სმენის ვექტორის ურთიერთობები

სმენის ვექტორიანის ურთიერთობის თვისებები ძალიან გავს ურეთრალური ვექტორისას. სმენა ეს დომინანტი ვექტორია და როგორც ურეთრალი ისე სმენაც არ დადევენ წვრილმანებს. ურეთრა ფიზიკური დონის ბელადია, სმენა -სულიერი, ამიტომ ისინი არ ეძებენ პატარა მასშტაბებს. სმენა ხედვის ფართე მასშტაბებია, მისი ინტელექტი მუშაობს გაერთიანებაზე, გაერთიანებაში კი არ არსებობს ყურადღება წვრილმან დეტალებზე, მას აქვს მხოლოდ კითხვები: რატომ? რისთვის? ის ეძებს არსს. და რაც ასევე მნისვნელოვანია ის დომინანტური ვექტორია. ის დომინანტია იმ მხრივ, რომ სმენის ვექტორის მატარებელი ადამიანი იმყოფება სრულიად სხვა სამყაროში (იმის მიუხედავად სურს თუ არა ეს მას). ის ცხოვრობს არსთა სამყაროში და ამის გამო ფიზიკურ სამყაროს ერთგვარად ზემოდან უყურებს, თავისი ინტელექტის სიმაღლიდან.
თუ გახსოვთ ურეთრალურ ვექტორში ვთქვით, რომ ერთადერთი რასაც ურეთრალის ვექტორიანი არავის აპატიებს, არის მისი რანგის ხელყოფის მცდელობა. თუ ანალი ეცდება ბელადს რაიმე მიუთითოს, ან თუ კანი სამეფო ტახტს წაეპოტინება, ამაზე ურეთრალს აქვს ელვისებური რეაქცია, მრისხანება. ურეთრალი ელვისებურად დაატყდება თავს მისი რანგის შელახვის მოსურნეს. რატომ? იმიტომ რომ ეს მისი რანგია და ურეთრალს მხოლოდ ეს აქვს, ყველაფერი დანარჩენი მისთვის სულერთია. დაახლოებით იგივე სიტუაციაა სმენის ვექტორთანაც, მასაც ასევე არაფერი აინტერესებს, თვით რანგიც კი. მაგრამ სმენის ვექტორს აქვს საკუთარი ნიუანსი, სმენის ვექტორის რანგს ეწოდება მისი გააზრება. ერთადერთი რაც სმენის ვექტორიანისთვის მნიშვნელოვანია, არის მისი გააზრება. სწორედ ისაა მისი რანგი, როდესაც მის იდეას უსმენენ და მიყვებიან. როდესაც ადამიანები მიდიან მის მიერ დასახული გზით. ყველაზე მტკივნეული განცდა სმენის ვექტორიანისთვის არის მისი იდეის დამცირება. თუმცა ამ დროს სმენის ვექტორიანი ურეთრალისგან სრულიად განსხვავებულ მდგომარეობაში ვარდება. ურეთრლი ქვედა ვექტორია, ამიტომ მასში ცხოველური ბუნება მძლავრობს, ამიტომ რანგის შელახვაზე მყისიერი და მრისხანე რეაქცია აქვს. სმენის ვექტორთან ყველაფერი სხვანაირადაა. სმენის ვექტორს განსხვავებული ბუნება აქვს, ის არ არის ურეთრალივით მძლავრი, ამიტომ მას არ შეუძლია რანგის ამგვარად უზრუნველყოფა და დაცვა. მიტომ სრულიად სხვაგვარად რეაგირებს. რანგის, მისი იდეის შელახვის მცდელობისას ის ავლენს ისეთ ქედმაღლობას, რომ ვერც კი წარმოიდგენთ. ის ისე ზევიდან შემოგხედავთ, რომ თავს უკანასკნელ დეგენერატად იგრძნობთ. თუ სმენის ვექტორიანი საკუთარ იდეაში დარწმუნებულია, მას ვერავინ, ვერანაირი არგუმენტით ვერ გადაარწმუნებს, ვერც საწინააღმდეგოს დაუმტკიცებს ვინმე. ,,ის ხომ გენიოსია! მან ყველაფერი ზუსტად იცის! ის 100%-ით მართალია!“ – ასე თვლიან სმენები. ისინი პასუხობენ სრულიად თავდაჯერებულნი და უაპელაციოდ ამტკიცებენ საკუთარი იდეის ჭეშმარიტებას. სწორედ ამაში ვლინდება მათი დომინანტურობა. პრინციპში თვით ფსიქიკის ეს ორი დონე: ურთიერთობა და მოძრაობა (ქმედება), ანუ ურთიერთობები ერთ ინდდივიდთან და ურთიერთობები ჯგუფთან, ზოგადად სმენის ვექტორიანების არ არის. სმენური თვისება როგორც ასეთი არის განვითარება. განვითარება როგორც საკუთარი თავის, ისე – ჯგუფის. ის იდეის განვითარება, რომელმაც უნდა დაძრას მთელი ჯგუფი, მთელი კაცობრიობა. რომ შეხედოთ ნებისმიერ იდეას, დაინახავთ, რომ ის დასახა ერთმა სმენის ვექტორიანმა, მაგრამ შემდეგ ამ იდეას გაყვნენ მილიონები. სწორედ ამ იდეების მომწიფებასა და შექმნაში მდგომარეობს სმენის ვექტორიანის რანგი. მაგალითად დაწეროს წიგნი, რომელში გატარებული იდეაც მთელი ნაციის, ან ნახევარი კონტინენტის ბედს შეცვლის. ეს არაა ერთ კონკრეტულ ჯგუფში მოპოვებული რანგი – როგორც ურეთრალთან. ეს სმენისთვის მეტისმეტად ცოტაა. თავისი აბსტრაქტული ინტელექტის წყალობით სმენის ვექტორიანები აერთიანებენ ჯგუფს, ან მთელ კაცობრიობას. ურეთრალი შემოსაზღვრულია საკუთარი ჯოგით, სმენის ვექტორიანი კი არაფრით არაა შემოსაზღვრული.
მოკლედ თუ შევაჯამებთ, ურთიერთობის დონეში სმენის ვექტორს ახასიათებს დომინანტურობა, ხედვის ფართე მასშტაბები, ქედმაღლობა, სრული უყურადღებობა ფიზიკური სამყაროსადმი და ამასთან საერთოდ არ აინტერესებს რას ფიქრობენ მასზე სხვა ადამიანები. ამიტს გამო სმენის ვექტორიანები ხშირად არიან კოლექტივისგან გარიყულნი, ან განდგომილნი.