სმენის ვექტორის აბსტრაქტული ინტელექტი 2.

რაზე ფიქრობს სმენის ვექტორიანი და როგორ არის მისი ინტელექტი მოწყობილი? მოდი გავერკვიოთ. ნებისმერ ვექტორს აქვს საკუთარი „მე“, მაგრამ სმენის ვექტორიანს ის არ აქვს. იმ დროს როცა ყველა  შვიდ ვექტორს „მე“ გამოეყოფა ავტომატურად, სმენის ვექტორიანმა კი თავისით უნდა გამოიცნოს ეს რთული დავალება, ხშირად შეუძლებელიც კი. გაიგოს ვინ არის. სწორედ პასუხის არ არსებობა მთავარ კითხვაზე, აწვალებს უძილო  ღამეების დროს. პასუხი შეიძლება თავისი ფორმით იყოს სხვადასხვანაირი. სმენის ვექტორიანმა შეიძლება ვერ გაარკვიოს რა უნდა ამ ცხოვრებაში, არ იცის რომელ სფეროში რეალიზდეს, მაგრამ თავისი არსით ყველაფერი უკავშირდება მის მთავარ კითხვას.
მნიშვნელოვანია თავიდანვე აღინიშოს, რომ სმენის ვექტორის განვითარების ყველა სცენარი წყვილების, ჯგუფის, კაცობრიობის დონეზე, იქნება დამოკიდებული იმაზე, იპოვა თუ არა პასუხი მთავარ კითხვაზე. ძირითადში ორი ძირითადი სცენარია. თუ აქვს პასუხი კითვაზე „ვინ ვარ მე“ , მაშინ ის რეალიზდება იმ იდეის ფარგლებში რითიც გაეცა პასუხი მის შეკითხვას და ახსნა სამყარო, მაგრამ თუ პასუხი არ აქვს შეიმჩნევა დეპრესია, თვითმკვლელობის სურვილი და სხვა ფსიქიკური დაავადებები. მოდით გავერკვეთ რა მეთოდით იღებს ინფორმაციას გარე სამყაროს შესახებ. ის ფლობს აბსტრაქტულ ინტელექტს. ის აზროვნებს აბსტრაგირების გავლით. აბსტრაქციაში მოიაზრება გადაფნტული რამოდენიმე მოვლენის საერთო კავშირი და მათი გაერთიანება ერთი ფუძით. საერთოს ძიება და უფრო მაღალი მოწყობის სისტემის გაგება ანვითარებს  მის აზროვნებას. და რა არის საერთო? საერთო ეს არის რაღაცის იდეა. მისი აზროვნება სისტემური და აბსტრაქტულია. რა არის სისტემა? სისტემა ეს არის ელემენტების ერთობლიობა ფორმებითა და ურთიერთკავშირით. თუ სმენის ვექტორიანი სწავლობს და ფიქრობს თუ როგორ არის მოწყობილი ესა თუ ის სისტემა, მაშინ ის ვითარდება. რატომ სისტემურად?  იმიტომ, რომ როცა მისი რაღაც ნაწილით ახდებს აბსტრაქციას, მაშინ ის ეძებს კიდევ უფრო მაღალი მოწყობის სისტემას. მაგალითად, ხის უკან ხედავს ტყეს.უფრო მაღალგანვითარებული სმენის ვექტორიანი ტყის უკან ხედავს მთელ ეკოსისტემას. ეხლა კი აუცილებელია მოვიხსენიოთ რა არის ჩაწვდომა (შემეცნება). ჩვენ გვაქვს ოთხი კატეგორია: შეგრძნება, რწმენა, ცოდნა და ჩაწვდომა (შემეცნება). რა არის შემეცნება? ეს არის რაღაც საგნის ფუნქციის გაგება უფრო მაღალი წესრიგის სისტემიდან. მოდით მოვიყვანოთ მარტივი მაგალითი, თუ გვინდა  გავიგოთ კოვზის არსი, აუცილებელია გავიგოთ ის რომელ სისტემას ეკუთვნის. შემდეგ უკვე გავიგებთ რისთვის არის საერთოდ საჭირო კოვზი. ადამიანი თავის არსში გაუცნობირებელია. თითქოს ის სხეულია და მეტი არაფერი. აი ჯგუფში მას უკვე რაღაც ფუნქცია აქვს. ჯგუფში ის უკვე აზრს იძენს. იმისათვის, რომ პასუხი გავცეთ მთავარ კითხვას „ვინ ვარ მე“ სმენის ვექტორიანი ეძებს უფრო ფართომასშტაბიან და მომცველ იდეას, რომელიც ახსნის როგორც მის არსებობას, ისე სამყაროს მოწყობას. სმენის ვექტორიანისაგან ხშირად მოისმენთ: „ რა აზრი აქვს ამ საგანს, რაში მდგომარეობს მისი იდეა და არსი“. როგორ ხედავს ის გარე სამყაროს? თუ  მან იპოვა იდეა რომელიც ახსნის მასაც და სამყაროსაც, მაშინ საკუთარი განვითარების პროცესს ის იღებს როგორც სამყაროს განვითარების ნაწილს. მაგრამ თუ მას არ აქვს საერთო იდეა, ყველაფერი მის გარშემო ერთმანეთთან დაუკავშირებელი იდეების ერთობლიობაა. აუცილებელია გავიგოთ, რომ მისთვის არ არსებობენ ადამიანები და საგნები, არსებობენ მხოლოდ იდეის მატარებლები და მისი დამოკიდებულება  ადამიანებთან ანალოგიურია. თუ ადამიანების ცხოვრებისეული იდეაა, მის იდეაზე ნაკლებია თავისი შინაარსით, მაშინ მათ ქედმაღლურად ექცევა, მაგრამ თუ სხვები გაუთანაბრდნენ, ან უფრო მაღალი კონცებციები აქვთ სამყაროზე, სმენის ვექტორიანი იჩენს ინტერესს იდეის, სწავლების ან ასეთი ადამიანის მიმართ.  ბევრი კითხულობს თუ რატომ არის სმენის ვექტორიანი ეგოცენტრისტული, რატომ არის ის საკუთარ თავზე მაღალი წარმოდგენით. მინდა გითხრათ, რომ მისი ეგოცენტრულობა და მაღალი წარმოდგენა მასში ბუნებრივად არის ჩადებული. იქიდან გამომდინარე, რომ მისი ინტელექტი მიმართულია გაერთიანებისაკენ, ის მაღლდება მოვლენებზე და უყურებს ზევიდან, ცდილობს მათში მოძებნოს საერთო. მოდით მოვიყვანოთ მაგალითი,  წარმოვიდგინოთ რომ ჩვენ გვაქვს სურათი დიდი მოცულობის პიქსელებით, თუ მას უყურებს ვიზუალის ვექტორიანი ის მას სწავლობს თითოეულ პიქსელს, მის სილამაზეს, უნიკალურობასა და განუმეორებლობას, მაშინ სმენის ვექტორიანი თითოეული პიქსელიდან ახდენს აბსტაქციას და ცდილობს სურათი მთლიანობაში დაინახოს. აი ეს არის მისი განსხვავება და მნიშვნელოვანია ამის გაგება. სმენის ვექტორიანისთვის არ არსებობს მატერიალური სამყარო. მისი ბუნება ადამიანური ბუნებაა. ჩვენს გვაქვს არაცოცხალი  ბუნება გამოხატული კუნთისა და ორალური ვექტორით, მცენარეული გამოხატულია ანალური და ვიზუალური ვექტორებით, ცხოველური ბუნება გამოხატულია კანისა და ყნოსვის  ვექტორებით, ხოლო ადამიანური ბუნება ადამიანში ურეთრალური და სმენის ვექტორებით. სმენის ვექტორიანი ამაღლდა ცხოველურ ბუნებაზე და განვითარებული სმენა, უკვე მსოფილო ინფორმაციის მეფეა.
