სმენის ვექტორიანი ქალი: საით მიდის ის

სმენის ვექტორი გვიხმობს წყნარად, მაგრამ მძლავრად.

რა სურთ ქალებს? სიყვარული, ოჯახი, ბავშვები, ფული, ქურქი? შეიძლება კი, მაგრამ არა სმენის ვექტორის მატარებელ ქალს, მას ეს ზედმეტად „ამიწებს“. სმენის ვექტორიაინი ქალი სამყაროს მასშტაბებს მიელტვის.

შვიდი ვექტორის პრიორიტეტები შეიძლება გარკვევით ჩამოვაყალიბოთ: კანი ელტვის მატერიალურ ფასეულობებს; ანალი-ოჯახურ სიმყუდროვეს; ვიზუალი მძაფრ შეგრძნებებს, სიყვარულს; ურეთრა მომავალის ახალ გზებს. სმენის სურვილის ძალა ყველაზე ძლიერია.

სმენური სურვილების აღწერა არც ისე ადვილია, მათ ვერ დაინახავ თვალით და ვერ შეაფასებ ხელფასით. სმენის სურვილები აბსტრაქტულ სიბრტყეშია. მათი მატარებელი – განურჩევლად სქესისა – მიილტვის სამყაროს აგებულების, მისი არსისა და მასში ადამიანის ადგილის  შეცნობისკენ.  ანალური ზომა დაეხმარა სმენას თავისი სიტყვა ეთქვა მეცნიერებაში, მწერლობაში, მუსიკასა თუ ხელოვნებაში. ყველა ამ სფეროში (იმავე ანალური ზომის გავლენით) ქალები შეუმჩნეველი რჩებოდნენ. ვიდრე ფსიქიკის მოცულობა არ გაცდა ყოფითი პრობლემების დასაკმაყოფილებლად საჭირო საზღვრებს და დაფიქრდა ყოფიერებაზე. აქ ქალი ვეღარ კმაყოფილდება მეორეხარისხოვანი როლით. ამისათვის კი ქალი თავად იწყებს საზღვრების გაფართოვებას… სმენა ქალი არა მხოლოდ თვითონ მიელტვის სამყაროს შემეცნებას, ის აღძრავს მამაკაცშიც რეალიზაციისკენ სწრაფვის სურვილს. სმენა ქალს შეუძლია სიტყვით გამოთქვას ის, რაც მამაკაცის თავში მხოლოდ აზროფორმად ყალიბდება.

მარია და პიერ კიურები. ფიზიკის ფაკულტეტის სტუდენტი და ცნობილი პროფესორი-ერთად ორი მკვლევარი მეცნიერი. მარიას სურდა რადიაქტიული გამოსხივების წყაროსათვის მიეკვლია, ანალ-სმენა ქალი მუშაობდა რადიაქტიულ ელემენტებთან 12 წლის მანძილზე , რომ დაწყებული საქმე ბოლომდე მიეყვანა. მნიშვნელოვანი აღმოჩენები ამ სფეროში პიერმა მარიას მოსაზრებებითა და მიგნებებით შთაგონებულმა გააკეთა. ატომის გამოკვლევა მათი საერთო სმენური იდეა იყო სადაც ორივემ საკუთარი ინტელექტუალური შესაძლებლობების მაქსიმუმი ჩადო.

პრისცელა ჩანი – მარკ ცუკერბერგის მეუღლე. მას სურდა კაცობრიობას დახმარებოდა. სკოლაში „გენიად“ წოდებული 13 წლის ასაკში მიზნად ისახავს ჰარვარდში სწავლას და კიდევაც აღწევს მიზანს. ისინი საერთო იდეამ მჭიდროდ დააკავშირა ერთმანეთთან. მათი მიზანია ხელი შეუწყონ ექუალიზმის (თანასწორობის) მდგომარეობის მიღწევას ჯანმრთელობის, განათლების, სამეცნიერო და ენერგეტიკულ სფეროებში ადამიანური პოტენციალის გამოყენების საკითხებში. კან-ვიზუალ-სმენა პრისცილას დამსახურებით მარკის იდეა – მოეხდინა ტექნოლოგირი გარღვევა – იმ ფაქტის გააზრებით, რომ კოლექტიური ინტელექტუალური ძალისხმევით უფრო ფართომასშტაბიანი ცვლილებების მოხდენა შეიძლება – ახალ საფეხურზე გადავიდა და ადამიანების სამსახურში ჩადგა.

ანა სნიტკინა, დოსტოევსკის მეუღლე. ბავშვობიდან მისი მკითხველი, მოგვიანებით მწერლის სტენოგრაფისტი გახდა. თავის ნაწარმოებებში დოსტოევსკიმ შეძლო ადამიანის სულის საიდუმლოებები ამოეხსნა. თუმცა შესაძლოა ბევრი მათგანი დღის სინათლეს ვერ იხილავდა, რომ არა ანა. მხოლოდ მისი დახმარებით გახდა შესაძლებელი უმოკლეს დროში გაემზადებინა მასალა გამოსაცემად. მეუღლის გავლენით გენიალური მოაზროვნე შთაგონების ახალ ტალღას იღებს, ადამიანური ბუნების შეცნობის, მასში ჩარმავების სურვილი სიცოცხლის წყურვილი უღვივებს. განვითარებული კან-სმენა ქალისთვის რთული არაა ბალანსისი შენარჩუნება იდეასა და მატერიალურ სამყაროს შორის და ანა წარმატებით გაუძღვა მეულის წიგნებს გამოცემის საქმიანობას.

სმენის ვექტორიანი ქალი ეს ნამდვილი გზამკვლევი ვარსკვლავია, მას, როგორც არავს,  შეუძლია გზა გაუნათოს მის გვერდით მყოფთ – საკუთარი არსებობის არსის შეცნობის, ასევე ადამიანის დანიშნულების და ამქვეყნად მოსვლის მნიშვნელობის გარკვევის საკითხებში. ის თავად იღებს უსასრულო სიამოვნებას საკუთარი ბუნებისა და დანიშნულების ძიება/შესწავლით და ადვილად გადასდებს ამ სიამოვნების განცდის სურვილ სხვებსაც.

 

წყარო: https://www.yburlan.ru/biblioteka/zvukovaja-zhenshhina-kuda-ona-idet-i-kuda-napravljaet-svoego-muzhchinu#

მთარგმნელი: Ekoterine Sagittarius