სმენის ვექტორის განსაკუთრებულობები ქალებში

რა განსაკუთრებულებები ახასიათებთ სმენის ვექტორიან მდედრებს?
პირველ რიგში უნდა გავიგოთ, რომ თვით ვექტორს სქესი არ აქვს, ამიტომ განსაკუთრებულობები პირველ რიგში გამომდინარეობს ვექტორიდან და არა მისი მატარებლის სქესიდან. ვექტორი ეს ადამიანში ბუნების კანონებიდან გამომდინარე ფორმირებული სურვილების ერთობლიობაა. ერთადრერთი სხვაობა რაც სქესმა შეიძლება მოიტანოს ვექტორის მატარებლებს შორის, გამომდინარეობს წარსული არქეტიპიდან და ურთიერთმიზიდულობების კანონიდან. თუმცა ხდება ისეც რომ სქესიდან გამომდინარე ვექტორს ზოგჯერ აქვს განსხვავებული გამოხატულებები (სქესთა გაყოფა ხდება ქმნილების მცენარეულ დონეზე). რატომ? იმიტომ, რომ არსებობს გარკვეული დაშენებები.
  თუ შევხედავთ ქვედა ვექტორები ადამიანის ცხოველური სურვილების ნაკრებებია, ხოლო ზედა ვექტორები ადამიანში ადამიანური სურვილების ნაკრები. ვექტორული წყობის შესაბამისად ადამიანი თავის თავში ატარებს ცხოველურ, ან ადამიანურ სურვილებს (ან ორივეს ერთად). ადამიანურობა ადამიანში, პირველ რიგში გულისხმობს განვითარების შესაძლებლობას.
  რა ხდება თუ ადამიანს აქვს სმენის ვექტორი, რომელიც გამოვლენილია ქალის სხეულში? უნდა ვიცოდეთ, რომ ზედა ვექტორის სცენარს მნიშვნელოვნად განაპირობებს ის, თუ რომელი ქვედა ვექტორი ერთვის მას. ერთია ანალ-სმენა, მეორეა კან-სმენა და სულ სხვაა ურეთრალ-სმენა (სამართლიანი იქნება აღინიშნოს, რომ როდესაც ვსაუბრობთ სმენის ვექტორიანი მდედრის არსზე, სვფ-ში ჯერ კიდევ არ არსებობს ამ არსის სრულფასოვანი ცოდნა და სხვადასხვა სცენარების არსის და ფუნქციის გახსნაზე მუშაობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს – მთარგმნელის შენიშვნა).
  თუ ვისაუბრებთ სმენის ვექტორიანის უმაღლეს განვითარებაზე, რაც გულისხმობს სულიერებამდე განვითარებას სმენის ვექტორში, ეს გულისხმობს სულიერ ბელადობას. (ფუნქციურად სმენის ვექტორში მდედრსა და მამრს შორის სხვაობა არ არსებოს, თუმცა არის ერთი დეტალი. ანალურ ფაზაში მმართველობა ხდებოდა ანალური ვექტორის ფასეულობებით. ანალის ვექტორიანები კი მდედრს მამრზე დაბლა მდგომ არსებად თვლიან, შესაბამისად ანალურ ფაზაში მოხდა ქალის როლის დაკნინება და ქალებს არ ეძლეოდათ კაცის თანაბრად რეალიზაციის საშუალება. ამის გამო სულიერი ბელადების და გასულიერებული სმენების უმრავლესობა ანალურ ფაზაში სწორედ კაცები იყვნენ. სმენა მდედრმა კი განვითარების სულიერი დონე შეიძინა მხოლოდ ანალური ფაზის მეორე ნაწილში, როდესაც ანალურის პარალელურად მოხდა ვიზუალური ფასეულობების გამოვლენა. -მთარგმნელის შენიშვნა). ამ დონეს კი ანალურ ფაზაში ქალები იშვიათად თუ აღწევდნენ. დღეს სმენის ვექტორიანი მდედერების შედარებით უკეთ რეალიზებული ნაწილი იდეური მასწავლებელია. თუმცა უფრო მეტად არიან არსებული იდეების გამავრცელებლები და მქადაგებლები. არის კიდევ ერთი განსაკუთრებულობა. სმენის ვექტორიან მდედრს, მამრზე ბევრად უკეთ შეუძლია არსებული იდეების გადაცემა და მიწოდება, ამიტომ სმენის ვექტორიანი მდედრები იდეალური მასწავლებლები არიან. სმენის ვექტორიან მამრებში ჭარბობს ომის მდგომარეობა რაც გულისხმობს ინფორმაციულ დაპყრობას, ეგოს ჭიდილს, ამიტომ როდესაც სმენის ვექტორიანი მამრი რაღაცას სწავლობს, ან ასწავლის, მასში ყოველთვის მძლავრობს მისი შინაგანი ეგო, რაც მნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება მის სურვილს გახდეს ინფორმაციის მიმღები და შემდეგ ეს ინფორმაცია გასცეს. როდესაც სმენის ვექტორიანს ვინმე რამეს ასწავლის, მასში ჩნდება შინაგანი განცდა იმისა, რომ ,,ეს მან ისედაც იცის და თან მასწავლებელზე უკეთესად“. (სმენის ვექტორიანებს რომ ჰკითხოთ მათ ყველაფერი ყველაზე უკეთესად იციან, ისიც კი, რაც საერთოდ არ გაეგებათ – მთარგმნელის შენიშვნა). სმენის ვექტორიან მდედრს კი ეს ეგო ცოტა უფრო შერბილებული აქვს, ამიტომ ხდება ინფორმაციის ბევრად უფრო კარგი მიმღები, ვიდრე სმენის ვექტორიანი მამრი.
მთარგმნელი: სერგო ღამბაშიძე