სმენის ვექტორის აბსტრაქტული ინტელექტი.

სმენის ვექტორი ეს არის ინფორმაციის მეოთხედის შიდა ნაწილი. ამ ვექტორის ფუძეა საერთო. სისტემა-ვექტორულ ფსიქოლოგიაში არსებობს ოთხი ტიპის ინტრავერტი და ოთხიც ექსტრავერტი. ოთხი ინტრავერტიდან ერთ-ერთი, არის სმენა. სამყაროში მათი საერთო რაოდენობა 5%-ია. სმენის ვექტორის ყველაზე მგრძნობიარე ზონა ფიზიკურ სხეულზე, ეს არის სმენის არხი. მის კომფორტული გეომეტრიულ უსარულობის ნიშანი ან რვიანი. ის გასაზღვრულია ვექტორით და დავალებით, შეიცნოს სამყაროს მოწყობა და ფუნქცია, იყოს დაკავებული შეცნობის პროცესით, ეძებოს და შეიტანოს საერთო კანონები მსოფლიოს მოწყობაში და კაცობრიობის განვითარება მიმართოს სწორი მიმართულებისაკენ. სმენის ვექტორი ეძებს და ხსნის ჩვენი უსასრულო სამყაროს წესებს. პირველყოფილ ჯოგში სმენის ვექტორი ღამის დარაჯის ფუნქციას ასრულებდა. სწორედ ღამით, როცა ყველა იძინებდა, წყდებოდა ყველა მისთვის უსიამოვნო ყოველდღიური ცხოვრების ხმაური, ის ახდენდა კონცენტრაციას და უსმენდა სიჩუმეს, რომელსაც არღვევდა ფოთლების შრიალი, ნიავის ზუზუნი. თავისი მგრძნობიარე ყურებით, რომელსაც შეუძილია განასხვავოს ერთმანეთისგან უამრავი ხმა სხვადასხვა ამპლიტუდიდან უამრავი, ის იღებდა ინფორმაციას სწორედ ღამით და სწორედ ამ მეთოდით შეეძლო გაეფრთხილებინა თავისი ჯოგი მოსალოდნელი საფრთხის შესახებ. მას ამ დროს ჩამოუყალიბდა ბევრი მთავარი კითხვები სამყაროს შესახებ: ვინ ვარ მე და რა რაში მდგომარეობს ჩემი ცხოვრების აზრი? სწორედ ამაზე ფიქრობს სმენის ვექტორიანი ღამის სიჩუმეში და კონცენტრირდება კითხვებსა და საკუთარ მდგომარეობაზე. მოდით შევეხოთ სმენის ვექტორის გარეგნულ ნიშნებს, მაგრამ გვახსოვდეს, რომ ეს დიაგნოსტირებისათვის მეორეხარისხოვანია. მისი სხეულის აგებულებას შეიძლება დავარქვათ ღონემიხდილი, ის არის მაღალი გრძელი კიდურებით, კუნთები შედარებით სუსტად აქვს განვითარებული, ჩაღრმავებული და ჩამჯდარი თვალები ბუდეში, მისი მზერა მიმართულია გამჭოლად, მაგრამ გეჩვენებათ, რომ ის საკუთარ თავში იყურება ან არსაით. ასეთ მზერას ხშირად „შუშის გამოხედვასაც“ უწოდებენ. უმეტესი ნაწილი ის ჩაფიქრებულია საკუთარ თავსა და აზრებში. ამიტომ სახე აქვს მიმიკების გარეშე და არ გამოხატავს არანაირ ემოციას. მისი ყველაზე მგრძნობიარე ადგილი ეს ყურებია, ამიტომ ძალიან მოსწონს სხვადასხვა ხმებით ტკბობა, მაგრამ ყველაზე საოცნებო ხმა ხმების არარსებობაა. უყვართ დიდი ხნით სიჩუმეში ყოფნა. სიჩუმეში ახერხებს კონცენტრაციას. ის განმარტოებისათვის ირჩევს ისეთ ადგილებს, სადაც ნაკლები ადამიანები არიან, ეს შეიძლება იყოს ბიბლიოთეკა, ზღვის სანაპირო, დაცარიელებული სკვერი. ძალიან იშვიათად შეხვდებით დისკოთეკაზე სადაც მუსიკა კი არა, ჩაქუჩის ბრახუნია, ან საზოგადოების თავშეყრის ადგილზე. მისთვის ესეთი გარემო ძალიან არაკომფორტულია. მგრძნობიარე ყურების გამოა, რომ ისინი ძალიან მტკივნეულად აღიქვამენ მაღალ ხმებს. ვერ იტანენ, როცა დიდი ხნის საოცნებო სიჩუმეს