სმენის ვექტორის განსაკუთრებულობები

თუ გახსოვთ, ჩვენ ვთქვით, რომ სმენის ვექტორი არის ერთგვარი ქამელეონი ფსიქოტიპი. ქამელეონი იმ გაგებით, რომ მას შეუძლია, მთლიანად დაემსგავსოს, ან საერთოდ გაითქვიფოს ნებისმიერ სხვა ვექტორში. იმდენად, რომ ასეთ შემთხვევაში სმენა საერთოდ უხილავი ხდება. უყურებთ ასეთ ადამიანს და სერთოდ ვერ ხედავთ მასში სმენურ თვისებებს. არანაირი სულიერი სურვილები, არანაირი ფილოსოფიური წიაღსვლები. (მაგალითისთვის რომ განვიხილოთ ცნობილი ქართველი მძლეოსანი გიორგი ასანიძე, მას სმენა აქვს, მაგრამ ის პრაქტიკულად არაფერში არ ვლინდება – მთარგმნელის შენიშვნა). ერთადერთი რასაც ამ დროს სმენა იძლევა, არის მასშტაბები მიღწევებში. ვერანაირი სხვა ნიშნით სმენის ვექტორს ვერ გამოარჩევთ. მეტიც, სმენის ვექტორს შეუძლია გაითქვიფოს არა მხოლოდ სხვა ვექტორში, არამედ კონკრეტული ვექტორის ერთ კონკრეტულ თვისებაში, ან სურვილში (მაგალითად კანური ფულის შოვნის სურვილში). თუმცა სმენის ვექტორს შეუძლია ისიც, რომ მთლიანად შთანთქოს სხვა ვექტორი და ბოლომდე დაიქვემდებაროს მისი სურვილები და თვისებები. მაგალითად კან-სმენა შეიძლება გახდეს ასკეტი ბერი. ეს ის სმენაა, რომელმაც თავისი ფასეულობებით ბოლომდე დაიმორჩილა კანის ვექტორი. წარმოიდგინეთ კანი, რომელსაც არ სურს იშოვოს ფული, ის მთლიანად გადასულია არსთა სამყაროში და პრაქტიკულად ბოლომდე მოწყვეტილია ფიზიკური სამყაროს აღქმას.