სმენის ვექტორიანი ქალი თუ მეოცნებე

სმენური ფსიქოტიპის ქალს სურს მარტო დარჩენა. ის მუდამ ჩაფლულია ფილოსოფიურ ფიქრებში, ხშირად ჩუმადაა, ოცნებაში, საკუთარ სამყაროშია. სმენის ვექტორის დაზიანების შემთხვევაში, მან შეიძლება დაკარგოს რეალობის აღქმა და დეპრესიაში ჩავარდეს. იგი ამჩნევს, რომ ყოველივე ილუზიაა, საკუთარ სხეულთანაც კი გაუცოხებულია. არც ბუნების მშვენიერებასა და არც ადამიანებს არ შესწევთ ძალა, შეამსუბუქონ მისი მწუხარება. ხმამაღლა აწეული მუსიკა ის საშუალებაა, რომლითაც იგი ეთიშება სამყაროს. მაშინაც კი როცა გელაპარაკება, ამჩნევ, რომ შენთან არაა, სხვაგანაა, სხვა სივრცეში.

ის საკუთარ თავზე არ ზრუნავს, ხშირად ავიწყდება დროულად ჭამა, ვერასდროს შეძლებ მის აღფრთოვანებას კულინარიული უნარებით. მას არ აინტერესებს ტანსაცმელი და ის წვრილმანები, სხვა ქალებს რომ ბედნიერს ხდის. ის არ ეცდება შეეკამათოს სრულიად განსხვავებული ხედვების ადამიანებს, უბრალოდ გაეცლება, ჩამოშორდება მათ. თუ კი მთელი სამყარო აგრესიულად და არასასიამოვნოდ ეჩვენება, მხოლოდ საკუთარ ფიქრებში იპოვის შვებას.

ამ ტიპის ქალისთვის შვილის ყოლა რთული გამოცდილებაა, მრავალ წინააღმდეგობასთანაა დაკავშირებული. ნაკლებად რეალიზებულ სმენის ვექტორს ეს ტანჯვას აყენებს. ის ხომ ადამიანია, რომელიც ყოველთვის საკუთარ თავსა და გრძნობებზე იყო ფოკუსირებული, ხშირად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საჭიროებების ავიწყდებოდა, ახლა კი სხვაზე უნდა იზრუნოს.

რაც შეეხება ორსულობის პერიოდს, ეს მდგომარეობა მასში პოზიტიურ ემოციებს იწვევს. სმენა ქალს საშუალება ეძლევა, რომ კონცენტრირდეს საკუთარ ოცნებებზე, შეცვლილი გარემოპირობები, სიჩუმე დადებითად მოქმედებს მასზე.

და შემდეგ ეს დღეც დგება! ბავშვი იბადება! ჩვილი, რომელიც სხეულში სიამოვნებას იწვევდა, დაბადების შემდეგ დისკომფორტის მიზეზი ხდება. ახლა ეს პატარა ტირის, სმენა ქალის ეროგენული ზონა კი ღიზიანდება.

ხშირად, ბავშვის დაბადების შემდეგ სმენა ქალში პოტენციური დეპრესია ვითარდება, რაც იმის წინა პირობაა, რომ ქალს მთლიანად ავიწყდება ფიზიკური სხეული და გარდა ამისა, აბსოლუტურად არ გამოხატავს ემოციებს შვილისადმი. შეიძლება იგი სუიციდამდეც მივიდეს, ან შვილის მიტოვება გადაწყვიტოს.

როგორ შეიძლება შვილმა გამოიწვიოს დედის ტანჯვა?

ბავშვს მუდმივად აქვს მოთხოვნილებები, სმენა ქალს არ შეუძლია ძველებურად სრული გუგლრილობა გამოიჩიონოს. ამასთან, მას არ შეუძლია მოსთხოვოს ბავშვს ტირილის ან ჭამის შეწყვეტა. იგი  ვერ შეძლებს მისი საჭიროებების სრულიად იგნორირებას.

სმენურ ფსიქოტიპს ყველაზე მეტად სჭირდება მშვიდი გარემო, საკუთარ თავში ჩაღრმავება, მტირალი ბავშვი კი მთელ ყურადღებას მოითხოვს. მან უნდა გამოკვებოს იგი, საფენები გამოუცვალოს. გარდა ამისა, ოჯახური ცხოვრება აიძულებს, აქტიურად იყოს ჩართული სახლის საქმეში – მოამზადოს საჭმელი, დაალაგოს სახლი, იყიდოს ტანსაცმელი… ეს საქმიანობა ადვილია ანალის ვექტორიანი ქალისთვის, მაგრამ არა – სმენისთვის.

ახლა მას თითქმის აღარასდროს აქვს შესაძლებლობა, დარჩეს მარტო. ამასთან, სმენა ქალი ყოველთვის ვერ აანალიზებს, რომ მას  მარტოობა სჭირდება და შინაგანი სიცარიელის ამოუცნობი მიზეზებით იტანჯება. ცხოვრება მისთვის უფრო და უფრო კარგავს აზრს. არარეალიზებული სმენა ქალი უფრო ღრმად იძირება საკუთარ თავში. მაშინაც კი აღარ გადის გარეთ, როცა ეს ბავშვისთვისაა აუცილებელი.