არღვევს კარების ან ძველი პარკეტის ჭრიალი, შინაგანად ეკლებს აყრის და აპროტესტებს მისი შინაგანი მდგომარეობა. ამიტომ თუ ოჯახის წევრი გყავთ სმენის ვექტორის და გიყვართ ის, შეეცადეთ მოარიდოთ უსიამოვნო ხმაური ან ხმები, რომელიც მას აღიზიანებს, რადგან ამაზეა დამოკიდებული მისი სულიერი მდგომარეობა. სმენის ვექტორიანებს არ უყვართ ადრე დაძინება და გაღვიძება, რადგან მათი წამყვანი როლი ეს არის ჯოგის დარაჯი. ღამის მოახლოებასთან ერთად აქტიურდება, მიდის ფილმის საყურებლად, ან სამეცნერო, რელიგიური წიგნების წასაკითხად. ბავშვობაში ისინი ხშირად არიან ფანარით საბნის ქვეშ, რომ მშობლებმა იფიქრონ რომ მას სძინავს. ის აქტიურია ღამის სამ-ოთხ საათამდე და შემდეგ იძინებს. ამიტომაც მისთვისძ ალიან რთულია დილით გაღვიძება. მშობლები, მასწავლებლები მოუწოდებენ დისციპლინისკენ. მისთვის კი ძალიან რთულია დროულად გამოცხადდეს დანიშნულების ადგილზე. გაღვიძებიდან პირველი ორი-სამი საათი ის დადის ძილბურანში. სკოლაში კი შეიძლება პირველ-მეორე გაკვეთილზე ეძინოს. მის გარემოცვას შეიძლება მოეჩვენოს თითქოს ის მათთან არც არის, ჯგუფისგან გამოცალკევებულია და მუდმივად სადღაც ცაში დაფრინავს, მაგრამ მისი ესეთი გამომეტყველება სიმართლეს არ შეეფერება. სინამდვილეში კი მის გონებაში მთელი რიგი აზრთა ქარბუქია. მისი გონება მიმართულია არა მატერიაულური, მოსაწყენი მოვლენების მიმართ, არამედ არამატერიალურისკენ. ის მთლიანად ჩაფლულია აზრებისა და იდეების სამყაროში. მის დედას აინტერესებს ფიზიკური მხარე, მას კი შეიძლება დაავიწყდეს ჭამა, სმა, სხეულის მოვლა იმისათვის, რომ ლამაზად გამოიყურებოდეს. მას შეუძლია დღეებით იჯდეს კომპიუტერთან და ვიდეო-თამაშებს თამაშონდეს და მისი ამ მდგომარებიდან გამოყვანა საკმაოდ რთულია. ჩვეულებრივ ის ჩუმია და არ არის მიდრეკილი ურთიერთობისაკენ. თუ ის საუბრობს, საუბრობს ჩუმად და მონოტონური ხმით, რადგან არ „დააზიანოს“ სხვისი ყურები. სხვებიც ისეთი მგრძნობიარეები ჰგონია, როგორც თავადაა. საუბრის დროს არ ქანქარებს, სხეული თითქმის განუძრევლად აქვს. თუ ჩაფიქრებულ სმენის ვექტორიანს მოულოდნელად კითხვას დაუსვამთ, პასუხს გაგცემთ შეყოვნებით. ეს მცირეხნიანი პაუზა სჭირდება, რომ საკუთარი თავიდან გამოვიდეს გარეთ და კითხვაზე გიპასუხოთ. ეს აბსოლუტურად ნორმალურია. ამიტომ ეს აუცილებლად გაითვალისწინეთ მასთან ურთიერთობისას, თუ გინდათ, რომ დადებითი ემოციები ჰქონდეს კონტაქტის დროს. როგორი ფრაზით შეიძლება ამოვიცნოთ სმენის ვექტორიანი ყოველდღიურ ცხოვრებაში: „შეიცანი თავი შენი“, „ამაში ვერ ვხედავ აზრს“, „და რა აზრი აქვს ამას“, „ეს უაზრობაა“, „რა არის შენი მთავარი იდეა“, „რაშია არსი“, „ისინი მე ვერ მიგებენ“, „საერთოდ რაზე საუბობს ყველა“, „სუჩუმე ოქროა“, „არაფერი არ მინდა“, „დეპრესია მაქვს“, „დედა, ღმერთი არსებობს?“, „როგორ მინდა სიჩუმე და განმარტოება“, „დრო მომეცი მოსაფიქრებლად“, და მთავარი სიტყვა, რომელსაც ის ძალიან ხშირად იყენებს ეს არის ნაცვალსახელი „მე“.