სმენის ვექტორიანი ბავშვები

პატარა გენიოსები

ბავშვი, რომელსაც ხშირად ეზარება ქვიშაში თამაში ან ველოსიპედით ქროლვა, უცებ გეკითხებათ: «როგორაა მოწყობილი სამყარო?». შოკისმომგვრელია? სინამდვილეში, ეს ნორმალურია, რადგანაც ბავშვს დომინანტური ვექტორი სმენა აქვს, და მას სწყურია, რომ შეიცნოს არა მხოლოდ დედამიწის მოწყობა, არამედ მთელი სამყაროსი, და მათ შორის საკუთარი თავის. მთავარია — დროულად გაიგოთ, რომ თქვენს ბავშვს სმენის ვექტორი აქვს, და მოახდინოთ მისი აღზრდის მეთოდების კორექტირება იმისთვის, რომ გაზარდოთ ნიჭიერი მუსიკოსი ან დიდი მოაზროვნე.

სანამ ბავშვების მეგობრული ჯგუფი ქვიშაში თამაშობს, ბურთს დასდევს ან უბრალოდ ერთობა და ხმაურობს, თქვენი ბავშვი ცალკე ზის, უბრალოდ რაღაცაზეა დაფიქრებული, ან რაღაცას ხატავს… ცდილობს, მყვირალა თანატოლებისგნ შორს დაიჭიროს თავი (სხვათა შორის თვითონაც არ უყვარს ყვირილი), სამაგიროდ უყვარს სიღრმისეული კითხვების დასმა, და მზერა… ასეთ ბავშვზე ამბობენ, რომ «თავის ასაკზე გაცილებით უკეთაა განვითარებული». ერთნი იტყვიან, რომ ბავშვი — ინტროვერტია, სხვები იტყვიან, რომ ჩაკეტილია, ხოლო ადამიანები, რომლებიც სისტემურ-ვექტორულ ფსიქოლოგიას შეისწავლიან, გნაცხადებენ: «სმენის ვექტორიანია». და სრულიად მართლები იქნებიან.

სმენითი ბავშვის განმასხვავებელი ნიშნები

სმენის ვექტორი — ესაა იდეის პირველობა ყველაფერზე. მისი მფლობელი ადამიანები არ უკავშირებენ საკუთარ თავს ფიზიკურ სამყაროს, ისინი ბოლომდე არიან ჩაძირულნი მენტალურ სამყაროში. ასეთი ადამიანების მთავარი მიზანია — გაიგონ კაცობრიობის მოწყობის არსი, გააცნობიერონ, რატომ ხდება ესა თუ ის მოვლენა და რა არის მისი მიზეზი.

სმენითი ბავშვები თავიანთ ფიქრებში თითქმის არაფრით განსხვავდებიან ზრდასრულებისგან: ყოველთვი ჩაფიქრებულნი არიან, ცნობისმოყვარენი, ლიტერატურით გართულნი, რომელსაც ვერცერთი მათი თანატოლი ვერც კი გაიგებს. გარდა ამისა, ისინი ხშირად სვავენ უფროსებს (მშობლებს, მასწავლებლებს, აღმზრდელებს) ჩიხში თავისი მოულოდნელი და სრულიად სერიოზული კითხვებით: «არსებობს თუ არა ღმერთი?», «რა იქნება სიკვდილის შემდეგ?», «როგორაა მოწყობილი კოსმოსი?» — ყველა ეს კითხვა სრულიად ნორმალურია 5-7 წლის ასაკის სმენითი ბავშვისთვის. მათ სურთ ამ სამყაროს შეცნობა და მისი მოწყობის გაგება, ამიტომ მოგვიანებით ასეთ ბავშვებს იტაცებთ ასტრონომია, ფიზიკა, რელიგიები. თუ გსურთ, რომ თქვენი სმენის ვექტორიანი შვილი ჰარმონიულად განვითარდეს — უნდა იცოდეთ აღზრდის მეთოდის ზოგიერთი ასპექტი, რომლებიც დაგეხმარებათ სმენის ვექტორისთვის სწორი მიმართულების მიცემაში და მისი მფლობელის გაბედნიერებაში.

სმენის ვექტორიანი ბავშვის აღზრდა

დიდი მეცნიერი და აუტისტი ბავშვი: მათ შორის ერთი მხრივ მთელი უფსკრულია, მეორე მხრივ კი — მათ აერთიანებთ სმენის ვექტორის არსებობა, განსხვავება მხოლოდ აღზრდაშია, და როგორც შედეგი, ვექტორების განვითარების დონეებსა და მდგომარეობებში. საერთოდ, მთავარი მცნება, რომელიც მშობლებმა უნდა დაიცვან, ესაა: «არ ავნო». თავისი მრისხანე მცდელობებით, რომ ბავშვის სოციალიზირება მოახდინონ და უფრო კომუნიკაბელური გახადონ, ამასთან მოწყვიტონ თავის ფიქრებს და არ მისცენ საკუთარ თავთან დარჩენის საშუალება, მხოლოდ უარესს აკეთებენ. სმენის ვექტორი უნდა აავსოთ: ახალი იდეებით, აზრებით, ცოდნით — ეს ყველაფერი კარგ ნიადაგს მისცემს, ამიტომ არ უნდა დაუშალოთ ბავშვს ფიქრი ან კითხვა.