საერთოს სმენის ვექტორიანის ცხოვრება ეს არის ძიება. მას შეუძლია ცადოს სხვადასხვა იდეები, მაგრამ ამ ყველა იდეამ ერთობლიობაში პასუხი უნდა გასცეს მისი ცხოვრების მთავარ კითხვას. მისი ცხოვრების მანძილზე შეუძლია შეისწავლოს და მოსინჯოს ფსიქოლოგია, ეზოთერიკა, რელიგიები, მაგია, ფიზიკა, ასტროლოგია, მაგრამ მთავარია გვახსოვდეს თუ მან იპოვა იდეა, რომელიც ხსნის სამყაროს  რაღაც დოზით მაინც მასში, ის უკვე პოულობს საკუთარ „მეს“ და იწყებს განვითარებას ამ კონცებციის ფარგლებში, რომელიც მან საკუთარი თავისთვის მიიღო. აი რა იდეას აირჩევს სმენის ვექტორიანი ეს უკვე დამოკიდებულია მის განვითარების დონეზე, მას შეუძლია აიღოს არა მხოლოდ საკუთარი ვექტორის იდეები, არამედ სხვა ვექტორებისაც. ამ შემთხვევაში სმენის ვექტორი ერწყმის ქვედა ვექტორებს და ანვითარებს მათ ღირებულებებსაც. აუცილებელია გვახსოვდეს, როცა სმენის ვექტორიანი იღებს სხვა ვექტორის ღირებულებებს, მაშინ მასში უნდა იყოს მოცემული სხვა ვექტორებიც. მოდით მოვიყვანოთ მაგალითისთვის იდეები, რომლებმაც შეიძლება შეიპყროს სმენის ვექტორიანი. მივყვეთ თანმიმდევრობით და დავიწყოთ მარტივიდან. ანალური იდეა ეს არის ძალა, მაგრამ როცა ის დაბალგანვითარებულია. მაგალითად, არნოლდ შვარცნეიგერი, რომელსაც ქონდა იდეა საკუთარი თავი თავად შეექმნა და ექცია საკუთარი თავის გამოხატულებად. ანალური იდეა აგრეთვე არის ხარისხი, უფრო სწორედ ადამიანების დაყოფა ხარისხის მიხედვით. არის ჩემი რასა, კარგი და სუფთა, და არის სხვა რასები, ჭუჭყიანები, რომლებიც უნდა მოიშორო და სამყაროში დავრჩებით ჩვენ, როგორც ყველაზე ხარისხიანი მსოფლიოში. მე ვსაუბრობ ისეთ მოვლენაზე, როგორიც არის ნაციზმი. მისი მკაფიო წარმომადგენელი, როგორც უკვე იცით, ეს იყო ადოლფ ჰიტლერი. მას ქონდა როგორც ანალური ვექტორი, ასევე სმენის, რომელმაც ანალური იდეა ხარისხობრივად აიყვანა სმენის ვექტორის იდეის დონეზე. კანის ფასეულობა ეს არის სკუთარი სხეულით ფლობა და მისი კონტროლი, მაგალითად ბრუს ლი. ასევე კანის იდეაა გახდეს მილონერი, ინჟინერია, გამომგონებლობა სამეცნიერო-ტექნოლოგიურ პროგრესისთვის, მაგალითად სტივ ჯობსი. არის შემთხვევები როცა სმენას სხვა ვექტორის ცუდი მდგომარების იდეა აყავს, მაგალითად, კანის პათოლოგიური სურვილი იყოს ჯანმრთელი. მე ნაცნობიც მყავს, რომელმაც ცხოვრების მიზნად გაიხადა ბიოლოგიური კვებითი დანამატების მიღება იმიტომ, რომ საკუთარ თავს აღიქვამს როგორც მხოლოდ სხეულს და რეგულარულად კვებითი დანამატების მიღებას თვლის გამოჯანმრთელებად. ეს ფანატიზმში გადაუვიდათ და რა თქმა უნდა ეს უკვე ნეგატიური სცენარია.
