განვითარების მეორე, ცოტა მაღალი დონე. როდესაც სმენის ვექტორი სხვა ვექტორებიდან იღებს არა მატერიალურ, ან სხეულებრივ ფასეულობებს, არამედ თვით ამ ვექტორის არსს. მაგალითად: სმენას იდეამდე აყავს არა კანის ვექტორის სისწრაფე, არამედ თვით კანის ვექტორის არსი, ორგანიზება. ამ დროს შეიძლება შეიქმნას ეფექტური მენეჯმენტის იდეა. ასევე შეიძლება ანალური ვექტორიდან აიღოს ზეწოლის, ან ნაციონალიზმის იდეა. ნაციონალიზმს შეიძლება სხვადასხვა საფუძველი ჰქონდეს. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს სხვა ნაციებზე წყენით, ან წარმოშობილი იყოს იმის ნიადაგზე, რომ ანალს სურდეს თავისი გაიტანოს და ყველგან საკუთარი მდგომარეობა გადაიტანოს. აქ საჭიროა განსხვავების დანახვა, ორივე ნაციონალიზმია და ორივე ანალური ვექტორის ცუდი მდგომარეობითაა გამოწვეული, მაგრამ ნაციონალიზმის ხარისხი სხვადასხვა. ასევე გაითვალისწინეთ, რომ სმენა, რომელიც ასეთი სახის იდეებს ავრცელებს, არის სხვა ვექტორის განვითარების დონეზე ჩამოსული სმენა და ის აცდენილია ბუნებრივ მდგომარეობას.

შეიძლება თუ არა სმენის ვექტორი სმენურ მდგომარეობამდე განვითარდეს? კი თუმცა აქაც არის სხვადასხვა მდგომარეობები. ყველაზე უბრალო სმენურ რეალიზაციაში ჩვენ ვიღებთ მუსიკას, პროგრამირებას, მწერლობას. ამის შემდეგ შეიძლება ის განვითარდეს მეცნიერებამდე, უფრო ზემოთ კი სულიერ სწავლებებამდე.

არის კიდევ განვითარების ერთი დონე. მაგ: როდესაც სმენის ვექტორი აიღებს ვიზუალური ვექტორის ყველაზე მაღალი დონის იდეას, ვიზუალური ვექტორის ქონის გარეშე. მივიღებთ პოსტულატს: ,,ღმერთი სიყვარულია!”. ეს უკვე ბევრად ახლოსა სულიერებასთან და ეს უკვე სმენურ იდეადაა გარდაქმნილი. ის შეიძლება ჰქონდეს სმენას, რომელსაც საერთოდ არ აქვს ვიზუალური ვექტორი. უბრალოდ სმენის ვექტორი თავის შიგნით დადგა ამ საფეხურზე. ის იდეურად გაჩერდა ვიზუალური ფასეულობის დონეზე. აქ შეიძლება მოხდეს არევა ვიზუალთან, მაგრამ გაითვალისწინეთ: სმენის ვექტორი ეს იდეაა, იდეად კი ნებისმიერი რამ შეიძლება იქცეს. ამიტომ სმენის ვექტორის სმენური რეალიზაციის შესაძლებლობები ათასობითაა. უბრალოდ განვითარების დონის შესაბამისად ისინი შეიძლება დავყოთ ოთხ ჯგუფად: მცენარეული, ცხოველური, ადამიანური, სულიერი. ამათგან თითოეულის შიგნით შეიძლება კიდევ დავყოთ ოთხ ქვედონედ, მაგ: მცენარეულის მცენარეული, მცენარეულის ცხოველური და ა.შ.

თუ ავიღებთ უშუალოდ კომპოზიტორს, როგორც აღვნიშნეთ ძირითადად ესენი არიან ანალ-სმენები. ანალური ვექტორით განვითარების მინიმუმ ცხოველურ დონემდე. სმენა კი უშუალოდ სმენური რეალიზაციის მცენარეულ დონეზე.