მეორე მხრივ, მაინც საჭიროა სმენითი ბავშვების სოციალიზაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში რისკავთ, რომ მიიღოთ აუტისტი (ხოლო თუ ხშირად დაუყვირებთ — შიზოფრენიკიც), რომელსაც საერთოდ არ შეუძლია გარესამყაროსთან კონტაქტი. ამ შემთხვევაში ყველაზე სწორი რჩევაა: ნუ მოახდენთ ბავშვზე ზეწოლას. უბრალოდ იყავით გვერდით: სმენებს, ისევე როგორც სხვა ბავშვებს, ძალიან ჭირდებათ მშობლები და აუცილებლად მოვლენ თქვენთან, როცა მოენატრებით. ბედნიერება გსურთ თქვენი შვილისთვის? ნუ მიათრევთ ეზოში სხვა ბავშვებთან ყოველ ჯერზე, როცა მოგინდებათ, და ნუ ეცდებით მისი აზრების უსასრულო ნაკადის შეჩერებას. ჯობია სწორი მიმართულებით წარმართოთ ისინი: ენციკლოპედიები, მუსიკალური ინსტრუმენტები, უცხო ენის პედაგოგები. ყველაფერი ეს დაეხმარება ბავშვს, რომ სწორად განვითარდეს და არ ჩაიძიროს მძიმე მდგომარეობებში.

თუ ვისაუბრებთ იმაზე, თუ რა არის აკრძალული სმენის ვექტორიან ბავშვებთან ურთიერთობის დროს, პირველ რიგში უნდა ვახსენოთ ყვირილი. ნებისმიერ ხმაურს ან ლანძღვას სმენის ვექტორიანი საშინელ მდგომარეობამდე მიჰყავს. თუ ასეთი ბავშვი ისეთ ოჯახში იზრდება, სადაც გამუდმებით ხდება სკანდალები — იგი უბრალოდ აბსტრაგირდება, და შედეგად ნებისმიერ ბგერას აღიქვამს, როგორც ფონს, და შესაბამისად უკვე აღარ შეუძლია რაიმეს სმენით აღქმა.

ცხოვრება საკუთარ თავში

სმენური ბავშვი — ბოლომდე საკუთარ თავშია ჩაძირული. ხშირად იმდენად მიდის თავის ფიქრებში, რომ საერთოდ არ რეაგირებს გარე პირობებზე. დაუსვით კითხვა, და როგორც წესი მისგან გაიგებთ: «რა? რა მკითხე?». შესაძლოა მან მართლაც ვერ გაიგო თქვენი კითხვა, ან შესაძოა უბრალოდ დრო აიღო, რომ ცნობიერება «გარეთკენ» გადაეპროგრამებინა. სამაგიეროდ თუ სკოლაშ ჰკითხავენ რაიმეს — შესაძლოა მაშნვე არ უპასუხოს, მაგრამ სამაგიეროდ სრულიად სწორ პასუხს გასცემს. ეს გასაგებიცაა: გონებრივი განვითარების დონე ასეთ ბავშვებს მაღალი აქვთ.

უემოციობა — კიდევ ერთი თვისებაა როგორც ზრდასრული, ასევე პატარა სმენის ვექტორიანისთვის. არაგამომხატველი მიმიკა და თითქოს შუშის თვალები: იგი სამყაროსგან მაქსიმალურად მოწყვეტილად გამოიყურება (თუმცა სინამდვილეშ ასეცაა).

სმენის ვექტორი — მშობლებისთვის ბედნიერებაცაა და სირთულეც, ერთდროულად. თითქოს გეჩვენებათ, რომ ვერ მიიღებთ ბავშვისგან სინაზეს, ცეცხლოვან ჩახუტებას და უდარდელ დროისტარებას… სავარაუდოდ თქვენს თემებზეც არ ისაუბრებს. პლუს ასეთ ბავშვებს ხშირად აქვთ უძილობის (არ შეუძლიათ ფიქრის შეწყვეტა) და კვების (საერთოდ ვერ ხვდებიან რა საჭიროა) პრობლემები.

მაგრამ მეორე მხრივ: თქვენ გაქვთ შანსი, რომ აღზარდოთ გენიალური მეცნიერი ან მშვენიერი მუსიკოსი, თუკი სათანადო ყურადღებას მიაქცევთ და დაეხმარებით თავისი ვექტორის განვითარებაში.

© Laboratory 8

მთარგმნელი: მამუკა გურული

წყარო:
http://training8.ru/library/zvukovye-deti