კანისა და ანალური ვექტორების იდეებზე უკვე ვისაუბრეთ. ურეთრალური ვექტორის იდეა ეს არის თავისუფლება. შუა საუკუნეებში ამ იდეის მატარებლები იყვნენ მეკობრეები. ასევე ამ იდეამ გამოვლინება ჰპოვა მიმდინარეობაში, როგორიცაა ანარქია. „ანარქია წესრიგის დედაა“- ყველასთვის ცნობილი გამოთქმაა. ვიზულური ვექტორის იდეა ეს არის სიყვარული, ჰუმანიზმი. ამის არაჩვეულებრივი მაგალითია დედა ტერეზა. ვიზულური შიშები შეიძლება იქცეს იდეად, მაგალითად საშიში ფილმების რეჟისორებს, რომელთაც ჩვეულებრივ აქვთ როგორც ვიზულური ვექტორი, ასევე სმენის, შიში აყავთ იდეის დონემდე, იღებენ საშიშ ფილმებს და ამ საქმიანობას უძღვნიან მთელ თავის ცხოვრებას. ყნოსვის იდეაა მსოფლიო მმართველობა. და ბოლოს როგორც იქნა გადავდივართ უკვე სმენის ვექტორის იდეებზე, რომელიც არის სულიერი ძიება. ეს არის მსოფლიო რელიგიები, რომელთა დამაარსებლებს  ყველას ჰქონდა სმენის ვექტორი. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ სმენის ვექტორის იდეის სისწორის ხარისხი განისაზღვრება ამ იდეასთან სიახლოვით ბუნებრივ კანონებთან. შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ არაცოცხალ, მცენარეულ და ცხოველურ ბუნებაში ყველაფერი ჰარმონიულად და სრულყოფილადაა მოწყობილი, ხოლო ადამიანში ამას მოთხოვს გაცნობიერებული განვითარება. სმენის ვექტორიანი  პასუხისმგებელია ადამიანის განვითარებაზე ადამიანში. ის აირჩევს უფრო გლობალურს თუ ნაკლებად გლობალურს, ეს უკვე მის ტემპერამენტზეა დამოკიდებული. უფრო სწორედ რომ ვთქვათ, დამოკიდებულია მისი სურვილის სიძლიერეზე, რამდენად უნდა არეალიზოს თავისი უნარები, რომელიც მას მიეცა დაბადებიდან. უფრო გლობალური იდეა და ნაკლებად გლობარული იდეა განსხვავდება ერთმანეთისაგან იმით, რომ ის უფრო სრულყოფილად აძლევს პასუხს კითხვაზე „თუ როგორ არის მოწყობილი სამყარო“. აი მაგალითად, ფიზიკა პასუხობს კითხვას თუ როგორ არის სამყაროში მოწყობილი არაცოცხალი დონე. ჩვენ გვახსოვს რომ, თუ  სმენის ვექტორიანმა ვერ იპოვა იდეა, რომელმაც უნდა აუხსნას სამყარო, ის ვარდება დეპრესიაში.  დეპრესიაში ჩვენ მოვიაზრებთ უშედეგო ძიებას, რომელსაც არ მოყვება აზრის პოვნა. განწირულობისა და უბედურების განცდა იმიტომ, რომ ვერ იპოვა ცხოვრების აზრი. მოდით ვნახოთ როგორ გამოიყურება სმენის ვექტორიანი ცხოვრებაში, როცა ის დეპრესიაშია. არ არის მხიარული, არ აინტერესებს მატერიალური სამყარო, იმ შემთხვევაშიც კი როცა ის მუშაობს ან დაკავებულია სხვა საქმიანობით მისგან ხშირად მოისმენთ „და რა აზრი აქვს ჩემს სამსახურს“. ის გააკეთებს საქმეს ოღონდ ენთუზიაზმის გარეშე. იმუშავებს მხოლოდ იმიტომ, რომ გამოიმუშაოს საარსებო მინიმუმი. პირადი ურთიერთობები, ოჯახი, ჰობი, ეს ყველაფერი მას არ აინტერესებს. არის უენერგიოდ და სამუშაოს შემდეგ მხოლოდ ლოგინზე დაცემისა და ძილის სურვილი აქვს. დეპრესიის დროს დილით გაღვიძება ძალიან უჭირთ. მთელი მისი ენერგია მიდის საკუთარი, არამატერიალური კითხვების პასუხის გაცემაზე. როცა უფრო რთულ მდგომარეობაშია ის შეიძლება ბოლომდე იზოლირდეს საზოგადოებისაგან. ასეთ ადამიანებს შეუძლიათ დღეებით ისხდნენ სახლში, იკვებონ ლაფშით, ეძინოთ მთელი დღე და ერთი-ორი საათით გამოფხიზლდნენ ღამით, ისიც ითამაშონ კომპიუტერული თამაშები, უსმინონ მუსიკას ან