სმენის ვექტორის სექსუალური მიდრეკილებები და გადახრები.

რა სახის სექსუალური მიდრეკილებები და გადახრები ახასიათებს სმენის ვექტორს?

სმენის ვექტორს სექსი როგორც ასეთი საერთოდ არ აინტერესებს, თუ რომელიმე ქვედა ვექტორის იდეა არ აქვს სმენამდე აყვანილი… მაგალითად იდეა, რომ “სექსი ასხივოსნებს” (ტანტრა), ან პირიქით, ხშირად სმენებსვე აქვთ აკვიატებული (განსაკუთრებით კან-სმენებს), რომ სექსი სულიერ განვითარებას ხელს უშლის.

საქმე იმაშია, რომ სმენას როგორც ზედა ვექტორს არ აქვს ლიბიდო (ის არამატერიალური ვექტორია, არ კონცენტრირდება ფიზიკურ სამყაროზე და სექსისადმი გულგრილია, ამიტომ მისი სექსუალობა დამოკიდებულია იმაზე თუ რომელი ქვედა ვექტორი ერთვის მას). ანალთან ერთად საკმაოდ დიდი ლიბიდო აქვს, კანთან ნაკლები, ურეთრალთან საკმაოდ ძლიერი. რაც შეეხება მიდრეკილებებს, გადახრებს და უკიდურესობებს: კან-სმენებს ხშირად აქვთ უკიდურესობები, ან სექსზე იდეებს ქმნიან, ან საერთოდ კარძალავენ სექსს, ქმნიან პრაქტიკებს ,,მართე სექსუალური ენერგია” და ა.შ. დარღვევისას ანალ-სმენა ვიზუალთან ერთად შეიძლება გახდეს სექსუალური მანიაკი, მაცდური პედოფილი, მხოლოდ ანალ-სმენა მამრებს შეიძლება ჰქონდეთ ინცესტუალური ლტოლვა დის, ან საკუთარი ქალიშვილის მიმართ (იშვიათად, თუ დედაზე წყენის მდგომარეობას ერთვის ბინძურის სცენარი, ეს შეიძლება მივიდეს იქამდე, რომ მისი ფსიქიკა სექსს აღიქვამდეს ქალის დამცირების აქტად და მისთვის სექსი ასოცირდებოდეს ანგარიშსწორებად მისი წყენისთვის. ამ დროს შეიძლება სქესობრივი ლტოლვა გაუჩნდეს დედის მიმართაც). ურეთრალ-სმენები ასევე უკიდურესობების ხალხია, ამიტომ როდესაც საქმე სქესობრივ ურთიერთობებს ეხება ისინი ხასიათდებიან ან აწყვეტილი სექსით და ლტოლვა აქვთ საწინააღმდეგო სქესის ნებისმიერი მეტ-ნაკლებად მათთვის მოსაწონი სუბიექტის მიმართ, ან მთლიანად სმენურ გაშეშებაში არიან და საერთოდ უარს ამბობენ სექსზე. ზოგჯერ კი რაც ყველაზე სასაცილოა ეს ორი მდგომარეობა მათში პერიოდულდ ცვლის ხოლმე ერთმანეთს. კიდევ ერთი ურეთრალ-სმენა მამრს შეიძლება ჰქონდეს ინცესტური ლტოვა დედის მიმართ, ოღონდ მხოლოდ მაშინ თუ დედა შიშის მდგომარეობაში მყოფი კან-ვიზუალია, მამა კი სადისტური ტენდენციების ანალი. ურეთრალ-სმენა მდედრები კი საკმაოდ ხშირად არიან ლესბოსელები და ბისექსუალები.

სხვადასხვა მდგომარეობებში სმენის ვექტორიანს შეიძლება ახასიათებდეს მეწყვილის იდეალიზაცია (კონკრეტული პირთან დამოკიდებულების იდეამდე აყვანა), მისი მუზად ქცევა, გაღმერთება. თუ სმენას ერთვის სუფთას მდგომარეობაში მყოფი ანალი, შესაძლოა შეინიშნებოდეს პარტნიორის შორიდან თაყვანისცემის სურვილი, რადგან ამ სცენარის ანალი შეიძლება სექსს აღიქვამდეს ,,დაბინძურებად”, ამიტომ ის თავისი სიყვარულის ობიექტს ეტრფოდეს, როგორც ხელშეუხებელ ,,სიწმინდეს”.