სმენა ქალს მხოლოდ მაშინ შეუძლია იგრძნოს თავი კომფორტულად, როდესაც მისი დომინანტური სმენის ვექტორი რეალიზებულია. მიუხედავად სხვა ვექტორების არსებობისა, სმენის ვექტორის სურვილები მასში ყველაზე ძლიერადაა გამოხატული. ეს სურვილები არაა მატერიალური და არ უკავშირდება ფიზიკურ სამყაროს. ისინი მიმართულია ცხოვრების აზრის პოვნისაკენ. როდესაც სმენური სურვილები უგულებელყოფილია სმენა ქალი კარგავს კავშირს მთელ სამყაროსთან, ხდება ჩაკეტილი, აღარ აქვს კომუნიკაცია სხვა ადამიანებთდან, დისტანციას ინარჩუნებს ყველასთან, შვილთანაც კი.

ის გრძნობს იმედგაცრუებას, რადგან შვილს, რომელსაც მოელოდა ხშირად მარტივ რაღაცებსაც ვერ უკეთებს. ზოგჯერ ცდილობს, თავი დააღწიოს პრობლემებს სხვების დახმარებით, ტოვებს ბავშვს ბებიასთან ან დეიდებთან. სიტუაცია შეიძლება გაუარესდეს თუ პარტნიორს მისი არ ესმის (მაგალითად, ანალის ვექტორიან მამაკაცს),  ცუდ დედად მიიჩნევს.  ან როდესაც ჰყავს ანალ-ვიზუალი დედამთლი, რომელიც ბავშვზე ზრუნავს, მაგრამ დრო და დრო იწუნებს მის ქმედებას, გამოთქვამს საყვედურს.

მარტო დარჩენის შესაძლებლობა და რელიზება ძალიან მნიძვნელოვანია სმენის ვექტორიანი ქალისთვის. ამ შემთხვევაში მას ექნება შანსი, რომ გაუმკლავდეს პრობლემებს,  შეძლოს ჰარმონიული ურთიერთობა  შვილთან და ასევე სხვა ადამიანებთან. თანდათან იგი დაიწყებს სხვების საჭიროებების დანახვას, მათ ცხოვრებაში ჩართვას. რაც მთავარია, მიეცემა შესაძლებლობა, რომ გაერკვეს ცხოვრებისეულ მიზნებში.

სვფ-ს შეუძლია დაეხმაროს მას საკუთარი თავის გაცნობიერებაში. სვფ-ს მიხედვით, მას შეუძლია გაიგოს საკუთარი სმენის ვექტორის მახასიათებლები და სპეციფიკური როლი. სმენის ვექტორიანი ქალი დაინახავს თუ, რომელ გზას ჯობია მიჰყვეს რეალიზებისთვის, ნაცვლად საკუთარ ბუნებასთან ბრძოლისა.

უნდა ითქვას, რომ თუ სმენა ქალს აქვს სხვა ვექტორები, ეს  იქონიებს გავლენას მის ხასიათზე.  მაგალითად, თუ  სმენის ვექტორთან ერთად აქვს ვიზუალური ვექტორი უფრო ნაკლებად ჩაკეტილი იქნება, თუმცა ვიზუალური ემოციების შემდეგ პერიოდულად მოუნდება განმარტოვება.

რეალიზებულ სმენა დედას შეუძლია ასწავლოს შვილს ფიქრი,  საკუთარი თავისთვის მოსმენა. იგი საკმაოდ მგრძნობიარე იქნება ბავშვის საჭიროებების მიმართ, საკუთარ სურვილებს შეუთავსებს მას. გარდა ამისა, რეალიზებულ სმენის ვექტორს შეუძლია საუკეთესოდ შეიმეცნოს და გაიაზროს  სხვა ვექტორების სურვილები, ასე რომ სმენის ვექტორიანმა დედამ შეიძლება განსაკუთრებული უნარები გამოამჟღავნოს.

სვფ-ს დახმარებით შეძლებთ გაიგოთ მეტი სმენის ვექტორში განსხვავებული მდგომარეობებისა და რეალიზების შესახებ. ასევე შეგიძლიათ იპოვოთ პასუხი მშობლებისთვის უმნიშვნელოვანეს კითხვაზე – როგორ გავზარდოთ ფსიქიკურად ჯანმრთელი ბავშვი, რომელიც მოზარდობაში თვითონ შეძლებს რეალიზდეს. სვფ გვთავაზობს ცხოვრების ახალ გაგებას სისტემური გააზრების საფუძველზე.

 

მთარგმნელი: მარიამ მოსიაშვილი

წყარო: http://en.yburlan.ru/biblioteka/audial-mother-or-daydreamer