უბრალოდ უყურებდნენ კედელს. იაპონიაში არსებობს მოვლენა, რომელსაც უწოდებენ ,,ხიხიკამორის”, ესენი არიან ახალგაზრდები, რომლებიც შემოსაზღვრავენ საკუთარ თავს და ცხოვრობენ კარჩაკეტილად. თუმცა ასეთი რამ მხოლოდ იაპონიაში არ ხდება, ამის გამოვლინებას თითქმის ყველგან ვხვდებით. ეს მდგომარეობა კავშირშია სმენის ვექტორთან, ესენი არიან ის სმენის ვექტორიანები, რომლებიც იმის გამო რომ ვერ იპოვეს იდეა, ჩავარდნენ დეპრესიაში. სმენის ვექტორიანის დეპრესიის განვითარების ერთ-ერთი სცენარია, როცა ის მთლიანად ეფლობა ათეიზმში. უშედეგო ძიების შემდეგ, როცა  ვერ იპოვა აზრი, ის უკვე იწყებს უკუსვლას. ის იწყებს ღმერთის არარსებობის მტკიცებას ყველა დონეზე. მთლიანად ეფლობა მატერიალურ სამყაროში და ვერც წარმოდგენს უფრო მაღალი ცნობიერის არსებობის შემთხვევას, სულიერებას. დეპრესიის დროს აქვს სუიციდის სურვილი, ყოველ შემთხვევაში თვითმკვლელობაზე ფიქრები უტრიალებს თავში. როცა დეპრესიაში მყოფ სმენის ვექტორიანს აქვს გარემოსაგან გადამეტებული ზეწოლა, პრეტენზიები, ყვირილი, შეურაცხყოფა, შესაძლებელია ასეთ დროს ის შიზოფრენიამდეც მივიდეს. ხმამაღალი ყვირილი, ჭურჭლის მსხვრევა, სკანდალები, ეს ყველაფერი კიდევ უფრო კეტავს მას, რათა თავი დაიცვას გარე სამყაროსაგან. შემდეგ კი შესაძლებელია განუვითარდეს ნევროზი, ან შიზოფრენია. ასეთ შემთხვევაში ის უკვე საკუთარ სამყაროს ქმნის საკუთარ თავში, სადაც ყველაფერი კარგადაა, ყველა კეთილია და დარჩენილ ცხოვრებას ამ სამყაროში ატარებს. მთელი ამ ჩხუბების შედეგად შესაძლებელია საერთოდ გაწყვიტოს კონტაქტი ოჯახის წევრებთან, ან აირჩიოს ერთი მეგობარი. აგრესია ოჯახში მასზე ძალიან მოქმედებს და ართულებს მის რესოციალიზაციას. რა მეთოდით და ფორმით უნდა განავითაროს სმენის ვექტორმა აბსტრაქტული ინტელექტი, რომ ის რეალიზდეს სრულად და გახდეს ბედნიერი არსება, რომელიც დატკბება ამ ცხოვრებით. დასაწყისისთვის, ადეკვატური „ზეწოლა“ ნორმალურია შემდგომი შედეგის მისაღწევად. ზედმეტი ზეწოლის შედეგად განვითარებული შედეგები უკვე განვიხილეთ. თუ მას საერთოდ უყურადღებოდ დავტოვებთ ამ შემთხვევაშიც შესაძლებელია საკმარის დონეზე ვერ განვითარდეს. შეიძლება მან გამოიყენოს საკუთარი აბსტრაქტული ინტელექტი, მაგრამ სრულად არა, ან ისარგებლოს სხვა ვექტორის ინტელექტით. განვითარების პროცესის დროს აუცილებელია მან ისწავლოს მთელი ამ აბსტრაქტული პროცესის აბსტრაგირება, შეძლოს საერთო კანონზომიერების დადგენა ამა თუ იმ ცალკეული გამოვლინებების დაკვირვებით. აუცილებელია მისცეთ დავალებები მისი უნარის განსავითარებლად, რაც დაეხმარება დაადგინოს ურთიერთკავშირი და შექმნას სამყაროს ერთიანი სურათი. ძალიან მნიშვნელოვანია ასწავლოთ დამოუკიდებლად ფიქრი. განაზოგადეთ მისი კითხვები, რათა დამოუკიდებლად ეძებოს და იპოვოს მათზე პასუხები. მისი განვითარებისთვის აუცილებელია შეუქმნათ საარსებო პირობები. როგორც უკვე მიხვდით, ეს არის სიჩუმე, რადგან მას სწორედ მშვიდ გარემოში შეუძლია კონცენტრირება. პატარა ბავშვი (სმენის ვექტორიანი) უნდა გრძნობდეს პასუხისმგებლობას მთელ სამყაროზე და ამის შემდეგ ის უკვე განვითარდება  სწორი მიმართულებით. ის ნელ-ნელა გადავა აბსტაქციის კიდევ უფრო მაღალ დონეებზე და ასე უსასრულოდ.

 

სრული ტექსტი იხილეთ ფასიან ჯგუფში